რაღაც უცნაურ ფიქრთა გროვაში
ჭრელი შორტებით ვდგავარ თოვაში
ხელებ გაშლილი, გახარებული
და გათოვებას დახარბებული
მოულოდნელი, შეურაცხადი
ჭაჭის არყივით, ორჯერ ნახადი
გთხოვ შენს ოცნებებს, ჩემს თავს ნუ აცნობ
თავისუფლებას ჩემსას თუ არ ცნობ
რაღაც უცნაურ ფიქრთა გროვაში
აღელვებული შენი თვალებით
ვადაგასული ყვავილებივით
როდესაც ღრუბლებს ჩამოვშორდებით
(დავქორწინდებით ყველას ჯინაზე)
შენ თეთრი კაბით და მე შორტებით...
თეთრი კაბა? ანუ მაიკო ასათიანი?
ReplyDeleteმგონი გვეშველა ყველას :)))
ჰექსე მაგ მსხვერპლს ვერ გავიღებ ნამდვილად :))))
ReplyDeleteლაიქ :)
ReplyDelete