Tuesday, May 19, 2009

my fucking work

ერთი კოვზი ვანილი
წვეთი ადრენალინი
უკვე ასჯერ დაღეჭილი
პეტრუშკა და მწვანილი

წამი თავისუფლების
ნანატრი და ძებნილი
ამოსული კისერში
უკვე გადატკეპნილი

უხილავი საზღვრები
ჩარჩოები ღვედები
თითქოს იბანავე და
ოფლიანი გედები...

დავიხურავ მუზარადს
ცხოვრებაც ხომ რაინდობს
შევერკინოთ პირისპირ...
ვნახოთ ვინ ვის დაინდობს

3 comments:

  1. -ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა...

    -მაგრამ რადგანც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა...

    ლაშარელა, ადამიანები მხოლოდ იმას ვაკეთებს რომ დრო გაგვყავს... დაბადებიდან დასასრულადე... სიყვარული, გართობა, სმსახური, შერკინება, დანდობა - ყვეაფერი დროის გაყვანაა... მთავრია რამდენად საინტერესოდ გავიყვან ამ დროს...

    მე შენ ვერ დაგიცავ, მაგრამ ჩვენ მოვიგებთ ომს... :)

    ReplyDelete
  2. :D
    გთხოვ დაწერე ლექსი თემით My Beloved Job :)

    თორემ ამ ლექსის შემყურე მუშაობის სურვეილი დამეკარგა :)

    ReplyDelete
  3. საყვარელია, ანდაც შესაძლებელია მაფარ მთვრალზე ყველაფერი საყვარლად მეჩვენება ;)

    ReplyDelete