Friday, December 11, 2009

ბალბა

შენი მჭადი კეცის
შენი ეზოს წყარო
მონატრებავ ზეცის
დასავლეთის ქარო

შენ სუნთქვა ხარ ჩემი
ან ფოთოლი ჭადრის
ნახე ფანჯრის მიღმა
რა ლამაზად ბარდნის

შენ ღამე ხარ ალბათ
მოგონება ძველი
ჩემი ეზოს ბალბა
და მარაბდის ველი

შენი მჭადი კეცის
შენი წყალი ეზოს
შეგისისხლხორცებდი
ოდნავ რომ შემეძლოს

9 comments:

  1. ...და ვიღაცას ვიცი მონა
    მონა ტრება ენატრება :) :*

    ReplyDelete
  2. ისე ვერ დავმშვიდდები თუ არ დავაცხრები.... :))))

    ReplyDelete
  3. mchadi xshirad figurirebs shens poeziashii...ase dzaan gikvars???:)))) balba mikvars...

    ReplyDelete
  4. ბალბა რაღაც საოცარ განცდებს იწვევს ჩემში, არადა მგონი არც მაქვს ნანახი და არც ვიცი როგორია:)

    ReplyDelete
  5. :(((((((( ჩემი სოფელი მომენატრა

    ReplyDelete
  6. ``შეგისისხლხორცებდი
    ოდნავ რომ შემეძლოს``.....

    მმმმმმმაგარია

    ReplyDelete
  7. ისე ვერ დავმშვიდდები თუ არ დავაცხრები.... :))))

    ReplyDelete
  8. :(((((((( ჩემი სოფელი მომენატრა

    ReplyDelete
  9. ``შეგისისხლხორცებდი
    ოდნავ რომ შემეძლოს``.....

    მმმმმმმაგარია

    ReplyDelete