Saturday, October 2, 2010

არხეინად ანუ ნა ნა ნანაა ნააააააა

რატომ ხდება ისე, რომ მსუბუქად რომ ვთქვათ, უხარისხო და მდარე პროდუქცია უფრო ხშირად შთაგვაგონებს ხოლმე ბლოგერებს, ვიდრე დავითის ქანდაკება ან რევოლუციური ეწიუდი?

ის, ვისი სახელის სხენებაც არ შეიძლება, ეხლა არ გავიმერორებ ნამდვილად, მაგრამ მასზე და მის გადაცემაზე დაწერილი პოსტები რაოდენენობით პირველ ადგილზე თუ არა, ჩემი აზრით, წლის ათეულში ნამდვილად მოხვდება.

ბლოგი ხომ მაინც დღიურია. დღიური კი, თუნდაც მსოფლიო ობობის ქსელში საჯაროდ გაბმული, რაღაც პირადია. ვფიქრობ, ბლოგზე ემოციებისგან ვიცლებით. დაცლა კი უპირველეს ყოვლისა ცუდი ემოციისგან სურს ადამიანს (ბლოგერიც ხომ ადამიანია?!).

ალბათ ფიქრობთ _რას გვივლი, შე კაცო, შორიდან, თქვი, რა გინდაო.
რა მინდა?

ნა ნა ნანაა ნააააააა

- რა უნდა მინდოდეს, თუ არა "მაკლავაში"?

ისე, ეს დალოცვილები თუ აქართულებდნენ, ბარემ ბოლომდე გაექართულებიათ - ამერიკული რეპის ერთგვარი სუბსტიტუტი ხომ ქართული შაირია?

მეც დავფიქრდი, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მაკდონალდსის გენიალური მიგნება ქართულ რეალობაში.


- ნა ნა ნანაა ნაააააა; მინდა ქვეყანა ყვაოდეს, განვავითაროთ ტურიზმი, ხალხის აქ ჩამოსაყვანად რამე კარგი გზა თუ იცით?
- გზები დავაგეთ, დავნიშნეთ ქალთვალწარბა მინისტრები, ქალაქი რომ გალამზდეს, ავლაგმოთ ბუკინისტები; ნა ნა ნანაა ნაააააა


- ნა ნა ნანაა ნაააააა; ისეთ ქალაქში მინდა ცხოვრება, სილამაზით რომ აჯობოს ნესტანს, და შადრევანი ცელქად ცეკვავდეს პოსეიდონის ოქროსფერ ყ@ესთან.
- ნესტანსაც და თინათინსაც ჯობია და ფატმან ხათუნს, ვიცი გაგიკვირდებათ და შემოგთავაზებთ ბათუმს. ნა ნა ნანაა ნაააააა


- ნა ნა ნანაა ნაააააა; რაიმე ისეთი მინდა, ფქვილი აქ იყოს, იქ _ ქატო, და ღია კარში შესვლას გვეხვეწებოდეს ნატო.
- გვაქვს ჯადოსნური ლამპარი და ცაში მფრინავი ნოხი, კიდევ გვაქვს დღეში ერთ ლარად ჰარი პოტერის ჯოხი;


ნა ნა ნანაა ნაააა, მრავალჟააამიიიიეეეეეეეერ....

5 comments:

  1. ის, ვისი სახელის სხენებაც არ შეიძლებაю

    ლოლ :)
    უნდა დააპატენტო ეგ ტექსტები :)))

    ReplyDelete
  2. :)))
    არა...წაიღონ! :))

    ReplyDelete
  3. +1
    P.S Mcლავაში საშინელებაა

    ReplyDelete
  4. ვასასიკო, კი უბრალოდ ღიმილი :))

    კიწი - მადლობა რო გამაფრთხილე თორე ვაპირებდი გასინჯვას :)))

    ReplyDelete
  5. მეც დავაპირე, გავსინჯე და დავრჩი გაღიმებული :)

    ReplyDelete