Monday, November 30, 2009

შემოდგომის მიწურულს

შენით გამიჯერდა სისხლი
უნდა გაიღიმო - გახსოვს?
აღარც გაზაფხულის გჯერა
აღარც მოგონებებს მაქსოვ

ადრე გიყვებოდი ლექსებს
ჩრდილში ვიძინებდით ერთად
მზესთან მღალატობდი ხშირად
ზოგჯერ შემოდგომის ფერთან

წუხელ შემაცია ღამით
აღარ გაგაღვიძე... არ ვთქვი...
ჩუმად დაგაკვირდი მძინარს
და შენი სუნთქვით გავთბი

6 comments:

  1. :* :* :* .... &&&... ...გიბრუნებ ძველ ვალს :*

    ReplyDelete
  2. Samurai girl
    საინტერესო სიტყვაა ძალიან :)

    ReplyDelete
  3. :* :* :* .... &&&... ...გიბრუნებ ძველ ვალს :*

    ReplyDelete