თანხა: 100 აშშ დოლარი
გამომგზავნის სახელი და გვარი: ემზარ ჭაავა
მიმღების სახელი და გვარი: დაურ არშბა
მიმღები ქვეყანა: აფხაზეთი.
ეს რათქმაუნდა ჩემს მიერ მოგონილი ანკეტაა მაგრამ დაახლოებით მსგავსი ანკეტის შევსება მოუწევს იმ პირს, რომელიც აფხაზეთში საერთაშორისო ფულად გზავნილს გაანაღდებს.
პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მომიწია დღეისათვის ქართულ ბაზარზე არსებული სხვადასხვა ფულადი გზავნილების შესწავლა.
მინდა გაგიზიაროთ კვლევის რამდეიმე საინტერესო ნიუანსი:
- საქართველოში არსებული 12 კომპანიიდან, მხოლოდ 5 არ არის რეგისტრირებული რუსეთში
- საქართველოში სწრაფი გზავნილებიდან შემოსული ფულადი მასის 54%–მდე ირიცხება რუსეთიდან
- მეორე და მესამე ადგილები უჭირავთ აშშ–ს და უკრაინას, 9% და 8% თანაფარდობით.
(დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ბანკის საიტზე)
ნამდვილად არ იყო სასიამოვნო როცა აღმოვაჩინე რომ "ქვეყნების" ჩამონათვალში ბევრ მათგანთან ჩანაწერი "Абхазия" აღმოვაჩინე.
უცნაური კი ის არის, რომ სულ უფრო მეტი ფულადი გზავნილის კომპანია ამატებს საკუთარ სისტემაში მოცემულ "ქვეყანას". რამდენადაც მე გავარკვიე არც მეტი არც ნაკლები მათზე ხორციელდება ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან. (თუმცა შესაძლოა ეს სუფთა ბიზნეს თვალსაზრისით იყოს განპირობებული)
ერთადერთი შეკითხვა რომელიც გამიჩნდა არის "კარგია თუ არა ეს?"...
პირადად ჩემი აზრით, რაც არ უნდა გამაღიზიანებლად ჩანდეს ეს ფაქტი ერთი შეხედვით, მასში არის გარკვეული სახის პოზიტივი.
ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სახის საკომუნიკაციო საშუალება (იქნება ეს მაღალი ძაბვის სადენი, გაზის მილი თუ ფულადი გზავნილი) შეამცირებს იმ ბარიერს რომელიც ჩვენს შორის არის.
სავაჭრო ურთიერთობები, ხომ ერთერთი სერიოზული მოტივატორია დაპირისპირებულ მხარეებისთვის კომუნიკაციის აღსადგენად? ფულადი გზავნილები კი სავაჭრო ურთიერთობებისთვის საჭირო (მართალია საკმაოდ შეზღუდული მაგრამ) ერთერთი ინსტრუმენტალური საშუალებაა.
თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს. როგორ ფიქრობთ უნდა გავზარდოთ იზოლაციის დონე თუ უნდა ჩავეჭიდოთ ვყელა იმ წერტილს, რომელიც რაღაც ფორმით მაინც გაგვაერთიანებს?
No comments:
Post a Comment