Tuesday, August 11, 2009

მგონი დამესიზმრე... (ნუ თუ)

ნუთუ არ მაკოცებ ნერვებ აშლილს
ნუთუ არ ამიწყობ რითმას, დაშლილს
ნუთუ კიდევ ერთხელ დაფიქრდები?
ისევ თბილ ქვეყნებში გაფრინდები?
რატომ მენატრები
უმოწყალოდ
როგორც გადმომსკდარი
მთიდან წყარო
უხეშ სულის კედლებს
მეხეთქები
ძლივს რომ ვიჟღინთები
მერე ვხვდები
ნუთუ არ მაკოცებ ნერვებ აშლილს
ნუთუ ვეღარ გნახავ, თხელ თმებ გაშლილს
მგონი ეხლაც მხოლოდ დამესიზმრე
როგორც ძველი ფილმი შავთეთრ ფირზე

4 comments:

  1. ლაშიკო...:*:*:*

    ReplyDelete
  2. ვეღარ მნახავ...
    მხოლოდ დაგესიზმრე...

    ReplyDelete
  3. ვეღარ მნახავ...
    მხოლოდ დაგესიზმრე...

    ReplyDelete