ავიღოთ ენა (სასურველია არა ადამიანური და არა ამქვეყნიური) და შევკაზმოთ ის უცხო სიტყვებით:
100 გრამი - ოპუსი
200 გრამი - ინფანტილურობა
40 გრამი - ეგზისტენციალიზმი
შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე თავი უცნაური ქართული სიტყვა გემოვნებით (მაგ.:"განსცენიურებული")
იმისათვის, რომ შესაბოლი კვამლი ხშირი (1) გამოვიდეს, გამოიყენეთ რთული თანწყობილი წინადადებები (მაგ.: ვისაც ბუღაძის რამდენიმე, თუნდაც ნებისმიერი პიესა მაინც აქვს წაკითხული, კარგად მიხვდება, რომ ამ ტექსტების ინსცენირებით საზოგადოების კრიტიკული მხარეების წარმოჩენა, თუ როგორც რეჟისორმა აღნიშნა, მისთვის სილის გაწნა, რთული მისაღწევი არ არის, საზოგადოების კრიტიკა თუ სხვადასხვა სოციალურ-მენტალური საკითხებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება ამ ტექსტების უმთავრესი მისიაა.).
მოათავსეთ მასალა რუბრიკაში (აუცილებლად დარწმუნდით რუბრიკის ჰერმეტულობაში) და დაელოდეთ 24 საათი.
ჩალაღაჯი წიწაკით მზად არის.
განმარტებები:
1. ხშირი - (гу-сто́й Прилагательное (качественное), тип склонения по классификации А. Зализняка — 1b/c'. Сравнительная степень — гу́ще. Корень: -густ-; окончание: -ой.)
плотный, состоящий из множества однородных, расположенных на небольших расстояниях друг от друга частей, объектов

I like it.. S.C.
ReplyDeleteლაშ,განწყობა დაჭერილი გაქვს და მომეწონა,ბევრი ვიხალისე და ცოტაც დავფიქრდი – ხომ იცი ჟურნალისტების დამოკიდებულება საკუთარი წერილებისადმი,შვილებივით არიან (ამ გამოთქმაზე ძალიან მეცინება)... ცოტა ინფანტილურობა მომხვდა ყურში,მაგრამ არაფერია,შენ ოღონს წაიკითხე და დაე,მომხვდეს...
ReplyDelete:))) ლაშიკო, რა საყვარელი ხარ, თან მუდამ რეაქცია გაქვს ბუღაძის ხსენებაზე და ამაზეც მეცინება. მასზე დაწერილ სტატიას, მით უფრო კომპლიმენტებს ხომ არ გამოტოვებდი. თან როგორ მომწონს ჩემს სტატიაში ეგ ადგილი ვერ აგიღწერ. რა კარგია რომ ეგ ადგილი ამოწერე და რა ცუდია რომ ვერ გაგიგია რა წერია. ასე რატომ გიჭირს ? :(( ახლა კი მოგწერ, ანუ გიპასუხებ ისე როგორც ნებისმიერ სხვა მკითხველს ვუპასუხებდი, რომელიც მსგავს ტექსტს დაწერდა ჩემზე. თუმცა აქვე გეტყვი რომ პირადად ჩემზე ძალიან ხშირად დაუწერიათ, თანაც არა მხოლოდ ქება, უფრო ხშირად კრიტიკა, ლანძღვა და ... ასე რომ უნდა გაგაწბილო, წერენ, მაგრამ შენი მონოდმება მაინც სასიამოვნო იყო :)
ReplyDeleteრაც დაწერე, ეს სასაცილოა,მაგრამ თუ დავუკვირდებით არც ისე. თუ ადამიანმა ჯერ არ იცის ეგზისტენციალიზმი რა არის და ეს ცნება ინტელექტუალური სლენგი ჰქონია, ინფანტილიზმი ვერ ამოხსნა, მუსიკალურ-ლიტერატურული ოპუსი არ ამოუკითხავს აქამდე არსად, ანდა იცის ეს ყველაფერი, მაგრამ თვლის რომ რთულია ფართო საზოგადოებისთვის, მაშინ უკვე მე აღარ ვიცი ან ლაშა, ან საზოგადოება როგორ ვანუგეშო და ის რომ ჩვენ მათთვის ვწერთ ჩვენ რით ვინუგეშოთ თავი. ან ახლა უნდა დაიწყოს არა მხოლოდ ენობრივი, არამედ ცნებათა სპექტრის გაფართოება, ანდა სხვა გაზეთის მკითხველი გახდეს. მაგალითად "ახალ თაობაში", ანდა "კვირის პალიტრაში" იგივე ამბავს ბევრად მარტივად გვაწვდიან. სად მოხდა, რა მოხდა და რატომ მოხდა. და იოლად გადამუშავებადიც არის მათი ინფორმაცია. "24 საათი" მხოლოდ ინფორმაციის იოლად გავრცელებაზე არ არის ორიენტირებული. თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, რომ ეს გაზეთი გარკვეულ თამასაზე ქვემოთ არ ჩამოვიდოდა. ამიტომაც თავიდან სამუშაოდ აიყვანეს გამოკვეთილი ინდივიდუალიზმით გამორჩეული ავტორები და რიგ შემთხვევებში ჟურნალისტების ფუნქციებს ასრულებდნენ მწერლები. თავისებური ენით, თავისებული სტილით, თავისებური შეხედულებებით... იგულისხმებოდა, რომ მათ ტექსტებს ძალიან "მოუმზადებელი" მკითხველი ვერ უერდგულებდა. დღეს ამის საშუალება "24 საათს" არ აქვს. ამიტომაც არის რომ მკითხველი იბნევა,ერთი მხრივ, იბეჭდება ჩვეულებრივი ინფორმაციული ტექსტი, მეორე მხრივ ისეთი ოპუსები (:D :D :D ) რომლის არა მხოლოდ შრეები, რაც წყობაზე აისახება, არამედ ლექსიკაც კი ალბათ ბევრის ყურს აღიზიანებს. მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. ან ცოტა იწვალეთ რომ კენწეროში გაგიტკბილდეთ, ანდა სხვა გაზეთს მიმართეთ.
ყოველი მკითხველის აზრი დაფიქრების ღირსია, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაშარელას სატირულ შენიშვნას "24 საათის" კულტურის ბლოკი ვერ გაითვალისწინებს, პირადად მე ამას არ დავუშვებ:) გაზეთში არის ავტორი, რომელიც ხანდახან ისე წერს, როგორც საკუთარ თინეიჯერ მეგობრებს ელაპარაკება ტელეფონზე. საკმაოდ გასაგები და სახალისოა მისი ტექსტები, მაგრამ მისი ეს "სიმარტივე" ძალიან ხშირად მწვავე კრიტიკის ობიექტი ხდება. "24 საათი" მაინც წაგებული რჩება, ის გაყიდვით ვერ გაუსწრებს "ალიას" ანდა "ასავალ-დასავალს", რა ძალიანაც არ უნდა გავმარტივდეთ, მათ ვერ ვაჯობებთ :) ამიტომაც აჯობებს ჩვენი ნიშა და მკითხველი როგორმე მაინც შევინარჩუნოთ. ისე კი მრავალფეროვნება, ანუ ალტერნატივაა ყველაზე მთავარი, ყველაფერში და თქვენ გაქვთ არჩევანი.
პატივისცემით,
სოფო
სულხანი:
ReplyDeleteსოფო კილასონია: "რაც დაწერე, ეს სასაცილოა,მაგრამ თუ დავუკვირდებით არც ისე."
აი ეს კი მართალია. სოფოს კომენტარი უფრო სასაცილოა. თან ამის ფონზე - "ან ცოტა იწვალეთ რომ კენწეროში გაგიტკბილდეთ". არადა რა ტკბილია, აბა გასინჯეთ (ციტატები ლინკიდან):
"თუმანიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან ნუ დავიბნევით!" (არადა დავიბენით)
"როგორც ერთგან, ისე თბილისში სპექტაკლები შედგა."
"ლაშა ბუღაძის ეს მცირე ზომის, დაახლოებით ხუთწუთიანი ტექსტები" ("ზომა" წუთებში იზომება?). "თუ რატომ შეარჩია რეჟისორმა მაინც და მაინც აღნიშნული, მცირე მოცულობის პიესები" (აა, თურმე კუბურ მეტრებში იზომება)
"ითხოვს მისი საავტორო წესების დაცვას".
"ახალ დადგმაში მონაწილეობენ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სხვადასხვა თაობის მსახიობები."
და ა.შ.
:))) ლაშიკო, რა საყვარელი ხარ, თან მუდამ რეაქცია გაქვს ბუღაძის ხსენებაზე და ამაზეც მეცინება. მასზე დაწერილ სტატიას, მით უფრო კომპლიმენტებს ხომ არ გამოტოვებდი. თან როგორ მომწონს ჩემს სტატიაში ეგ ადგილი ვერ აგიღწერ. რა კარგია რომ ეგ ადგილი ამოწერე და რა ცუდია რომ ვერ გაგიგია რა წერია. ასე რატომ გიჭირს ? :(( ახლა კი მოგწერ, ანუ გიპასუხებ ისე როგორც ნებისმიერ სხვა მკითხველს ვუპასუხებდი, რომელიც მსგავს ტექსტს დაწერდა ჩემზე. თუმცა აქვე გეტყვი რომ პირადად ჩემზე ძალიან ხშირად დაუწერიათ, თანაც არა მხოლოდ ქება, უფრო ხშირად კრიტიკა, ლანძღვა და ... ასე რომ უნდა გაგაწბილო, წერენ, მაგრამ შენი მონოდმება მაინც სასიამოვნო იყო :)