გამეღვიძა.... თავი მისკდება... გამომშრალი პირი ძლივს ავამოძრავე ხელის ფათურით იატაკზე დაგდებული კოკა–კოლას ბოთლი ვიპოვე და მოვსვი....ცალი თვალი ძლივს გავახილე და იქვე მიგდებულ მობილურს დავხედე.... 3 იანვარი....
ოთხდი დღეა და ოთხი ღამეა ვსვამ....შუადღეს ვისვენებ.... ქართული ტელესირვცის დამსახურებით ტელევიზორში საინტერესოს ვერაფერს ვპოულობ.... წამოწოლილი მუხლებზე ნოუთბუქს ვიდებ და ....
მეგობრების სიას გადავხედე... ონლაინში არავინ არის "იაკუნა 21"–ის გარდა... კონიაკისგან გამომშრალი ტვინის ნაოჭები დავძაბე....იაკუნა...იაკუნა....ოცდაერთი...იაკუნა...
გამახსენდა... მეგობრებში ეს გოგო იმიტო ჩავამატე რომ მისი მაღალი ფეხები და მოშიშვლებული მუცელი მომეწონა. ფოტოებიც უხვად გადმომიგზავნა. ნორმალური გოგო ჩანს, ვიფიქრე გულში და გადავწყვიტე ახალი წელი მიმელოცა.
– გამარჯობა იაკო.
– გამაჯობააა....
– გილოცავ ჩემო კარგო...მრავალს დაესწარი და ყოველივე კარგს გისურვებ ამ ახალ წელს...სიკეთე და ბედნიერება არ მოგკლებოდეს...
– შენც გილოცააავ....
დიალოგის დასაწყისშივე მივხვდი რომ "პახმელიას" თუ გამიმწვავებდა თორე
გამოყვანით ნამდვილად ვერ გამომიყვანდა.... ტელევოზორს გავხედე...."ცისფერ მთებს" მოვკარგი თვალი და შევეცადე უმტკივნეულოდ გადავრთულიყავი ჩათიდან ფილმის ყურებაზე....
– როგორხააარ – დამასწრო იაკუნამ...
– ცოტა თავი მტკივა... "ცისფერი მთებია" ტელევიზორში. კარგი ფილმია
– ხო ვიცი, არ მიყვარს ეგ ფილმი ნერვები მეშლება – მომწერა იაკუნამ და ტექსტს ბოლოს "გაღრიჭული" სმაილიკი მიახატა
სიმართლე გითხრათ არ ველოდი.... ერთადერთი რაც მოვახერხე მეც "მივუსმაილე"– გაკვირვებულივარ, ყბა ჩამომვარდა და ჩაფიქრებული თავს ვიფხანთქო....
ხელები გავასავსავე და იაკუნას კინომატოგრაფიული კრიტიკით, აზარტში შესულმა გავაგრძელე:
– რომელი ფილმი გიყვარს მითხარი გთხოვ. ("ნეტა რას იტყვის" სმაილი)
– (კბილებ დაღრეჭილი) ქართული?
– სულერთია! (სმაილი "ოღონდ შენ მითხარი")
– რავი უფრო დრამა... უჟასწიკებიც მიყვარს, ოღონდ ღამე. (თვითკმაყოფილი სმაილი)ეხლახანს ვუყურე "სიამაყე და ცრურწმენა" (სმაილი "მმმმმმაგარია")
– ოოო, "სიამაყე და ცრურწმენა" კლასიკაა! – (სმაილის გარეშე. მაინც მეუხერხულა)
– არა, მელოდრამაა.
– რატომღაც კლასიკა მახსოვდა. რაზეა ეგ ფილმი? (გადავწყვიტე სმაილები აღარ გამომეყენებია)
– რაზე და სიყვარულზე. ხუთი დები, რომ არიან და მდიდარ კაცს რომ შეუყვარდება ერთერთი და.
– მერე? სიუჟეტი როგორ ვითარდება?
....
–სორი გამეთიშა, ბოლოს რა მკითხე?
–ფილმი როგორ გრძელდებათქო?..
– როგორ და ორივე ამაყია და გოგოს დედა შვილების გათხოვებაზეა გადართული და ათას სისულელეს ჩალიჩობს. კაი ფილმია (ისევ "ცერა თითი – მმმმმმაგარია")
– ბოლოს რა ხდება? დედა თხოვდება? ("ვიღრიჭები" სმაილიკი)
– (იღრიჭება, იღრიჭება იღრიჭება) დედა არა... (იღრიჭება იღრიჭება იღრიჭება) შვილებს ათხოვებს (იღრიჭება)მაგრამ ამათი ისტორიაა მაგარი...
– შენა და...შეგიძლია მითხრა ცისფერი მთები ნერვებს რატო გიშლის? (ნუ რო არ მოგწონს გასაგებია ("მორცხვად ვიღიმები – რამეს არ მიმიხვდეს" სმაილი)
– რატო და მეცოდება ის კაცი.
– რომელი კაცი?
–აი, არავინ რომ არ კითხულობს მის ნაწერს (მოწყენილი, მაგრამ მაინც სმაილიკი)
– ეჰ გასაგებია იაკო გასაგები....
კომპიუტერი სასწრაფოდ გავთიშე, საწოლზე კარგად მოვკალათდი და ტელევოზორისკენ გადავბრუნდი....
– თქვენზე ამბობენ ლიფტში გაიჭედაო და მართალია?
–რავიცი... მემგონი...
saswaulia, nutu martla ar uyvars cisperi mtebi?
ReplyDeleteშენ იცინე ლაშიკო, და "სიამაყე და ცრურწმენა" მართლა კაი რაღაცაა. ქალური რომანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ცუდია :) იმედს გვაძლევს, იმედს რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენს ქუჩაზეც იქნება ზეიმი ;)
ReplyDeleteვეჩეთავე მე მას ის - სამპირიანი გარდამავალი ზმნა :)
ReplyDeleteვეჩეთავე ნამდვილად ორპირიანია და გარდაუვალი.
ReplyDeleteმეორე სერიაში წყვეტილში უნდა ჩააყენო, ანუ რა ვქენი? შეკითხვაზე უნდა უპასუხო, ობიექტი თუ მიცემით ბრუნვაში ჩადგა, ე.ი. ზმნა გარდაუვალია:)
საინტერესო დისკუსიაა :)
ReplyDeleteMartlats dzalian saintereso gramatikuli diskusia gamogividat :) Gramatikas ikhsenebt xo?
ReplyDeleteujastikebi :D :D :D
ReplyDeletesophie
ReplyDeleteვაა...ჭეშმარიტ გზას დაადექი? :)
♥ ai es mag sawyal gogos
ReplyDeleteაუ ამ გაგრძელებულ ხმოვნებზე ეს გამახსენდა:
ReplyDeletettp://katiee.ge/jekandro-odnoklasnikebidan/
კი, ეკ... :) გავს.... :)
ReplyDelete