Friday, May 1, 2009

მეფე და ტაკიმასხარა

ძალაინ არ მინდა სტატია პოლიტიკურ დისკუსიაში გადაიზარდოს ამიტომაც კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ და ამიტომაც დღევანდელ დღეს გავრცელებულ მეთოდს მივმართავ – შემდეგი "ქეისის" სახით...

"იყო და არა იყო რა...იყო ერთი ქვეყანა. ამ ქვეყნის მაცხოვრებლელნი ოდითგანვე თვლიდნენ რომ ხელოვნებისადმე ნიჭი განსაკუთრებულად აქვთ. ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანას ახალი ხელმწიფე ჩაუდგა სათავეში. დღიდან ხელმწიფობისა, ერთმა ტაკიმასხარამ (რეჟისორმა) განაცხადა, ჩვენი ხელმწიფე "მავიწროვებს, არ მაძლევს საშუალებას თავისუფლად ვიმუშავოო და მე ის არ მომწონსო" მანამდე ან მას შემდეგ წარმოდგენაც გამართა რომელშიც საუბარი ხელმწიფეზე იყო (ოღონდ უბრალოდ ხელწიფეზე და არა კონკრეტულად ამ ხელმწიფეზე)... ამ დღის შემდეგ არავის ეს ხელმწიფე ამ თეატრში არ უნახავს. არადა ამ ზღაპრულ ქვეყანაში ეს თეატრი განთქმული იყო და იქ სხვა ტაკიმასხარებიც, უამრავ საინტერესო წარმოდგენებს მართავდნენ.

ერთხელაც, ერთ მშვენიერ საღამოს რამდენიმე უბრალო ადამიანი შეიკრიბა და მეფეზე ბჭობა დაიწყე:

ერთმა თქვა, ხელმწიფეა და სადაც უნდა იქ მივაო. ან სულაც არ მივა არც თეატრში და არც სხვა სანახაოებზეო.

მეორემ თქვა, სხვა თეატრებში რომ არ დადიოდეს ვიფიქრებდი რომ არ სცალიაო, თუმცა რაღაი ეს თეატრი აითვალისწუნა, ეტყობა ტაკიმასხარას სიტყვები ეწყინაო. ისიც კაცია და რაქნასო

მესამ თქვა, ნეტა თავისი საქმე კარგად აკეთოს და სულ არ ენახოს არცერთი წარმოდგენაო...

მეოთხემ დასძინა, ამ ქვეყანაში რაც წარმოდგენებს უმართავენ ამ ჩვენს ხელმწიფეს და აქილიკებენ, მეტი რაღა წარმოდგენას უნდა დაესწროსო"

ეს სისულელე მხოლოდ ერთი მიზნით დავწერე, თქვენი აზრი მაინტერესებს. ჩემი აზრი კი შემდეგია – როდესაც ქვეყნის მართველიხარ, როდესაც საჯარო პირიხარ და მითუმეტეს როდესაც პოლიტიკოსიხარ, არ გაქვს უფლება რამდენიმე წლიანი მართველობის განმავლობაში ერთხელაც არ იყო შენი ქვეყნის ერთერთ წამყვან თეატრში ნამყოფი არცერთ წარმოდგენაზე. მითუმეტეს თუ ამის მიზეზი ის არის რომ ვიღაცამ შენ გაგაკრიტიკა და მეტიც, გარკვეული ბრალდებებიც წაგიყენა.

არის გარკვეული ეთიკის წესები და "აუცილებლობათა" მთელი სიმრავლე, რომელსაც უნდა ემორჩილებოდე. აქ საუბარი არაა იმაზე რომ ამ თეატრის მსახიობებს აყენებ ამით შეურაცხყოფას (რადგან სხვა თეატრებს არც თუ იშვიათად სტუმრობ შესაბამისი პროპორციით) არამედ შენი ქვეყნის კულტურას, მის წარსულს და მთლიანად სახელმწიფოს.

განა ასე რთულია ბრძენი მართველისთვის ასე ოფიციალურად არ დაანახოს ყველას რომ პატარა ბავშვივით გაიბუტა და "ეწყინა".... განა ასე რთულია მივიდეს თუნდაც სხვა ტაკიმასხარას დადგმულ სპექტაკლზე, ეს თეატრი კანტორა ხომ არაა რომელიც კერძო პირზეა რეგისტრირებული?

თქვენს რას ფიქრობთ ჩემს ზღაპარზე...თქვენ რომ ყოფილიყავით საფიხვნოზე, სადაც გლეხები საუბრობდნენ, როგორი იქნებოდა თქვენი პოზიცია?

4 comments:

  1. ხელმწიფის ჩამოგდების წინადადებას შევთავაზებდი დანარჩენებს :)

    ReplyDelete
  2. martali xar lasha, magram ici ra, mgoni xelmcipe ar aris visac chven xelmicifes vezaxit....

    ReplyDelete
  3. ხ ე ლმწიფობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ფ ე ხმარდი კი ნამდვილადაა...

    ReplyDelete
  4. როგორი ნაცნობი ქეისია :) მე მგონი პლაგიატორობ და სადღაც უკვე წამიკითხავს .. :) ვერ დაგეთანხმები, რეგალიები არც ისე სწორადაა შერჩეული, არც "ხელმწიფე" მომეწონა ამ თვალსაზრისით და " ტაკიმასხარაც" ნამეტანია :)) ... მე პირადად არ მაწუხებს, ის რომ ხელმწიფე გაიბუტა და არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ქვეყნის წარსულს შეურაცხყოფს..

    ReplyDelete