Thursday, December 31, 2009

გილოცავთ დამდეგს.....

დასასრული ძველის
და საწყისი ახლის

როცა ღამის თორმეტს
ფეერვერკი გახლის

როცა ყველა ერთად
ავწევთ სავსე ჭიქებს

როცა ბევრი თოვლი
გაგვითეთრებს ფიქრებს

როცა ფიფქი მოდის
და ფეხდაფეხ დაგსდევს

ყველას, ყველას, ყველას
მოგილოცავთ დამდეგს...

Wednesday, December 30, 2009

არ თოვს....

შენ ხარ ჩემი ოცნება და
სული
ბანალური რითმა მაგრამ
სრული....
მიიიიიიიიყვარხაააააააააააარ და
მგონი უნდა
ვგრძნობდე....
გათიშული მთვრალიც უნდა
გცნობდე....
გაიღიმეეეეეეეეეეეეეეეეე... გეხვეწები....
მართობს....
გიყურებ და გული მწყდება -
არ თოვს....

Tuesday, December 29, 2009

Aqua

შენმა ახლად დაბანილმა ტანმა
ყელზე ცალად შერჩენილმა წვეთმა
გამახსენა ბოლო შტრიხი - ქალი
სამოთხეში რატომ შექმნა ღმერთმა

Saturday, December 26, 2009

ჩალაღაჯი წიწაკით 24 საათში

იმისათვის რომ დავამზადოთ გემრიელი კრიტიკული სტატია, დაგვჭირდება მოდური გაზეთი, ქართულში დამკვიდრებული, უცხო სიტყვით დასათაურებული რუბრიკა და მჭლე ხორცი.

ავიღოთ ენა (სასურველია არა ადამიანური და არა ამქვეყნიური) და შევკაზმოთ ის უცხო სიტყვებით:

100 გრამი - ოპუსი
200 გრამი - ინფანტილურობა
40 გრამი - ეგზისტენციალიზმი

შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე თავი უცნაური ქართული სიტყვა გემოვნებით (მაგ.:"განსცენიურებული")


იმისათვის, რომ შესაბოლი კვამლი ხშირი (1) გამოვიდეს, გამოიყენეთ რთული თანწყობილი წინადადებები (მაგ.: ვისაც ბუღაძის რამდენიმე, თუნდაც ნებისმიერი პიესა მაინც აქვს წაკითხული, კარგად მიხვდება, რომ ამ ტექსტების ინსცენირებით საზოგადოების კრიტიკული მხარეების წარმოჩენა, თუ როგორც რეჟისორმა აღნიშნა, მისთვის სილის გაწნა, რთული მისაღწევი არ არის, საზოგადოების კრიტიკა თუ სხვადასხვა სოციალურ-მენტალური საკითხებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება ამ ტექსტების უმთავრესი მისიაა.).



მოათავსეთ მასალა რუბრიკაში (აუცილებლად დარწმუნდით რუბრიკის ჰერმეტულობაში) და დაელოდეთ 24 საათი.

ჩალაღაჯი წიწაკით მზად არის.



განმარტებები:


1. ხშირი - (гу-сто́й Прилагательное (качественное), тип склонения по классификации А. Зализняка — 1b/c'. Сравнительная степень — гу́ще. Корень: -густ-; окончание: -ой.)

плотный, состоящий из множества однородных, расположенных на небольших расстояниях друг от друга частей, объектов

Friday, December 25, 2009

***

ის რაც ქალს ძალიან უნდა, როგორც წესი კაცს კიდია...

Tuesday, December 22, 2009

მაღვიძარა

მე მხოლოდ გათბობ და გაძლევ ძალას
შენ კი დილით მირთავ მაღვიძარას
მძინარს თმებზე უხმოდ მეფერები
და ზრუნვით პერანგს მიუთოვებ

საღამოს მიწვავ ომლეტს კვერცხის
დესერტად მოაგაქვს ზეფირები
მიყვები ათას სისულელეს და
ჭკუის დაკარგვამდეც მეფერები

Wednesday, December 16, 2009

მომწონს...

მე ყველაფერი მომწონს რაც გაცვია...და რაც არ გაცვია უფრო...

Tuesday, December 15, 2009

მუსიკა რეკლამიდან

ხშირად, სარეკლამო რგოლებში ძალიან კარგი მუსიკებია გამოყენებული...რომელიც შესაძლოა მანამდე არც იცოდი... ან მსგავსი ინტერპრატაციით არ გქონდა მოსმენილი...

განსაკუთრებით აღსანიშნავია პარფუმერიის რეკლამები (მე პირადად ყველაზე ხშირად სწორედ პარფიუმერიისადმი მიძღვნილ რგოლებში გამოყენებული მუსიკა მომწონ)

რამდენიმეს წარმოგიდგენთ...დანარჩენი თუ გეგულებათ არ დაგეზაროთ და ლინკი დააკომენტარეთ.

[youtube http://www.youtube.com/watch?v=FdyDouy72BQ&hl=en_US&fs=1&]

Sunday, December 13, 2009

ლოკოკინები

დახუჭე თვალები
დაგადებ ტუჩებს...
მიყვარხარ როგორც ლოკოკინებს უყვართ სიმშვიდე
მიყვარხარ სულის უშორესი ძაფების მიღმა...

[უძველთაძველესი ნაწერია...შემთხვევით აღმოვაჩინე... :) ]

შოთა ნიშნიანიძე - ჯინორია

[youtube http://www.youtube.com/watch?v=swrYF8itFu8&hl=en_US&fs=1&]

Friday, December 11, 2009

ბალბა

შენი მჭადი კეცის
შენი ეზოს წყარო
მონატრებავ ზეცის
დასავლეთის ქარო

შენ სუნთქვა ხარ ჩემი
ან ფოთოლი ჭადრის
ნახე ფანჯრის მიღმა
რა ლამაზად ბარდნის

შენ ღამე ხარ ალბათ
მოგონება ძველი
ჩემი ეზოს ბალბა
და მარაბდის ველი

შენი მჭადი კეცის
შენი წყალი ეზოს
შეგისისხლხორცებდი
ოდნავ რომ შემეძლოს

Wednesday, December 9, 2009

დაკავებულთა ჩვენებები(შსს-ს არქივიდან)

[იმდენი ვიცინე რომ არ გაგიზიაროთ არ შემიძლია....]

ჩემი ცოლი,გარეთ შიშველი არ გამიგდია, უბრალოდ, მინდოდა მოვხვეოდი და მეკოცნა.
მან კი ეს ვერ გაიგო და ყვირილი ატეხა. ნაჯახით კი კოღოებს დავდევდი. ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვაქ“

პოლიციას კი არ გავექეცი, არამედ__ჩქარი ნაბიჯით გავასწარი“

ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში არ ვმართავდი, ის თავისთვის მიდიოდა. ამიტომ ჩემი დასჯა მართებული არ არის“

არ ვიგინებოდი, სულელი ხომ არა ვარ, რომ კონსერვატორიის შენობაში შევიგინო?
გთხოვთ ჩემს მიერ დასახელებული მიზეზი სერიოზულად მიიღოთ“

ჩვენ მივედით მოქალაქესთან და ვთხოვეთ ასანთი მოეცა. მან გვიპასუხა, რომ 3 წლი კარატეზე დადიოდა.შეგვეშინდა და ტირილი დავიწყეთ.ცრემლის მოწმენდის დროს შემთხვევით მის თვალზე მომიხვდა ხელი და მიტო გაუსივდა თვალი. მოქალაქემ კი ფული თავად მომცა, რომ ცრემლი შემეშრო“

გვიან ღამით ჩემი სახლიდან მუსიკის ხმა კიარ ისმოდა არამედ სასიამოვნოდ იღვრებოდა“

სამსახურში ნასვამი იმიტომ გამოვცხადდი, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში დამაჯარიმებდნენ“

გუშინ სამსახურში სულის საზეიმო მდგომარეობის გამო არ გამოვცხადდი. დილით სიდედრი გავაცილე, რომ გამგზავრება არ გადაეფიქრებინა“

პლიაჟზე ქალებს საცურაო ტრუსს იმიტომ ვხდიდი, რომ მათ სხეულებს თავისუფლად ესუნთქა“

მეზობლის ქათამი ტალახიანი იყო და გადავწყვიტე, მებანავებინა. საამისოდ ქვაბით წყალი შევათბე და შიგ ქათამი ჩავსვი, მაგრამ საქმეს შევყევი და ქათამი ქვაბში ჩამრჩა.მოვითხოვ !! რომ მეზობელმა თვითონ აბანაოს ქათმები!“

მოხუც მეზობელს ცარიელი ბოთლი მცირე ძალით ჩავარტყი და ძალიან გამიკვირდა, რომ ტვინის შერყევა მიიღო, რადგან არ მეგონა, მას საერთოდ ტვინი თუ ქონდა“

დაშავებულს რომ მივუახლოვდი, ფეხი ქვას წამოვკარი და თავის დაჭერის მიზნით მის ჩანთას მოვკიდე ხელი,ინერციით 150 მეტრი გავირბინე, რამაც გააჩინა ქურდობის მცდელობის ილუზია"

Sunday, December 6, 2009

ნიკო გომელაური

[youtube http://www.youtube.com/watch?v=GC159jvDhvA&hl=en_US&fs=1&]

ქართველი უცნობი პოეტი

[youtube http://www.youtube.com/watch?v=T5FhajJrleo&hl=en_US&fs=1&]

კარგი რითმებია.... მოუსმინეთ :) უბალოდ მე გრძელი ლექსები არ მიყვარს...და მორალის კითხვა..თუმცა საინტერესოა...

შენი ყვავილები

ისევ მინდა, რომ გითხრა - მიყვარხარ
თურმე რა ჩქარა გასულა წლები
მე დღემდე მხიბლავს შენი თითები
და შენ რომ უვლი ის ყვავილები.

Saturday, December 5, 2009

როდესაც ფიქრი შენზე მიდგება...

როდესაც შენზე ფიქრს
ძილის წინ ვეხები
მინდა რომ უბრალოდ
გაშალო ფეხები

თუ მღერის მოცარტის
"ჯადოსნურ ფლეიტას"
მარტო... და ჩემთან
ყოფნას ვერიტანს

მიყვარს როცა ყელზე
ტუჩები გეხება
მახსოვს თმები წითლად
უნდა შეგეღება

ეს შენი სუნთქვაც ხომ
უბრალოდ მახეა
ჩათვალე ეგ მზერა
არ დამინახია

და თუკი მაინც
ძილისწინ მეხები
მომქაჩე თმებში
და გაშალე ფეხები...

Tuesday, December 1, 2009

განწყობისთვის...

შავ ასფალტზე
თეთრი ცარცით
დახატული კონტურები...
ქუჩის პირზე გადმოსული
სახლები და ქონგურები
ჩამოფანტელფიფქთოვდება
და ამ ღამით ბლომად დადებს
თეთრი თოვლი მოვა ისევ
და ისევ გაგვიფერადებს
განწყობას და მონატრებას
შენს კაბას და ქვედა ბოლოს
ვიღაც ბუხარს მიუჯდება
ჩიბუხი რომ გააბოლოს
ვიღაც ციგას გამოიტანს
ვიღაც მორთავს ნაძვის ტოტებს
ვიღაცა კი მოიგონებს
დრო რა დინჯად მიაბოტებს

მე კი მოგიყვები ამ ლექს...
მოგიყვები როგორ დადო
გაკოცებ და შევეცდები
ცხოვრება გაგიფერადო

Monday, November 30, 2009

შემოდგომის მიწურულს

შენით გამიჯერდა სისხლი
უნდა გაიღიმო - გახსოვს?
აღარც გაზაფხულის გჯერა
აღარც მოგონებებს მაქსოვ

ადრე გიყვებოდი ლექსებს
ჩრდილში ვიძინებდით ერთად
მზესთან მღალატობდი ხშირად
ზოგჯერ შემოდგომის ფერთან

წუხელ შემაცია ღამით
აღარ გაგაღვიძე... არ ვთქვი...
ჩუმად დაგაკვირდი მძინარს
და შენი სუნთქვით გავთბი

Friday, November 27, 2009

შექსპირი 66 სონეტი

[youtube http://www.youtube.com/watch?v=kvKos6pqrQ4&hl=en_US&fs=1&]

შენი ოთახი

განა მარტო
განა მარტი
კიტრის მწნილი
ძველი კარტი
შენი ძველი საათი და
კარგად შეფუთული ბარგი
ჩაიდანი
ზარდახშა და
კართან ტუმბო
კრილიანი
ზედა ბზარის
ქვედა ბოლოს
გაკრული
მოდილიანი

შენი ძველი საათი და
კართან ბარგი შეფუთული

Thursday, November 26, 2009

სუნთქვა

ისე ჩუმად მინდა გითხრა, როგორც არასდროს
ისე მშვიდად, ისე უხმოდ, თითქოს თენდება
არც რითმებმა მინდა ლექსი გააფერადოს
არც ოცნებამ, ჩვენთან ერთად რომ დაბერდება

არვიცი რატო არ ვამბობდი...მინდა, რომ სულ ვთქვა
კი არ მიყვარხარ.... უნდა მყავდე, რომ შევძლო სუნთქვა...

Monday, November 23, 2009

***

თუ ადამიანი იმაზე ხშირად ცდება ვიდრე იტყუება შეგიძლიათ მას თამამად ენდოთ....

Friday, November 20, 2009

ფურცლები

ის...
არომატია
დღის

ის...
ძალას მაძლევს და
მღლის

მას...
დავუუთოვებ
თმას

ძილისწინ სათქმელ ზღაპარს
როგორც გაფენილ ზეწარს
ისე ვაჭრელებ ფურცელს
როგორც ღრუბლები ზეცას

მასში...
როგორც სასმელი
თასში

ლივლივებს...კედლებს ელამუნება...
როგორც ნიავი...როგორ ბუნება...
და დახლართული ტროოტუარებით
უხმო ნოტებით, მემუარებით
პატარა კიბით, განმარტოებით,
კინო ფირებით სავსე კარადა...
უცებ ვიპოვე...
და არ მეპოვა ჯობდა

არადა...

ის
არომატია
დღის...

Sunday, November 15, 2009

კაბა

შენი ტანის სილუეტი
გამახსენდა...გავიყინე...
გავშრი...ენა ჩამივარდა...
ბოლო ხმაზე დაგიყვირე...
შემომხედე, რა მინდოდა...
რას გეძახდი...რატომ შეგხვდი...
ისევ ისე დამესიზმრე -
"თითქოს ბიუსტჰალტერს ვერ გხდი..."
ყოველ ჯერზე,ყოველ წამში
თითქმის ყველგან მელანდება
შენი ყავისფერი კაბა
ურცხვად როგორ ილანდება
შენი ტანის სილუეტი გამახსენდა...
გა ვი ყი ნე...

Friday, November 13, 2009

2012 (არ წაიკითხოთ, ჯერ თუ არ გინახავთ)

მოკლე რეცენზია:
"ნუუუ ეხლა.....ეფექტები იყო ...კიიიი"....

ოდნავ ვრცელი რეცენზია:
"ანუ ანი იცი რა იყო....აი პროსტოო, "სუმრაკი" ჯობია რააა...." (პერიფრაზი "ჩვენი პრეზიდენტი ჯობია")

რეცენზია:
სულ ახალი გამოსულივარ... ტიტრებზე დადებული საუნთრექიც კი (რომელიც ალბთ დაზაფრული ამერიკელების ოდნავ დასამშიდებლად შეიქმნა, ჩამესმის ყურში)...

ფილმში ორასი მილიონი ჩაიდო.... არადა ამერიკელები მგრძნობიარე ხალხია...ვერ იტანენ მთავარი გმირი რომ კვდება...სამაგიეროდ ძალიან უყვართ, "პატრიოტური სიტყვა ამერიკაზე, აფეთქებამდე დარჩენილ ბოლო 10 წამიდან 8 წამი საყვარელი ადამიანისთვის თვალებში ჩასახედად და ტუჩებში საკოცნად, რომ იხარჯება და (ჩემი უსაყვარლესი...) ბოლო წამის, ბოლო ამოსუნთქვის, წკიპზე გადარჩენის, შემდეგ ერთი გემრიელი შეძახილი "Yeeeeeeees" ამერიკულ სტილში (სასურველია პერსონაჟებმა ორივე ხელი, შეკრული მუჭით ჰაერში აღმართონ და შემდეგ ერთმანეთს გადაეხვივნონ..)...მე ამას "ტაშს" ვეძახი...(სხვათაშორის დავაკვირდი, რომ ქართველები არასოდეს რეაგირებენ "ტაშზე" მაშინ როცა ამერიკული კინოთეატრები ინგრევა ოვაციებისგან...) და ვიცი სადღაც ფილმის ბოლოსკენ, რეჟისორს რომ ექნება შემონახული... (პუბლიკას ამოსუნთქვა ჭირდება...)

რადგან ფილმში საკმაოდ მძიმე სიუჟეტური ხაზი ვითარდება, როგორც ჩანს "პროძიუსორებმა" ვერ გარისკეს, ამერიკული პუბლიკა ზემოთჩამოთვლილი ნიუანსების გარეშე დაეტოვებინა ( 200 000 000 მილიონიანი ბიუჯეტი ცოტა ხომ არაა)...

დაწყნარდი რიგითო ამერიკელო....მერე რა, რომ კაფილორნია ცეცხლში იძირება, ამერიკის პრეზიდენტს სამხედრო ლაინერი სრისავს და დარჩენილ კონტინეტს უზარმაზარი ცუნამი ტბორავს.... რაც მთავარი ფილმის მთავარი გმირი გა-და-რჩე-ბა (მთლიანი ტექსტი იკითხება ჩურჩულით)...

ფილმი აგრეთვე დახუნძლულია ჩვეული იუმორით...
გაიხსენეთ, როცა მთავარი გმირი ფეხში დაჭრილია, მეორე ხელი ამპუტირებული აქვს და მტრით გარშემორტმყმულს ეუბნებიან:

-ბედნიერი მგზავრობა ჯოჯოხეთში...
-იქ ჩემზე ადრე მოგიწევს მისვლა, ნაბიჭვარო....

და ბუუუუუუუუხ.... "კეთილი" გადარჩა...

აგრეთვე დავაკვირდი, რომ პროძიუსერები შეეცადნენ, არა მხოლოდ ამერიკული პუბლიკის გული მოეგოთ.

ასე მაგალითად:

რუსები- რუსი ოლიგარქი ამბობს რუსულ თვითმფრინავზე - "...полетить оно же русское.."
იტალია-არაჩვეულებრივად ინგრევა სიქსტის კაპელა
ჩინელები-ყველაზე იაფად და სწრაფად ააშენებენ ნოეს კიდობანს...
და რათქმაუნდა იზრუნეს ქართულ მაყურებელზეც-ამ ფილმში ყველაფერს დედა ეტ****ბა...

მეორეს მხრივ ეს არის ფილმი, რომელშიც არის არაჩვეულებრივი და დღემდე არ ნახული მასიური სცენები, სპეციალური ეფექტები (ფილმის ბოლო ნაწილს თუ არ ჩავთვლით სადაც ჰოლივუდის პავილიონში აღმოვჩნდი, ხელოვნურ კაბინაში, რომელსაც გარედან არყევენ და არაბუნებრივად ანათებენ)

აღნიშვნის ღირსია ხმოვანი ეფექტებიც, რომელიც ვფიქრობ ერთერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს მაყურებელზე....

საერთო ჯამში, ყურადღება არ მივაქციე "პროძიუსერების" მიერ ფილმში ჩადებულ სადაზღვეო პოლისებს და ფილმიდან შთაბეჭდილებებით გამოვედი...თუმცა ამაში მსხაიობებისგან მიღებული ემოციები ნაკლებად დამეხმარა...

უბრალოდ წარმოვიდგინე და განვიცადე, ერთ წამში უნიტაზივით ჩარეცხილი დედამიწა...ახლობლები, ლამაზად გათენებული დილა, მისი ღიმილი, ფინჯანი ყავა, საყვარელი მუსიკა, იდეა რომელიც მოულოდნელად დაგებადა, მონატრება რომელიც უზომოა...და ჩემი უსუსურობა, ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად...

გირჩევთ ნახოთ ეს ფილმი... კინოთეატრიდან გამოსულებმა, ღრმად ჩაისუნთქოთ და საყვარელ ადამიანებს მოეფეროთ :)


P.S. მე მჯერა რომ ბიბლიური აპოკალიფსი მოხდება...თუმცა დარწმუნებულივარ ჰოლივუდი ნამდვილად არ იქნება ამის მაუწყებელი...ისიც მჯერა რომ კავკასიონის ქედით დაცული საქართველო ერთერთი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ადგილი იქნება დედამიწაზე...თუმცა ამაზე მოგვიანებით...

Friday, November 6, 2009

უცებ მომაწვა :)

არმინდა დალაგებული რითმა.... გაუთოებული ზედმიწევნით და თითქმის იდეალურად პერანგი...მომბეზრდა დაგეგმილი და დროში გაწერილი პროექტები, მოფიქრებული სტრატეგია, მოზომილი საქციელი და აწონდაწონილი სიტყვა...

არმინდა არავისთან კამათი, ფუნდამენტური მეცნიერებები, პრინციპული გადაწყვეტილებები და მესამედ ზეთში შემწვარი ფენოვანი. მომბეზრდა კვირაში ერთხელ წვერის გაპარსვა და პრინციფში წვერიც...

ავიკვიატე რომ ჩარჩოებს უნდა გავცდე და ამით ჩარჩოების ლეგიტიმაცია მოვახდინე, კაპიტულაციის გარეშე....

რა სისულელეა არა? რამდენი სისულელე გვაქვს თავში... :)

თვალებს დავხუჭავ და მზეს მივეფიცხები...

Wednesday, November 4, 2009

ზამთარი მოდის

მე შენ ალერსის დაგიგე მახე
მე შენ წუხელის სიზმარში გნახე
მე შენ გაკოცე, არმახსოვს როდის
მე შენ გითხარი - ზამთარი მოდის

შენ მე რამდენჯერ გამათბე გახსოვს?
შენ მე მნახე და გარეთაც არ თოვს...
"შენ მე არ გიყვარვარ" - მერითმა
შენ მე შემაგრძენი შენი თმა

შენ მოფერებით დამიგე მახე...
მე კი წუხელის სიზმარში გნახე

Tuesday, November 3, 2009

"ცოტა" რამ სიყვარულზე

სიყვარული სამნაირი ყოფილა: ეგოისტური, ალტრუისტული და პოხუისტური.

Monday, November 2, 2009

პოზა

არ მინდა ვიყო პოეტი პონტის
და კამერებთან მივიღო პოზა
ვიყო დამბაჩა სამუელ კოლტის
და სევდიანი პუტანა - პროზა

არ მინდა ვიყო თეატრალური
მოფიქრებული...დადგმული სცენა
არის ამაში რაღაც ქალური
შენი ბოქვენი და ჩემი ენა

არ მინდა ვიყო მოწონებული
აყოლებული კედელზე ვაზი
ან თავს უეცრად დაყენებული
არ მინდა ვიყო საზღვარი - ხაზი

არ მინდა ვიყო პოეტი პონტის
გადინჯებული წყლის ფსკერზე ღუზა
ვიყო დამბაჩა სამუელ კოლტის
მყავდეს ერთგული პუტანა - მუზა

Friday, October 30, 2009

გამარჯობა აფხაზეთო შენი...

ანკეტა:

თანხა: 100 აშშ დოლარი
გამომგზავნის სახელი და გვარი: ემზარ ჭაავა
მიმღების სახელი და გვარი: დაურ არშბა
მიმღები ქვეყანა: აფხაზეთი.

ეს რათქმაუნდა ჩემს მიერ მოგონილი ანკეტაა მაგრამ დაახლოებით მსგავსი ანკეტის შევსება მოუწევს იმ პირს, რომელიც აფხაზეთში საერთაშორისო ფულად გზავნილს გაანაღდებს.

პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მომიწია დღეისათვის ქართულ ბაზარზე არსებული სხვადასხვა ფულადი გზავნილების შესწავლა.

მინდა გაგიზიაროთ კვლევის რამდეიმე საინტერესო ნიუანსი:

  • საქართველოში არსებული 12 კომპანიიდან, მხოლოდ 5 არ არის რეგისტრირებული რუსეთში
  • საქართველოში სწრაფი გზავნილებიდან შემოსული ფულადი მასის 54%–მდე ირიცხება რუსეთიდან
  • მეორე და მესამე ადგილები უჭირავთ აშშ–ს და უკრაინას, 9% და 8% თანაფარდობით.
    (დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ბანკის საიტზე)
დანარჩენი რიცხვებით თავს არ მოგაწყენთ მაგრამ კვლევის ერთერთი მიზანი იყო დაგვედგინა აღნიშნული გზავნილების გავრცელების ზონა. ანუ ქვეყნების ჩამონათვალი სადაც ესა თუ ის გზავნილი ვრცელდება.

ნამდვილად არ იყო სასიამოვნო როცა აღმოვაჩინე რომ "ქვეყნების" ჩამონათვალში ბევრ მათგანთან ჩანაწერი "Абхазия" აღმოვაჩინე.

უცნაური კი ის არის, რომ სულ უფრო მეტი ფულადი გზავნილის კომპანია ამატებს საკუთარ სისტემაში მოცემულ "ქვეყანას". რამდენადაც მე გავარკვიე არც მეტი არც ნაკლები მათზე ხორციელდება ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან. (თუმცა შესაძლოა ეს სუფთა ბიზნეს თვალსაზრისით იყოს განპირობებული)

ერთადერთი შეკითხვა რომელიც გამიჩნდა არის "კარგია თუ არა ეს?"...

პირადად ჩემი აზრით, რაც არ უნდა გამაღიზიანებლად ჩანდეს ეს ფაქტი ერთი შეხედვით, მასში არის გარკვეული სახის პოზიტივი.

ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სახის საკომუნიკაციო საშუალება (იქნება ეს მაღალი ძაბვის სადენი, გაზის მილი თუ ფულადი გზავნილი) შეამცირებს იმ ბარიერს რომელიც ჩვენს შორის არის.

სავაჭრო ურთიერთობები, ხომ ერთერთი სერიოზული მოტივატორია დაპირისპირებულ მხარეებისთვის კომუნიკაციის აღსადგენად? ფულადი გზავნილები კი სავაჭრო ურთიერთობებისთვის საჭირო (მართალია საკმაოდ შეზღუდული მაგრამ) ერთერთი ინსტრუმენტალური საშუალებაა.


თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს. როგორ ფიქრობთ უნდა გავზარდოთ იზოლაციის დონე თუ უნდა ჩავეჭიდოთ ვყელა იმ წერტილს, რომელიც რაღაც ფორმით მაინც გაგვაერთიანებს?


Thursday, October 29, 2009

***

მე დღევანდელი კვერცხი ვარ, რომელსაც ხვალინდელი ქათამი ჯობია...

Monday, October 26, 2009

მე რომ ეშმაკი ვიყო

"იდეას მახვილით ვერ დაამარცხებ
იდეა იდეით დამარცხდება..."

შესავალი:
თუ ერთი და იგივე ადგილი ბევრმა დატკეპნა, შენი ფეხის დაბაკუნება იმავე ადგილას ან "სიმბოლურია" ან "მარაზმი"...

ჩემი კომპლექსიდან გამომდინარე (ვიყო განსხვავებული) შევეცდები არც სიმბოლური რიტუალი ჩავატარო და არც გავმარაზმდე (თუმცა წინასწარ ვიცი არ გამომივა).

თავშვივე ავღნიშნავ, იყო მორწმუნე არ ნიშნავს იყო უცოდველი და ათი მცნების უბადლო აღსმრულებელი. სატანაზე მეტად უფლის არსებობა არავის არ სწამს - ის ხომ ოდესღაც მის გვერდით იყო.

ყოველთვის ვფრთხილობდი რელიგიურ თემაზე რაიმე დამეწერა რადგანაც, ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ, რომელსაც არა აქვს მადლი "კეთილი შეითვისოს და ჯერკუალი განაგდოს"...რამეთუ იოლად შეიძლება შევცდე. რამეთუ ოცდამეერთე საუკუნის, ტეკილა ბუმითა და ეროტიკით გაჯერებული, იმ ერთერთაგანი ვარ რომელნიც "ირწეოდნენ, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა".


„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“.
მაგრამ ახლა მინდა დავწერო ის, რასაც ვფიქრობ და ვრგრძნობ... ის რისიც მეშინია... და იმედს დავიტოვებ, რომ არ ვცდები.


მე რომ ეშმაკი ვიყო

„ეშმაკი ყველაზე მეტად ცდილობს
დაგვარწმუნოს იმაში, რომ ის არ არსებობს“


PR მენეჯერი: ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, შევაჯამოდ გასული საუკუნის შედეგები და წარმოგიდგინოთ მომდევნო საუკუნის სამოქმედო გეგმა.
პირველ „სლაიდზე“ მინდა მოკლედ გაგაცნოთ გასული საუკუნის მცირე სტატისტიკური ანალიზი:

  • 49% შემცირდა მორწმუნეთა რიცხვი
  • 89% შემცირდა რწმენის კოეფიციენტი
  • 30% გაიზარდა მხარდამჭერთა წრე
  • 90% გაიზარდა ინსტრუმენტალური სპექტრი, რომელის გამოყენებაც სამომავლო კამპანიების წარმოებისას შეგვიძლია.


აღნიშნული სტატისტიკა საფუძველს გვაძლევს სამოქმედო გეგმის მომდევნო საფეხურზე გადავიდეთ და დავგეგმოთ სამომავლო სტრატეგია.

ეშმაკი: გთხოვთ.

PR მენეჯერი: მოგეხსენებათ აპოკალიფსამდე საკმაოდ მკაცრი “Dead line”-ი გვაქვს განსაზღვრული. შესაბამისად მომავალ ასწლეულში უფრო აქტიური და აგრესიული კამპანიების გატარება მოგვიწევს.
როგორც იცით ჩვენ რამდენიმე პროგრამა, სატესტო რეჟიმში ავამოქმედეთ, რომელთაგანაც ერთ-ერთი, განსაკუთრებით მომგებიანი აღმოჩნდა. ჩვენს დღევანდელ პრეზენტაციაში ყურადრება სწორედ ამ პროექტზე გავამახვილებთ.

ჩვენ შევარჩიეთ ქვეყანა სადაც ჩვენი საბაზრო წილი ყველაზე დაბალია. აპრობირებული მეთოდით, სხვადასხვა ობიექტებს ვაიძულეთ „შენიღბული მოტივაციით“ პირდაპირი შეტევა განეხორციელებინათ კონკურენტებზე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

ეშმაკი: უფრო დეტალურად... პროექტის არსი და მისი შედეგები.

PR მენეჯერი: იდეა საკმაოდ მარტივი იყო. შეურაცხყოფა მივაყენეთ იმას რაც ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის ყველაზე წმინდაა. თანაც ეს არ გავაკეთეთ შეფარულად, შენიღბვით და მაღალ ხარისხიანად - როგორც აქამდე არსებული სტრატეგიის თანახმა ვიქცეოდით. არამედ პირდაპირ და ძალიან უხარისხოდ. შედეგად მივიღეთ, დაბალი ბიუჯეტის პროექტი მაღალი უკუგებით.
მინდა წარმოდგინოთ, შემდგომი ანალიზის შედეგები:

ეფექტი #1: ღირსება და პატივმოყვარეობა შელახული „მორწმუნეები“ მრისხანებამ მოიცვა. მათი გული სავსე იყო მრისხანებით. ისინი მზად იყვნენ ნაკუწებად ექციათ ჩვენს მიერ გამოყენებული ობიექტები. ზემოთ აღნიშნული შანს გვაძლევს, პირველად მრავალი ათასწლეულის განმავლობაში, შევქმნათ „წამებულის“ სახე. მოცემულ მომენტში ჩვენი ოპერატიული ჯგუფი ცდილობს, ხელი შეუწყოს რომელიმე „კეთილისმყოფელს“ აღნიშნულის სისრულეში მოსაყვანად. რამდენიმე კანდიდატი უკვე შერჩეულია და დღითიდღე ვცდილობ გავუღმავოთ აზრი, რომ მსგავსი პიროვნებები უნდა „აკუწონ, დაკეპონ, შეჭამონ, აწამონ და გააცამტვერონ“... ვფიქრობთ რომ მიზანს მალე მივაღწევთ.

ეფექტი #2: აქცია იმდენად იაფფასიანი და მდაბიო იყო, ძალიან ცოტამ თუ შეძლო არ გასჩენოდათ ზიზღი, მოცემული კამპანიის, მისი აღმსრულებლების და ჩვენს მიმართ. ჩვენ გამოვიყენეთ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ზიზღი რაც შეიძლება გაგვემწვავებინა და გაგვერღმავებინა. მოგეხსენებათ მოცემულ გრძნობას ინერციის დიდი ეფექტი ახასიათებს, შესაბამისად ჩვენ პერიოდულად გავააქტიურებთ სარეკლამო მხარდაჭერაც აღნიშნული მიმართულებით.

ეფექტი #3: კამპანიამ მოიცვა ნეიტრალურად განწყობილი მომხარებლების ყველაზე დიდი სპექტრი. ნაწილი ცდილობდა დაეცვა „სიტყვის თავისუფლება“, ნაწილი პირველსა და მეორე ქეისში განხილული ხალხისგან ცდილობდა მავანთა დაცვას. თუ ვინმეს იცავ სხვიგან, შენ მისი მოწინააღმდეგე გამოდიხარ, ხოლო თუ მიიჩნევა რომ სხვა თეთრია, გამოდის, რომ შენ შავ მხარეს დგახარ.

ეშმაკი: (ეღიმება)... არგვინდა ენამახვილობა. გააგრძელე...

PR მენეჯერი:
ეფექტი #3: ინფორმაციის იმ უდიდეს ნაკადში, რომელიც აღნიშნული კამპანიის შედეგად მიმოიცვლებოდა, შევძელით ჩვენთვის სასურველი კორექტივების შეტანა. შედეგად მივიღეთ „კომუნიკაციაში ხმაურის“ წარმოუდგენლად მაღალი დონე. აღნიშნული ინფორმაცია მომხარებელთა უმრავლესობამ „კარგისა“ და „ცუდის“ დიფერენციაციის გარეშე სრულიად ქაოსურად და მოუწესრიგებლად შეინახა გონებაში. ეს ჩვენი მარაგია რომელიც „მტრის ზურგში“ ინახება.
სხვა ეფექტები: გარდა ზემოთ აღნიშნულისა საშუალება მოგვეცა შეგევხსენებინა მომხარებლისთვის, კონკურენტების მხარეს მყოფი პირების შეცდომები, შეცოდებები, რამაც მრავალი მორწმუნე დააბრკოლა და დააფიქრა. მრავალმა ამპარტავნებით და თავმოყვარეობით შეპყრობილმა ხელში კალამი აიღო და უამრავი სისულელე დაწერა და ა.შ.

ეშმაკი: პროექტის სუსტი მხარეები თუ გამოვლინდა?

PR მენეჯერი: უკუეეფქტი ძალიან მწირი იყო. რამდენიმე ღრმადმორწმუნე რომლიც ლოცვით და მარხვით გაძლიერდა.

ეშმაკი: ყველაფერი მარტივი გენიალურია.რაც შეიძლება ბლომად დაგეგმეთ და განახორციელეთ მსგავსი აქციები.
წყალი მღვრიეა, თევზიც ბლომად უნდა დავიჭიროთ. რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ - ჩვენ შედეგებზე ორიენტირებულები უნდა ვიყოთ. მე შედეგები მჭირდება...

შემდეგ საკითხზე გადავიდეთ...

ალუჩა

მე მინდა შენი ცქერა
მე მინდა შენი ნეკიც და ცერა
მე მინდა შენი თმების ხალიჩა
და შენი კოცნა მინდა - ალუჩა
შენი ღიმილიც თეთრი ემალი
ხასიათი გაქვს მწვანე ტყემალი
და გარუჯული შენი მაჯები
მაჯადოვებენ ეს ალქაჯები
მე მინდა შენი ალერსი, ცქერა
მე მინდა შენი ნეკი და ცერა

Sunday, October 25, 2009

შავი თეთრეული

ვერ ვეჩვევი შენს შავ საცვალს
როგორც გერი დედინაცვალს
მიყვარს შენი თეთრი "ბანტი"
ჭიქა ვისკი,ცოტა ბლანტი
მიყვარს შენი მუცლის კოცნა
და "არ" რომ მჭირდება მოცლა
შენი მოჭრიალე ტახტი
რატომ არ ჭამ, მგონი გახდი...
ვერ ვეჩვევი შენს შავ საცვალს...
როგორც გერი დედინაცვალს

Friday, October 23, 2009

სავსე სიცარიელე

დავიცლები როგორც არყის ბოთლი
დავილევი როგორც ჭიქა ღვინო
შენი სადღეგრძელო უკვე ხომ ვთქვი
ეხლა ცოტა უნდა დავიძინო

ღამე ალბათ მალე გათენდება
დილით გაკოცებ და გაგიღიმებ
თავს ვერ ვერევი და არც მნებდება
მთვარეს ვუყურებ და თან ვღიღინებ

დავილიე როგორც არყის ბოთლი
დავიცალე როგორც ჭიქა ღვინო

Monday, October 19, 2009

კედლის კალენდარი

შენთვის რაღაც უნდა მეთქვა
ვერ ვიხსენებ...როგორ გამოვშტერდი...
...რა და ძალიან მომენატრე
და ლექსებს გწერდი...

ცრემლებს თვალებში ვერ ვაკავებ
გამირბიან...
გახსოვს რამდენი ღამე დღეზე
გადაგვიბია?

თვალებს დავხუჭავ და გონებაში
ხელებს მოგხვევ
წავალ დავიძინებ...და ამ დღესაც
უხმოდ მოვხევ...

Wednesday, October 14, 2009

სპერმა

თავგანწირვით
ყოველგვარი წესის გარეშე
ბოლო ძალით იქაჩება
კვერცხუჯრედისკენ

არც კი იცის რა ელოდება

ორგაზმი

კვანძი გაიხსნა...
მთელი დარბაზი
გატრუნული ელოდება
უეცარ ფინალს.

ბრაოოოოოოო
შეძახილმა გააპო სივრცე

მქუხარე ტაშით წამოიშალნენ
დარბაზში მჯდარი
ნეირონები

Tuesday, October 13, 2009

ჩემი ხუთი ოცნება

აღმოჩნდა რომ სადღაც, სადაც "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", ქეითმა დამთაგა... ცოტა არ იყოს და ავფორიაქდი... უხერხულია ეხლა, ადამიანმა "დამთაგა" და მე ისიც კი არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა... მივდექი მოვდექი და აღმოვაჩინე – ყველაფერი კარგად არის და მშვიდობაა. უბრალოდ უნდა დავწერო პოსტი "ჩემი ხუთი ოცნება"...

ხუთი ოცნება... აქაც ლიმიტირებული ვარ და ოცნებებაც კი არ შემიძლია უსაზღვროდ.... არადა წერა რომ დავიწყო ეს ხუთი ოცნება ისე ამომეწურება როგორც დეპოზიტზე დარჩენილი ბოლო ხუთი ლარი... მაგრამ ოცნება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, როგორც სხვადასხვა ჟანრები – ფანტასტიკური, რომანტიული, კატასტროფული ალბათ "ექშენიც", "ბოევიკიც" და "ჟიზნენიც"... ხოდა მეც ძალიან მოკლედ შევეცდები, ჩემი სხვადასხვა ჟნრის ოცნებები გაგაცნოთ:

მაშ ასე:

ფანტასტიკა:

1. მინდა მთვარეზე ერთი პატარა ქოხი, რომ ღამღამობით ჩამოვჯდე და დედამიწას ვუყურო...
2. მინდა შემეძლოს ფრენა, ლაღად და თავისუფლად...
3. შემეძლოს ტელეპორტაცია, საგალაქტიკაშორისო მაშტაბით
4. მყავდეს პირადი ტრანსფორმერი (უკიდურეს შემთხვევაში "робот полицейский")
5. შემეძლოს ნივთების გონებით მართვა...


რომანტიკა

1. მინდა მთვარეზე ერთი პატარა ქოხი, რომ ღამღამობით ჩამოვჯდე და დედამიწას ვუყურო...
2. მინდა ზღვა და ამ ზღვასთან ზღვისპირი...ზღვისპირთან სწორად ჩამოთლილი კლდე...კლდეზე სახლი...სახლში დიდი ვერანდა ზღვაზე ხედით....თეთრი ფარდები, რომლებსაც ნაზად არხევს ზღვიდან მონაბერი ბრიზი...ვერანდაზე პატარა მაგიდა ფინჯანი ყავით...თბილი პულოვერი... და ჰონორარი ამ არაჩვეულებრივი სარეკლამო სცენარის მოფიქრებისთვის.
4. მინდა მყავდეს თეთრი რაში და ვიცოდე პრიცესას ზუსტი GPS კოორდინატები...
5. მინდა წითელი ფუმფულა გული წარწერით "მიყვარხარ" რომელსაც მას ვაჩუქებდი, ფეიერვერკი რომლითაც ღამით ცაზე დავწერ მის სახელს, მინდა "миллион алых роз" რომელსაც ის ფანჯრიდან დაინახავდა, ბენზინი რომ მის ეზოში დავწერო "მე შენ მიყვარხარ" და ასანთი რომ ცეცხლი მოვუკიდო.... და მინდა "ის" :)


"უჟასი" (ამ "საშინელებათას" ვერ ვეგუები)

1. მინდა მთვარეზე ერთი პატარა ქოხი, რომ ღამღამობით ჩამოვჯდე და დედამიწას ვუყურო (შეგახსენებთ მთვარეზე ტემპერატურა რამდენიმე ათასი ცელსიუსია)
2. უპარაშუტოდ გადმოხტომა
3. სერფინგი აკულებით სავსე ზღვაში
4. (ხუმრობითაც კი მიჭირს დაწერა იმდენად მტკივნეული თემაა)... ანაკონდებით სავსე ამაზონის ჟუნგლებში მოგზაურობა
5. ბანკში მუშაობა (ეს კარგახანია ამიხდა :) )


ჟიზნენი:

1. არ მქონდეს არცერთი სესხი, რომელიც ეხლა მაქვს :)
2. ვაკეთო საქმე რომელიც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს
3. ბევრი ვიმოგზაურო და ვიხეტიალო. თუნდაც საქართელოში.
4. კარგი ფოტო აპარატი (დავუშვათ Nikon D90)
5. ერთი პატარა ქოხი, რომ საღამოობით ჩამოვჯდე და მთვარეს ვუყურო...

აი თამუშკი ეს არის ჩემი ოცნებები... ეხლა არც კი ვიცი ვინც დავთაგო :)
ვინც ამ პოსტს წაიკითხავს და აქვს ბლოგი და ჯერ არავის "დაუთაგავს" ჩათვალოს რომ დიდი გულით და სულით ვთაგავ... მომწერეთ მეილზე და პოსტფაქტუმ ჩავამატებ თქვენს ბლოგს ანუ დაგთაგავთ :)

ბოლოს კი უბრალოდ ვიტყვი.... ის რაც ჩვენთვის დღეს კარგი გვონია იქნებ არც ისეთი კარგი იყოს ... და პირიქით... ამიტომაც "უფალო, იყოს ნება შენი"...

Friday, October 9, 2009

პრეზზზენტაბელური

პრეზზზზენტაბელურად
იქნებ მობილური?
ეხლა სადმე ძმურად
რამე დებილური
როგორც მთვარის შუქზე
არეკლილი სუნთქვა
არ გამიჩალიჩო
დასტოვაააა!!! ან სულ თქვა...
პრეზენტაბელურად
დახვეწილი მზერით
ხელში მობილურით
გელით, გელით, გელით...

Wednesday, October 7, 2009

მინდა დავწერო...

გულიდან მინდა დავწერო რამე
გავწირო მზე და გავწელო ღამე
მოგწერო ლექსი
გაკოცო ხელზე
დავკეცო გზა და
შემოვხტე ცხენზე

გაგხადო ფეხზე
(პაატარა ფეხზე)
მე შენი ფეხის
გარეშეც ვერ ვძლებ

გულიდან მინდა დავწერო რამე
მოვწიო მზე და... გავწელო ღამე

Friday, October 2, 2009

ბანკიდან წასვლა – პლიუსები და მინუსები

ძალიან სერიოზულად ვფიქრობ ამ თემაზე. ჩემი მეგობრის რჩევით ჩამოვწერე რა პლიუსები და მინუსები შეიძლება ქონდეს ჩემს ამ გადაწყვეტილებას.

აქვე ხართ ჩემი მეგობრები, ნაცნობები და ა.შ. და იქნებ თქვენ ისეთი რამე შემახსენოთ რაც მე გამომრჩება და მირჩიოთ:

პლიუსები:
ცხოვრების ჯანსაღი წესი
ინგლისურის სწავლა და დახვეწა
ვებ–პროგრემირების სწავლა
საკუთარი ვებდიზაინ სტუდის განვითარება
სხვადასხვა კერძო ვებ პროექტების შექმნა და განვითარება
მეტი დრო ახლობლებისთვის
მეტი დრო სულიერებისთვის (ეკლესიას ვგულისხმობ უპირველესად)
ლიტერატურის კითხვა
ჯანსაღი ნერვიული სისტემა
შემოქმედებითი პოტენციალის ამაღლება

მინუსები:
არასტაბილური შემოსავალი
რისკი ვერ დავფარო სესხი
ნაკლები კომუნიკაცია ხალხთა
რეჟიმიდან ამოვარდნის რისკი


თქვენ როგორ ფიქრობთ როგორ უნდა მოვიქცე? ან რაიმე ხომ არ გამომრჩა?

Thursday, October 1, 2009

***

სიკვდილი სიცოცხლეს ძალიან ალამაზებს....

Tuesday, September 22, 2009

ჩემი დიალექტი, ჩემი სიმდიდრეა...

მომკალით და უფრო "მცხავს" ვიდრე "მცხელა" :)

შენი თეთრეული

შენი ტანი მასში გახვეული
ქვედა კუთხე ოდნავ გახეული
ღამე გამთბარი და დღე ეული
თე-თრე-უ-ლი

***

სიყვარული ინტერაქტიულია :)

Friday, September 11, 2009

***

წარსულში დროებით დავშორდით... მომავალში აუცილებლად შევხვდებით... აწმყოში უბრალოდ მენატრები...

Thursday, September 10, 2009

მიყვარხარ...მახსოვხარ...მენატრები...

ღვინომ ცოტა დარდი დამიამა
მაა...მამიკო...და ბოლოს მამა...
ყველაფერი ისე მარტივია...
ყველაფერი რაღაც თავისთავად...

ღამეს მივენდობი ნაღვლიანი
თვალებს მონატრება დამიამებს
როგორ წახვედი და არ მითხარი?!
ქარი შენს მაგივრად დამიბარებს...

აწი შენთან ერთად ვერ დავთვრები...
მიყვარხარ...მახსოვხარ... და მენატრები...

Monday, September 7, 2009

07.09.2009

2009 წლის 7 სექტემბერს, თორმეს რომ აკლდა 10 წუთი გარდაიცვალა მამაჩემი, რომეო, კარლოს–ძე კვანტალიანი...

მე მასთან, სამტრედიაში, გარდაცვალებიდან ნახევარი საათის შემდეგ შევძელი ჩასვლა.

ის ყოველთვის კითხულობდა ჩემს ლექსებს...მინაწერებს...კომენტარებს...
ჩემი ბლოგის ყველაზე ერთგული და ხშირი სტუმარი იყო...

მაა,
მიყვარხარ...მახსოვხარ...მენატრები...

Monday, August 31, 2009

***

ერთი უბრალო ჭიანჭველა ვარ...უბრალოდ პრინციპული...

Wednesday, August 26, 2009

სრულიად კულინარიული

სიყვარული ტაფამწვარია
შენი ხმა ვერდის არია...
შენი თმა ხედვის არეა
სული სხეულის გარეშე
შორეულ არე-მარეში
მთების და ზღვების გადაღმა
გპოულობ სავსე მთვარეში
და კიდევ ერთხელ დაღამდა
შენი ხმა მონატრებაა
ვარძიიდან ან რომიდან
უცებ მიატნი კამფეტი
და შენთან ყოფნა მომინდა
კომბოსტო, ხახვი, ომბალო
შენი ტუჩები და კოცნა
წვრილად დაჭერი, არიე...
და მორჩა...

Sunday, August 16, 2009

ჭყინტი ყველი...

აბდა-უბდა
გახლართული
რთული როგორ
მავთული

შენი კოცნა
შენი სითბო
შენი მერვე
სართული

აბდა-უბდა
დაბინდული
რთულზე რთულზე რთული
ჯერ დავიწყოთ
მერე ვნახოთ
თუ იქნება სრული...

არაფერი უსაშველო,
არაფერი რთული
ჭყინტი ყველი
ტყემალი და
შენი სყვარული...

Wednesday, August 12, 2009

***

გულიდან ხელების გავლით...და არა გონების...
აი ეს არის ჭეშმარიტი პოეზია

Tuesday, August 11, 2009

მგონი დამესიზმრე... (ნუ თუ)

ნუთუ არ მაკოცებ ნერვებ აშლილს
ნუთუ არ ამიწყობ რითმას, დაშლილს
ნუთუ კიდევ ერთხელ დაფიქრდები?
ისევ თბილ ქვეყნებში გაფრინდები?
რატომ მენატრები
უმოწყალოდ
როგორც გადმომსკდარი
მთიდან წყარო
უხეშ სულის კედლებს
მეხეთქები
ძლივს რომ ვიჟღინთები
მერე ვხვდები
ნუთუ არ მაკოცებ ნერვებ აშლილს
ნუთუ ვეღარ გნახავ, თხელ თმებ გაშლილს
მგონი ეხლაც მხოლოდ დამესიზმრე
როგორც ძველი ფილმი შავთეთრ ფირზე

Friday, August 7, 2009

ფიქრები შენზე

არ მიყვარს
ჩემი სახლი უშენოდ
მოდი ჩემთან
იქნებ რამე ვუშველოთ...

როგორ მიყვარს შენი სითბო
მზერა...
ყველაფერი რომ დაგითმო
ვერა?

კიდევ ერთი ტეკილა და
მორჩა
სადღაც შენი სილუეტი
მოჩანს

და შენს შუბლზე ჩამოყრილი
თმები
უსასრულო ჰორიზონტი
მთები...

და ჩემს სახლში შენს გარეშე
მარტოს
მხოლოდ შენზე ოცნება თუ
მართობს...

Thursday, August 6, 2009

მუზის "Out of office"

გასული ვარ შვებულებაში და შეზღუდული წვდომა მაქვს თქვენს შთაგონებაზე.

აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ alcohol@muse.ge

Wednesday, August 5, 2009

წელიწადის წლები

გადის წლები...გადის...
წლები წელიწადის...
ნელა ნელა ნელა
ადის... ჩადის... ადის...
ხარბად ვსუნთქავ ჰაერს
გეფერები ვერ გთმობ
როგორ ნელა მტოვებ
ნეტა არ გაგეთბო
ჩემთვის ასე გული
ნელა ნელა ნელა
როგორც ბავშვობაში
ჩემი საქანელა
გადის წლები გადის
და ცხოვრებაც ქორფა
უფრო მეტი მწადის
შენთან ერთად ყოფნა

ადის...ჩადის...ადის...
რატომ ასე ნელა?..
შენი თვალები და
ჩემი საქანელა

Tuesday, August 4, 2009

სრულიად უაზრო

მე თუ სამჯერ მოვიწყენ
ოთხჯერ გეამბორები
როგორც ზღვის გოჭები და
როგორც ნიამორები

:)

Saturday, August 1, 2009

"უცნაურად"..."რატომღაც"...

მანამ სანამ შენ...
ჩუმად...ჩუმად...ჩუმად...
რატომ ათბობ ასე...
თუ მე, თუ მას, თუ მათ...

როცა მოვა დრო
დარდი...დარდად...დარდობს...
ერთი ჭიქაც და
ვთვრები, თვრება, ათრობს...

კართან, სევდით, მალვით
ფიქრი შენს თავს ახლავს
გაკოცებ და ვიგრძნობ
ძველს...არც ისე...ახალს...

უბრალოდ და ჩუმად///
გაგონილს და ნაცნობს...
როგორც საყვარელს...
და უბრალოდ კარგ ცოლს@@@

მანამ სანამ შენ...
შენ მანამდე სანამ...
გკოცნი...გკოცნი... და...
.......................

Monday, July 27, 2009

პლაგიატი მაიმუნი 2

გავს თუ მეჩვენება?

[youtube http://www.youtube.com/watch?v=lAnVr--zsX4&hl=en&fs=1&]

Friday, July 24, 2009

მმმმმმმმიყვარხარ

მომმმმენატრე მგონი
ოღონდ მართლა, მართლა...
ალბათ მალე გნახავ
თუკი გამიმართლა

მმმმმმმაგრად მომენატრა
შენი ხმა და კარმმა
შენთან მომიყვანა
ჩემმა
ჩუმმა
ქარმმა

და ძალიან მმმმმმმმალე
მოგეხვიო მმმმმმმინდა
თქვი სად დამიმმმმალე
ჩემი შალის წინდა

რა კარგია რომმმმმ ხარ
კარგია რომმმმმ მყავხარ
იმედი მაქვს გახსოვს
"მე"
რომ
"შენ"
მიიიიყვაააააააარხაააააააააააააააააააააარ..................

Wednesday, July 22, 2009

სიტყვები

გზა
გულია გალია...

ან
გონია გნოლია

მზე
მალეა... მოლია

ან და
მონაგონია

ცა
ცოლია... ცალია!

ცრის და
თან არ ცალია

შინ შენ
შემაშ ინე
და
შიშმა
შემაიმედა

კარი, კარმა, კარიდან
გადა საკარ გავიდან
შენი თეთრი თითები
არ ამომდის თავიდან...

თივა,თოვა,თოლია
ერთმანეთს ტოლია

მაღლა დაღლა დოღია
ღიღინიკი დუღილი
დღევანდელი დარდიდა
წუხანდელი წუხილი

Monday, July 20, 2009

მონატრებულზე

შენი გამხდარი მხრები – ლოყები
ჩემი ნახატი – შენი ღიმილით
დღეს გასასვლელთან დაგელოდები
თავზე ქუდით და ხელში ჩილიმით

იცი იმ ღამეს რას ვიხსენებდი?
ერთერთ ზაფხულს რომ მაგრად გაწვიმდა
ფეხებზე კაბა ისე გეკვროდა
მე გაბრაზებდი...შენ კი არ გწყინდა...

Saturday, July 18, 2009

***

ნეტავი ვიყო დიდი შენ კი პატარა საათის ისარი...საათში ერთხელ მაინც გნახავდი...

Becherovka

დასველებული რაფა
ფიქრები
გაცხელებული ტაფა
სიმშვიდე
საღამოს ალბათ სახლში
ვიქნები
ეხლა შენს სახლთან უნდა
მივიდე

მონატრებული სახე
ნახატი
გამოგონილი სევდა
სიტყვებად
შენი თხელი თმა როგორც
ბარხატი
და ქვედა ბოლო შენ რომ
გიხდება

დასველებული რაფა
სიმშვიდე
ნახევრად სავსე ჭიქა
სასმელი
ლექსიც უბრაოდ დავწერე
თორემ
არაფერი მაქვს ალბათ
სათქმელი

Friday, July 17, 2009

მოდალური ზმნა

მომენატრე... ბავშვობასავით მომენატრე
უცებ გინატრე... როგორც დილით ფინჯანი ყავა
ჩაგისუნთქე როგორც სუფთა, გრილი ჰაერი
მოგეხვიე, როგორც შენი ჭრელი კაბა

ოდნავ დაშლილი დაგივარცხნე თმები თითებით
ნაყინს ჭამდი და მიყვებოდი წუხანდელ სიზმარს
უცნაურია – შენთან რომ ვარ "მე შენ მიყვარხარ"
და თუ გშორდები, შენზე ფიქრიც უზომოდ მიყვარს

Thursday, July 16, 2009

ეს უკვე იყო

აჭრელებული რუკა – ზოლებით
ნილოსებით და ამაზონებით
მთებით და ტბებით
ზღვებით, ხიდებით
თქვენ ეკვატორით მოიხიბლებით

გავივლით ერთად უამრავ ქუჩას
გაკოცებ თბილად, ვიცეკვებთ ტანგოს
ვნახავთ იმ მთიდან, ჩანჩქერი თუ ჩანს
მოვძებნით ადგილს, რომ დაგვეკარგოს

ხეებ ქვეშ დაველოდებით წვიმას
რომ აგრილდება მოგახვევ მანტოს
აღარასოდეს დაგტოვებ მძინარს
და აღარასდროს დაგტოვებ მარტოს

Wednesday, July 15, 2009

ღამის პეიზაჟი

უფრო ადრე არის
ვიდრე გვიანია
შენ ხარ ერთადერთი
გზა კი რვიანია

მთვარე გუაშია
ცაზე მიხატული
და რა შუაშია
რომ ხარ მხიარული

ქუჩა სევდა არის
ნატვრა ლამპარია
ღამეს შენი სუნთქვის
დაცვა აბარია


მოდი დავიძინოთ
უკვე გვიანია
შენ ხარ მონატრება
გზა კი რვიანია

Tuesday, July 14, 2009

სამყარო დაპატარავდა...

თავიდან იყო უშველებელი.... შემდეგ ვიღაცამ პირველად აანთო კოშკურებზე შუქი რომ მტრის შემოსევა ეუწყებინ...შემდეგ ვიღაცამ აღმოაჩინა ელექტრონი..., შემდეგ მოიგონეს ტელეფონი...შემდეგ რადიო...შემდეგ კომპიუტერი, ინტერნეტ, თანამგზავრები.... სამყარო ნელნელა დაპატარავდა...დაპატარავდა და ეხლა ჩემს ნოუთბუქშიც თავისუფლად ეტევა :)

დისტანციური მომსახურება ჩემი პროფილია მაგრამ რეალურ დროში და გარემოში ჩემი მიწიერი ოფისიდან ასე შორს ჯერ არ მიმუშავია.... აღმოვაჩინე რომ ეს ძალიან პრაქტიკული და რეალურია....

ჩემი ვარაუდით, დღევანდელი ტექნოლოგიები სრულად ვერ იძლევა საშუალებას ოფისებს აქტუალობა დაუკარგოს მაგრამ ჩემი პროგნოზით ეს ძალიან მალე მოხდება...

წარმოიდგინეთ რა მოხდება როდესაც ტერაბაიტობით ინფორმაცია წამის მეასედებში გადაეცემა დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოს (რა მწირია ჩემი ფანტაზია.... გალაქტიებს ჯერ ვერ გავცდი)...

სამგანზომილებიანი პროექციით კონფერენც ქოლი :)

დღეს დავფიქრდი ამაზე და ძალიან გამიტაცა....

წარმოიდგინე შენი ვირტუალური სამგანზომილებიანი ოფისი რომელიც რეალურად მწვანე ფონისგან შედგება....

შედიხარ Propertis->Skeens და აყენებ შენთვის სასურველ ინტერიერს.... ცოტა განათებასაც მოვუმატოთ.... როგორ დამავიწყდა.... სამუშაო მაგიდაზე მინიატურული ჯუჯა სპილო, რომელიც ცოცხალია... უკანა ფონზე ფანჯრიდან ხედი ხეოფსის პირამიდაზე.... არა....ბანალურია... ამჯერად სვანურ კოშკებს ავირჩევ ფონად... მეზობელი კოშკიდან გაბრაზებული სვანი მიმიზნებს თოფს...

ჩვენს ვირტუალურ მდივანს ვთხოვ, საჭირო ხალხს დამაკავშიროს....და რამდენიმწ წამში კონფერენცია იწყება....

ჩვენი კომპანიის თანამშრომლები ერთვებიან, ანტარქტიდიდან, კალისკოპიიდან (ეს პლანეტაა რომელიც ამ წამს მოვიგონე), ამაზონის ჯუნგლებიდან და ოფეთიდან (ჭადრების ფონზე)....

საოცრებაა... კონფერენცია დაიწყო...

მოგესალმებით კოლეგებო...გმადლობთ რომ გამონახეთ დრო და საშუალება კონფერენციაში ჩასართველად...ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი და საუბრის თემაა....

ცოტახანში, ხელის მსუბუქი მოძრაობით ვირტუალურ მდინვანს ეუბნები.... – მაყვალა თუ შეიძლბა ერთი ყავა....

მაყვალაც პროგრამაში წინასწარ გაწერილი დაყოვნების შემდეგ ჩნდება კადრში და ცხელ ყავას მაგიდაზე დგამს...მართალია ეს პროექციაა მაგრამ ახლახანს შეძენილი "სურნელის ციფრული გენერატორი" ოთახში არაჩვეულებრივ არომატს აყენებს....

..."მადლობ მაყვალა" და აგრძელებ:
მოგეხსენებათ ჩვენი კომპანია წელს პირველად შევიდა ირმის ნახტომის 1 000 000 წლის დაშორებით მდებარე პლანეტარულ ბაზარზე... (კომპანიის ერთერთ მონაწილეს, რომელმაც კონფერენციის უკანა ფონად ამაზონის ჯუნგლები აირჩია, უკნიდან დიდი ანაკონდა ეპარება, მაგრამ ყურადღებას არავინ არ აქცევს)...ჩემი აზრით აღნიშნულ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესაქმნელად ძირითადი აქცენტი, საგალიქტა შორისო სარეკლამო კამპანიაზე უნდა გავაკეთოთ...

(კონფერენციის ერთერთი მონაწილე რომელიც აღნიშნულ კონცეფციას არ ეთანხმება მაგიდაზე დადგმულ ვირტუალურ ღილაკს აჭერს ხელს)
მზია, თუ შეგიძლია გასული ორმოცდაათწლეულის მარკეტინგული კამპანიების ანალიზი შემომიტანე... და იქვე აგრძელებს: მე ვერ დაგეთანხმებით ბატონო ვაჟა...მიმაჩნია რომ რესურსები ტექნილოგიური ხაზის გაუმჯობესებისკენ უნდა მივმართოთ... (ოთახში ვირტუალური მზია შემოდის და ფურცლებს მაგიდაზე დებს. მზია კარისკენ ბრუნდება და ადგილზე შეშდება....კადრში მზიას მომღიმარი და გაშეშებული სახე ჩანს.... ფონზე გინება ისმის: ისევ გაჭედა ამის დედაც კი მოვ***ან... ერთი ეს მზია ვერ დავაყენე რა თავიდან...) სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ბატონი ნუკრი დიდ ბოდიშს უხდის ვირტუალურად დამსწრე საზოგადოებას და პროგრამის გადატვირთამდე კონფერენციას ტოვებს...)

კარგით განვაგრძოთ, თქვენ რას ფიქრობთ ბატონო თომას (თომასი მართალია იუპიტერზე დაიბადა და გაიზარდა მაგრამ საქართველო ძალიან უყვარს. სწორედ ამიტომაც აირჩია ფონად კულაში)...

მცირე დაყოვნების შემდეგ თომასმა დაიწყო... რაღათქმაუნდა ტექნოლოგიური ხაზი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, ჩვენ როგორც არასდროს.... (ფონზე, ჭადართან ადგილობრივების ბირჟაა შეკრებილი)

– რაო ბიჯო ირაკლია რას ამბობს? რაი მინდაო?
– მე რავიცი შეჩემა...მაგდენი უცხო ენა რო მესწავლა ახლა აქანა კი არ ვიქნებოდი...

...სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ მარკეტინგული კამპანიის დაფინანსება მოცემულ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილება იქნება....შემაჯამებელი ფრაზით თომასი თავის პოზიციას აფიქსირებს....

მაშ ასე მგონი ყველანი შევთანხმდით... კონფერენციის ჩანაწერს მაყვალა გამოგიგზავნით საჭირო დოკუმენტებითურთ.

გმადლობთ ყურადღებისთვის კარგად...

ვაჟა მოიცა არ გათიშო.... კვირას ბიჭები სახინკლეში ვიკრიბებით და იქნებ ჩაგვერთო როგორმე...
თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი ბიჭებო მაგრამ კვირა დღე ოჯახთან ერთად უნდა გავატარო ...მაგრამ რამდენიმე წუთით მაინც შემოგირბენთ...

კარგი ვაჟა, აბა დროებით და არ დაგვეკარგო...

კადრი ზემოთ ადის...კადრში იკვეთება პლანეტა რომელიც სრულიად უსიცოცხლოა. პლანეტაზე პატარა კაფსულებია ჩადგმული. ერთერთიდან გინება ისმის: "ოხ მზია შენი დედა მოვტ***ნ...ჭედავ არა?...ჩართერთ ფორმატირება"

Monday, July 13, 2009

კაფე კაფე

კაფე კაფე
ბარ ბარ
ქუჩა ქუჩა
კარ კარ
მივსეირნობ
წინ წინ
ნელა ნელა
სკამ სკამ

არე მარე
მთვარე
ლამპარ ლამპარ
შუქ შუქ
გაკვირდები
არხარ
და ტრამვაიც
ჩუქ–ჩუქ

კაფე კაფე
ალაგ ალაგ
გზას ვიკაფავ
ქალაქ ქალაქ
სიცილ სიცილ
ხარხარ ხარხარ
რამხელა გზა გავიარე
შენ კი მაინც
არ ხარ... არ ხარ...

დედამიწა, ჩეხეთი, პრაღა

პრაღაშივარ... თვითვმფრინავის ტრაპიდან ძალიან დაღლილებმა სასტუმრომდე დილის 6 საათზე მივაღწიეთ... ერთი სული მაქვს საწოლზე თავს როდის დავდებ.

– უკარცარავ ოთახები ორამდე არ განთავისუფლდება!!!

სხვა გზა არ გვაქვს...უნდა გავისეირნოთ... ცარიელ ქუჩებში შუქნიშების წიკწიკი ისმის...
შენობა, არ არის ფასადზე ნიშა რომ არ ქონდეს, ნიშაში კი სკულპტურა არ იყოს.... საკანალიზაციო ლუქებზეც კი სხვადასხვა რელიეფური გამოსახულებებია დატანილი...

დიახ ეს პრაღაა... ექვსიდან 2 საათამდე შეუჩერებლივ ფეხით დავდივართ...რამდენჯერმე ვიკარგებით...მაგრამ ქალაქის ყველაზე საოცარ ადგილებში ვხვდებით....

დღეს დილიდან სამუშაო დღე დაიწყო.... ნაყოფიერი დღის შემდეგ უკვე გამოძინებული და კარგად ნაჭამ ნასვამი ვათვალიერებ ამ ულამაზეს ქალაქს....

ჩემში იმდენი იმფორმაცია მოხვდა ერთდროულად რომ ვერ ვამუშავებ.... ეს ემოციები ფურცელზე (კლავიატურაზე უბრალოდ არ ჟღერს) უნდა გადმოვიტანო...

არ ვიცი რას დავწერ კიდე...რამდენს...ან როგორ...მაგრამ გადავწყვიტე ჩემს ამ საოცარ მოგზაურობას ცალკე განყოფილება მივუძღვნა....

იმედიმაქვს სათქმელი ბევრი მექნება და პრაღული მუზა, ხარისხით ჩეხურ უნიტაზზე ნაკლები არ იქნება... :)

მაშ ასე...წარმოგიდგენთ სისულეების სერიას... პრაღა

Saturday, July 11, 2009

აგვიკლო!!!

არც მეტი არც ნაკლები,
(ირგვლივ ყველას აკლება)
მინდა შნთან ყოფნა და
ცოტა წონის დაკლება

არც მეტი არც ნაკლები
ზუსტად ზომა ზომაში
როგორც ტყვია ტყვიაში
როგორც ზონა ზონაში
არაფერი...უბრალოდ....
თავს დაგადებ – მეძინა...
მომენატრა შენი თმა
და შენი თმის "რეზინა"

Friday, July 10, 2009

მომეწონე და რავქნა?

რაც არ უნდა თქვას ვინც
მე მაინც შენი თვალები მომწონს...
"არაც" არის და "კიც"
და ჩემი გული – შენს სითბოს რომ გრძნობს...

შენი თმა, მხრებზე ჩამოფენილი
შენი ხმა, ხიდან ჩამოფრენილი
ისე მომწონს და ისე მჭირდება
როგორც შენს ყელზე ლოყის მიდება...

და რახან ასე ძლიერ მომწონხარ
შენ ალბათ მაინც მოუსმენ იმ სხვებს
მომეწონე და რავქნა არ ვიცი...
ეს ლექსიც ნუთუ იმედებს გიმსხვრევს?

Thursday, July 9, 2009

ექო

ელოდები....ელოდები...ელოდები...
ივ–ლიო ლიო ლიო
მენატრები...მენატრები....მენატრები...
გი–ვლიო ლიო ლიო...

შენთან მინდა... ინდა ინდა
წვიმდა იმდა იმდა
შენი მზერა დავიჭირე
მაგრამ გამიფრინდა

დაწექი და მეც გაკოცე
ფრთხილად ილად ილად
შენ კი ნელა ელა ელა
დაიღვარე ძილად

Tuesday, July 7, 2009

მაიმუნი პლაგიატი

"პლაგიატი მაიმუნი" და სამეცნიერო სტატიის გაქართულებული ვერსია კი არა.... აი მაიმუნი პლაგიატი დედა ვატირე მე :)

სულ მიკვირის ხოლმე... რა უგემოვნო კლიპები აქვთ და მელოდია ასეთი კარგი საიდან დაწერესთქო....თურმე სად ხარ...

[youtube http://www.youtube.com/watch?v=edtun2odUyc&hl=en&fs=1&]

Wednesday, July 1, 2009

რევოლუციონერი

ატყდა საერთო განგაში
ტანში
როდესაც წითელ ტანგაში
ტაში...
ოვაციები, ვარდები... ბიიიიიის...
კუჭი ზეიმით შამპანურს ხსნის
ელენთა ცრემლებს ვეღარ იკავებს
მქუხარე ტაში, შენს გაშლილ მკლავებს
გული გიჟივით რაღაცას ბღავის
ტვინს აღარყოფნის ფართობი თავის
და მაშინ როცა მიწყნარდა ტაში
თითქოს და ოვაციებიც მორჩა...
ის დინჯად ადგა ჩამქრალ დარბაზში
და კიდევ ერთი აღმართა დროშა...

Tuesday, June 30, 2009

გაგა ნახუცრიშვილი

http://www.youtube.com/get_player




http://www.youtube.com/get_player

პიდად ჩემი საყვარელი პოეტი...ყოველგვარი გაფორმების გარეშე....

თუ ვინმე იცნობთ გადაეცით, რომ ერთ ბანკირს ძალიან მოწონს გაგას ლექსები :)




Monday, June 29, 2009

ლოგიკა, ცოდნა და ჭკუა...

ლოგიკური აზროვნება ინსტრუმენტია, ცოდნა მასალა, ჭკუაზე კი ის არის დამოკიდებული ამ საშუალებებით რა შეიქმნება.

Sunday, June 28, 2009

ტიმოტი, ჯაზი და ალ. დიუმა...

ვუსმენ გულდაწყვეტილ რევაზ ჭეიშვილს, რომელიც მწუხარებას გამოთქვამს იმაზე, რომ თაობა წიგნებს აღარ კითხულობს.... ვუყურებ ოტია იოსელიანს, რომელიც თავის კარმიდამოში დადის.... ბატომ გურამ დოჩანაშვილს, რომლის მხოლოდ თვალებიდან უკვე იმხელა სამყარო ჩანს რომ მისი წიგნის წაკითხვაც კი არაა სავალდებულო....

არადა ეს ხალხი ცოცხალია.... შეგიძლია ნახო, დაელაპარაკო, ხელით შეეხო ისტორიას, ლეგენდას.... რაც მთავარია მოუსმინო....

არადა ბევრს რომც კითხო არც კი იციან რომ ეს ხალხი არსებობს....ან საერთოდ არ იციან მათი ვინაობა...

გული მწყდება...რატომ არავინ არ მართავს საღამოებს სადაც ბატონ გურამს მოვუსმენთ მაგალითად.... ძალიან იშვიათად, ვინმე ენთუზიაზმით ანთებული მსგავს საღამოს გაუკეთებს ორგანიზებას, არც მრავალფეროვანი მიკროფონებისგან შეკრული თაიგული ჩანს სადმე....არც ფოტოაპარატების გაელვება ჭრის თვალს ქართველ მწერლებს....

სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, ალ.დიუმას სახელობის კულტურის ცენტრი უფრო მეტ ფრანგულ საღამოს მართავს ერთ თვეში ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში იმართება ქართულ კულტურასთან დაკავშირებით....

ტიმოტის კონცერტზე 6–ჯერ უფრო მეტ ფულს ხარჯავს ქართული კულტურით გამსჭვალული დახვეწილი გემოვნების მქონე მსმენელი, (თუნდაც რომელიმე მართლაც გემოვნებიან ჯაზ კოლექტივის მოსასმენად) ვიდრე ქართული წიგნის ყიდვაზე....

ეხლა რასაც ვაკეთებ შეშფოთებას გამოვთქვამ და ვგმობ.... მაგრამ ევროპელებს დიდი მადლობა....საკუთარ თავზე გამოვცადე, ზემოთაღნიშნულ ორ ქმედებას სასურველ შედეგამდე დიდად ვერ მივყავართ....

ამიტომაც ჯობია კონკრეტული პოლიტიკა შევიმუშაოთ სიტუაცის გამოსასწორებლად....

ჩემი აზრით ლიტერატურა, წიგნის კითხვა მოდური უნდა გახდეს.... iPod დღემდე იმითი არის გამორჩეული, მისი ნებისმიერი ასლისგან, რომელსაც გაუმჯობესებული ტექნიკური მაჩვენებლები აქვს, რომ ეს ბრენდი სტილს შეიცავს....მან სტილი შექმნა....ის ნიშნავს სტილს...

ჩემი აზრით ლიტერატურის პოპულარიზაციაზე, ფიარის და მარკეტინგის სპეციალისტები უნდა მუშაობდეს....და ამაზე წესით ყველა კარგ (მინიმუმ ნორმალურ) მცირე(და არამარტო) ზომის ქვეყანაში, რომელიც სხვადასხვა კულტურული შტორმის ქვეშ არის მოქცეული, სახელმწიფო იზრუნებდა....

მე რომ მქონდეს სახსრები დიდი სიამოვნებით შევქმიდი კლუბს, სადაც მომხარებელი, რედბულისა და ორგამი არყის თანხლებით, რომელიმე ქართული ბენდის მიერ შესრულებული "Come Together"–ის მოსასმენად კი არა, ისეთი ხალხის მოსასმენად და გასაცნობად მოვიდოდნენ, რომლებიც ცხოვრებაშივე იქცნენ ლეგენდებად....( ოღონდ არა საქართველოში... სხვა მხრივ ვერ ავხსნი ამ ხალხის მიმართ ჩვენს ინდიფერენტულობას)

ასეთები კი მრავალდ გვყავს ღმერთის წყალობით და მადლით ქართველებს, კინოში, მწერლობაში, მუსიკაში, მხატვრობაში და ა.შ.

მაგრამ მეც კი თქვენი მონა მორჩილი არ ვიცნობ მათ (ხშირ შემთხვევაში არც ვიცი მათ შესახებ)... არ ვიცი მათი სახელები, სახეები.... არ მქონია საშუალება ინტერაქტიულად გავსაუბრებოდი მათ და მათგანვე გამეგო რაიმე ისეთი რაც ჯერ ხმამაღლა არ თქმულა...არ დაწერილა....შემეგრძნო ის განსაკუთრებული აურა, რომელსაც მსგავსი პიროვნებები ატარებენ....


ეს ჩემი გულისტიკივილია.....მე გამოსავალიც შემოგთავაზეთ....
მე თქვენი აზრი მაინტერესებს ყოველივე ზემოთქმულთან დაკავშირებით....

***

"Логика" не оспорима!..

Saturday, June 27, 2009

***

მოკბეჩილი შენგქონდეს...მე ახალი მთვარე მინდა...

Friday, June 26, 2009

დაწინაურებების ათეული

10. კარბურატორშიკი ვიყავი... ეხლა ძმაო სპრისკის ხელოსანივარ...
9. მეტროს ექსკალატორის კონტროლიორი ვიყავი..ქვედა ჯიხურიდან ვაკვირდებოდი.... ეხლა ზემოდან ვაკვირდები.
8. იყო დრო "სტაიანშჩიკი" ვიყავი... ეხლა მაგარ ადგილას ვარ "სტაიანშჩიკი"
7. დეპუტატი ვიყავი.... ბევრი ვიჩალიჩე და როგორც იქნა ბოზივარ
6. "პარიკმახერი" ვიყავი... ეხლა "ჯიჯი&ჯი" სტუდიოს სტილისტივარ
5. ადრე რიგითი წევრი ვიყავი...ეხლა "გეები მშვიდობისათვის" კლუბის პრეზიდენტივარ
4. ძაღლი ვიყავი... ეხლა დროებით უმუშევარივარ
3. გვერდითი მსაჯი ვიყავი და ეხლა ცენტრალური ვარ
2. ვიაგრას ტესტერი ვიყავი... როგორც იქნა ტესტირებისთვის ქალიც დაიქირავეს
1....

აბა წამოვიდა ტქვენი ვერსიები კომენტარებში :)

Thursday, June 25, 2009

ნაცვალსახელი

თორმეტი არი ღამის
ლამის...
არ ვთმობ ბგერების აცმას
არც მას...
მომენატრა და ვფიქრობ
გული ღელავს და იქ რომ
ვიყო სადაც მას ძინავს
სადაც ცურავს... და-ფრინავს
მისი სითბო რომ ისმის
მე ჩემს გულს, ხოლო ის მის
სითბოს შთანთქავს და ისმენს
კითხავს საკუთარ ის "მეს"
ნეტა რა დროა ახლა
მე კი შორიდან ვეტყვი:

თორმეტ არის ღამის...
ლამის...

Tuesday, June 23, 2009

laurent de wilde - Fleurette Africaine

არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ეს არაჩვეულებრივი კომპოზიცია...
და ეს არაჩვეულებრივი მუსიკოსი...

(სხვათაშორის დაიზერიც ძალიან მაგარია :) )

Sunday, June 21, 2009

გიორგი ზანგური

კარგი ლექსებია მაგრამ აი ასეთი გამოთქმით და ყელმოღერებული....ეს ფოტოები ხო საერთოდ სშინელებაა :)
უბრალოდ მოუსმინეთ...

[youtube http://www.youtube.com/watch?v=DnEH6VrSjN0&hl=en&fs=1&]

tried

can you kiss me
now...
baby it’s me
why?
I try to find some way
through sound of railway
I love you and you know
outside it’s cold and snow

Saturday, June 20, 2009

უცნაური კოქტეილი

რაღაც დალევის ვარ ხასიათზე
ასეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
არმინდა ლექსებს ძალა დავატანო
ჭიქას შევივსებ და უბრალოდ დავლევ
სასმელს რომ დარდი გავატანო

მთები ყვავილებით დაიკოპლა
ოპლაააააააააააააააააააააააააა
ფიქრი მომერია
შენი კოცნა თუ ჩემი კოქტეილი
ნეტა რომელია...

Friday, June 19, 2009

განცხადება

ქალიშვილობის დაკარგვა 1 დღეში

Monday, June 15, 2009

დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ

ვინც მხარს უჭერთ პოზიციას....დარეკეთ ან დაამესიჯეთ.... 4433
ვინც მხარს უჭერთ ოპოზიციას, დარეკეთ ან დაამესიჯეთ 3344

გინდა გაიგოთ რა ბედი ელოდება თქვენს რჩეულს...მაშინ აკრიფეთ კოდური სიტყვა POZ პოზიციისთვის...ხოლო კოდური სიტყვა OPO ოპოზიციის მომავლის დასადგენად...
თქვენს პარტიას ვარსკვლავები მფარველობენ....


ეს ისე....არასერიოზული განწყობის შესაქმნელად.... არასერიოზული განწყობის შესანარჩუნებლად კი ჩვენი პრეზიდენტის დღევანდელს გამოსვლას უნდა შევეხო...

ბარაქა გოგიიიიიიიიიიიი.... (უკაცრავად ემოციებს ვერც მე ვაკონტროლებ...)

ხელში პულტი მიჭირავს და პერიოდულად ვრთავ გამოსვლაზე... (ვბერდები – ადრე ნერვები სრული ვერსიის სანახავად მყოფნიდა)

გადართვა პირველი:
"...დღეს ხდება გაეროს ოფისში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება..."

გადართვა მეორე:
"...მე არ მეგულება მსოფლიოში მთავრობა რომელსაც შეგიძლია ხელით შეეხო...."

გადართვა მესამე:
"...ეს უწყებები არაა ქაჯჩეთის ციხე..შეგიძლია მიხვიდე ნახო და ხელით შეეხო..."

გადართვა მეოთხე:
"...ჩვენ არ უნდა დავუშვათ რაღაც არასერიოზული ქმედებები, დაწყებული წუწაობიდან როგორც ითქვა..."

გადართვა მეოთხე:
"...სხვადასხვა ხალხია დაკაებული..."

გადართვა მეხუთე:
"...პარლამენტერები ცემეს ეგერ....მე არ ვიცი ვინ იყო ის გამბედავი კაცი რომელიც ჩამოდიოდა აღმართზე და არ ვიცი ალბათ ცოლიც ყავს, შვილებიც და შეყვარებულიც – არ ვიცი მართლა მინდა დავადგინო...."

გადართვა მეექვსე:
"...გიორგიმ ხელი წაიღო ასე ყურისკენ (პრეზიდენტი ვირტუოზულად ჰაერში აღნიშნავს ყურისკენ წაღებულ ხელს )...."

"ბარაქალა გიორგი შენს მარჯვენას, რომელიც გაგიჩერდა ჰაერში..."

და აქ უკვე მართლა გადავეშვი, ილიას, აკაკის და სხვათა და სხვათა სამყაროში.... გამახსენდა როგორ იწურებოდა საწნახელში ყურძენი და ორღობეში ისმოდა ურმების ჭრიჭინი.... ბარაქალა შენს მარჯვენას გიორგი....ბარაქალა...


ვსოოო..... აქ უკვე ჩავუჯექი და მეტი აღარ გადამირთავს.... ბოლომდე ვუყურე...


"გვეუბნებიან, დაგვარბიეთ, დაგვარბიეთ, დაგვარბიეთ....არ დავარბიეთ....მართლა პაპუასები ხო არ ვართ..."

"...ბუშის გადახაზული სურათებით სიარული... მამა ბუშის... ეგერ, შვილი ბუში რომ იყო ჩამოსული ნათელაშვილმა ცადა გადაკეტვა..."

"...ხა, ხა, ხა რა სასაცილოა...."

კადრში ჩანს სამშობლოზე ფიქრით და სიცხით გათანგული ხათუნა გოგორიშვილის სახე

"...და მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ გამძლეობისთვის, ერთიანობისთვის, დემოკრატიულბისთვის.... დიდი მადლობა"

დარბაზში ისმის მქუხარე ტაში....


სარეკლამო გაჭრა....

დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ საყვარელ პრეზიდენტს....ან მიწერეთ ელექტრონულ მეილზე – მიშა, ძაღლუკა პრეზიდენტი წერტილი ჯი



ნაწვიმარზე

ეხლა მოვალ და შევისუნთქავ შენს ქორფა სურნელს
მოვალ და უხმოდ დაგიკოცნი ტუჩებზე ღიმილს
დანამულ ყელზე გაკოცე და ვიეჭვიანე
ვისი შეხება გირჩევნია
ჩემი თუ წვიმის?

Sunday, June 7, 2009

დაგკარგე და შეგხვდი

გახსოვს მაშინ ზღვაზე?
შეგიყვარდი მგონი
მე დავიწვი მახსვოს
და შენ შველას გთხოვდი

ვიხსენებ და გული
ამიფორიაქდა
შემომეჭმებოდი
გვერდით მყავდე აქ და
შენს გარუჯულ მკლავებს
და დახვეწილ ფორმებს
ვეფერები, ვერ ვთმობ...
გავრბივარ და მომდევს...

რა მაგარი იყო...
რა მაგარი ხარ და...
აღარ მყავხარ მაგრამ
მაინც გამიხარდა...

გავაფრინე

თუ ვამბობ რო გავაფრინე ესეიგი ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის....

Friday, June 5, 2009

Thursday, June 4, 2009

პრეზენტაცია

გამარჯობათ...
მე ვარ ლაშა...
ვმუშაობ ბანკში...
არმიყვარს პანაშვიდებზე მისვლა
და არ მიყვარს ქაში...

არმიყვარს ახალი მოჭრილი რომ მაქვს ფრჩხილები
არმიყვარს ალუჩა, ტყემალი და სხვა ხილები...
არმიყვარს გრამატიკულად როცა მისწორებენ...
არმიყვარს როცა მოგების მიზნით მისწორებენ
არმიყვარს როცა ბეჭებში მასწორებენ
როცა უსამართლოდ მიწასთან მასწორებენ
შექება, ეხლა, ყოველთვის მისწორდება
თუ კი ნასვამივარ ყავა მისწრებაა...

კიდევ რამდენი რამე არ მიყვრას ვინ მოთვლის...
ვინ მოთვლის?
ვერავინ...ხოდა არც მინდა...
მთავარია დაიმახსოვროთ მე მქვია ლაშა
და ვმუშაობ ბანკში
არმიყვარს პანაშვიდბზე მისვლა
და ქაში...

prigov – ვიდეო მიმართვები

საკმაოდ საინტერესო ფორმატია :) ფრაზები კი...უკომენტაროდ... რამდენიმე ვიდეოს სურვილისამებრ ამოვარჩევ და გამოვაქვეყნებ. ყველა მათგანი შეგიძლიათ იპოვოთ ლინკზე

[youtube http://www.youtube.com/watch?v=_aglt7JqhEg&hl=en&fs=1&]

Пригов

[youtube http://www.youtube.com/watch?v=ISWpQUp_Rx4&hl=en&fs=1&]

Tuesday, June 2, 2009

ერთიდან, ორიდან, სამიდან...

ერთიდან, ორიდან, სამიდან ოთხიდან
ნოლიდან
წვიმიდან, ქარიდან, ყინვიდან, კოხიდან
თოვლიდან
ფერიდან, კარიდან, ფარიდან, ფირიდან
მოვედი
რკალიდან, ქალიდან, თავიდან სასწაულს
მოველი

ბინარი

მეგუგლები და მეფეისბუქები
მეგულები და რავქნა
მეძულები და მეიუთუბები
მეყვარები თან მართლა...

დაგიფიცე და დაგაფორვარდე
დაგივიწყე და მორჩა
ოცნებიანად დაგაფორმატე
კოცნის ადგილიც მომრჩა

Monday, June 1, 2009

პოეზია პოზა

[youtube http://www.youtube.com/watch?v=SuA87EnwHBs&hl=en&fs=1]

სტუდენტი

დაკარგული სიყვარული
გაცდენილი ლექცია
გაყინული ფენოვანი
მარტივი ერექცია

საღამომდე ხეტიალი
მეტროს ერთი ჟეტონი
ოცნებები – მზით გამთბარი
ხასიათი – ბეტონი

დრო ყვიროდა... არ დუმდა
ენაც გამიქართულდა
ხასიათი - დარბილდა
ერექცია - გართულდა

Sunday, May 31, 2009

ხელოვნება

ხშირას უნიჭობას "უცნაურობად" ფუთავენ

მურმან ჯინორია – ჩქარი მატარებელი

[youtube http://www.youtube.com/watch?v=3cZnSrbyA7A&hl=en&fs=1]

გაყიდვები

კაცობრიობა აუცილებლად დაიღლება, სიახლეებით და ფასდაკლებებით

Friday, May 29, 2009

გადავიღოთ ფილმი ჰოლივუდში

შავი ეკრანი ნელნელა იკვეთება. ბნელ ქუჩაში შენიშნებული გოგონა მიდის. ცარიელ ქუჩაში გოგონას მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის აჩქარებული წკაპუნი ექოდ გაისმის. მოშორებით მამაკაცის მძიმე ფეხის ხმა მტკიცედ მიყვება გოგონას ფეხსაცმლის წკაპუნს.
ეკრანი ბნელდება. შავ ეკრანზე პირველი ტიტრი ჩნდება გამსხვილებული თეთრი ფონტით.

დიქტორი: კინოკომპანია "ჯეინ სთოუნი" წარმოგიდგენთ

კადრში ისევ იკვეთება ცარიელ ქუჩაში მიმავალი გოგონას სახე, რომელიც შეშინებული იხედება უკან. კადრებს შორის, ტიტრებზე, ეკრანი ისევ სიბნელეში იკარგება. ჩაბნელებული ქუჩის სცენის პარალელურად კი ისმის მთხრობელის იდუმალი და მომნუსხველი ხმა.

მთხრობელი: მას არ შეუძლია შეეგუოს ბოროტებას.
ტიტრი: "ჯანქ ინ თაიმ" პროდაქშენი

მთხრობელი: ის იქ არის სადაც ბოროტებაა...
ტიტრი: და სოლარი სტუდიო, წარმოგიდგენთ

მთხრობელი: ის უნდა ებრძოდეს ბოროტებას
ტიტრი: მთავარ როლებში სტივ მაქვეინი

მთხრობელი: ეს მისი ბედისწერაა
ტიტრი: ქეით ლაისველი

მთხრობელი: ის ასეთი დაიბადა
ტიტრი: ტიმ რობერტსონი

მთხრობელი: და მას აღარაფრის შეცვლა შეუძლია
ტიტრი: ჯერემი ულსონის მოთხრობის მიხედვით

მთხრობელი: გარდა ერთისა...
(გოგონა სულ უფრო უმატებს ნაბიჯს, ფონზე მუსიკა იძაბება)

ტიტრი: სტივ მაგუერის ფილმს
(კუთხეში მიმწყვდეული გოგონა მთელი სხეულით კანკალებს. გახშირებული სუნთქვითა და აცრემლებული თვალებით, უყურებს როგორ იკვეთება სიბნელიდან სილუეტი, რომელიც მას ძალიან მალე სიცოცხლეს გამოასალმებს.)

მთხრობელი: (რიხიანად) მან უნდა დაამარცხოს ბოროტება...
(წამის გაელვებაში, რაღც ჩაიქროლებს და სილუეტს სიბნელეში გააქრობს. მოულოდნელი და ხმამაღალი ხმის ეფექტის თანავე, ეკრანზე დიდი ასოებით ეწერება - "VovMan")

(კადრი: მზიანი დღეა. ფონზე ხმამაღალი და ენერგიული მუსიკა ისმის. ბავშვები ეზოში თამაშობენ. წინსაფრიანი დიასახლისი აივანზე გადის და ესოზკენ გამყინავი ხმით ყვირის)

– ვოვა, ამოდი საჭმელი ჭამე
(ეზოდან სათვალეებიანი, ყურებ პარტყუნა ბავშვი პასუხობს)
– ახლავე დეეეეე

(კადრი აივნიდან სამზარეულოში გადადის. დიასახლისი წინსაფარს ისწორებს, თან ღიღინებს. ქალი უცებ შეცბება.)

– ვოვა, რამდენჯერ გითხრა ასე ნუ მაშინებ
–მაპატიე დე... უბრალოდ ლიფტს არ დაველოდე
– კარი მაინც გაგეღო
– შემეზარა, თან ფანჯარა უკვე ღია იყო
– ხელი დაიბანე და ჭამე!
–მეზარება...თან ხო იცი, ხელები არასოდეს მესვრება
–ვოვა, მეტს არ გაგიმეორებ იცოდე...ხელი დაიბანე!

(ვოვა თავჩახრილი მიდის აბაზანისკენ. დიასახლისი ღრმა თეფშს წითელი ბორშით პირამდე ავსებს და მაგიდაზე დგამს. დიასახლისი ფანჯარას ხურავს და ხმაურზე მაგიდისკენ ბრუნდება. დაცლილი თეფშის ფსკერზე, კოვზი ქანაობს.)

გაგრძელება იქნება...

უთავბოლო

არ მყავს ნისანის ჯიპი
არც ნომრებიმაქვს VIP-ი
არც ბრასლეტიმაქვს ოქროს
წარწერით "კაი ტიპი"

მიყვარს ხინკალი, ლუდი
მიყვარს ამინდი ცუდი
მანქანა მთვრალსაც დამყავს
უბრალოდ ახლა არ მყავს

დილით ვიღვიძებ გვიან
ზოგჯერ ვიხეხავ კიჭებს
არავარ ხასიათზე
როცა ჰალსტუხი მიჭერს

მტერი ვარ უნი–სექსის
ტრადიციულის მესმის
ასე რომ დავასრულოთ
ეს უთავბოლო ლექსიც

Wednesday, May 27, 2009

ამღვრეული სუნთქვა

შენი ქორფა მკერდი
შენი თეძოს ფორმა
სუნთქვა ამიმღვრია
შენმა კოცნამ – ორმა
შენი ტუჩის გემო
გარუჯული კანი
ანთებული მზერა
აღგზნებული ტანი
დაგიკოცნი მხრებს და
წაგიკითხავ ლექსებს...
იცი, ეს ლექსები
შენ გარეშე ვერძლებს

Monday, May 25, 2009

რწმენა

იყო დღე მშვიდი
მეშვიდე
შენც უცნაურად მემშვიდე
სანთლები კრთოდა, გრილოდა
იქვე პატარა მდინარე
წკრიალით გადმოდიოდა

Tuesday, May 19, 2009

Ctrl+Z

მიყვარს პროგრამები...რაც გინდა აკეთე ...და Ctrl+Z იქვეა ყოველთვის...

ალეგორია

ნამდვილი სიყვარული ჩიხია – აქ ვერ დაკარგავ, ვერ დაეკარგები...

my fucking work

ერთი კოვზი ვანილი
წვეთი ადრენალინი
უკვე ასჯერ დაღეჭილი
პეტრუშკა და მწვანილი

წამი თავისუფლების
ნანატრი და ძებნილი
ამოსული კისერში
უკვე გადატკეპნილი

უხილავი საზღვრები
ჩარჩოები ღვედები
თითქოს იბანავე და
ოფლიანი გედები...

დავიხურავ მუზარადს
ცხოვრებაც ხომ რაინდობს
შევერკინოთ პირისპირ...
ვნახოთ ვინ ვის დაინდობს

Saturday, May 16, 2009

Friday, May 15, 2009

მშვიდად

ფენა ფენა დაწყობილი მთები
ვთბები
ღერა ღერა დავარცხნილი
თმა
მზით გამთბარი ძველთაძველი ქვები
და ალერსად გადმოღვრილი
ხმა

Thursday, May 14, 2009

კოტეტიშვილი

რადგან ასეა...

–ახლოდან?
–შორიდან
–ათიდან?
–ორიდან
–გიყვარვარ?
–არც ისე
–განიცდი?
–მომწყინდა

–მაკოცე
–რამდენჯერ?
–ას ოცჯე
–დამიცდი?
–უბრალოდ...
–გიყვარვარ?
–მიყვარხარ...
–განმიცდი?

–გაიგე?
–ვიგრძენი
–მიჯერებ?
–გენდობი
–აქახარ?
–ფიქრებში
–მართლა ხარ?
–მემგონი

Wednesday, May 13, 2009

არასაბავშვო ლექსი

კნუტო, კნუტო, ფისო...
სექსის სუნი გდისო
ფულიანი ბიჭების
შებმა გამოგდისო?

ცუგა, ცუგა, მურია,
მასთან სექსი გწყურია?
ყველაფერზე მთავარი
ფისოსთვის რომ ფულია?

Tuesday, May 12, 2009

სიყვარულის რულეტი

აიღეთ ერთი გაელვება. დაამატეთ მოულოდნელი ღიმილი და ცოტაოდენი კრთომა. ერთმანეთში კარგად აურიეთ და დადგით მზეზე.(1)

ამის შემდეგ აიღეთ 100 გრ. ეიფორია, 200 გრამი შფოთვა და 1 კილო ოცნება. ერთმანეთში კაგად აზილეთ. მას შემდეგ რაც მასა გამკვრივდება კარგად გააბრტყელეთ რეალობით.

სირბილის მისაცემად, 1 შეკვრა ყოველდღიურობას დაუმატეთ, კოცნა, წვიმაში სეირნობა და ღიმილი. მასის კარგად შესაკრავად აუცილებელია რამდენიმე განშორება. ზედმეტი სიტკბოს გასანეიტრალებლად მასას დაამატეთ ერთი ორი უაზრო ჩხუბი (2).

მიღებული მასის თხელი ფენა, ფრთხილად წაუსვით, უკვე გაბრყელებულ მასას და მრგვალად დაახვიეთ.

აიღეთ მზეზე გამთბარი არომატული სოუზი და რულეტს ზემოდან დააწვეთეთ.

კერძის საბოლოო გასაფორმებლად და არომატის მისაცემად, აიღეთ წვრილად დაფქვილი მონატრება და რულეტს დააყარეთ.

არომატის შესაგრძნობად რულეტი მიირთვით თბილ მდგომარეობაში.



ავტორის შენიშვნები:
1. არ დაგავიწყდეთ პირველი გაელვებისგან და ღიმილისგან მომზადებული სოუზი მზეზე, რის შედეგადაც მასა გახმება და უვარგისი იქნება რულეტში გამოსაყენებლად.

2. ხშირად "უაზრო ჩხუბის" გემო თავიდანვე მკვეთრად არ იგრძნობა, შესაბამისად იყავით ყურადღებით რომ აღნიშნული ინგრედიენტი
ჭარბი ოდენობით არ მოგივიდე . დამწყები კულინარები ხშირად უშვებენ მსგავს შეცდომას.

Monday, May 11, 2009

ელ@მუზა

რატომაც არა? ექსპერტიმენტები საინტერესოა ყოველთვის და ყველგან...

მომწერეთ მეილზე. თემატიკა, სიტყვები, რაიმე უაზრობა თუნდაც.... შევეცდები ონლაინ მუზების კაპრიზები დავაკმაყოფილო :)

ასე რომ შეგიძლიათ მომწეროთ თამამად და ამაყად... lasharela@gmail.com

ისე სახელი მაგრად მომწონს ... e-muse და სად ელ–მუზა :)

ელმირა
ელმუზა
და ა.შ. :)

Sunday, May 10, 2009

Орлуша - "А может"

Андрей Орлов (Orlusha) про Ксению Собчак

[youtube http://www.youtube.com/watch?v=ydcbkWpa0HU&hl=en&fs=1]

ვიდეოთეკა

რამდენჯერმე გადავეყარე საინტერესო ლექსებს...თანამედროვეობიდან, არც ისე და ა.შ.

მინდა რომ ერთმანეთს გავაცნოთ, ვიმსჯელოთ და ა.შ.

თუ გადაეყრებით საინტერესო ლექსებს ნეტში მომწერეთ lasharela@gmail.com

Wednesday, May 6, 2009

?

მე ლექსებს გაძლევ
შენ?
აღელვებული
ვქშენ...

მე შენ მიყვარხარ
გრძნობ?
ცხრა მთას იქეთაც
გცნობ...

მე შენ...შენ მე...
და სხვები...
გნახავ და
დავიმსხვრევი...

რატომ მაღელვებ
მერჩი?
შეგიყვარე და
შეგრჩი...

?

ღმერთო შეგვინდე...

მერე რა მოხდა დაღვარეს სისხლი
მერე რა მოხდა თუ შენი ძმაა
თუ დავეცემით ჩვენი ისევ ვილით
რატომ გეცნობა? ეს უფლის ხმაა

ღმერთო შეგვინდე, რომ აღარ ვტირით
ღმერთო შეგვინდე, არგისმენთ ... არა...
რა მოხდა მერე თუკი არ გისმენთ...
თუ ძმამ ძმის სისხლი, ურცხვად დაღვარა...

გთხოვთ გამოფხიზლდით... ვიტიროთ ერთად
გთხოვთ გამოფხიზლდით... არა ვართ ბევრი...
ჩვენ ხო ხატად ვართ შექმნილნი ღმერთად
და გზააცდენილ სიკეთეს ვებრძვით....

Tuesday, May 5, 2009

წვიმს...

წვიმს და ღუბელია
ვწუხვარ გეფიცები
მეტი რა ვაკეთო
ბუხარს ვეფიცხები

Friday, May 1, 2009

ჩემი გენიალოგია

მე სუფთა სისხლის ადამიანი ვარ

მეფე და ტაკიმასხარა

ძალაინ არ მინდა სტატია პოლიტიკურ დისკუსიაში გადაიზარდოს ამიტომაც კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ და ამიტომაც დღევანდელ დღეს გავრცელებულ მეთოდს მივმართავ – შემდეგი "ქეისის" სახით...

"იყო და არა იყო რა...იყო ერთი ქვეყანა. ამ ქვეყნის მაცხოვრებლელნი ოდითგანვე თვლიდნენ რომ ხელოვნებისადმე ნიჭი განსაკუთრებულად აქვთ. ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანას ახალი ხელმწიფე ჩაუდგა სათავეში. დღიდან ხელმწიფობისა, ერთმა ტაკიმასხარამ (რეჟისორმა) განაცხადა, ჩვენი ხელმწიფე "მავიწროვებს, არ მაძლევს საშუალებას თავისუფლად ვიმუშავოო და მე ის არ მომწონსო" მანამდე ან მას შემდეგ წარმოდგენაც გამართა რომელშიც საუბარი ხელმწიფეზე იყო (ოღონდ უბრალოდ ხელწიფეზე და არა კონკრეტულად ამ ხელმწიფეზე)... ამ დღის შემდეგ არავის ეს ხელმწიფე ამ თეატრში არ უნახავს. არადა ამ ზღაპრულ ქვეყანაში ეს თეატრი განთქმული იყო და იქ სხვა ტაკიმასხარებიც, უამრავ საინტერესო წარმოდგენებს მართავდნენ.

ერთხელაც, ერთ მშვენიერ საღამოს რამდენიმე უბრალო ადამიანი შეიკრიბა და მეფეზე ბჭობა დაიწყე:

ერთმა თქვა, ხელმწიფეა და სადაც უნდა იქ მივაო. ან სულაც არ მივა არც თეატრში და არც სხვა სანახაოებზეო.

მეორემ თქვა, სხვა თეატრებში რომ არ დადიოდეს ვიფიქრებდი რომ არ სცალიაო, თუმცა რაღაი ეს თეატრი აითვალისწუნა, ეტყობა ტაკიმასხარას სიტყვები ეწყინაო. ისიც კაცია და რაქნასო

მესამ თქვა, ნეტა თავისი საქმე კარგად აკეთოს და სულ არ ენახოს არცერთი წარმოდგენაო...

მეოთხემ დასძინა, ამ ქვეყანაში რაც წარმოდგენებს უმართავენ ამ ჩვენს ხელმწიფეს და აქილიკებენ, მეტი რაღა წარმოდგენას უნდა დაესწროსო"

ეს სისულელე მხოლოდ ერთი მიზნით დავწერე, თქვენი აზრი მაინტერესებს. ჩემი აზრი კი შემდეგია – როდესაც ქვეყნის მართველიხარ, როდესაც საჯარო პირიხარ და მითუმეტეს როდესაც პოლიტიკოსიხარ, არ გაქვს უფლება რამდენიმე წლიანი მართველობის განმავლობაში ერთხელაც არ იყო შენი ქვეყნის ერთერთ წამყვან თეატრში ნამყოფი არცერთ წარმოდგენაზე. მითუმეტეს თუ ამის მიზეზი ის არის რომ ვიღაცამ შენ გაგაკრიტიკა და მეტიც, გარკვეული ბრალდებებიც წაგიყენა.

არის გარკვეული ეთიკის წესები და "აუცილებლობათა" მთელი სიმრავლე, რომელსაც უნდა ემორჩილებოდე. აქ საუბარი არაა იმაზე რომ ამ თეატრის მსახიობებს აყენებ ამით შეურაცხყოფას (რადგან სხვა თეატრებს არც თუ იშვიათად სტუმრობ შესაბამისი პროპორციით) არამედ შენი ქვეყნის კულტურას, მის წარსულს და მთლიანად სახელმწიფოს.

განა ასე რთულია ბრძენი მართველისთვის ასე ოფიციალურად არ დაანახოს ყველას რომ პატარა ბავშვივით გაიბუტა და "ეწყინა".... განა ასე რთულია მივიდეს თუნდაც სხვა ტაკიმასხარას დადგმულ სპექტაკლზე, ეს თეატრი კანტორა ხომ არაა რომელიც კერძო პირზეა რეგისტრირებული?

თქვენს რას ფიქრობთ ჩემს ზღაპარზე...თქვენ რომ ყოფილიყავით საფიხვნოზე, სადაც გლეხები საუბრობდნენ, როგორი იქნებოდა თქვენი პოზიცია?

Sunday, April 26, 2009

ენა... მამული... სარწმუნოება...

გზა არეული.... ეული...
ვიღაცა თერგ დალეული....
ეს მწვანე მთები...ტყეები...
ოცნებით გადარეული...

ჩვენ ერთად დიდხანს ვიარეთ
და ბევრი რამე ხდებოდა
მაგრამ არასდროს და არსად
სული ქართული ტყდებოდა

ჩემი ქართულით ვამაყობ
თუნდ ბოლო იყოს დროება
ჩემი ამაყი ქვეყნა
და ჩვენი სარწმუნოება...

Sunday, April 19, 2009

წამი

შავი ღვინო
ბუხრის ალი
ცხელი მჭადი
კეცის...
მას უყვარდა
ჩემი სუნთქვა
შემიყვარდა
მეც ის...

გამახსენდი...

გათენდა და
გამახსენდი
შემიყვარდი
გვარიანად....
ერთ ლექს გიცვლი
ორ კოცნაში
დღეს კი გჩუქნი
ხვალიანად...

Friday, April 17, 2009

ხსოვნა

მომაგონდება და მეღიმება
თვალებში ცრემლი ელავს...
რამდენი სითბო მაჩუქე გახსოვს?
ამ გულს ახსოვს... და ღელავს...

რამდენი რამე ვერ მომისწრია,
კიდევ რამდენი მინდა რომ გითხრა
ბოდიშიც მქონდა შენთვის სათქმელი
მაგრამ ამ ქვებმა, დროც გადატიხრა...

Sunday, April 12, 2009

დამადე თავი

მინდა ამინდი
თავი დამადე
ანდა გრძნობიდან
გრძნობა გადამდე

მანდე მანდილი
მე და
ბინდდება
დღემდე მანძილი
და გარინდება...

ენდე მანამდე
......დამდნარ დინებებს
......ენდე გრძნობამდე....
უნდა დანამდეს

ანდე ანდები?
დაბინდებულა...
გულის კარამდე
განდიდებულა

მინდა ამინდი
თავი დამადე
მიწისქვეშეთში
დამდნარ ქანამდე

Friday, April 10, 2009

საღეჭი რეზინი

შენამდე ზუსტად სამი ნაბიჯით ადრე
ავაგდებ ხუთიდან
ერთ–ერთ რეზინის ბალიშს
და ვნებიანად გაკოცებ....

დაგიტოვებ ტუჩებზე მენთოლს
და სახეზე ღიმილს...

მე გულები

ჩემი სუნთქვა ხარ
სრული...
ჩემთვის სულ სხვახარ –
სული
მობეზრებული რითმა
ნეტა მანამდე ვინთქვა
გადავიღალეთ ფეთქვით
ვერც მე ვერც გულმა
ვერ ვთქვით
სათმქლიც ალბათ არ გვაქვს
გეძებთ და სევდა დაგვაქვს

დილით იმედით ვდგები
თუ სადმე მეგულები....

***

ნურასოდეს იკამათებთ რელიგიაზე და პოლიტიკაზე

Tuesday, April 7, 2009

სინუსოიდა...

ლამპარში თუზეთი დამთავრდა რა ლამპარის ბრალიაო – გვასწავლის აზიური სიბრძნე. მაგრამ შემთხვევა რომელზეც მე მინდა გესაუბროთ მგონი, სწორედ ის გამონაკლისია რომელიც წესს ამტკიცებს.

მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით... როგორი უინტერესო და მდორე გახდა ირგვლივ ყველაფერი. თითქოს რაღაც მიზეზის პოვნა შეიძლება, ვიღაცამ შეიძლება რადიაციის მომატებულ დონეს დააბრალოს, ვიღაცა კი "მსოფლიო ფინანსურ კრიზის" ახსენებს. მაგრამ ჩემი აზრით ადამიანები რაღაც სენით დავვადდით ... კრიზისი იქნება, საპროტესტო გამოსვლები თუ ახლად გადატანილი ომი მხოლოდ ის მიზეზებია რომელმაც ეს ვირუსი გააღვივა და გამოააშკარავა.

მიველ ვნახე ვენახი, სად წავიდა ვენახი? ვენახი როგორ მოგვიანებით აღმოჩნდა თხამ შეჭამა მაგრამ ბედნიერება სად წავიდა, ვინ შეჭამა და ეს ჯაჭვი ვისთან ან რასთან მიგვიყვანს ჩემი აზრით დაფიქრებად ნამდვილად ღირს.

რაღაც ცუდადვარ....რაღაც ისე არ არის იფიქრა სულელმა ადამიანმა და გამოსავლის ძიება დაიწყო.... მან მოიფიქრა ფსიქოლოგი – რომელსაც აღსარებას აბარებს და ამაში ფულსაც უხდის. მან მოიფიქრა პარაშუტით გამოხტომა და ჰაერში თმების შეჭრაც – რადგან ადრენალინი დროებით აღიზიანებს ტვინის იმ რეცეპტორებს რომლებიც ბედნიერების ნაწილზე არის პასუხისმგებელი. ადამიანმა იმავე მიზეზით გამოიგონა, სასმელი, ნარკოტიკი.... გამოიგონა პრეზერვატივიც კი რომელიც "აძლიერებს მამაკაცის შეგრძნებებს"... კიდევ ათასი სულელე გამოიგონა.... და "ხატად ღმერთისა" შექმნილი, იმდენად გაერთო თავის გამოგონებებით დაავიწყდა ის რაც დიდი ხნის წინ ღმერთმა გამოიგონა და შექმნა – სიყვარული, მეგობრობა, ღიმილი და ა.შ.


ადამიანები დავცარიელდით... ადამიანები ერთმანეთს აღარ ვეფერებით... ერთმანეთის სიყვარული გვაკლია.... ადამიანი ღმეთს დაშორდა.... ერთმანეთი აღარ გვახარებს...

იმაზე საუბარიც ზედმეტია რომ დილით მზის სხივი არ გვიხარია რომელიც შემოიპარება შენს ოთახში (მინიმუმ იმიტომ რომ წინა ღამით 3 საათზე დაიძინე და ეხლა თავგაბჟუებუსლ გძინავს)... გახეთქილი ასფალტიდან ამოსული ყვავილი, აივანზე ჩამომჯდარი ჩიტი, მზის ჩასვლისას გაწითლებული ცა... აღარაფერი აღარ გვახარებს....

ყოველ აღმართს დაღმართი მოყვებაო, ყოველ დაღმართს კი აღმართიო.... მე კი ამ სინუსოიდას რომ ვუყურებ ისევ მეშინია "რიცხვთა სიმრავლე სასრული არ აღმოჩნდეს"....

ეს ის შემთხვევაა, როცა თითეულმა ჩვენგანმა წვეთი მაინც უნდა გავიღოთ მეორე ლამპარის შესავსებად...

Sunday, April 5, 2009

თბილისში ღამით

გაგივლიათ თბილისში ღამით?
ღამით ან გამთენიისას.... როცა ქუჩის შუაში გრძნობთ როგორ ჩქეფს მიწისქვეშა კანალიზაცია.....
როცა ირგვლივ სიჩუმეა თითქოს....მაგრამ სიჩუმეს ღამის გამოძახებაზე მყოფი ტაქსი არღვევს....
ზემოდან შენთან შედარებით უზარმაზასი და სამყაროსთან შედარებით ნამცეცი კორპუსი გიყურებს ...

შენ კი მიდიხარ და იცი...ხვალ აქ ძალიან ბევრი ადამიანი გაივლის...იქნება გაცილებით მეტი ხმაური....
მაგრამ ეხლა სიწყნარეა....

ძილინების....

Saturday, April 4, 2009

***

სამყარო კანონზომიერია

Friday, April 3, 2009

მკიდია

ნეტა იცოდე როგორ მკიდია
რომ შენი მკერდი შენზე დიდია
იღებ უამრავ სტუდიურ ფოტოს
იცავ დიეტას, თამაშობ ლოტოს...
შენი რჩეული მარიაჟია
შენთვის ბოდლერი მაკიაჟია
და რაც ნამდვილად ბლომად გქონია
შენში ჩადგმული სილიკონია
ნეტა იცოდე როგორ მკიდია
რომ შენი მკერდი შენზე დიდია

ჩემი მუზა

შენ გაზაფხული თვალებით დაგაქვს
მიყვარს სვირინგი რომელიც არ გაქვს
შენ არხარ კახპა, შენახარ ბოზი
მონატრებახარ ცხრა სუფრის კოვზი
უცხოებს სხეულს რითმებად აძლევ
ყველაფერს შეძლებ, ყველაფერს დაძლევ
მინდა გაკოცო, მაგრამ ვერ ვბედავ,
როდესაც ღამით ქუჩაში გხედავ...

შენახარ სუნთქვა, შენახარ ბოზი....
მონატრებახარ ცხრა სუფრის კოვზი....

Thursday, April 2, 2009

მწამს...

ემოციებისგან გაცლილი
ცუდ იუმორზე აცრილი
ვადუღებ ყავას და ვსვამ

შაქრის ნამცეცები დაყრილი
ცოტას წავუძინებ დაღლილი
თურმე ბევრი რამის მწამს

ჩემი ძველი ჭიქა უყურო
რამე კინოს მინდა ვუყურო
ნეტა რაზე ვიშლით ნერვებს

სადღაც ხის ტოტები შრიალებს
სადღაც კარუსელი ტრიალებს
სევდაც მარტოა და ვერძლებს

Tuesday, March 31, 2009

წარწერა მეტროში

ვაგონი #5608
საგანგებო კავშირი მემანქანესთან
დააჭირეთ ღილაკს და ილაპარაკეთ

***

ფრთხილად – ღიმილი გადამდებია !

Sunday, March 29, 2009

უსაფრთხოები ღვედი

რავქნა მინდება წერა
ზღვარსაც ვერ გადავედი
აღარაფერში მინდა
უსაფრთხოების ღვედი

შენ რო გიყურებ ზეცაააააა
ავფრინდები და უნდაააააა....
მაკოცო ბევრზე ბევრიიიიიიი
სანამდე არ გახუნდაააა
შენი სითბო და თმები
შენით ვსუნთქავ და ვთბები
შენი სიგიჟე არის
ვირუსი გადამდები.....

რავქნა მინდდება წერა
გულახდილივარ – ვცდები?
მინდიხარ ისე ძლიერრრრ
სხეულსაც კი გავცდები...

რავქნა? მინდა რო ვწეროოოოო.....
უნდა მიყვარდე გზაშიც.....
როცა ვიქნები მარტო
როცა ვიქნები ცხვარში....

ოეეეეეეეეეეეეეეეეე

ლოე ლოე ლოეეეეეეეეეეე
ვიე ვიე ვიეეეეეეეეეეეეეე
შენ გრძნობ რასაც ვგრძრნობდიიიიიი
ეხლა დაახვიეეეეეეეეეეე

გული გული გულიიიიიიიიიი
ფეთქვა ფეთქვა ფეთქვაააააა
მას ვუყვარდი ვიციიიიიიიიი
და რატომღაც ვერთქვააააააა

რატომ რატომ რატოოოოოოოოომ
არ მაკოცე მაშიიიიიიიიიიიიიიინ
ამ სიგიჟის მერეეეეეეე
გაგაცილო სახლშიიიიიიიი?

ლოე ლოეეეეე ლოეეეეეეეეეეეეეეე.....
ვიეეეეეე ვიეეეეეეეე ვიეეეეეეეეეეე....
ვერც ვიგრძენი ლეიბში
როგორ გაგახვიეეეეეეეეეე....

მე მომწონს შენთან....

Saturday, March 28, 2009

ფიქრების ანატომია

შევისწავლე შენი ტანი
შენი გარუჯული კანი
შენი სუნთქვით გავჯერდები
შენს კოცნას არ დავჯერდები...
ნელა ნელა
ნაწილ ნაწილ
მგონი ბნელა
მაგრამ არწვიმს
გიყურებ და
მაგონდება
ფიფქი მზეზე
როგორ დნება...
შემიყვარდა შენი თეძო
შენი სახლი, შენი ეზო...
შენი ლოყა, შენი ტუჩი
შენი მკერდი ცოტა ურჩი...

შენი ცქერით გავჯერდები
კოცნას აღარ დავჯერდები...

Friday, March 27, 2009

შენი ღიმილი

შენი ღიმილი ომის ველია
შენი თვალები მზეზე მწველია
ყოველთვის როცა მიკითხავ ამ ლექსს
საღამოობით აღარ ვსვამ წამლებს...

რომ იღიმები ასე მგონია
მთელი სამყარო თვალწინ მქონია...

საქათმე

ხანდახან მგონია რომ დედამიწა ერთი დიდი საქათმეა სადაც განუწყვეტელი კრიახი ისმის...

Thursday, March 26, 2009

ელვარე და ლომფერი

ელვარე და ლომფერი, იყო ცხრა ოქტომბერი...ოღონდ ოქტომბერი არა, აპრილი.

ნამდვილად არ ვიცი ვინ, რას, რატომ, იზამს ცხრა აპრილს, კარგი იენქნება ეს თუ ცუდი...ისიც კი არ ვიცი ადამიანის დეენემი როგორარის დაშიფრული მაგრამ, ეს მე არც მაინტერესებს.

ერთადერთი რაც ვიცი ჩემი ნიჭის ფარგლებში სხვების ნიჭი ან უნიჭობა შემიძლია დავადგინო.

თუ წარმოიდგენ რომ შენი ნიჭი, ნულოვანი წერტილია თერმომეტრზე, შემდეგ უკვე მარტივად ლაგდება როდის აჩვენებს თერმომეტრი მინუს და როდის პლიუს... მაგრამ ყველა თერმომეტრს გარკვეული დიაპაზონი აქვს, რომლის ფარგლებშიც შეუძლია გაზომვა.

დღემდე მეგონა რომ ჩემი ნიჭიერების თერმომეტრი პლიუსებში საკმაოდ მცირე ხოლო, მინუსებისკენ საკმაოდ დიდი არეალით განისაზღვრებოდა.

თუმცა ჩემდა გასაკვირად, სახელისუფლებო PR ტექნოლოგებმა, ჩემს თერმომეტრზე მინიმალურ მინუს ნიშნულს მიაღწიეს და ვვარაუდობ რომ ბევრად გადააჭარბეს კიდეც.
სწორედ ამ წამს გავუძელი და საინფორმაციოს ბოლომდე ვუყურე... ამინდის პროგნოზის ჩათვლით...

ცხრააპრილს ერიდეთ ფანჯრის გაღებას
ცრააპრილს არგინდა სესხის აღება
ცხრააპრილს ნუ დაწერთ ლექს
ცხრააპრილს შეეშვით სექსს
ცხრააპრილს იღვიძებს ვულკანი ვეზუვი
ცხრააპრილს მეწყერი იქნება მეგზური
ცხრააპრილს ჩაგივარდება ბეზე
ცხრააპრილს ღამე გრძელია დღეზე
ცხრააპრილს თურმე დაჭექავს ზევსი
ცხრააპრილს თურმე არ ცურავს თევზი

და მაინც...

თუ სახლში გული არ დაგიდგება
აღარასოდეს არაგიდგება...


რავიცი ხალხო....მე ვხალისობ ნეტა ამ სიუჟეტებზე მხოლოდ თუ თქვენც იგივე რეაქცია გაქვთ?

ჩემი ოთახი

მოკლედ მინდა ამ განყოფილებაზე ვთქვა....აქ უბრალოდ მინდა გესაუბროთ...ყოველდღიურად, ყოველდღიურზე...უბრალოდ...ადამიანურად :)

Wednesday, March 25, 2009

ნეტ ადმინი

შვილი მობილით ადმინისტრატორ მამას

– მამა, სახლში ვერ შევდივარ...
– ორი დახრილი ხაზით ცადე?

საზოგადოებრივი ტუალეტი

ლოსი და იხვი
კლუჩი და ბოლტი
თოვლი და ჭყაპი
მკვდარი მამონტი
მოწვეთავს წყალი
და საპნის ბუშტი
ბენზინის ფილტრი
და ცალი ჩუსტი
დროზეეეეე....მოგზდევეეეეეეენ....
უნდა გაექცე....
ღილაკი არის,
ოღონდ ჩარეცხე!!!

Tuesday, March 24, 2009

ტეკილა ბუმი

დადიხარ ბარებში
ყურმილი დუმს
სვამ არაყს მარტინით
და
ტეკილა ბუმს....

დადიხარ ბარებში
ნაპირი რიწის
ნუ დგეხარ კარებში
ვალები იცის

დადიხარ ბარებში
და ხარჯავ ფულს
უკვეთავ მარტინს
და
ტეკილა ბუმს....

Thursday, March 19, 2009

იფიქრე ჩემზე

დავიღვრები ლავად
ფერებად
შენთან ყოფნა მინდა
ფერება...
ჩუმად მოგიყვები ლექსებს
ზღვაზე
უშენოდ ჩემი ფიქრიც ვერძლებს
ზღვარზე
დავიღვრები ლავად
ბგერებად
მგონი შენითავარ ავად
....

ჰოროსკოპი

არ მჯერა რომ ადამიანები 12 ჯგუფად იყოფა და აქედან ერთ მეთორმეტეს პოზიტიური დღე აქვს, მეორეს ნეგატიური, მესამეს კრიტიკული და ა.შ.

P.S.
ისე საინტერესო იქნებოდა ჰოროსკოპების რუბრიკა ადამის და ევას დროს....

ვერძი – დღეს პოზიტიური დღე გაქვთ, თქვენ სამოთხეში ხართ.
კურო – საერთო ჯამში პოზიტიური დღე გექნებათ. ერიდეთ ქვეწარმავლებს და თავი შეიკავეთ უცხო ნაყოფების გასინჯვისაგან.

Wednesday, March 18, 2009

***

ამ ვირუსს 25–ში გასდის ვადა...

ჩვენთან... საქართველოში...

სრულიად უცხო ორი ქართველი აღმოაჩენს ერთმანეთს, მსოფლიო გლობალიზაციისადმი მიძღვნილ ფორუმზე ჟენევაში

– ქართველიხართ?
– კი
– თბილისელიხარ?
– ხო...
– ...და რა უბნელიხარ?

Tuesday, March 17, 2009

ტეგების ზღვაში

დილიდან, დილამდე
დივიდან, დივამდე
მივცურავ...

თექიდან, თექამდე
ტეგიდან, ტეგამდე
ვისუნთქავ...

ფიქრიდან, ფიქრამდე
ლინკიდან, ლინკამდე
დაგეძებ...

რწმენიდან, რწმენამდე
მომენატრები
და ვერ ვძლებ

Thursday, March 12, 2009

პროექტის დაგეგმვა და მართვა 1.0

თუ ღუმელში ცეცხლს მოუმატებ, არ ნიშნავს რომ პური უფრო მალე გამოცხვება.

Tuesday, March 10, 2009

მენეჯმენტის პრინციპები 1.0

კარგი მხატვარი ცუდი ფუნჯითაც კარგ ნახატს ხატავს...

Sunday, March 8, 2009

გეოემოციური რუკა

ბედნიერება გეოგრაფიულად არ ნაწილდება

Saturday, March 7, 2009

ფლირტი

არცერთ მონადირეს არ მოუნდება ესროლოს მიმინოს, რომელიც მის წინ დაფრინდება და თავს მორცხვად დახრის...

ძველი მაგიდა...

– გმადლობ გეთაყვა
– არაფერს...
– შენს თმებს ჩემს გულზე...
დანაფენს...
– ისევ გიყვარვარ?
– მემგონი...
– არც სიმარტოვე... არც ორი...

– მოგერეფერბი
– მიშველის?
– შენი სხეული... შიშველი...

– გთხოვ თავს დაგადებ...
– დამადე...
– რაზე ოცნებობ?.. გამანდე...

– გამადლობ გეთაყვა
– არაფერს...

Friday, March 6, 2009

***

მეშინია რიცხვთა სიმრავლე სასრული არ აღმოჩნდეს...

Thursday, March 5, 2009

ცოდვა

ადრე ცოდვებს ვგრძნობდი, ეხლა უბრალოდ ვიცი, რომ ცოდვილივარ...

Wednesday, March 4, 2009

Tuesday, March 3, 2009

წარწერა პრეზერვატივზე 2.0

უჩემოდ გინდა სექსი?
გაიღიმე და გესვრი

წარწერა პრეზერვატივზე

Sex Kills

პატარა უფლისწული

პატარა სამ ბაობაბში
ჩაკეტილი პლანეტა
როგორ უნდა ამოსუნთქვა
როგორ უნდა...და ნეტა
ვიყო ახლა ჯადოქარი
ანდა ვიყო ქარი
ფესვიანად ამოვგლეჯდი
ბაობაბებს მთვრალი
და შევკრავდი თაიგულად...
და იმ გულად პლანეტაზე
სადაც არის სივრცე...

წავალ ვინმეს საძებნელად
ხეები რომ მივცე...

Sunday, March 1, 2009

ძველი სკივრი

ვიღაცას გრძნობები აუხსნია...
ვიღაცას თავი დაუხსნია...

სადღაც სიყვარული უწამიათ...
სადღაც კი ლეღვი უჭამიათ...

ზოგიერთი კაციც სანთელია...
ზოგიერთი კითხვაც ნათელია...

ხანდახან ბგერასაც დაინახავ...
ხანდახან ძვირფასია და ინახავ...

ზოგჯერ მონატრება ფერმენტია...
ზოგჯერ გაგრძელებაც ზედმეტია...

Thursday, February 19, 2009

პეიზაჟი

ახლიდან ამოვა მზე
ოღონდ ძველი
ქაფქაფა რძე და
თხა მონაწველი
მიწის სურნელი
ნედლი ბალახი
ხეზე ხავსი და
ზოგან ტალახი
ჭრიჭინა, სიო
გიტარა, ბარე...
და ძველთაძველი
ახალი მთვარე

***

"...საპნით ორჯერ"

Saturday, February 14, 2009

დიდი ხნის მერე

შვილიშვილი: ბაბუ, შენ სად მუშაობდი?

ბაბუა: მთავრობაში ბაბუ...

შვილიშვილი: აბა პარლამენტშიო?

ბაბუა: ხო ბაბუ, პარლამენტშიც ვმუიშაობდი...

შვილიშვილი: შენ რომელი იყავი, პოზიცია თუ ოპოზიცია....

ბაბუა: მე ორივე ვიყავი ბაბუ...

შვილიშვილი: ეგ როგორ?

ბაბუა: მაშინ ისე იყო, რომ პარლამენტში მარტო პოზიცია დარჩა... ასე კიდე არ შეიძლებოდა

შვილიშვილი: რატო არ შეიძლებოდა...

ბაბუა: უბრალოდ არ შეიძლებოდა. ამიტომაც მთავრობა დაფიქრდა და თვითონ გააკეთა საკუთარი ოპოზიცია.

შვილიშვილი: ესეიგი შენ მთავრობის ოპოზიცია იყავი? და ნამდვილი ოპოზიცია სად იყო?

ბაბუა: ნამდვილი ოპოზიცია არც არასოდეს არ ყოფილა ბაბუა... უბრალოდ ზოგმა იცოდა რომ მთავრობის ოპოზიცია იყო და ზოგმა არა...

შვილიშვილი: ესეიგი ყველა ოპოზიცია მთავრობის იყო?

ბაბუა: ჰო, ასე გამოდის...

შვილიშვილი: ესეიგი შენ იცოდი რომ მთავრობის ოპოზიცია იყავი?

ბაბუა: რათქმაუნდა მე ვიცოდი...(იღიმის)

შვილიშვილი: მერე რას აკეთებდი?

ბაბუა: რას ვაკეთებდი და ვცდილობდი თავი ისე მომეჩვენებინა თითქოს არ ვიცოდი რომ მთავრობის ოპოზიცია ვიყავი...

შვილიშვილი: მერე გიჯერებდნენ?

ბაბუა: ზოგს ჯეორდა, ზოგსაც არა... მაგრამ მაშინ ასე იყო საჭირო...

შვილიშვილი: და ისეთი ოპოზიცია არ იყო, რომ არ ცოდნოდა რომ მთავრობის ოპოზიცია იყო სინამდვილეში?

ბაბუა: იყვნენ ბაბუ იყვნენ მარა მაგათ ჭკუა არ ყოფნიდათ...

შვილიშვილი: რისთვის?

ბაბუა: არაფრისთვის ბაბუ...არაფრისთვის არ ყოფნიდათ ჭკუა...

შვილიშვილი: უჭკუოები იყვნენ?

ბაბუა: ჰო ბაბუ...ძალიან უჭკოები...

შვილიშვილი: შენ რას შვებიდო რო იცოდი ყველაფერი?

ბაბუა: მე რას ვშვებოდი და ვითომ ვბრაზდებოდი... ვითომ არ მომწონდა რასაც პრეზიდენტი აკეთებდა...

შვილიშვილი: რატომ ვითომ?

ბაბუა: იმიტომ რომ სინამდვილეში სულერთი იყო.

შვილიშვილი: მერე ეჩხუბებოდი პრეზიდნეტს?

ბაბუა: რათმაუნდა ვეჩხუბებოდი...

შვილიშვილი: მერე პრეზიდენტი არ ბრაზდებოდა?

ბაბუა: ბრაზდებოდა...აბა არ ბრაზდებოდა?

შვილიშვილი: მერე რას გეუბნებოდა?

ბაბუა: მეუბნებოდა უფრო გამლანძღე ნუ გეშინიაო...

შვილიშვილი: რატო?

ბაბუა: ასე ყველა მიხვდება რომ რომ ჩვენიანი ხარო.

შვილიშვილი: მერე შენ რატო არ ლანძღავდი უფრო მეტად? გეშინოდა?

ბაბუა: არა ბაბუ....რატო უნდა შემშინებოდა...

შვილიშვილი: აბა არიცოდი რაზე გაგელანძღა?

ბაბუა: არა ბაბუ....სალანძღავის მეტი რა ქონდა... მე იმის მოფიქრება მიჭირდა რაზე უნდა გამელანძღა ისე, რომ ხალხი ძალიან არ გაბრაზებულიყო...

შვილიშვილი: ესეიგი პრეზიდენტი იმიტომ გიბრაზდებოდა რომ კარგად ვერ აბრაზებდი?

ბაბუა: ასე გამოდის....

შვილიშვილი: ბაბუ და რომელი ჯობია პრეზიდენტი იყო თუ ოპოზიცია?

ბაბუა: არვიცი ბაბუ...მე მარტო ოპოზიცია ვიყავი...პრეზიდენტი არასდროს ვყოფილვარ...

შვილიშვილი: ესეიგი შენ მთავრობაც იყავი, პარლამენტიც, პოზიციაც და ოპოზიციაც?

ბაბუა: რა ვიცი ბაბუ...ეგ ყველაფერი მაშინ მქონდა ასე დალაგებული თორე ეხლა მეც მერევა...

შვილიშვილი: და მე რო გავიზრდები რა გამოვიდე?

ბაბუა: ...შენ რა გინდა რომ გამოხვიდე?

შვილიშვილი: მე მასწავლებელი უნდა გავხდე

ბაბუა: რატო ბაბუ...

შვილიშვილი: იმიტო რო ჩემს მოსწავლეებს ვეყვარები...

ბაბუ: ოჰ, შე მაიმუნო.... მიდი ეხლ დაიძინე....

შვილიშვილი: ზღაპარი?..

ბაბუა: მეტი რაღა მოგიყვე ბაბუ...

შვილიშვილი: რატო დაგავიწყდა?..

ბაბუა: არა ბაბუ...ზღაპრებს რა დამავიწყებს...უბრალოდ გვიანია, შენი ძილის დროა..

(ბაბუა, შვილიშვილს შუბლზე კტბილად კოცნის.შუქი ქრება. ფარდა ეშვება.)

Thursday, February 5, 2009

ჩიჟი–ბიჟი

აიღეთ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა და კარგი ქართული რესტორანი (ზემოთაღნიშნული ინგრედიენტების არქონის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ რომემლიმე კაფე–ბარი და უბრალოდ "კაი პონტი")

შემდეგ აუცილებელია წარმოსთქვათ და შესვათ სადღეგრძელოები შემდეგი თანმიმდევრობით:

"ჩემო კარგებო, ჩვენ ქართველი ხალხივართ და ქართულ სუფრაზე პირველი ყოველთვის "მშვიდობას" ამბობენ. მოდით ამ ჭიქით მშვიდობას გაუმარჯოს."

(შემდეგი სადღეგრძელოსთვის მოზრდილი ზომის ჭურჭელი დაგჭირდებათ.)
"მოდით ამ სასმისით დღევანდელი შეკრების მიზეზს გაუმარჯოს..."

"მოდით მეგობრობას გაუმარჯოს...იმ ხალხს გაუმარჯოს რომელსაც აქ უნდა იყოს გულით და ....მე რომ შენ მიყვარხარ და შენ რო მე გიყვარვარ.... ამ ჩახუტებას და სითბოს გაუმარჯოს..."

"ქართველი ხალხი ვართ და ეს სადღეგრძელო რომ არ ითქვას.... მოდით იმ ხალხის ხსოვნა იყოს რომელიც.... ნათელში ამყოფოს მათი სული..."

"მოდით ამ ჭიქით სიცოცხლეს გაუმარჯოს....ჩვენს პატარებს, ჩვენს მომავალს... გამრავლებულიყოს ქართველი ერი... გაუმარჯოს..."
(არომატის მისაცემად შეგიძლიათ დაამატოთ ლექსი გემოვნებით)

"ჩემო კარგებო მე მანდილოსნების სადღეგრძელო მინდა შევსვა... გმადლობთ რომ გვილამაზებთ დღევანდელ დღეს....ყოველთვის ასეთი ლამაზები და ბედნიერები ყოფილიყავით..."

"....მოდით ჩვენს ლამაზ და საყვარელ სამშობლოს... ათასი გაჭირვება უნახავს მაგრამ... ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს...."

"სიყვარულს გაუმარჯოს...არამხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულს...არამედ მშობლის და შვილის, მეგობრის და ზოგადად ყველანაირს....ეს გრძნობა რომ არ იყოს... და არ არსებობს ქვეყანაზე არც უკვდავება..."

თუ ინგრედიენტები არ გყოფნით შეგიძლიათ "ყველა კარგ ადამიანს...", "მოდით ჭეშმარიტ ხელოვნებას", "ტბილ მოგონებებს..." და მრავალი სხვა მოიშველიოთ....

....

ამის შემდეგ, დგებით და მეზობელ მაგიდიდან მოსულ "მოყვასს", რომელსაც თქვენთან ერთად ჭიქის "აწევა" და "ჩახუტება" და "სიყვარული" უნდა, რაიმეზე არ ეთანხმებით და ეკამათებით ან უსწორებთ (სავსებით შესაძლებელია პირიქითაც).

... გადიხართ გარეთ და ხმამაღალი შელაპარაკების შემდეგ ჯერ ყვირილზე გადადიხართ, შემდეგ დედას აგინებთ, ხოლო შემდეგ დარჩენილი ძალების შესაძლებლობის ფარგლებში თავდაუზოგავად ცემთ ... (დროის დაზოგვის მიზნით შეგიძლიათ უბრალოდ ცემოთ...)


კერძი მზადაა. გაამოთ.

Wednesday, February 4, 2009

h2o

წვიმამ დამაპატარავა
დამანაწილა.
მზე მომეფერა
და გამაცინა.
შენ ჩამისუნთქე,
შემისისხლხორცე.
მომეწონა
და...

შენში ვიცოცხლე...

Monday, February 2, 2009

***

ხელო|ვნება არ უნდა იყოს ხელო|ვნური

Sunday, February 1, 2009

ვანილის პუ"ძ"ინგი, ანანასის შეიკით

Louis Vuitton-ის ჩანთიდან, ფრთხილად იღებთ შვებულებისას იტალიის ყველაზე ცნობილ Fashion House-ში, ნაყიდ პერანგს, ნაზად ანთავსებთ კარადაში, Guy Laroche–სა და Gucci–ს ჰალსტუხებთან ახლოს და აჩერებთ ორშაბათამდე.

ხელებზე ისვამთ, Jean-Paul Gaultier დამცავ კრემს, ხოლო ტუჩებზე Givenchy–ს დამცავ პომადას ForMen. ჰაეროვან კოცნას უძღვნით გვერდით მწოლ მეუღლეს, რათა მაკიაჟი არ გაუფუჭოთ და კმაყოფილი წვებით დასაძილებნლად.

დილით ერთი ფინჯანი Carte Noire–ის შემდეგ, იპკურებთ Roberto Cavalli–ს ან Calvin Klein–ს და მიდიხართ "ბუწიკების" დასათვალიერებლად რათა დარწმუნდეთ რომ თქვენს გარდა არავის ეცმევა თურქეთში შეკერილი ტანისამოსი Dolce & Gabbana–სა და Nina Ricci–ს ახალი კოლექციიდან.

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე "ბუწიკში" აღმოაჩენთ Armani–ს პულოვერს, ორჯე"ლ" ან გაცილებით ბევრჯე"ლ" იაფად ვიდრე თქვენ იყიდეთ, ხასიათის გამოსასწორებლად მიდიხართ თქვენს საყვარელ სალონში, ფრჩხილების მოსაწესრიგებლად.


ორშაბათამდე Casual ტანსაცმელის წარმოსაჩენად მიდიხართ შარდენის ქუჩაზე ნებისმიერ ბარში. სტრესის მოსახსნელად უკვეთავთ ჭიქა Martini–ს, რაღათქმაუნდა Bianco–ს. (Rosso არ გიყვართ რადგან მეორე დღეს თავი ძალიან გტკივათ და ასპირინს სვამთ).
ბარში ყოფნისას მაგიდაზე თითით ატრიალებთ Eley Kishimoto-ს საფულეს, რომელშიც გაცილებით ცოტა ფული დევს ვიდრე საფულეშია გადახდილი, იმ იმედით რომ ვინმე შეამჩნევს და აღნიშნავს თუ რა საყვარელი საფულეა.

საღამოს ჭიქა მარტინის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ბრუნდებით სახლში და მხოლოდ Odnoklassniki-ზე დებთ შვებულების ფოტოებს, რადგან FaceBook–ი "დებილობაა" და რთულად გასაგები ხოლო MySpace–ი "ძააან პაპსა".

ხელებზე ისვამთ დამცავ კრემს, ტუჩებზე დამცავ პომადას. ჰაეროვან კოცნას უძღვნით გვერდით მწოლ მეუღლეს, რათა მაკიაჟი არ გაუფუჭოთ და კმაყოფილი წვებით დასაძილებნლად.

ვანილის პუ'ძ'ინგი, ანანასის შეიკით მზადაა.

Thursday, January 29, 2009

მარცვალმარცვალ

მარცვალ მარცვალ
წვეთ წვეთ
დავიღვრები...
მიყვარხარ და არასოდეს
დავიღლები...

ეს ლექსი არასოდეს არმოყვება,
შენი სუთქვა სახლში
გამომყვება....

დილის ყვავილივით
გაიხსენი
ჩუმად რატომ ტირი
ამიხსენი...

მარცვალ მარცვალ
წვეთ წვეთ
დავიღვრები...
შენით არასოდეს
დავიღლები...

Wednesday, January 28, 2009

კიტრის მწნილი

მე კორპორატიული ვარ. კორპორატიულად ვიცვამ და ვიღიმები. კორპორატიულად ვჭამ და სამი ზარის შემდეგ სტანდარტების თანახმად ვთიშავ ტელეფონს. მე კორპრაციის სახელით ვაწარმოებ მოლაპარაკებებს და კორპორაციის ტუალეტში დავდივარ.

კორპორატიულად მიხარია და კორპორაციულად მერევა გული.... სისხლი კორპორატიული ერითროციტებით მაქვს სავსე და ჩემი ტრომბოციტებიც სრულიად კოპორატიულ ანტისხეულაკებს გამოყოფენ, იმ შემთხვევაში თუ სისხლში თვისუფლების სურვილი ან სხვა რაიმე უცხო სხეული მოხვდება.

მე მომწონს ვიყო კორპორატიული, მომწონს მქონდეს საყვარელი ფერი რომელიც რა თქმა უნდა კორპორატიულს ემთხვევა. თმებსაც კორპორატიულად შევიღებავდი კორპორატიულივე წესდება რომ არ კრძალავდეს მსგავს ცვლილებას გარეგნობაში.

მე კორპორატიული ვარ....

Tuesday, January 27, 2009

მაწვნის სალათი

აიღეთ სამი ოთხი თავი პრობლემა, წვრილად დაჭერით და კაკრგად მოხარშეთ. ერთი თავი ცენტრალური ნერვული სისტემა, ჯერ გაფხიკეთ და შემდეგ კარგად გახეხეთ. მწარე სოუზის მოსამზადებლად გამოიყენეთ რამდენიმე ადამიანი რომელიც სრულიად უმიზეზოდ ბრაზს დაგანთხევს. თავზე მოაყარეთ წვრილად დაფქვილი ფინანსები (დაუშვებელია სანელებლები – რწმენა, სიყვარული და მეგობრობა). ყველაფერი ერთად ნაზად აურიეთ და დადეთ ლამაზად გაფორმებულ თეფშზე. მოულოდნელი არომატისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ მეზობელთან ჩასული წყალი.

კერძი უნდა მიირთვათ ცივად.

Monday, January 26, 2009

არ გტოვებ

წავალ და ლექსებს დაგიწერ
მოვალ და გეტყვი ჩურჩულით
როდესაც ვინმეს უყვარხარ
მარტივი არის თუ რთული?

წავალ და ლექსებს მოგიტან
მემგონი ღუბლებს გამოვცდი
კიდევ ცოტაც და მეც მოვალ
მოვალ და ნაზად დაგკოცნი

ეხლა წავალ და გინატრებ
თვალები უნდა დახუჭო
მე სწორედ ამ ლექსს გაჩუქებ
შენ შვილი უნდა მაჩუქო

მე ეხლა წავალ ცოტახნით
წავალ და გაგამარტოვებ
სადაც არ უნდა წავიდე
მე არასოდეს არ გტოვებ...

Sunday, January 25, 2009

ალბათ მიხვდები

ღიმილი გიხდება
კოცნით მიხვდები
როგორ ავაწყვე
შენზე ფიქრები

კარი იღება
მაგრამ მიღება
კარის გაღებით
არ დაიწყება...

მივყვე ოცნებას?
გავყვე ჩვენს ქოხში?
თუ გამოვფხიზლდე
და ვჭამო ბორში?

გიხდება ღიმილი
ალბათ მიხვდები
შენზე ოცნებას
საით მივყვები

Saturday, January 24, 2009

ჭიანჭველაჭამია

ავტორმა შექმა ჰერალდიკის უმაღლესი მწვერვალი... ლოგო ლოგოთა შორის...

მან ამ ლოგოში მოათავსა:
გემი
საათი
მიზანი
დისკი
წარწერა ამო ლათინურად და ქართულად

მზეზე გარუჯული მაჩვი, ჭიანჭველაჭამია

და ასე შემდეგ...

ამ ლოგოს ავტორი სამუდამოდ შევა ისტორიაში როგრც ჰერალდიკისათვის ახალი მიმართულების მიმცემი. როგორც ჰერალდიკის მამა...

დააფასეთ დიდი ადამიანები:
ლ. კვანტალიანი... 2004 წ.

P.S. ეს ნაწერი 2004 წლით თარიღდება. უბრალოდ არ მახსოვს, რას ვწერდი და რისთვის :)

Friday, January 23, 2009

გზა მთები

გზამ მთებში მატარა
მიყვარხარ – და რატომ?
იცოდე პატარა
მე ურცხვად გღალატობ...

გზამ შენსკენ მატარა
მინდოდა – ვერ ვგრძნობდი
ვბედავდი... გხედავდი...
ვერასდროს ვერ გცნობდი...

ეხლა ხომ ჩემთან ხარ
თქვი ისევ გინდები?
და ის დრო პატარა?
ის ჩემი წინდები?

გზამ მთებში მატარა
მიყვარხარ – იცოდე....

Monday, January 19, 2009

Art is Free

მოწყენილი კუთხე
ლუდი ორი კათხა
მოვუკიდოთ სანთლებს
და დავიწყოთ გახდა...

კედელი და ტახტი
მაგიდა და ფარდა
ყველაფერი იყოს
ამ საწოლის გარდა...

მერე სადღაც ვიფრენ
გადაკეტე კარი?
მეკვრის შენი თმები
და მცნობს შენი კანი

მოწყენილი კუთხე
ლუდი ორი კათხა
მოვუკიდოთ სანთლებს
და დავიწყოთ გახდა...

მე მახსოვს

დაუმთავრებელი ფიქრების მთები
ნაცარს ვქექავ და ბუხართან ვთბები

ცხოვრება რაღაც ინტრიგებს ხლართავს
და პულტიც არხებს რატომღაც არ რთავს

მივყვები მწკრივად ფიქრების მავთულს
გავცდი შენს ოთახს, გავცდი შენს სართულს....

გახსოვს ბალახზე ლოკოკინები?
შენი დამცხვარი თხელი ბლინები?

ერთხელ გაკოცებ თუ ნებას დამრთავ
ეს ფილმი ვნახოთ... მერე გადავრთავ...

Thursday, January 15, 2009

დროდადრო

დრო და დრო
დროც დარდობს
რომ გარბის
რომ არ თმობს....

დრო და დრო
ვოცნებობ
რომ მიყვარს...
რომ მახსოვს...

გზა და გზა გეძებ და
ნელ–ნელა ვბერდები
ნაკვალებს ვპოულობ
და მაინც ვერგხვდები

დრო და დრო
დროც დარდობს
რომ გარბის....
რომ ჩქარობს....

Sunday, January 4, 2009

ვეჩეთავე – მე მას

გამეღვიძა.... თავი მისკდება... გამომშრალი პირი ძლივს ავამოძრავე ხელის ფათურით იატაკზე დაგდებული კოკა–კოლას ბოთლი ვიპოვე და მოვსვი....ცალი თვალი ძლივს გავახილე და იქვე მიგდებულ მობილურს დავხედე.... 3 იანვარი....

ოთხდი დღეა და ოთხი ღამეა ვსვამ....შუადღეს ვისვენებ.... ქართული ტელესირვცის დამსახურებით ტელევიზორში საინტერესოს ვერაფერს ვპოულობ.... წამოწოლილი მუხლებზე ნოუთბუქს ვიდებ და ....

მეგობრების სიას გადავხედე... ონლაინში არავინ არის "იაკუნა 21"–ის გარდა... კონიაკისგან გამომშრალი ტვინის ნაოჭები დავძაბე....იაკუნა...იაკუნა....ოცდაერთი...იაკუნა...

გამახსენდა... მეგობრებში ეს გოგო იმიტო ჩავამატე რომ მისი მაღალი ფეხები და მოშიშვლებული მუცელი მომეწონა. ფოტოებიც უხვად გადმომიგზავნა. ნორმალური გოგო ჩანს, ვიფიქრე გულში და გადავწყვიტე ახალი წელი მიმელოცა.

– გამარჯობა იაკო.
– გამაჯობააა....
– გილოცავ ჩემო კარგო...მრავალს დაესწარი და ყოველივე კარგს გისურვებ ამ ახალ წელს...სიკეთე და ბედნიერება არ მოგკლებოდეს...
– შენც გილოცააავ....

დიალოგის დასაწყისშივე მივხვდი რომ "პახმელიას" თუ გამიმწვავებდა თორე
გამოყვანით ნამდვილად ვერ გამომიყვანდა.... ტელევოზორს გავხედე...."ცისფერ მთებს" მოვკარგი თვალი და შევეცადე უმტკივნეულოდ გადავრთულიყავი ჩათიდან ფილმის ყურებაზე....

– როგორხააარ – დამასწრო იაკუნამ...
– ცოტა თავი მტკივა... "ცისფერი მთებია" ტელევიზორში. კარგი ფილმია
– ხო ვიცი, არ მიყვარს ეგ ფილმი ნერვები მეშლება – მომწერა იაკუნამ და ტექსტს ბოლოს "გაღრიჭული" სმაილიკი მიახატა

სიმართლე გითხრათ არ ველოდი.... ერთადერთი რაც მოვახერხე მეც "მივუსმაილე"– გაკვირვებულივარ, ყბა ჩამომვარდა და ჩაფიქრებული თავს ვიფხანთქო....

ხელები გავასავსავე და იაკუნას კინომატოგრაფიული კრიტიკით, აზარტში შესულმა გავაგრძელე:

– რომელი ფილმი გიყვარს მითხარი გთხოვ. ("ნეტა რას იტყვის" სმაილი)
– (კბილებ დაღრეჭილი) ქართული?
– სულერთია! (სმაილი "ოღონდ შენ მითხარი")
– რავი უფრო დრამა... უჟასწიკებიც მიყვარს, ოღონდ ღამე. (თვითკმაყოფილი სმაილი)ეხლახანს ვუყურე "სიამაყე და ცრურწმენა" (სმაილი "მმმმმმაგარია")
– ოოო, "სიამაყე და ცრურწმენა" კლასიკაა! – (სმაილის გარეშე. მაინც მეუხერხულა)
– არა, მელოდრამაა.
– რატომღაც კლასიკა მახსოვდა. რაზეა ეგ ფილმი? (გადავწყვიტე სმაილები აღარ გამომეყენებია)
– რაზე და სიყვარულზე. ხუთი დები, რომ არიან და მდიდარ კაცს რომ შეუყვარდება ერთერთი და.
– მერე? სიუჟეტი როგორ ვითარდება?
....
–სორი გამეთიშა, ბოლოს რა მკითხე?
–ფილმი როგორ გრძელდებათქო?..
– როგორ და ორივე ამაყია და გოგოს დედა შვილების გათხოვებაზეა გადართული და ათას სისულელეს ჩალიჩობს. კაი ფილმია (ისევ "ცერა თითი – მმმმმმაგარია")
– ბოლოს რა ხდება? დედა თხოვდება? ("ვიღრიჭები" სმაილიკი)
– (იღრიჭება, იღრიჭება იღრიჭება) დედა არა... (იღრიჭება იღრიჭება იღრიჭება) შვილებს ათხოვებს (იღრიჭება)მაგრამ ამათი ისტორიაა მაგარი...
– შენა და...შეგიძლია მითხრა ცისფერი მთები ნერვებს რატო გიშლის? (ნუ რო არ მოგწონს გასაგებია ("მორცხვად ვიღიმები – რამეს არ მიმიხვდეს" სმაილი)
– რატო და მეცოდება ის კაცი.
– რომელი კაცი?
–აი, არავინ რომ არ კითხულობს მის ნაწერს (მოწყენილი, მაგრამ მაინც სმაილიკი)
– ეჰ გასაგებია იაკო გასაგები....

კომპიუტერი სასწრაფოდ გავთიშე, საწოლზე კარგად მოვკალათდი და ტელევოზორისკენ გადავბრუნდი....

– თქვენზე ამბობენ ლიფტში გაიჭედაო და მართალია?
–რავიცი... მემგონი...

Saturday, January 3, 2009

გაკოცო?

დაკეცე...
ფაქიზად...
მზე მიყვარს...
არ იცავს...

მომხვიე ხელი და...
ვიფრინოთ უსაზღვროდ...
მიყვარხარ... იცოდი?...
ვცხოვრობდი უსახლოდ...

გაკოცო?
ვიცეკვოთ?
წერილიც
დავკეცე...

დაიწყო...
დაიწყე...
გაკოცო?
ფეხი ამიწყვე...


ვიცეკვოთ...
ათასჯერ...
ღირსივარ...
დამსაჯე...