Monday, June 15, 2009

დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ

ვინც მხარს უჭერთ პოზიციას....დარეკეთ ან დაამესიჯეთ.... 4433
ვინც მხარს უჭერთ ოპოზიციას, დარეკეთ ან დაამესიჯეთ 3344

გინდა გაიგოთ რა ბედი ელოდება თქვენს რჩეულს...მაშინ აკრიფეთ კოდური სიტყვა POZ პოზიციისთვის...ხოლო კოდური სიტყვა OPO ოპოზიციის მომავლის დასადგენად...
თქვენს პარტიას ვარსკვლავები მფარველობენ....


ეს ისე....არასერიოზული განწყობის შესაქმნელად.... არასერიოზული განწყობის შესანარჩუნებლად კი ჩვენი პრეზიდენტის დღევანდელს გამოსვლას უნდა შევეხო...

ბარაქა გოგიიიიიიიიიიიი.... (უკაცრავად ემოციებს ვერც მე ვაკონტროლებ...)

ხელში პულტი მიჭირავს და პერიოდულად ვრთავ გამოსვლაზე... (ვბერდები – ადრე ნერვები სრული ვერსიის სანახავად მყოფნიდა)

გადართვა პირველი:
"...დღეს ხდება გაეროს ოფისში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება..."

გადართვა მეორე:
"...მე არ მეგულება მსოფლიოში მთავრობა რომელსაც შეგიძლია ხელით შეეხო...."

გადართვა მესამე:
"...ეს უწყებები არაა ქაჯჩეთის ციხე..შეგიძლია მიხვიდე ნახო და ხელით შეეხო..."

გადართვა მეოთხე:
"...ჩვენ არ უნდა დავუშვათ რაღაც არასერიოზული ქმედებები, დაწყებული წუწაობიდან როგორც ითქვა..."

გადართვა მეოთხე:
"...სხვადასხვა ხალხია დაკაებული..."

გადართვა მეხუთე:
"...პარლამენტერები ცემეს ეგერ....მე არ ვიცი ვინ იყო ის გამბედავი კაცი რომელიც ჩამოდიოდა აღმართზე და არ ვიცი ალბათ ცოლიც ყავს, შვილებიც და შეყვარებულიც – არ ვიცი მართლა მინდა დავადგინო...."

გადართვა მეექვსე:
"...გიორგიმ ხელი წაიღო ასე ყურისკენ (პრეზიდენტი ვირტუოზულად ჰაერში აღნიშნავს ყურისკენ წაღებულ ხელს )...."

"ბარაქალა გიორგი შენს მარჯვენას, რომელიც გაგიჩერდა ჰაერში..."

და აქ უკვე მართლა გადავეშვი, ილიას, აკაკის და სხვათა და სხვათა სამყაროში.... გამახსენდა როგორ იწურებოდა საწნახელში ყურძენი და ორღობეში ისმოდა ურმების ჭრიჭინი.... ბარაქალა შენს მარჯვენას გიორგი....ბარაქალა...


ვსოოო..... აქ უკვე ჩავუჯექი და მეტი აღარ გადამირთავს.... ბოლომდე ვუყურე...


"გვეუბნებიან, დაგვარბიეთ, დაგვარბიეთ, დაგვარბიეთ....არ დავარბიეთ....მართლა პაპუასები ხო არ ვართ..."

"...ბუშის გადახაზული სურათებით სიარული... მამა ბუშის... ეგერ, შვილი ბუში რომ იყო ჩამოსული ნათელაშვილმა ცადა გადაკეტვა..."

"...ხა, ხა, ხა რა სასაცილოა...."

კადრში ჩანს სამშობლოზე ფიქრით და სიცხით გათანგული ხათუნა გოგორიშვილის სახე

"...და მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ გამძლეობისთვის, ერთიანობისთვის, დემოკრატიულბისთვის.... დიდი მადლობა"

დარბაზში ისმის მქუხარე ტაში....


სარეკლამო გაჭრა....

დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ საყვარელ პრეზიდენტს....ან მიწერეთ ელექტრონულ მეილზე – მიშა, ძაღლუკა პრეზიდენტი წერტილი ჯი



8 comments:

  1. WoW! i mean, really wow...

    მთავრობისა თუ ოპოზიციის ქმედებებით გამოწვევული უამრავი აღშფოთებულ-დაღშფოთებული პოსტი წავიკითხე ამ ბოლო დროს, მაგრამ...

    მართლა ბრავოო!..

    ReplyDelete
  2. Lalena
    მადლობ შეფასებისთვის :)

    ReplyDelete
  3. lilia
    გმადლობ :)

    ესეიგი კომენტარებით ისე გამათამამეს მსგავს მიმოხილვებს სამომავლოდაც გავაკეთებ თუ "ძალიან ვერ გავუძელი" :)

    ReplyDelete
  4. ორიგინალური პოსტი იყო, როგორც ყოველთვის.

    (p.s. still banking? :D :lol: )

    ReplyDelete
  5. Lalena
    მადლობ შეფასებისთვის :)

    ReplyDelete
  6. WoW! i mean, really wow...

    მთავრობისა თუ ოპოზიციის ქმედებებით გამოწვევული უამრავი აღშფოთებულ-დაღშფოთებული პოსტი წავიკითხე ამ ბოლო დროს, მაგრამ...

    მართლა ბრავოო!..

    ReplyDelete
  7. თან საინტერესოდ...:)
    ისე რომ კითხულობ თემა რომც არ გაინტერესებდეს მაინც გამახსოვრდება...

    ReplyDelete
  8. ორიგინალური პოსტი იყო, როგორც ყოველთვის.

    (p.s. still banking? :D :lol: )

    ReplyDelete