Monday, January 19, 2009

მე მახსოვს

დაუმთავრებელი ფიქრების მთები
ნაცარს ვქექავ და ბუხართან ვთბები

ცხოვრება რაღაც ინტრიგებს ხლართავს
და პულტიც არხებს რატომღაც არ რთავს

მივყვები მწკრივად ფიქრების მავთულს
გავცდი შენს ოთახს, გავცდი შენს სართულს....

გახსოვს ბალახზე ლოკოკინები?
შენი დამცხვარი თხელი ბლინები?

ერთხელ გაკოცებ თუ ნებას დამრთავ
ეს ფილმი ვნახოთ... მერე გადავრთავ...

5 comments:

  1. შეიძლება მეც გაკოცო?!

    ReplyDelete
  2. ”ცხოვრება ილუზიაა. . . მთავარია არ შეგეშინდეს” და პულტით არხების გადართვა ყოველთვის შეძლო:)

    ReplyDelete
  3. ძალიან ლამაზია.ახლა მივხვდი რა კარგი "ბავშვობა მქონია" და როგორ მაკლია ეს ყველაფერი ახლა. ძალიან ლამაზად წერ.

    ReplyDelete
  4. :)ar vii ra vtqva,ubralod aq var...

    ReplyDelete
  5. თუ აკოცებ სატელევიზიო არხებს როგორრა დაუბრუნდები?:)))

    ReplyDelete