Showing posts with label eMuse. Show all posts
Showing posts with label eMuse. Show all posts

Thursday, June 16, 2011

პანდორას ხუთი დღე - ნერგაძისეულად


ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი ჯეიკ სალი, პლანეტა პანდორაზე ჩადის.

საგალაქტიკაშორისო ზეკომფორტული ჰომალდიდან, დედამიწა-პანდორა დამღლელი რეისის შემდეგ, ამერიკელ ჯარისკაცებს, რუსეთიდან დეპორტირებული ქართველებივით ცლიან სატვირთო განყოფილებიდან.

ნუ ახლა, აეროპორტი როგორც აეროპორტი _ ბეტონის დასაფრენი (თუ ასაფრენი) ბილიკით და ზედ დატანილი თეთრი ზოლებით, რომელთა დანიშნულებაც სავარაუდოდ საპლანეტაშორისო ჰომალდების მოძრაობის წესების რეგულირებაა.

მაყურებელი მალევე ხვდება, რომ ბეტონი, პანდორაზეც ბეტონი სულაც არაა, რადგან ზედ უზარმაზარი ნახევარ-რობოტები დაბაჯბაჯებენ.

ფილმის დასაწყისში ჯეიკი, თავისი ძმისთვის შექმნილ ავატარს ირგებს, თუ თანამედროვე ენაზე გნებავთ უკონექტდება, რის შემდეგაც გახარებული ჯეიკი, სოფლის უნახავი ქალაქელი ბავშვივით, ფეხშიშველი და ტიტლიკანა გარბის გარეთ და სიხარულისგან რა ქნას არ იცის.

დასაწყისი ურიგო არ არის - მეცნიერული ფანტასტიკაა და იმედს გაძლევს, რომ ფილმს არა უშავს. იმედი მალევე გიცრუვდება.

როგორც ჩანს, კინოს დამკვეთებმა გადაწყვიტეს, რადგან დედამიწამ უნდა ნახოს ეს ფილმი, ბარემ პანდორაც კარგად გავაცნოთ და პლანეტას რეკლამაც გავუკეთოთო.

იდეა ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ შესრულებაა სუსტი. სუსტი იმიტომ არის, რომ პლანეტები რომლებიც პანდორას ატმოსფეროდან გადაშლილ კოსმოსურ ხედში ილანდება, არაფრით არ განსხვავდება მზისგან და მთვარისგან - უბრალოდ მათი რაოდენობაა ბევრი, ამით კი "მზეო, მზეო ცხრათვალა"-ზე გაზრდილ თაობას ნამდვილად ვერ გააკვირვებ. გამუდმებული ლირიული გადახვევები კი სურვილს აღგიძრავს, ტუალეტში გახვიდე და ქართულად დამერილებული პოპკორნის წყალობით ყანწით შესმული ლიტრანახევარი კოკაკოლა, 3D სათვალის მოუხსნელად ჩაცალო უნიტაზში.

სამეცნიერო ექსპედიციის შუა გზაზე, ფილმის მთავარი გმირი დაიკარგება (ოღონდ კარგად ვერ გავიგე როგორ). აი აქ კი იწყება ნამდვილი საოცრება. რეჟისორის უსაზღვრო ფანტაზიაზე ისიც მეტყველებს, რომ ფილმში ტყიდან (და არანაირი ელექტრო-მაგნიტური ციალიდან) გამომხტარი მხეცი, საოცრად გავს დობერმანის ჯიშის ძაღლს. ხოლო, ცხოველი რომელიც დობერმანს შეაშინებს _ მარტორქას, უბრალოდ ორი რქით... ნუ რქით რა, დინგით.


აი აქ კი, ნამდვილი კაპიტანგრატისეული მოგზაურობა იწყება პანდორას გარშემო. თავგადასავლის პირველივე ეპიზოდში, ნაცვლად იმისა რომ ვაჩვენოთ ადამიანთა აგრესია და პანდორის მკვითრთა გენოციდი, რეჟისორი ახერხებს და ისე გამოყავს, რომ პადორელი ლამაზმანი _ ნეიტირი, საკუთარი პლანეტის ფლორას და ფაუნას ანადგურებს.

რეჟისორის დაუშრეტელი ფანტაზია აქაც უდავოდ სცდება დედამიწისეულ ფარგლებს _ პანდროელ ქალებსაც ორი ძუძუ აქვთ.

მალე, იქაური, ანუ პანდორელი ციცინათელების წყალობით ჯეიკობი ეთნიკურად ნაიველი ხალხის მიწაზე აღმოჩნდება.

ფილმის ძირითადი ნაწილი (როგორც ამერიკელებს სჩვევიათ) ეთმობა, დედამიწელი ჯეიკობის, უფრო სწორად კი, დედამიწელი ჯეიკობის ავატარის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას. რა თქმა უნდა თავიდან, როკი ბალბოასი არ იყოს, ჯეიკობსაც არაფერი გამოდის _ არც თმებზე მიმაგრებული Universal Serial Bus-ით (USB) ექვსფეხა ცხენებზე დაკონექტება და ჯირითი, არც მშვილდ-დისრის სტყორცნა, არც უზარმაზარი ხის ტოტზე მიმაგრებულ ტუალეტით სარგებლობა და თქვენ წარმოიდგინეთ ვერც პანდორული ელარჯის ამოზილვით დაიკვეხნის დიდად. მაგრამ ჰოლივუდი რისი ჰოლივუდია და კამერონი რისი ჯეიმსი, რომ ამერიკელ, გულანთებულ ჯეიკს ეს ყველაფერი არ შეაძლებინოს?

მუსიკის აჩქარებასთან ერთად, ცხენსაც უპრობლემოდ უერთებს USB 3.0 თმის კაბელს და ნეონის მანათობლებით გაწყობილ ხეებსაც, სულ ვაირლესით უკონექტდება იქაური მოგონებების გადმოსაქაჩად. ეგ კი არა, კადრებად დაწყობილი წარმატებული ეპიზოდების ბოლოს, ნახევარი პანდორა თეფშით ხელში ელოდება საკუთარ რიგს, ჯეიკობის ამოზელილი ელარჯის გასასინჯად.

მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი, გაახარებს ვისმე განა? არც ჯეიმს კამერონია ამ მხრივ გამონაკლისი და ფილმის დასაძაბად, საქმეში "ცუდები", ანუ ადამიანები ერთვებიან. ამაზონის ტყეებიდან, პანდორაზე გადმოტანილი მძიმე ტექნიკით იწყებენ ასწლოვანი ხეების გაჩეხვას. ბოლოს კი უმოწყალოდ ანადგურებენ რიგით პანდორულ სოფელს... ნუ სოფელს რა _ პრაქტიკულად ხეს.

მომწამვლელი გაზითა და დუბინკებით არაერთხელ რუსთაველზე ნაცემი ქართველებივით, პანდორელებიც (ეთნიკურად ნაიველები) თავჩახრილები ტოვებენ მიწასთან გასწორებული სოფლის (ხის) ტერიტორიას.

მაგრამ ხუთკუნჭულა რისი ხუთკუნჭულაა კი არა და, ჯეიკი რის ჯეიკია, პანდორელ ხალხს თუ ვერ იხსნის ამ დიდი განსაცდელისგან.

აქ იდუმალი მუსიკა შემოდის ფონზე და მთხრობელი, საკუთარ თავში და წარმატებაში დარწმუნებული ხმით ყვება:

"ის დაფრინავს ყველაზე მაღლა. მასზე მაღლა არავინ არ დაფრინავს. ამიტომაც ის ზემოთ არასოდეს იხედება. მეც სწორედ ამით ვისარგებლე" - და მართალია იდეაში და პანდორულ ბუნებაში ის ყველაზე ზემოთ დაფრინავდა, მაგრამ რეჟისორისა და 3D Max-ის დახმარებით, ჯეიკობი თავისი "მალალიტრაჟკა" დრაკონით მის თავზე აღმოჩნდება, მოქნილად ისკუპებს და წითელ დრაკონს ზურგზე დაახტება.

მაგრამ, ზურგზე დახტომაც არის და ზურგზე დახტომაც - ცხოველს კაბელი თუ არ შეუერთე რა ხერირი?! ჯეიკობმაც შეუერთა თმები დრაკონს. შეუერთა კი არა და შეთხარა პრაქტიკულად.

წითელ დრაკონზე ამხედრებული ჯეიკი, ამაყად გამოცხადდა (იქაური) პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან. თვალსმომდგარი კურცხალი მაჯით შეიწმინდა, მეგობარი ხალხების (და არა ხალხის) ლიდერებს ხელები ჩასჭიდა და ცისკენ აღაპყრო.

ვაშააააააა იქუხეს პანდორელებმა და ამაღლებული სულისკვეთებით გადაწყვიტეს ადამიანებთან შებრძოლება.

200 რჩეული ვაჟკაცი იმერეთიდან, 300 რჩეული ექვსფეხა ცხენოსანი ქართლიდან, რვაასამდე მფრინავი გველეშაპი კახეთიდან და 30 ყურებდაჭრილი დობერმანი ჰერეთის თავადისაგან.

ადამიანების შეიარაღება: უცნაური ვერტყმფენები, ანტიგრავიტულ ძრავებზე დაფუძნებული თვითმფრინავები, ლაზერები, პულიმიოტები, გრანატამიოტები, რობოტექნიკა.

პანდორელების შეიარაღება: მშვილდისრები, მფრინავი დრაკონები, ექვსფეხა ცხენები, ტყავის ტრუსები და ბუნების ძალა!

გული გულობდესო და ბრონირებული შუშა, უბრაოდ ისრითაც იმსხვრევაო - ნათქვამია. ერთ პანდორელზე 10 ადამიანი მოდიოდა. სტოპ, სტოპ, სტოპ... პულიმიოტი პულიმიოტია. როგორ უნდა მოერიოს მშვილდისრიანი კაცი, რკინის რობოტში ჩამჯდარ, გრანატამიოტიან ადამიანს? ვერც ვერანაირად. ხო და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა რეჟისორმა, სცენარში ბუნების ძალა ჩარია (აი ის _ "რაც მე ვერ დაგლოცო, ბუნების ძალამ დაგლოცოსო").

ხო და ძმაო, ეგ ბუნების ძალა ყოფილა რაც ყოფილა. ერთი ორი ეგეთი ჩვენც რო მოგვცა (ქართველებს) ვაბშე თავისუფლად დავიბრუნებთ ოსეთსაც, აფხაზეთსაც და რუსეთის ნაწილსაც მივაყოლებთ ალბათ ზედ.

ხო და ახლა ვფიქრობ _ ხო არ ვთხოვოთ კობა ნაყოფიას, გვიშუამდგომლოს ჯეიმს კამერონთან და ერთი კაი 3D ფილმი ხო არ მივცხოთ ჰა? იდეები არის სხვათაშორის.

ისე დამატებით იდეებს თუ შევეხებით... მოდი ნუ შევეხებით _ ჭორად გავიგე, შენს ბლოგს პრეზიდენტი კითხულობს ჩუმად და ანონიმუსით ეგ გიტოვებს კომენტარებსო. ხო და რავიცი, რამეს მართლა არ მოკრას თვალი...

Sunday, June 5, 2011

ცხოვრე-bis-ეული სი,,,,,,

eMuse: doin.ge



გადა-იფრენს _ მტრედის, სახელად გადას, მშობლების ოპ-ты-miss-ტური განცხადება.

სულ 1-ა კაცი ხარ, არა-კაცი თუ დედა-კაცი _ ვა-e-ს თუ გაეყარე, უ-e-ს მაინც შ(2*E)ყრები. მა-გრამ მ-Glee-ს შიშით (ფ)არა არა(ვის) "გაუ"წყვეტ-ია-ო, უთ(ქვა)მს წინა-პარს. თუ(მ)ცა წინა-პრის დანთებულ პარს, დანა პირს რომ© უხს-need-yes, მაინც touch-more-RedBull-ი e-ვლид(и н)ა Ad-ამ-e-or-ი.

100-ე დამ,Bullი ცხოვრე-bis შემდ-egg, სუ-ლაწ არ mean-და მიყ(ვირო)ნ biss.

P.S. back-ა, მაპატიე _ გავა---------ლებდ-e, მაგ(რა)მ &მაწყ& не88888 :)

Wednesday, January 12, 2011

Le blogger a la peau de panthère

eMuse: სრულიად ქართული ბლოგსფერო

ბლოგერობა პირველადვე, სიბრძინსაა ერთი დარგი
ინტერნეტში წასაკითხი, მკითხველთათვის დიდი ბარგი
კვლა აქაცა ალაიკებს, ვინც კითხულობს კაცი ვარგი
რასაც გინდა იმას დაწერ, ბლოგი არის ამად კარგი

ვით იუზერს ვოლი გრძელი, სტატუსების უხვად ბნევა
სხვის ლინკებზე კომენტარი, ლაიკების მარჯვედ ქნევა
მათ აგრეთვე მებლოგეთა - კრიტიკის და სიბრძნის ფრქვევა
რა მოაკლდეს ვიზიტორი, აუვარდეს თავში წნევა

მაშინღა ნახეთ ბლოგერი და მისი მეპოსტეობა
ოღონდ ბლოგს ყავდეს მნახველი, დაწეროს თუნდაც @ლეობა
მთავარი არის იმიჯი, კაიკაცობა, მეობა
ახალ პოსტს მაინც დადრაფტავს, თუნდ იყოს მისი დღეობა

მას ბლოგერი არა ჰქვია, ვინც დაწეროს ერთი ორი
თავი ყველას ნუ ჰქონია ბლოგოსფეროს თანასწორი
რა დაწეროს ერთი, ორი, უმსგავსო და მონაგონი
დასაღეჭად იყოს რბილი, ტკბილი როგორც ჟელიბონი

მეორე სახის პოსტებში, ნაწილთა მებლოგეთათა
არ ძალუთ სრულ-ქმნა სიტყვების, მსგავსად ბლოგერთა მძლეთათა
ამიტომ ნახავთ მათ ბლოგზე, ზღვას ფოტოთა და ფერთათა
ბლოგებსაც ასე არქმევენ, „მე ნანიკო“ და „მე თათა“

მესამე სახის პოსტები, არის ლიდერი ჯინეტის
ქალწულნი წერენ სექსზე და უყვართ შექება მინეტის
მათ პოსტთა ჰყვარობს ყოველი, აქვს თოხი თუ კაბინეტი
მათ გოიმებსაც კი მოსწონთ, აცვიათ ვისაც ჟილეტი

ჩემიც აწ ცანით ყოველმან, მას ვთაგავ ვინც მითაგია
ქალაქეთათვის „ის“ არის, ჩემთვის კი დღემდე „მაგია“
ერთმა სოფლელმა ბლოგერმა, შევიცან ნეტის მაგია
კომენტს თუ ვერ წერ ნუ იმჩნევ, ეს ჩემი ბლოგის ბაგია

Saturday, January 8, 2011

Annual report 2010 - ანუ წლის ყველაზე გრძელი პოსტი

ქორწინებიდან მეორე დღეს:

ცოლი: საყვარელო, რაღაც უნდა გაგიმხილო _ საჭმელებს საერთოდ ვერ ვაკეთებ, მხოლოდ თევზის შეწვა და ტორტის გამოცხობა ვიცი.
ქმარი: არაუშავს ძვირფასო, უბრალოდ მითხარი, ახლა თეფშზე რომ მიდევს თევზია თუ ტორტი?


ასე რომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას როგორ გაწვდიან. მერე რა თუ ტორტს, შემწვარი თევზისგან ვერ განასხვავებ _ მთავარია, როდესაც თეთრი ფაიფურის თეფშს, სარკესავით მონიკელებულ თავსახურს ახდის, ოფიციანტმა ულვაშები აპრიხოს და ტუჩებში გამოსცრას: "ადრეულ გაზაფხულზე შეგროვებულ წალამზე შემწვარი ზუთხი, მაშარაფითა და რეჰანის ფოთლებით, გემრიელად მიირთვით მუსიე" - ო.


რატო ვბოდიალობ ამდენს და სახელს და ნიკს არ დავასახელებ, ერთმა ბლოგერმა, მწერალმა და ლიდერმა თქვა:

- და დღიდან ამასა, ვიდრე მომავალ წლამდე, დავიწყოთ იგი თამაში თაგთა, რამეთუ გამოვავლინოთ ბოგერი იგი საუკეთესოი. და სთქუით და ნუ დამალავთ ბლოგერსა მას, ვიდრე სამამდე. რამეთუ უწყოდეს და იცოდეს მან, რაოდენ დიდია სამყაროი და ბლოგი მისი.


აი, ასე სთქვა ბლოგერმა, მწერალმა და ლიდერმა ბლოგსა თვისსა. ხოდა ბლოგერებიც იმეორებენ მის სიტყვებს და ასახელებენ სამ (სამით იწყებენ და 20-მდე აგრძელებენ, რო "გული არავის დაწყდეს") ბლოგერს, რათა გამოავლინონ გამარჯვებული.

თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა კრიტერიუმით უნდა დავასახელო სამი ბოგერი, როდემდე გრძელდება ეს თამაში, წლის ბლოგერს "კომპეტენტური ჟიური" (წლის ფრაზაა) გამოავლენს და ბოლოსდაბოლოს ხიშტი ისევ მინუს ორასია?

ხოდა, ვინაიდან არავის უთქვამს თეფშზე რა მიდევს, გადავწყვიტე თავად გადავწყვიტო ეს შემწვარი თევზია თუ კრემ-ბრიულე.

მაშ ასე, ჩემი რჩეული სამი ბლოგერი:

3. Leliani - ეს ადამიანი მართლაც რომ ძალიან ნიჭიერია. ჩემი აზრით ძალიან კარგი ფილოლოგია (ფილოლოგიაში ბევრი არა გამეგება რა, მაგრამ ვეყრდნობი რა მის ნიჭიერებას და ავტორიტეტულ ფილოლოგთა დახასიათებებს...). ის ლამაზ რაღაცეებსაც წერს. არ ვიცი რატომ მაგრამ ლამაზ რაღაცეებს ბლოგზე არ დებს.

წლის ბლოგერად ვასახელებ რადგან, არის ჩემი ბლოგის კორექტორი და გერმანიიდან საჩუქრად ჩამომიტანა ძალიან ლამაზი ნაძვისხის სათამაშო და უგემრიელესი შოკოლადი (შოკოლადის ფოტოს ვერ ვდებ, ობიექტური მიზეზების გამო).

2. Gatevanda's blog - ეს ადამიანი არის უძალიანესად მაგარი ფრანგულის სპეციალისტი. ასევე თეატრის და განსაკუთრებით ქართული თეატრის დიდი ტრფიალი და მცოდნე. ძალიან კარგი PR-ის სპეციალისტი.

წლის ბლოგერად ვასახელებ რადგან მისი წყალობით, ჩემს მიერ წაკითხული წიგნების რაოდენობა სამით გაიზარდა და გახდა ჩვიდმეტი. რომ არა მისი თარგმანები, რომლებსაც ჯერ თავად მიკითხავდა _ ყურში რაიმე ცუდად ხომ არ გხვდებაო, შემდეგ მკარნახობდა _ რათა ამეკრიფა კლავიატურაზე, შემდეგ კი მე მაკითხებდა - რათა შეცდომები მეპოვნა და გამესწორებინა, დღეისათვის ზეპირად არ მეცოდინებოდა ტარწიუფი, გაკვეთილი და მელოტი მომღერალი ქალი (ა, ჰო, "სკამებიც" _ "ბრინჯი, ჰა ჰა ჰა, ბრინჯი").

1. გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - აი ეს ადამიანი კი არ ვიცი რისი სპეციალისტია. ვიცი რომ სულ რაღაცას სწავლობს. ვიცი რომ ძაღლები უყვარს. ვიცი რომ ფანჯრის რაფაზე ჩიტი რომ დაუფრინდება, ფოტოს უღებს და ჩიტის გაფრენამდე ასწრებს ბლოგზე გვერდნახევრიანი პოსტის დაწერას "რაფაზე ჩამომჯდარ ჩიტის" ფოტოთითურთ.

კიდევ ვიცი რომ ძალიან გემრიელ რაღაცეებს აკეთებს (ნუ მინიმუმ, ვიზუალურად გემრიელს _ ისე სამწუხაროდ არასოდეს დამიგემოვნებია). მის შემთხვევაში ნამდვილად არ გაგიჭირდებათ განასხვაოთ შემწვარი ტორტი და ვაშლის პეროგი.

წლის ბლოგერად ვასახელებ რადგან (აქ კადრები იცრიცება, შავთეთრდება და წარსულში გადადის) ოდესღაც 2007 წელს (მადლობა ბლოგზე არქივის ფუნქციას), როდესაც ძლივს დამტკიცებული იპოთეკური სესხით ბინა ვიყიდე და 7 წელი ვაკეში, სხვის ხარჯზე ცხოვრებით განებივრებულმა მუხიანში ამოვყავი თავი...

თუმცა რას გიყვებით _ ეს ყველაფერი უკვე მიწერია და წაიკითხოს ვისაც უნდა. აქ კი მოკლედ ვიტყვი: როდესაც ბლოგი გავხსენი ვწერდი ისე, ჩემთვის. რაც, მომესურვებოდა, როცა მომესურვებოდა. არც გუგლის ანალიტიკსი მეყენა და ძილის წინ, ხელში ათრთოლებული მაუსით ვამოწმებდი უნიკალურ ვიზიტორებს და არც ფეისბუქზე ჩემი ბლოგის ჯგუფის წევრების რაოდენობას საათში ერთხელ. ჩემს გარდა სხვას თუ ქონდა ბლოგი ნამდვილად არ მეგონა.

არადა თურმე, ქონდა რომელია? ქონდა კი არა სულ ლიწინ-ლიწინი გაჰქონდა ქართულ ბლოგსფეროს. ერთი ბლოგერი კი არა, მთელი სამეფო იყო თავისი მეფე-დედოფლით, ნაზირ-ვეზირებითა და ძივებით. მაგრამ მე მარტო ვიყავი, ჩემს კუნძულზე რობინზონ კრუზოსავით. სიმართლე გითხრათ სწორედ ამიტომ გავხსენი ბლოგი, რომ ოფისის აუტანელ და დახუთულ გარემოს სადმე და როგორმე გავქეოდი.

ერთხელაც "იქ სადაც მთავრდებოდა რეალობა და იწყებოდა ოცნება", ზღვაზე გადაწოლილ პალმაზე ვირწეოდი და კამკამა წყალს ტერფით ველამუნებოდი, ვიღაც შევნიშნე. მარტოობა ვიღაცამ დაარღვია. თურმე მარტოობა ოცნებაშიც მოსაწყენია. მეც ძალიან გამიხარდა ჩემი პარასკევა. უკვე ვიცოდი რომ ჩემს პოსტებს, თუნდაც ერთი ადამიანი კითხულობდა და პალმის რტოებისგან უფრო ხალისიანად ვკინძავდი ნაწერებს.

სწორედ ამიტომაც თომუშკას ვასახელებ ჩემს რჩეულ ბლოგერად და მადლობასაც ვეუბნები რომ წყნარი ოკეანის ტროპიკებიდან, ქოქოსის პალმებითა და კამკამა ზღვით თავდავიწყებულს, ჩემი ნამდვილი სამშობლო შემახსენა და მაპოვნინა _ თავისი მეფე-დედოფლით, ნაზირ-ვეზირებითა და ძივებით.

***
ეს რაც შეეხებოდა პირველ სამს. ახლა დანარჩენ 20-ს მივხედოთ უცებ. ოღონდ იმიტომ სულაც არა რომ ვინმეს გული დაწყდეს. უბრალოდ მოგიყვებით ვის ვკითხულობ და რატომ. რა მომწონს და რა არ.

- http://linguistuss.com/ - ზოგადად სამი ტიპის ბოგები მომწონს: 1) შემეცნებითი ბ) სახალისო გ)ორივე ერთად. ვახოს ბლოგი ყოველთვის მიეკუთვნება 1 და არც თუ ისე იშვიათად 3 კატეგორიას. ზოგადად უცნაური ადამიანია _ არის ბროლის ბუც და ბლოგერიც, ებაზრება "ქუჩის ბიჭებსაც" და ბატონ წამყვანსაც, იცის პროგრამირებაც და უცხო ენებიც, შეუძლია ოცი ათასი (ამ რიცხვზე კარგად დაფიქრდით კიდევ ერთხელ, სანამ კითხვას გააგრძელებდეთ) კითხვა მოიგონოს, მისივე შექმნილი საიტისათვის და შემდეგ შეკითხვაზე "კი მაგრამ შენ ამით რა?" სრულიად გულახდილად გიპასუხოს _ "არაფერი".

- http://www.hexsus.com/ - ცხრა რჩევა ჟურნალისტებს, ოცდამეერთე მიმართვა თიკო სადუნიშვილს, მეოთხე ბიჭოლას. მე ასე ვიტყოდი _ ჰექსე ქართული ბომონდის უღრან ტყეში, ნამდვილი კოდალაა. ხმაურობს, საყვარელია და სასარგებლო (კოდალა ხომ ჭიებისგან ანთავისუფლებს ხის ქერქს). ძალიან მსუბუქად ჩაიკითხავ, რამდენიმე საინტერესო ციტატასაც გაიგებ და გულსაც გემრიელად მოიფხან. შემდეგ უცებ გამოერკვევი და იტყვი "სამუშაო მაქვს ბლინ" და ასე გაღიმებული განაგრძობ შრომას.

- http://www.vasassi.com/ - გიყვარდეთ ჩემნაირებიო. მე კიდევ ვფიქრობ რომ ვასასისნაირები არ არსებობენ. ამიტომაც მხოლოდ ვასასი მიყვარს. სასტიკია, ცივსისხლიანი და დაუნდობელი. მისი კომპლექტაციით კარგი ქილერი ან ბლოგერი თუ გამოვიდოდა. მიხარია რომ ბუნებამ და ეპიგენეტიკურმა ფაქტორებმა არჩევანი ბლოგერობაზე შეაჩერეს.

- http://katiee.ge/ - ვიცოდი რომ მას ერქვა ეკა (თანაც ფრანგულად) და კიდევ ვიცოდი რომ იღებდა არაჩვეულებრივ ფოტოებს. არასოდეს არ ვკითხულობდი _უფრო ვათვალიერებდი.

მაგრამ ახლა, წლის ბოლოს რომ გამოვიდეს და ვიკიპედიას არ იყოს, ბლოგის საარსებოდ ფული მოითხოვოს, არც კი დავფიქრდები ისე გადავურიცხავ. რატომ? - იმიტომ რომ მას აქვს უნარი დიდი ქაოსიდან, რომელსაც ინტერნეტი ქვია, ამოკრიბოს, ყველაზე საჭირო, ყველაზე აქტუალური, ყველაზე საინტერესო თემები და ეს ძალიან მარტივად და სრულყოფილად წარმოგიდგინოს. ამ ყევლაფერში კი მე უამრავი დრო და ენერგია დამეხარჯებოდა. ასე, რომ ფულსაც დიდი სიამოვნებით გადავიხდიდი ასეთ ხარისხიან ინფორმაციაში.

- http://litterator.wordpress.com/ - მე თვითონ, მე თვითოოონ _ ასე ვყვიროდი, როცა ძალიან მშიერსაც კი, ცუდ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დედაჩემი საჭმელს კოვზით მატენიდა პირში (სმაილი საჭირო გამოგონებაა). ისედაც ვკითხულობ და დიდი სიამოვნებითაც მაგრამ თვიტონაც მაკითხებს (დედის მზრუნველობა მაინც...).

ასეც, რომ არ იყოს დაწერილი არ მაქვს პოსტი, უკვე დაშეარებული აქვს და მეზობლის ქალებს ამაყად უყვება _ ლაშიკომ დღეს ლექსი ისწავლაო. მე კიდე საკმარისია ფეისბუქზე გავიფაჩუნო 1 ლაიკი ყოველთვის ამაყად ანთია, რომელიც ზუსტად ვიცი ვისაც ეკუთვნის.

ძალიან კარგად წერს. კიდევ უფრო კარგად კითხულობს (ლიტერატორია მაინც და არა მწერალი). ასე რომ მისი შესაფასება ყურადსაღებია და მნიშვნელოვანი (მეც ყოველთვის ვითვალისწინებ პოსტებს, რომლებსაც მიზიარებს და მირჩევს წასაკითხად).


- http://aninaland.wordpress.com/ - все побежали и я побежал! - ყველა კითხულობს და მე რატომ არ უნდა წავიკითხო? არის ძალიან ნაკითხი, ფლობის ნეკა თითის, ბასრი სეგოისა და შავი თვალის დარტყმების ტექნიკას. კიდევ ფლობს წერის ტექნიკას.

რასაც არ უნდა იძახდნენ ანინაზე, ყველა აღიარებს რომ კარგად წერს. სხვების არ ვიცი და მე იმედის თვალით ვუყურებ მას და ვთვლი რომ მისი სახით, ქართულ მწერლობას მარადონა თუ არა რონალდინიო ნამდვიალდ ეზრდება.

ვფიქრობ რომ ერთ მშვენიერ დღეს გვერდით გადადებს, ქალიშვილობის დროინდელ სექსუალურ ფანტაზიებს, დაივიწყებს დროშიჩარჩენილ და დრომოჭმულ "კრეატივშიკებს", "ალტერნატივშიკებს" და რაიმეს ნამდვილად ღირებულს შექმნის. ახლა კი თვითონ, მეც და სხვებიც თავს იმით ვიმშვიდებთ რომ "ჯერ პატარაა" (და ეს ის შემთხვევა ნამდვილად არ არის, როდესაც მე ვპასუხობ "პატარა ვიცი, სილაში რო თამაშობსმეთქი").

- http://doin.ge/ - ჰექსემ თქვა და აბსოლუტურად ვეთანხმები _ "ნიჭიერი" _ აი ეს არის ერთადერთი ასოციაცია რომელიც ამ ადამიანის მიმართ მიჩნდება. მიხარია რომ მას პირადად ვიცნობ. მის ციფრულ და შემოქმედებით ღირსებებს ნამდვილად ემატება პიროვნული ღირსებები. ის არის ბლოგერი რომელიც ჩემს მიერ ნახსენებ 1, 2, და 3 კატეგორიებში თანაბრად ხვდება.

- http://letitbe-kalo.blogspot.com/ - "ეს ბლოგერი რაღა ჯანდაბაა" _ ზარატუსტრა არა მარა ნინიკო ასე იტყოდა. მეხამუშება კიდეც "ბლოგერად" მოხსენიება, რადგან ნინიკო ჩემი (და არამხოლოდ) აზრით, მწერალია. წერს ძალიან კარგ მოთხრობებს, აქვს არაჩვეულებრივი იუმორი (ოღონდ მხოლოდ "ლაივში", სკაიპში და ფეისბუქზე) და ყოველთვის უხარია როდესაც მიშაზე ვწერ. კიდე აქვს ძალიან ლამაზი ხვეული თმა, რის გამოც მაგონებს ჩემს დეიდაშვილს, მისსავე სეხნიას _ მგონი საკმარისი მიზეზია რომ მისი ერთგული მკითხველი ვიყო.

- http://irunaaway.com/ - საერთოდ არ ვიცოდი რომ წერდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი ცხოვრებაში და ადამიანი ბლოგზე აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. აქ, არ შეგახარბებთ რამდენად საინტერესო ადამიანია ირინა ცხოვრებაში, მაგრამ აუცილებლად შეგახარბებთ მის ნაწერებს. დახვეწილი სტილი, წერის გამორჩეული მანერა და ძალიან საინტერესო სამყარო.


- http://n-irgendwann.blogspot.com/ ადამიანი იუმორი, ადამიანი ციტატა. ადამიანი რომელიც თავის ნიჭს, წერის სურვილსა და კრეატივს, უანგაროდ და უხვად მიმოფანტავს მეგობრების კედლებზე, კომენტარებად.

რომ არ იყოს ფეისბუქი, მის ბლოგზე ვფიქრობ უამრავი სახალისო, სასაცილო, საინტერესო ნაწერი იქნებოდა. ახლა კი ამ სიამოვნებას, ეგოისტურად, მხოლოდ მისი ფეისბუქმეგობრები ვიღებთ. "ფეისბუქზე გაფანტული შემოქმედება" - აი ასე დავარქმევდი წიგნს, რომელშიც მისი The best of... - ციტატები შევიდოდა. წიგნის უკანა ყდაზე მიწერილ რეცენზიას კი ასე დავასრულებდი _ დიახ, ეს ც-ა _ ბლოგსფეროს ციტატნიცა.

- http://zur.ge/ მასზე ამბობენ ნულზე გაყოფა შეუძლიაო. კიდე ამბობენ რომ ქვედა ყბის მარცხენა მეოთხე და ზედა ყბის მარჯვენა მესამე კბილებს ისე გაუცვლის ადგილებს ვრაფერს გაიგებო. იმასაც ამბობენ "ჰელიო" მისი მოგონილიაო. რავიცი, ბერვ რამეს ამბობენ მაგრამ მე ვიცი რომ ის არაჩვეულებრივად კარგად წერს. აი, გემრიელადო რო იტყვიან. არც თავისი წერის ოსტატობით გაწონებს თავს და არც უცხოსიტყვათა ლექსიკონის განსწავლულობით გძაბავს. მსუბუქად, მარტივად, ადამიანურად.


- http://sweet.ge/ - სიმართლე გითხრათ, ამ ბლოგის დახასიათების წინ დავფიქრდი. საქმე იმაშია რომ ის ჩემი ახალი წამოწყების ელ-მუზა იყო რამდენიმე დღის წინ. მეც დიდი სიხარულით გავუზიარე ფეისბუქზე პოსტი _ მეგონა რომ სახალისო იყო და თვითონაც ბევრს იხალისებდა, მაგრამ პასუხად "Fuck off" მივიღე.

ეწყინა. მე უფრო მეწყინა იუმორის ასეთი აღქმა, მაგრამ საშობაო განწყობა არ მტოვებს და მინდა მასზეც დავწერო.

ვაღიაროთ რომ ცნობადობით ის პირველია. უნიკალური ვიზიტორების ერთგვარი საზომი ერთეულია. მე პირადად შემოვიღებდი, ბლოგის პოპულარულობის კოეფიციენტს S. ჩემი ბლოგის რეიტინგი სადღაც 0.07 სვითი თუ იქნებოდა.

მაია ასათიანის გადაცემის არ იყოს, სვითისაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ _ ჟიზნენი ისტორიებით გაჯერებულმა, ფბ-ზე რაიმე ხომ უნდა გავასტატუსო?


- გოგი გვახარიას ბლოგი - როგროც ჩემი ძმაკაცი იტყოდა, "აი, გადასვლა იყო პიზდეცო", მაგრამ ანინას დაკვირვებას ამოვეფარები და ისე "გავაპრავებ" _ სვითიც და გოგიც ორივე მემარცხენე ლიბერალები არიან, ასე რომ...

რა უნდა დავამატო ახლა გოგის. ჩემი აღწერა ნამდვილად არ ჭირდება. მადლობას კი დიდი სიამოვნებით ვეტყვი:

- პირველ რიგში იმისათვის, რომ ერთერთი გადაცემა ჩემი "ლექსით" დაასრულა
- მეორე მადლობა იმისთვის, რომ ერთერთი პოსტის გაშეარებით, თავის მეგობრებთან წარმადგინა ფეისბუქზე
- მესამე იმისათვის, რომ რამდენჯერმე ბლოგის სტუმარი იყო, გადაიკითხა და სამახსოვრო ავტოგრაფიც (კომენტარი) დამიტოვა.


- http://bigcrow.ge/ ამ ბლოგერს ძირითადად გოგო ბლოგერებიდან ვიცნობდი ფრაზით _"ისეთი არ ყოფილა მე რომ მეგონა". არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა გოგოს, ყვავა მოსიარულე ფრედი კრუგერი ეგონა, რომელსაც თითებზე ალესილი დანების ნაცვლად, ელექტრო ფალოიმიტატორები აქვს დამაგრებული.

მე პირადად სექსუალურ მანიაკად ეს ადამიანი არასოდეს წარმომიდგენია (ჰმ, იქნებ იმიტომ რომ ძუძუები არ მაქვს?). პირიქით, საკმაოდ "დასტოინი" პოსტების ფონზე მისი "ნიდასტოინი" იმიჯი (ან ვისთვის როგორ), უფრო მაკვირვებდა. ვიდეო კი, რომელიც ბლოგზეც მიდევს, თამამად შემიძლია წლის ყველაზე სახალისო ქართულ ვიდეოდ გამოვაცხადო.

- http://sabunia.wordpress.com/ - ახლა ვნახე და ბლოგი დაუკეტავს, იმედიმაქვს შსს არ დასდევს და მალევე გახსნის. რო ვთქვა უშუალოდ მისი ბლოგის თავგადამკვდარი მკითხველი ვარ-მეთქი, სულო ცოდვილო _ უნდა მოგატყუოთ. მაგრამ თვითონ ტიპაჟი ძალიან კარგია _ სახეზე შავი ზოლებით, ცინიზმითა და იუმორით კბილებამდე შეიარაღებული ქართული ნეტის ნამდვილი რემბო (ხელსაც მისით იკერავს _ ვნახე!). რომ არა ნიორი, თავად არ ვიცი წლევანდელ ზამთარს გაციების გარეშე როგორ გადავაგორებდი. ასე რომ მადლობა მას ძალისხმევისთვის.

- http://www.dgiuri.com/ -აი, მართლა ბლოგი რა. არც არაფერი ზედმეტი. გემოვნებიანად წერს და გემოვნებიანს კითხულობს. ასე რომ მისი კომენტარი ჩემს ბლოგზე ყოველთვის მხარებს და მაინტერესებს.


- http://dodka.ge/ - ჯერ დაიხოცნენ და შემდეგ იქორწინეს კი არადა, ჯერ გავიცანი და შემდეგ წავიკითხე. გავიცანი და გამაცნო ჯინეტის გენერლები: როკო, საბა, ელერდაშვილი და თვით დიდი კიბორგაც კი. მასწავლა თამაშები: უნო და დიპლომატი. ხოდა, მეც ვიფიქრე: ამან, უნო და დიპლომატი მასწავლა და ზრდილობის გულისთვის მისი ბლოგი, ერთხელ მაინც როგორ არ წავიკითხომეთქი. წავიკითხე და არც ვინანე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უფრო კარგად წერს ვიდრე თამაშობს. საინტერესო კი ის არის, როდესაც წერს მხოლოდ მაშინ არ თამაშობს _ თუმცა ამ აზრის ჭეშმარიტებაში ვიცი ვერავის დავარწმუნებ, ასე რომ გავჩუმდები.

- http://feelgoodvibes.blogspot.com/ და რატო ხელი არ მომტყდება, რომ არ ვახსენო "ბლოგი ესე"? ნამდვილად ვერ გეტყვით _ იქნებ იმიტომ რომ ვიცნობ, იქნებ იმიტომ რომ ფეისბუქზე გვახალისებს, იქნებ იმიტომ რომ "შენი ლექსები ძააააალიან მომწონსო" მითხრა, ან იქნებ სულაც იმიტომ რომ მისი შვილების უცნაურად დასათაურებულ ნახატებზე ვიცინე უამრავი. მოკლედ მომწონს, ვკითხულობ და გირჩევთ თვალი გადაავლოთ.

კიდევ იყო უამრავი ბლოგი, რომელსაც წლის განმავლობაში ვესტუმრე. ბერვი პოსტი ძალიან მომეწონა. ბევრი არც ისე. იმედი მაქვს რომ ბლოგერების მიმოხილვა იქნება თუ ფეისბუქზე "ბლოგერულ კონტექსტში" დამატებული "ფრენდი", კიდევ არაერთ კარგ ბლოგსა და ავტორს აღმოვაჩენ მომავალი წლისთვის.

აი ასე, ვასრულებ წერას და გულს ჭია მიღრნის _ ვინმე ხომ არ გამომრჩამეთქი? თავშივე ვიცოდი რომ ეს ჭია, პოსტის ბოლოს გამიჩნდებოდა და მანამდე დამიღრნის გულს და გონებას, სანამ ვინმე კომენტარში არ მომკბეჩს ჭიიან ადგილს და თავის ბლოგს შემახსენებს _ მე კი ტრადიციულად ვიმართლებ თავს:

მაპატიე თუ გამომრჩი _ ერთი უბრალოდ და დაღლილი პეოქტების მენეჯერი ვარ.

Thursday, January 6, 2011

11 არარსებული ბლოგი

ათვალიერებ ბლოგებს და რას არ გადააწყდები. უსაზღვროა და დაუშრეტელი ადამიანის ფანტაზია. ვისი, რისი როგორი ბლოგიღა არ შეგხვდება თვალუწვდენელ ოკეანეში სახელად www.

მეც გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ 11 არარსებული ბოგი, რომელიც ჩემთვის საინტერესო იქნებოდა:





და მაინც _ ნეტში კარგ ბლოგებს ვერვინ გამოლევს, ვერვინ გამოლევს გულში სიყვარულს!

Sunday, January 2, 2011

სტიაჟკა, სექსი და როკენროლი


დილა ჩვეულებისამებრ მობილურის ზარით დაიწყო, რომელზეც ეთერ კაკულიას ერთერთი სიმღერა მაქვს დაყენებული. კაკულიას ცოტაოდენი თუთუნი მოყვება, რომელიც ყოველთვის ტუმბოჩკაზე მიდევს. თუთუნს შევავხვევ, ქაღალდს გემრიელად გავლოკავ ჩემი დახორკლილი ენით და გავაბოლებ. რამდენიმე ნაფაზი და ჩახველება თორე სულ ათი წუთი მაქვს სამოცდამეშვიდე მარშუტკით ელიავაზე ჩავიდე, გახვრეტილ ბარდიურზე ჩემი ბოშის დრელი ჩავარჭო და პირველივე მანქანას ვეცე.

დღეს უამრავი საქმე მაქვს. სტიაჟკა მაჩაბელზე, პალიროვკა გლდანის მეოთხეში და შპაკლი იქვე გლდანში. მაგრამ მგონი დღეს გლდანს გავაცდენ _ ეშმაკობის განწყობაზე ვარ. კიდევ პარლამენტის რამდენიმე ოთახი მაქვს შესაღები. უცნაურია მაგრამ პარლამენტის და ბორდელის კედლები ერთნაირი საღებავით იკრასკება.

დღეს ბაზრობაზე ახალი დრელების პარტია ჩამოვიდა. სიმართლე გითხრათ დიდი ხანია მინდა ჩემი დრელის გამოცვლა. ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩემი ძველი არ მიყვარს, მაგრამ ახლები გაცილებით კარგად გამოიყურება.

(ფოტო: სადაც გამყიდველი გურამი, დახლზე ალაგებს ახალთახალ დრელებს)


უამრავი კარგი დრელი არსებობს მაგრამ ბოშის დრელი სულ სხვაა.
(ფოტო: დრელის ტარი ახლო ხედით. ბოშის ლოგო და თითები)


შევამჩნიე რომ ახალ დრელებს სვერლოების ჩასამაგრებელზე ნარიჯისფერი ზოლი დაყვება.
(ფოტო: სვერლოების ჩასამაგრებელი, რომელსაც ნარინჯისფერი ზოლი დაყვება)


მაგრამ ყველაზე მეტად, ახალი დრელების წითელი შესაერთებელი მომეწონა.
(ფოტო: წითელი შესაერთებელი)


მესიჯი მომივიდა "ჩავასხით". ახალ სამსახურში დამხმარეებიც მყავს. საბურთალოზე პოლიმეტალიური სტიაჟკა ჩავასხით. ძალიან მომწონს ახალი სამსახური. ყველაფერი თანამედროვეა და ახალი. შპალერის კრახმალსაც კი დრელით აღარ ვურევთ _ სპეციალური მიქსერი გვაქვს. ყველაფერი თითქმის ავტომატურია მაგრამ სტიაჟკას მაინც ხელით ვასხამთ _ ეს ერთადერთია რასაც ბოშის დრელიც კი ვერ უშველის. ამიტომაც საქმე ყოველთვის ბლომად არის _ გალვანიზირებული პროფნასტილების სტრატეგიული მონტაჟის პრეზენტაცია, უნიტაზების ელექტროფიცირება, სტიაჟკა 2011 დღეების ორგანიზება და სხვა.

ახალ სამსახურში თავს ისე ვგრძნობ როგორც ელიავაზე. უბრალოდ დღიდან მისვლისა ერთი უცნაური აზრი ამეკვიატა _ ქუჩაში რომ მივდივარ ასე მგონია რომ გვერდით, რაზვადნოი კლუჩით ხელში, უზარმაზარი მისტერ მუსკული დამყვება.

უკვე 7 საათია. მალე თრეინინგზე უნდა მივიდე. ეს სვარჩიკობის მასტერკლასები არვიცი რატომღა ავიკიდე. ამ კვირაში დავალებული მქონდა ერთმანეთზე, სტუპიცის პაჩებნიკი და პადმატორნი ტულკები მიმესვარკა.

ლექცია დაიწყო. თეორიული შედუღების ნაწილში, ოსტატმა სტილიც დამიდგინა _ თურმე "ადგილზე დამდუღებელი" ვყოფილვარ. მთლად კარგად ჯერ არ მესმის ეს რას ნიშნავს მაგრამ იმედია რომ მალე გავიგებ.


სახლში მისულმა თუთუნი შევახვიე და ჩემი დახორკლილი ენით გავლოკე. ჩემს საწოლზე მისტერ მუსკულს ძინავს უდრტვინველად. საინტერესოა "ია ია ია ია ჩემი კაკულია"-ზე რატომ არცერთს არ გვეღვიძება.


თუთუნის გვერდით მობილური ინთება - "გაშრა".

Monday, December 27, 2010

ვივა ავივა!


ევროპიდან რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი. მართალია მშობლიურ ქალაქს მადრიდის გავლით დავუბრუნდი, მაგრამ თვალწინ ჯერ კიდევ პორტოფინოს ხედები მედგა.

ქალაქი უცნაურად მოწყენილი მეჩვენა. პირველი რაც თვალში მომხვდა ახალი შუშის ხიდი იყო, რომელმაც უნებლიედ ოდესღაც მოპოვებული ბროლის ბუ მომაგონა. სანამ ტაქსის მძღოლი ვიწრო ქუჩებში გზას იკვლევდა, ყვითლად გაფერადებული ქალაქის შესაბამისად, შემოდგომის სეზონის თამაშები გამახსენდა და გონებაში ჩემს მიერ გამოცნობილი რამდენიმე შეკითხვა აღვიდგინე.


- ჟორჟ პომპიდუ. ვთქვი გამოთქმით და სწორი პასუხის მოლოდინში სავარძელზე გადავწექი.
- უკაცრავად? _ ტაქსის მძღოლი გაფართოებული თვალებით შემომცქეროდა
- სწორი პასუხია ჟორჟ პომპიდუ _ გავიმეორე ინერციით და მძღოლს ფული გავუწოდე.

სახლში შესვლისთანავე, ოჯახის წევრებს მასკატში ნაყიდი სუვენირები სწრაფად ჩამოვურიგე და იმ იმედით რომ დამეძინებოდა მონატრებულ საწოლს მივაშურე.

მაგრამ როგორც ანდალუზიელი არაბი ფილოსოფოსი და ექიმი, ფილოსოფიის, ისლამური კანონის, მათემატიკისა და მედიცინის მაგისტრი _ იბნ რუშდი იტყოდა: "განა ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განაო", მობილური სწორედ მაშინ აწკრიალდა ცალი ფეხი სიზმარეთის ზღურბლს რომ მქონდა გადაცილებული.

მონატრებულ მეგობრებთან ერთად ჯერ ბარში აღმოვჩნდი, ხოლო შემდეგ ჩემი მეგობრის დაჟინებული თხოვნისა და ალკოჰოლის წყალობით ერთერთ "საუნაში".

მომცრო ოთახში მოკალათებულს, ბაროკოს სტილის კარისკენ მეჭირა შესაძლებლობის ფარგლებში გახელილი ორივე თვალი. მალე ხალვათათ შემოსილი სხეული გამოჩნდა. ქალმა რამდენიმე ნაბიჯი გამოდგა. ოთახის შუაში ჭაღიდან გადმოღვრილმა შუქმა, თითქოს ხალათი მსუბუქად ჩამოაცურა მხრებზეო.

გლუვი და ოქროსფერი კანის შემხედვარეს, ჰურგადას სანაპირო მომაგონდა. თითქოს ვგრძნობდი, რომ ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი კარის მიღმა, ქვიშის სანაპირო იყო და ზღვის შრიალიც ყრუდ აღწევდა ოთახამდე.

- რა გქვია _ მკითხა მაცდურად თმაგაშლილმა სტიმფალიდამ და საწოლს მოუახლოვდა
- ვახო _ ვუპასუხე მონაბერი ბრიზით თავბრუდახვეულმა. შენ?
- ავივა _ მიპასუხა ღიმილით და სახეზე თბილი ხელი ჩამომისვა.

უცებ გამახსდა, რომ "ავივა" ებრაული სახელია, რომლის ფუძეც არის "ავივ", რაც ებრაულად შემოდგომას ნიშნავს.

უცნაურია, დღეს მეორედ გამახსენდა შემოდგომის სეზონი _ გავიფიქრე გულში და მორიგი შეკითხვის მოლოდინში სავარძელზე გადავწექი.

ვგრძნობდი როგორ მიუყვებოდა ავივას თბილი ხელები ღილებს. ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი კარის მიღმა კი კვლავ ისმოდა ჰურგადას სანაპიროს დინჯი შრიალი და ოთახშიც საამო ბრიზი უბერავდა.

Sunday, December 26, 2010

eMuse

მოკლედ და კონკრეტულად. ეს არის ახალი განყოფილება სადაც ჩემი ელექტრონული მუზა იქნება რომელიმე ბლოგერი, ან პოსტი ან ...

რათქმაუნდა ეს ყველაფერი არის ხუმრობა და იმედიმაქვს არავინ არ განაწყენდება საკუთარი პოსტებისა თუ ბლოგების სახუმარო ვრსიაზე.

Tuesday, September 14, 2010

ისინიც იდგნენ


ცირკთან უპირველეს ყოვილსა. იდგენ ერთად. იდგნენ გვერდიგვერდ.

პეკინზე, ვაჟამდე არ მისული წიწვნარის ქვეშ. იდგნენ სასტუმრო აჭარასთან, ჯერ კიდევ მაშინ, როცა იქ დევნილები ცხოვრობდნენ. იდგნენ მაშინაც როდესაც ცას მთვარის სხივი აკიაფებდა და მაშინაც, როცა თავსხმა წვიმა ძვალსა და რბილში ატანდა.

პავლოვის ქუჩაზე.

მარცხენა სანაპიროზე, ზარმაცების ხაშს რომ გამოცდები, იდგა ის. იდგა მარტო. იდგა დილის ექვს საათზე - განა სუყველას ღამით უდგება?!

იდგნენ ჯერ კიდევ გაურემონტებელ ვაგზალთანაც. მთელი დღე, კისერზე ჩამოკიდებული "კარდონის" ყუთით ჩამოტარებულ ფენოვან ხაჭაპურს ჭამდნენ. ზოგს ხაჭაპურის ფულიც არ ქონდა. ვაგზალთან ყველაზე იაფად იდგნენ. სხვაგან მინეტს ხუთ ლარად არავინ გაგიკეთებდა. თუ შეევაჭრებოდი, შეიძლება დაეკლოთ კიდეც. უკბილო გრიშას გაკეთებულ ლანეტს კი დღემდე ნატრულობს ბევრი ვაკელი.

იდგნენ თბილისის შემოსასვლელთანაც.

ვინმე შეიძლება შემომედავოს. კი არ იდგნენ, იწვნენო, რაზეც ვუპასუხებ: თავიდან, სანამ მიხვიდოდი, ფასზე შეუთანხმდებოდი და სასტუმროში წაიყვანდი, ისინი იდგნენ. მხოლოდ შემდეგ წვებოდნენ და ისიც ყოველთვის არა.

ზოგი ალბათ დღეს სხვა სამსახურს ეძებს? ზოგი კი აფთიაქში, თავისი 3 თვის პატარისთვის პამპერსის საყიდლად შესული, სევდიანი თვალებით დახედავს პრეზერვატივების ასორტს, რომელთა ქონაც მომსახურებაში შედიოდა. ზოგი რაიონიდან ჩამოსულიყო და ბინას ქირაობდა, რომ მუდმივ კლიენტებს მომსახურებოდა.

ისინი იდგნენ. დღეს კი ქალაქში დარჩა მხოლოდ "საუნები", საიდანაც თავს ექთნის ფორმაში გამოწყობილი, შიშველ სხეულზე მელიისბეწვშემოხვეული და ტყავისმათხრახიანი პროფესიონალები იწონებენ.

პუტანკებთან ხალხი საჟიმაოდ მიდიოდა და არა საბანაოდ და ზურგის გასახეხად. თანაც იქ სერვისი გაცილებით ძვირია, ვიდრე ვაგზალზე. პოს-ტერმიანლით გადახდის შემთხვევაში ფასნამატი 80%-ამდეც ადის. ასეც რომ არ იყოს, დაიკარგება კაცი მათი გაუგებარი არქიტექტურის "ლაბირინთში".

ეხლა კი საქმე:

არა მგონია, პუტანკები ახლადდამონტაჟებულ ეშმაკის ბორბალთან გადაყვანა მოხერხდეს. ამას არავინ დათანხმდება. პირველ რიგში ჩვენ, "მხმარებლები"; ადამიანები, რომლებიც პირადად არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ სახეზე ვცნობთ, რადგან გვინახავს ერთმანეთი ანჟელასთან, ვერასთან, ლუდასთან და სხვებთან. ჩვენ არ ვართ თანახმა.

თუ პუტანკების მაინცდამაინც ერთად მოყუჩება უნდათ რატომ იმ აღმართს არ დაუთმობენ, პრეზიდენტის სასახლისკენ რომ ადის? დავარქვათ ამ უბანს "პუტანკების აღმართი" (აქ ავტორი დაფიქრდა - ვინძლო ეს იდეა პირდაპირ "მან" თუ არა ვინმე "მისიანმა" არ წაიკითხოს, მოეწონოს და ხორცი არ შეასხასო. თუმცა აწონ-დაწონა და ჩათვალა, რომ საგანგაშო ამ შემთხვევაშიც არაფერი იქნებოდა).

ნუ გაწმინდავთ ქალაქს პუტანკებისგან. ნუთუ ტყუილად უსრისავდით ძუძუებს ამდენი წელი?

"ისინი იდგნენ. იდგნენ გაღმა და გამოღმა, გასწვრივ და ჩაყოლებაზე, ერთად და ცალკ-ცალკე.
ახლა ჩვენი ჯერია, ახლა ჩვენ დავდგებით!"

***
სტატია მართლაც კარგი იყო. მართალია ჩემთვის ოდნავ გადამეტებული და პრეზიდენტის სტილში, ბულეტ-პოინტებად ჩამოწერილი, სადაც პირველი სიტყვები ყოველთვის მეორდება და ბოლოს დამაგვირგვინებელი ფრაზა გაისმის, მაგრამ საქმე სხვა რამემშია.

აკი დავწერე. ჟიგულიას ვიდეოზე თვის დასაწყისში თუ ვინმე სიმღერას აირჩევდა თვის ბოლომდე ის ტრიალებდათქო. ძალიან მაინტერესებს როგორ ახსნიდა ნამდვილი ფსიქოლოგი (და არა ისეთი, ქართულ ტელევიზიებში, ქვემოთ "ექსპერტიო" რომ ეწერება) ამ სოციალურ-ონლაინ-ისტერიას, სადაც ორიგნალურობის გამოც კი არავინ იკავებს თავს იგივე გააკეთოს, რაც სხვამ - დადოს დღის ლინკი (ხო, ხო...მეც იგივე გავაკეთე ამ წამს...მართალი ხარ!)

მე, ისევე შემტკივა გული ბუკინისტებზე, თუმცა მათგან არასოდეს მიყიდია წიგნი (რუსთაველზე, ალიკას თუ არ ჩავთვლით, რომლისგანაც 30 მანეთიან წიგნებს პროგრამირებაზე, 80 ლარად ვყიდულობდი) როგორც ნასკების გამყიდველებზე, რომელთაგანაც 2 ლარად არაჩვეულებრივ დაბალყელიან ნაკსებს ვყიდულობდი წარწერით "Nike".

ამიტომაც შევეცდები პრობლემა განვაზოგადო და რამდენიმე "სტატია" გამოვაცხო - "ისინი ფეხებს გვითბობდნენ უხმოდ", "მათი დახმარებით ჩვენ ვიხოცავდით" და რაღა თქმა უნდა "მათ ჩვენი მკერდი ეჭირათ ლიფით". თუმცა ზუსტად ვიცი, რომ პირდაფჩენილი და მოშიებული ძაღლის ლოგოს ქვეშ დაწერილი სტატიები, რაგინ კარგი გამომივიდეს, ვერასოდეს გახდება მასობრივი ონლაინ-ისტერიის საგანი.


ლაშა კვანტალიანი
რადიო "მკაცრი დიეტა"
ონტოფო