Wednesday, August 26, 2009

სრულიად კულინარიული

სიყვარული ტაფამწვარია
შენი ხმა ვერდის არია...
შენი თმა ხედვის არეა
სული სხეულის გარეშე
შორეულ არე-მარეში
მთების და ზღვების გადაღმა
გპოულობ სავსე მთვარეში
და კიდევ ერთხელ დაღამდა
შენი ხმა მონატრებაა
ვარძიიდან ან რომიდან
უცებ მიატნი კამფეტი
და შენთან ყოფნა მომინდა
კომბოსტო, ხახვი, ომბალო
შენი ტუჩები და კოცნა
წვრილად დაჭერი, არიე...
და მორჩა...

7 comments:

  1. WoW! რა გაქანებააა... ვარძიიდან ან რომიდან :)))


    პ/ს ძააან საყვარელი ლექსია :)

    ReplyDelete
  2. Lalena
    გმადლობთ ძვირფასო ლალენა :)

    ReplyDelete
  3. აუ, მე მომშივდა :| ომლეტი მომინდა და სალათა... ტაფამწვარი იგივე ომლეტი არაა?

    ReplyDelete
  4. Sophie Golden
    კი სოფ, ტაფამწვარი არის იგივე ომლეტი :)

    ReplyDelete
  5. ეს ბოსტნეული და ჭამა მაგრა გევასება ალბათ :))))
    ყველგან თუ არ გაურიე ერთი ხახვი, მწვანილი ან კოცნა ,ისე არ შეგიძლია :****

    ReplyDelete
  6. exla gamaxsenda sheni blogi, shemovixede da isev igive zrze davrchi :)

    good luck

    ReplyDelete
  7. WoW! რა გაქანებააა... ვარძიიდან ან რომიდან :)))


    პ/ს ძააან საყვარელი ლექსია :)

    ReplyDelete