Friday, November 6, 2009

უცებ მომაწვა :)

არმინდა დალაგებული რითმა.... გაუთოებული ზედმიწევნით და თითქმის იდეალურად პერანგი...მომბეზრდა დაგეგმილი და დროში გაწერილი პროექტები, მოფიქრებული სტრატეგია, მოზომილი საქციელი და აწონდაწონილი სიტყვა...

არმინდა არავისთან კამათი, ფუნდამენტური მეცნიერებები, პრინციპული გადაწყვეტილებები და მესამედ ზეთში შემწვარი ფენოვანი. მომბეზრდა კვირაში ერთხელ წვერის გაპარსვა და პრინციფში წვერიც...

ავიკვიატე რომ ჩარჩოებს უნდა გავცდე და ამით ჩარჩოების ლეგიტიმაცია მოვახდინე, კაპიტულაციის გარეშე....

რა სისულელეა არა? რამდენი სისულელე გვაქვს თავში... :)

თვალებს დავხუჭავ და მზეს მივეფიცხები...

10 comments:

  1. bolo momewona:))) ki ki mieficxebi mzes:)))

    ReplyDelete
  2. Khatia Caroline
    ოკ. ველოდები სიმღერას :)

    ს.შ. რას ნიშნავს? :)

    ReplyDelete
  3. სხვათა შორის :) p.s. ის ქართული ვარიანტია. და სიმღერა უკვე განვათავსე ;) იმედია მოგეწონება

    ReplyDelete
  4. getanxmebi, yoveldgiuri rutina dzaan damtrgunvelia...xandaxan mec mipyrobs araadamianuri survili yvelaferi shevcvalo...

    ReplyDelete
  5. mec mombezrda lash,
    yoveltvis uazdod davarcxnili tmebi, magali kuslebi, zedmicevnit gautovebuli perangi, auditoriis karg gunebaze dasayeneblad shekocicebuli gimili,cuti cutze dagegmili lekcia,,, da mistanebi. da saertod modaluri zmna "unda", romelsac didi siamovnebit chavanacvlebdi aseve modaluri zmnit "minda" ti.

    ReplyDelete
  6. კი, ვწერ და ისევ გულახდილად... მაგარია:)

    ”რა სისულელეა არა? რამდენი სისულელე გვაქვს თავში... :)”

    არადა, მომწონს ეგ ”სისულელეები”:)

    თ. თ.

    ReplyDelete
  7. მე რაღა შუაში ვარ, თან ეხლა უკვე ალბათ კაი დროსია :) მაგრამ, ძალიან აღარ მიყვარს სიტყვა გეგმა და სამწუხაროდ სისხლში გამიჯდა დაგეგმილი ქმედება (ნუ მცდელობა, რომ ყოველი მოქმედების მერე წინასწარ განვსაზღვრო შემდეგი ნაბიჯი, თან არა ერთი). უკვე წინააღმდეგობაში მოვდივარ საკუთარ თავთან.
    მაგრამ, გულწრფელად, არ მჯერა გეგმების, რომლებიც ყოველთვის სცდება ვადებს, არ მომწონს ფორმალური სტრატეგიები, რომლებიც უტოპიურია ხშირად.
    მინდა ჯინსები, კეტები, გაჩეჩილი თმა, რომელიც დავარცხნილზე მეტად მიხდება და გულწრფელი ურთიერთობები, ნაცვლად მიკერებული ღიმილისა და იძულებით გაწონასწორებული კომუნიკაციისა.

    უბრალოდ მომბეზრდა და დამღალა.

    ReplyDelete
  8. არ ვარ უცნობი ;) და მართალი ხარ, მართლა მომაწვა უცებ :))

    ReplyDelete
  9. ,,არ მინდა გადამიაროს” ისე ჩავთბი:)
    ეს დალაგებულ -დავარცხნილი აზრები და ცხოვრება რომ არ მომწონს, ალბათ ამიტომაც დამსდევდა დღეს ჩემი და ფენით თმას გაგისწორებო:) დავმორჩილდი და ასე ,,დაფენებული” ტმით გამოვედი. მერე ,,კურტკის” ქუდი წამოვიფარე. მინაში თავი არ მომეწონა რაღაც. ამიტომაცაა რომ როგორც ბებიაჩემი იტყოდა ,,ამხელა ქალი” კეტებით და ზურგზე ჩანთით დავდივარ.
    გაუთოებული თეთრეული მიყვარს და რა ვქნა.
    გაუთოებულ კაცებს ვერ ვიტან:)
    მატასი

    ReplyDelete
  10. ,,არ მინდა გადამიაროს” ისე ჩავთბი:)
    ეს დალაგებულ -დავარცხნილი აზრები და ცხოვრება რომ არ მომწონს, ალბათ ამიტომაც დამსდევდა დღეს ჩემი და ფენით თმას გაგისწორებო:) დავმორჩილდი და ასე ,,დაფენებული” ტმით გამოვედი. მერე ,,კურტკის” ქუდი წამოვიფარე. მინაში თავი არ მომეწონა რაღაც. ამიტომაცაა რომ როგორც ბებიაჩემი იტყოდა ,,ამხელა ქალი” კეტებით და ზურგზე ჩანთით დავდივარ.
    გაუთოებული თეთრეული მიყვარს და რა ვქნა.
    გაუთოებულ კაცებს ვერ ვიტან:)
    მატასი

    ReplyDelete