Tuesday, December 1, 2009

განწყობისთვის...

შავ ასფალტზე
თეთრი ცარცით
დახატული კონტურები...
ქუჩის პირზე გადმოსული
სახლები და ქონგურები
ჩამოფანტელფიფქთოვდება
და ამ ღამით ბლომად დადებს
თეთრი თოვლი მოვა ისევ
და ისევ გაგვიფერადებს
განწყობას და მონატრებას
შენს კაბას და ქვედა ბოლოს
ვიღაც ბუხარს მიუჯდება
ჩიბუხი რომ გააბოლოს
ვიღაც ციგას გამოიტანს
ვიღაც მორთავს ნაძვის ტოტებს
ვიღაცა კი მოიგონებს
დრო რა დინჯად მიაბოტებს

მე კი მოგიყვები ამ ლექს...
მოგიყვები როგორ დადო
გაკოცებ და შევეცდები
ცხოვრება გაგიფერადო

6 comments:

  1. აუ ძალიან მომინდა თოვლიი, ფუმფულა და დიიიიდი:))
    კიდე ბუხარი და ჩიბუხიც:D:D:D

    ReplyDelete
  2. ხო სოფო...აი ჩიბუხი დაგხატავდა :)

    ReplyDelete
  3. ... ვზივარ ბუხართან მარტო და ვუყურებ ზეცას განათოვს.... &&&& :)

    ReplyDelete
  4. mominda shentan..da buxartan cola..zecam rom uecrad gadados tova??? :))

    ReplyDelete
  5. ragac gvemarteba da verc erti ver vxvdebit -ra?...

    ReplyDelete
  6. ჩამოფანტელფიფქთოვდებოდეს ნეტა ***

    ReplyDelete