Monday, October 26, 2009

მე რომ ეშმაკი ვიყო

"იდეას მახვილით ვერ დაამარცხებ
იდეა იდეით დამარცხდება..."

შესავალი:
თუ ერთი და იგივე ადგილი ბევრმა დატკეპნა, შენი ფეხის დაბაკუნება იმავე ადგილას ან "სიმბოლურია" ან "მარაზმი"...

ჩემი კომპლექსიდან გამომდინარე (ვიყო განსხვავებული) შევეცდები არც სიმბოლური რიტუალი ჩავატარო და არც გავმარაზმდე (თუმცა წინასწარ ვიცი არ გამომივა).

თავშვივე ავღნიშნავ, იყო მორწმუნე არ ნიშნავს იყო უცოდველი და ათი მცნების უბადლო აღსმრულებელი. სატანაზე მეტად უფლის არსებობა არავის არ სწამს - ის ხომ ოდესღაც მის გვერდით იყო.

ყოველთვის ვფრთხილობდი რელიგიურ თემაზე რაიმე დამეწერა რადგანაც, ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ, რომელსაც არა აქვს მადლი "კეთილი შეითვისოს და ჯერკუალი განაგდოს"...რამეთუ იოლად შეიძლება შევცდე. რამეთუ ოცდამეერთე საუკუნის, ტეკილა ბუმითა და ეროტიკით გაჯერებული, იმ ერთერთაგანი ვარ რომელნიც "ირწეოდნენ, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა".


„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“.
მაგრამ ახლა მინდა დავწერო ის, რასაც ვფიქრობ და ვრგრძნობ... ის რისიც მეშინია... და იმედს დავიტოვებ, რომ არ ვცდები.


მე რომ ეშმაკი ვიყო

„ეშმაკი ყველაზე მეტად ცდილობს
დაგვარწმუნოს იმაში, რომ ის არ არსებობს“


PR მენეჯერი: ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, შევაჯამოდ გასული საუკუნის შედეგები და წარმოგიდგინოთ მომდევნო საუკუნის სამოქმედო გეგმა.
პირველ „სლაიდზე“ მინდა მოკლედ გაგაცნოთ გასული საუკუნის მცირე სტატისტიკური ანალიზი:

  • 49% შემცირდა მორწმუნეთა რიცხვი
  • 89% შემცირდა რწმენის კოეფიციენტი
  • 30% გაიზარდა მხარდამჭერთა წრე
  • 90% გაიზარდა ინსტრუმენტალური სპექტრი, რომელის გამოყენებაც სამომავლო კამპანიების წარმოებისას შეგვიძლია.


აღნიშნული სტატისტიკა საფუძველს გვაძლევს სამოქმედო გეგმის მომდევნო საფეხურზე გადავიდეთ და დავგეგმოთ სამომავლო სტრატეგია.

ეშმაკი: გთხოვთ.

PR მენეჯერი: მოგეხსენებათ აპოკალიფსამდე საკმაოდ მკაცრი “Dead line”-ი გვაქვს განსაზღვრული. შესაბამისად მომავალ ასწლეულში უფრო აქტიური და აგრესიული კამპანიების გატარება მოგვიწევს.
როგორც იცით ჩვენ რამდენიმე პროგრამა, სატესტო რეჟიმში ავამოქმედეთ, რომელთაგანაც ერთ-ერთი, განსაკუთრებით მომგებიანი აღმოჩნდა. ჩვენს დღევანდელ პრეზენტაციაში ყურადრება სწორედ ამ პროექტზე გავამახვილებთ.

ჩვენ შევარჩიეთ ქვეყანა სადაც ჩვენი საბაზრო წილი ყველაზე დაბალია. აპრობირებული მეთოდით, სხვადასხვა ობიექტებს ვაიძულეთ „შენიღბული მოტივაციით“ პირდაპირი შეტევა განეხორციელებინათ კონკურენტებზე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

ეშმაკი: უფრო დეტალურად... პროექტის არსი და მისი შედეგები.

PR მენეჯერი: იდეა საკმაოდ მარტივი იყო. შეურაცხყოფა მივაყენეთ იმას რაც ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის ყველაზე წმინდაა. თანაც ეს არ გავაკეთეთ შეფარულად, შენიღბვით და მაღალ ხარისხიანად - როგორც აქამდე არსებული სტრატეგიის თანახმა ვიქცეოდით. არამედ პირდაპირ და ძალიან უხარისხოდ. შედეგად მივიღეთ, დაბალი ბიუჯეტის პროექტი მაღალი უკუგებით.
მინდა წარმოდგინოთ, შემდგომი ანალიზის შედეგები:

ეფექტი #1: ღირსება და პატივმოყვარეობა შელახული „მორწმუნეები“ მრისხანებამ მოიცვა. მათი გული სავსე იყო მრისხანებით. ისინი მზად იყვნენ ნაკუწებად ექციათ ჩვენს მიერ გამოყენებული ობიექტები. ზემოთ აღნიშნული შანს გვაძლევს, პირველად მრავალი ათასწლეულის განმავლობაში, შევქმნათ „წამებულის“ სახე. მოცემულ მომენტში ჩვენი ოპერატიული ჯგუფი ცდილობს, ხელი შეუწყოს რომელიმე „კეთილისმყოფელს“ აღნიშნულის სისრულეში მოსაყვანად. რამდენიმე კანდიდატი უკვე შერჩეულია და დღითიდღე ვცდილობ გავუღმავოთ აზრი, რომ მსგავსი პიროვნებები უნდა „აკუწონ, დაკეპონ, შეჭამონ, აწამონ და გააცამტვერონ“... ვფიქრობთ რომ მიზანს მალე მივაღწევთ.

ეფექტი #2: აქცია იმდენად იაფფასიანი და მდაბიო იყო, ძალიან ცოტამ თუ შეძლო არ გასჩენოდათ ზიზღი, მოცემული კამპანიის, მისი აღმსრულებლების და ჩვენს მიმართ. ჩვენ გამოვიყენეთ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ზიზღი რაც შეიძლება გაგვემწვავებინა და გაგვერღმავებინა. მოგეხსენებათ მოცემულ გრძნობას ინერციის დიდი ეფექტი ახასიათებს, შესაბამისად ჩვენ პერიოდულად გავააქტიურებთ სარეკლამო მხარდაჭერაც აღნიშნული მიმართულებით.

ეფექტი #3: კამპანიამ მოიცვა ნეიტრალურად განწყობილი მომხარებლების ყველაზე დიდი სპექტრი. ნაწილი ცდილობდა დაეცვა „სიტყვის თავისუფლება“, ნაწილი პირველსა და მეორე ქეისში განხილული ხალხისგან ცდილობდა მავანთა დაცვას. თუ ვინმეს იცავ სხვიგან, შენ მისი მოწინააღმდეგე გამოდიხარ, ხოლო თუ მიიჩნევა რომ სხვა თეთრია, გამოდის, რომ შენ შავ მხარეს დგახარ.

ეშმაკი: (ეღიმება)... არგვინდა ენამახვილობა. გააგრძელე...

PR მენეჯერი:
ეფექტი #3: ინფორმაციის იმ უდიდეს ნაკადში, რომელიც აღნიშნული კამპანიის შედეგად მიმოიცვლებოდა, შევძელით ჩვენთვის სასურველი კორექტივების შეტანა. შედეგად მივიღეთ „კომუნიკაციაში ხმაურის“ წარმოუდგენლად მაღალი დონე. აღნიშნული ინფორმაცია მომხარებელთა უმრავლესობამ „კარგისა“ და „ცუდის“ დიფერენციაციის გარეშე სრულიად ქაოსურად და მოუწესრიგებლად შეინახა გონებაში. ეს ჩვენი მარაგია რომელიც „მტრის ზურგში“ ინახება.
სხვა ეფექტები: გარდა ზემოთ აღნიშნულისა საშუალება მოგვეცა შეგევხსენებინა მომხარებლისთვის, კონკურენტების მხარეს მყოფი პირების შეცდომები, შეცოდებები, რამაც მრავალი მორწმუნე დააბრკოლა და დააფიქრა. მრავალმა ამპარტავნებით და თავმოყვარეობით შეპყრობილმა ხელში კალამი აიღო და უამრავი სისულელე დაწერა და ა.შ.

ეშმაკი: პროექტის სუსტი მხარეები თუ გამოვლინდა?

PR მენეჯერი: უკუეეფქტი ძალიან მწირი იყო. რამდენიმე ღრმადმორწმუნე რომლიც ლოცვით და მარხვით გაძლიერდა.

ეშმაკი: ყველაფერი მარტივი გენიალურია.რაც შეიძლება ბლომად დაგეგმეთ და განახორციელეთ მსგავსი აქციები.
წყალი მღვრიეა, თევზიც ბლომად უნდა დავიჭიროთ. რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ - ჩვენ შედეგებზე ორიენტირებულები უნდა ვიყოთ. მე შედეგები მჭირდება...

შემდეგ საკითხზე გადავიდეთ...

11 comments:

  1. ase zustad aravis sheufasebia is tu ra xdeba chvens tavs
    Zalian mtkivneulia(

    ReplyDelete
  2. "„მორწმუნეები“ მრისხანებამ მოიცვა. მათი გული სავსე იყო მრისხანებით. ისინი მზად იყვნენ ნაკუწებად ექციათ ჩვენს მიერ გამოყენებული ობიექტები." ხო, ზუსტად ასე იყო მემგონი, ისე "ღირსება და პატივმოყვარეობა შელახულ"-ებს სულ არ გავს ჩვენი მრევლი და საერთოდ რაც დრო გადის სულ უფრო ემსგავსებიან მამა ბუასილის მრევლს და მართმადიდებელ მშობელთა კავშის. ამას ეკლესიამ სასწრაფოდ თუ არ მიხედა, მართლა მაგრამ გაიხარებენ ეშმაკის PR-შიკები.
    მე არ მომწონს ის, რასაც საპატრიარქო აკეთებს. მისი მხრიდან პოლიტიკაში ჩარევა მხოლოდ აღრმავებს დაპირისპირებას საზოგადოებაში.
    რაც შეეხება თეა თუთბერიძეს, სულ ტყუილად გაუკეთეს PR, ძალიან არ მომწონს ეგ გოგო, საშინელი კომკავშირელია, მაგრამ თეა თუთბერიძეში კი არ არის პრობლემა, პრობლემა იმ საზოგადოებაშია, რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს დღეს აიძულებს თქვას "მე ვარ თეა თუთბერიძე"

    ReplyDelete
  3. David
    მე ეგ სახელი არსად მიხსენებია დათო :)

    ReplyDelete
  4. შესანიშნავია!!

    იქნებ ჩემი ბრალია, მაგრამ ამ მხრიდან შეხედილი არსად მინახავს.

    ReplyDelete
  5. sauketeso shefaseba.. arachveulebrivia !! bevri daiwera, bevric wavikitxe ,magram es sauketesoa !!


    P.S blogs vamateb favoritebshi =)

    ReplyDelete
  6. ვეთანხმები ანონიმს, მართლა საუკეთესო პოსტია, რაც ამ საკითხზე დაწერილა!

    ReplyDelete
  7. უჰ შენ გენაცვალოს ქეთინოდეიდა, თვალზე კურცხალი მომადგა ამხელა ქალს..კარგია საკითხს სხვა კუთხით რომ უყურებ, მეც ბევრი ვიფიქრე შვილო იმაზე ვისი სახელიც არ ითქმის კიარადა არ გიწერია და საბოლოოდ გადავწყვიტე წერილი მივწერო, მაგრამ ახლა ამბობენ ბევრი წერილები მისდის და ცალი თვალით კუთხულობსო და ორივე თვალს რომ გაახელს მერე გავუგზავნი და თქვენც შეგეძლებათ წაკითხვა.
    მანამდე ტფუი ტფუი ტფუი, პირი ქვისკენ მიქნია და ეშმაკის და pr მენეჯერის საუბარი ნამდვილად მომეწონა..:)
    წარმატებებს გირუსვებ!

    ReplyDelete
  8. Lalena
    ხმამაღალი ნათქვამია :)

    ReplyDelete
  9. ძალიან კარგად დაწერილი პოსტი ამ თემაზე.
    აღფრთოვანებული ვარ.

    ReplyDelete
  10. მადლობა ხის სუნიან სახლს და გვანცას :)

    ReplyDelete