აღმოჩნდა რომ სადღაც, სადაც "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", ქეითმა დამთაგა... ცოტა არ იყოს და ავფორიაქდი... უხერხულია ეხლა, ადამიანმა "დამთაგა" და მე ისიც კი არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა... მივდექი მოვდექი და აღმოვაჩინე – ყველაფერი კარგად არის და მშვიდობაა. უბრალოდ უნდა დავწერო პოსტი "ჩემი ხუთი ოცნება"...
ხუთი ოცნება... აქაც ლიმიტირებული ვარ და ოცნებებაც კი არ შემიძლია უსაზღვროდ.... არადა წერა რომ დავიწყო ეს ხუთი ოცნება ისე ამომეწურება როგორც დეპოზიტზე დარჩენილი ბოლო ხუთი ლარი... მაგრამ ოცნება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, როგორც სხვადასხვა ჟანრები – ფანტასტიკური, რომანტიული, კატასტროფული ალბათ "ექშენიც", "ბოევიკიც" და "ჟიზნენიც"... ხოდა მეც ძალიან მოკლედ შევეცდები, ჩემი სხვადასხვა ჟნრის ოცნებები გაგაცნოთ:
მაშ ასე:
ფანტასტიკა:
1. მინდა მთვარეზე ერთი პატარა ქოხი, რომ ღამღამობით ჩამოვჯდე და დედამიწას ვუყურო...
2. მინდა შემეძლოს ფრენა, ლაღად და თავისუფლად...
3. შემეძლოს ტელეპორტაცია, საგალაქტიკაშორისო მაშტაბით
4. მყავდეს პირადი ტრანსფორმერი (უკიდურეს შემთხვევაში "робот полицейский")
5. შემეძლოს ნივთების გონებით მართვა...
რომანტიკა
1. მინდა მთვარეზე ერთი პატარა ქოხი, რომ ღამღამობით ჩამოვჯდე და დედამიწას ვუყურო...
2. მინდა ზღვა და ამ ზღვასთან ზღვისპირი...ზღვისპირთან სწორად ჩამოთლილი კლდე...კლდეზე სახლი...სახლში დიდი ვერანდა ზღვაზე ხედით....თეთრი ფარდები, რომლებსაც ნაზად არხევს ზღვიდან მონაბერი ბრიზი...ვერანდაზე პატარა მაგიდა ფინჯანი ყავით...თბილი პულოვერი... და ჰონორარი ამ არაჩვეულებრივი სარეკლამო სცენარის მოფიქრებისთვის.
4. მინდა მყავდეს თეთრი რაში და ვიცოდე პრიცესას ზუსტი GPS კოორდინატები...
5. მინდა წითელი ფუმფულა გული წარწერით "მიყვარხარ" რომელსაც მას ვაჩუქებდი, ფეიერვერკი რომლითაც ღამით ცაზე დავწერ მის სახელს, მინდა "миллион алых роз" რომელსაც ის ფანჯრიდან დაინახავდა, ბენზინი რომ მის ეზოში დავწერო "მე შენ მიყვარხარ" და ასანთი რომ ცეცხლი მოვუკიდო.... და მინდა "ის" :)
"უჟასი" (ამ "საშინელებათას" ვერ ვეგუები)
1. მინდა მთვარეზე ერთი პატარა ქოხი, რომ ღამღამობით ჩამოვჯდე და დედამიწას ვუყურო (შეგახსენებთ მთვარეზე ტემპერატურა რამდენიმე ათასი ცელსიუსია)
2. უპარაშუტოდ გადმოხტომა
3. სერფინგი აკულებით სავსე ზღვაში
4. (ხუმრობითაც კი მიჭირს დაწერა იმდენად მტკივნეული თემაა)... ანაკონდებით სავსე ამაზონის ჟუნგლებში მოგზაურობა
5. ბანკში მუშაობა (ეს კარგახანია ამიხდა :) )
ჟიზნენი:
1. არ მქონდეს არცერთი სესხი, რომელიც ეხლა მაქვს :)
2. ვაკეთო საქმე რომელიც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს
3. ბევრი ვიმოგზაურო და ვიხეტიალო. თუნდაც საქართელოში.
4. კარგი ფოტო აპარატი (დავუშვათ Nikon D90)
5. ერთი პატარა ქოხი, რომ საღამოობით ჩამოვჯდე და მთვარეს ვუყურო...
აი თამუშკი ეს არის ჩემი ოცნებები... ეხლა არც კი ვიცი ვინც დავთაგო :)
ვინც ამ პოსტს წაიკითხავს და აქვს ბლოგი და ჯერ არავის "დაუთაგავს" ჩათვალოს რომ დიდი გულით და სულით ვთაგავ... მომწერეთ მეილზე და პოსტფაქტუმ ჩავამატებ თქვენს ბლოგს ანუ დაგთაგავთ :)
ბოლოს კი უბრალოდ ვიტყვი.... ის რაც ჩვენთვის დღეს კარგი გვონია იქნებ არც ისეთი კარგი იყოს ... და პირიქით... ამიტომაც "უფალო, იყოს ნება შენი"...
Lalena
ReplyDeleteუუუღმეესი მადლობა კომპლიმენტებისთვის :)
ხო არ "დაგთაგო" შემთხვევით? :)
:)))) რაის მადლობა უf, მე დათაგულდაპოსტილი ვარ უკვე :))))))
ReplyDelete"ღრმად გაქვს გადგმული ფესვები "
ReplyDeleteჩვენ ვერ ამოგვთხრიან :D :D
ფსიქოლოგი რო ვიყო ალბათ ვიტყოდი:
ReplyDeleteქოხი სიმყუდროვესთან ასოცირდება. ქოხი უბრალოა, ამით ადამიანი ხაზს უსვამს რომ მისთვის პრიორიტეტულია არა მატერიალური კეთილდღეობა არამედ ის მიისწრაფვის სულიერი სიმშვიდისკენ და კომფორტისკენ.
ალბათ დაღლილი ადამიანები ოცნებობენ სოფიო ქოხებზე :) მყუდრო ქოხებზე...სადაც სიმშვიდეა...
me var fsiqologi da getanxmbei genacvale :D martlaaa
ასე ტკბილად,
ReplyDeleteასე მშვიდად,
ასე დიდხანს,
არც ერთ ბლოგზე ჯერ არ დავრჩენილვარ..
p.s მუზებიც კი გამეხსნაა :D