Tuesday, April 7, 2009

სინუსოიდა...

ლამპარში თუზეთი დამთავრდა რა ლამპარის ბრალიაო – გვასწავლის აზიური სიბრძნე. მაგრამ შემთხვევა რომელზეც მე მინდა გესაუბროთ მგონი, სწორედ ის გამონაკლისია რომელიც წესს ამტკიცებს.

მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით... როგორი უინტერესო და მდორე გახდა ირგვლივ ყველაფერი. თითქოს რაღაც მიზეზის პოვნა შეიძლება, ვიღაცამ შეიძლება რადიაციის მომატებულ დონეს დააბრალოს, ვიღაცა კი "მსოფლიო ფინანსურ კრიზის" ახსენებს. მაგრამ ჩემი აზრით ადამიანები რაღაც სენით დავვადდით ... კრიზისი იქნება, საპროტესტო გამოსვლები თუ ახლად გადატანილი ომი მხოლოდ ის მიზეზებია რომელმაც ეს ვირუსი გააღვივა და გამოააშკარავა.

მიველ ვნახე ვენახი, სად წავიდა ვენახი? ვენახი როგორ მოგვიანებით აღმოჩნდა თხამ შეჭამა მაგრამ ბედნიერება სად წავიდა, ვინ შეჭამა და ეს ჯაჭვი ვისთან ან რასთან მიგვიყვანს ჩემი აზრით დაფიქრებად ნამდვილად ღირს.

რაღაც ცუდადვარ....რაღაც ისე არ არის იფიქრა სულელმა ადამიანმა და გამოსავლის ძიება დაიწყო.... მან მოიფიქრა ფსიქოლოგი – რომელსაც აღსარებას აბარებს და ამაში ფულსაც უხდის. მან მოიფიქრა პარაშუტით გამოხტომა და ჰაერში თმების შეჭრაც – რადგან ადრენალინი დროებით აღიზიანებს ტვინის იმ რეცეპტორებს რომლებიც ბედნიერების ნაწილზე არის პასუხისმგებელი. ადამიანმა იმავე მიზეზით გამოიგონა, სასმელი, ნარკოტიკი.... გამოიგონა პრეზერვატივიც კი რომელიც "აძლიერებს მამაკაცის შეგრძნებებს"... კიდევ ათასი სულელე გამოიგონა.... და "ხატად ღმერთისა" შექმნილი, იმდენად გაერთო თავის გამოგონებებით დაავიწყდა ის რაც დიდი ხნის წინ ღმერთმა გამოიგონა და შექმნა – სიყვარული, მეგობრობა, ღიმილი და ა.შ.


ადამიანები დავცარიელდით... ადამიანები ერთმანეთს აღარ ვეფერებით... ერთმანეთის სიყვარული გვაკლია.... ადამიანი ღმეთს დაშორდა.... ერთმანეთი აღარ გვახარებს...

იმაზე საუბარიც ზედმეტია რომ დილით მზის სხივი არ გვიხარია რომელიც შემოიპარება შენს ოთახში (მინიმუმ იმიტომ რომ წინა ღამით 3 საათზე დაიძინე და ეხლა თავგაბჟუებუსლ გძინავს)... გახეთქილი ასფალტიდან ამოსული ყვავილი, აივანზე ჩამომჯდარი ჩიტი, მზის ჩასვლისას გაწითლებული ცა... აღარაფერი აღარ გვახარებს....

ყოველ აღმართს დაღმართი მოყვებაო, ყოველ დაღმართს კი აღმართიო.... მე კი ამ სინუსოიდას რომ ვუყურებ ისევ მეშინია "რიცხვთა სიმრავლე სასრული არ აღმოჩნდეს"....

ეს ის შემთხვევაა, როცა თითეულმა ჩვენგანმა წვეთი მაინც უნდა გავიღოთ მეორე ლამპარის შესავსებად...

4 comments:

  1. იცი, მე მგონია, რომ უბრალოდ იმდენად ვართ დაკავებული ამ ყოველდღიური მარაზმით, რომ მაგ ყველაფრის შესამჩნევად დრო აღარ გვაქვს. აღარაფრისთვის აღარ გვცალია და ამ მოუცლელობაში თვითონვე ვიკარგებით. მერე იწყება ის ნევროზული სიმპტომატიკა, რისგან განსაკურნადაც გამოიგონეს ადამიანებმა სასმელი, ნარკოტიკი, ფსიქოლოგი და სხვა მრავალი... ეს უბრალოდ ჩემი აზრია :)და მიუხედავად იმისა, რომ ამას ვხვდები, მაინც "ვერ მცალია" მზის სხივით გასახარად ...

    ReplyDelete
  2. ჯერ როდის თქვა ნიცშემ "ღმერთი მოკვდაო" ეს დრო დგას ჩვენთან ახლა!!!

    ReplyDelete
  3. ან საერთოდაც....აუცლებლად უნდა გავერკვიოთ ამ რთულ სისტემებში და კავშირებში? - aucilebeli ar aris da imdenad rtulia, erti cxovreba ar geyofa mis gasarkvevad, magram adamianis buneba iseti, rom mainc unda icodes ra da rogor, ratom xdeba maqedan icyeba mteli gaugebrobebi da problemebi :)

    ReplyDelete
  4. "Мы разбегаемся, по-делам
    Земля разбивается пополам...
    ...
    Мы разбиваемся"
    თავისთავად გამახსენდა :)

    ReplyDelete