- შემოვდივარ ქურდი ზონაში, პაპი ვინარის?
- მე ვარ, პაპი!
- შენი კლიჩკა?
- სპიჩკა...და შენი
- ელექტრიჩკა
და მერე თუ ვინმეს გაეცინებოდა, მანამდე ვურტყამდით სანამ სამჯერ არ იტყოდა პეე-პეელას.
მახსოვს როგორ დავუბინიკეთ ჩემს კლასელ ვიტალის გვერდები, რომელსაც ენა ებმებოდა.
თავად ეს თამაში კარგი იყო ჩემი აზრით. მაშინ ლამის წმინდათაწმინდა ცნებებზე, ბავშვობიდან "ვკაიფობდით". თუმცა ქურდული თემატიკის ერთგვარი თამაშობანი არც დიდობაში დამთავრებულა.
გამიმართლა და სწავლა მსოფლის რიგით მეორე სასწავლებელში - მაღლივში, მომიწია. დაკვირვებული მკითხველი აუცილებლად იკითხავს, ნეტავ პირველი რომელი იყოო? - სოხუმის ფილიალი, ჩემო დაკვირვებულო მკითხველო.
და აქ გავაგრძელებდი თხრობას, მაგრამ უფრო დაკვირვებული მკითხველი იტყვის - მოიცა, მოიცა და რითი იყო კი მაგრამ ან სოხუმის ფილიალი პირველი ან მაღლივი მეორეო?
რითი აღარ ჩემო უფრო დაკვირვებულო მკითხველო... რითი აღარ. რომელი ერთი ჩამოვთვალო? "გასხმული" ტოტალიზატორის ბილეთებით, ტკბილი საქმის გარჩევებით, ძველი ბიჭებით და მეგრელებით. ხო, განსაკუთრებით მეგრელებით.
რაღა დაგიმალოთ და პირველ კურსზე მათ.ანალიზი არ მისწავლია ისე მეგრული რო ვისწავლე. კომბინატორიკაზე უკეთესად კიდე ჩემპიონთა ლიგაში გავერკვიე.
- მუჭორექ წიე - მეტყოდა კიაზო
- ჯგირო - ვეტყოდი მე
და მერე მიდიოდა საფეხბურთო მატჩების და გასხმული ბილეთების საფუძვლიანი ანალიზი _ რაღათქმაუნდა მეგრულად.
მოკლედ, მეგრულის ბეისიქ კურსის და ფეხბურთის პარალელურად, ჩემი ცოდნის არსენალი ფრიად მნიშვნელოვანი ინფორმაციით ივსებოდა.
- ზონაში რომ შეხვიდე და ცოცხი მოგცენ _ დაუკარიო, რას უპასუხებ? - მკითხა კიაზომ და მაცდურად გადმომხედა
- ვეტყვი, რომ ცოცხია და ამაზე ვერ დავუკრავ
- ეტყვი და გაგიერთიანებენ ცხვირპირს - გამაფრთხილა განსაკუთრებული მეგრული აქცენტით
- რას ქვია გამიერთიანებენ - აღვშფოთდი მე. მომცენ გიტარა და დავუკრავ
- არა წიე, არა. მასე არ უპასუხო იცოდე - ისე გამაფრთხილა კიაზომ, ვიფიქრე აუდიტორიაში ლექტორის ნაცვლად, ქურდი დამხვდება-თქო.
- აბა რა ვუპაუსხო?
- უთხარი, ამიწყვეთ და მე დავუკრავო - ჩურჩულით გამანდო კიაზომ
"ჩამჭრელი" შეკითხვები ბლომად იყო:
- კედელზე ბურთი რო დაგიხატონ, გოლი გაიტანეო?
- პასი მომეცი და გავიტანთქო
- რო გძინავდეს და დაგესიზმროს, წინ ხრამია, მარცხნივ დიდი ცეცხლი, მარჯვნიდან "ძაღლობა" მოგსდევს რასიზამდი?
- გავიღვიძებდი წიე, გავიღვიძებდი - მასწავლიდა კიაზო
კითხვა-პასუხი საფუძვლიანად, რომ შემასწავლეს "ქურდული სამყაროს ზოგადი ისტორიის" კურსი დავიწყეთ. ქურდი, რომ "იამას" არ აცილებს, რადგან თავის გზას არ გადავა, "ზადნიში" რომ არ აგდებს, რადგან არ ზადნავს - მიმიყვანა აზრამდე, რომ ქურდებს მძღოლები ემსახურება და მოვიხიბლე.
თუმცა პომიდორს რომ არ ჭამს, რადგან წითელი ბოზურია, და ბანანს, რადგან ფალოსის ფორმა აქვს - სინანულით განმაწყო, კრიმინალური სამყაროს ლამის სანატრელ, მითიური პერსონაჟების მიმართ (ისე, კიაზომაც კი ვერ ამიხსნა, რატომ ჭამდნენ ქურდები კიტრს, მაშინ როცა უარს ამბობდნენ ბანანზე).
ასე, დღითიდღე მდიდრდებოდა ჩემი ცოდნა ევრისტიკულ მოდელირებასა და ქურდული სამყაროს მსოფლიო ისტორიაში. თუმცა რაც უფრო მეტს ვიგებდი ქურდებზე, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ჩემს მიერ არჩეული პრფესია - ეკონომიკური კიბერნეტიკა, გაცილებით იოლი იყო, ვიდრე ავტორიტეტობა.
მალევე მივხვდი, რომ ქურდი მხოლოდ წინასწარ გაზეპირებული კითხვა-პასუხით ვერ გახდებოდი. მხიარულთა და საზრიანთა არ იყოს სწრაფად უნდა შეგძლებოდა გარკვეულ სიტუაციებში თავის დაძვრენა, თორემ დარჩებოდი უთაოდ.
ასე მაგალითად, ერთერთმა ქურდმა თავისი უშველებელი სახლი, რკინის გისოსებში ჩასვა. მის "გასაფუჭებლად" მისულმა კოლეგებმა კი ცინიკურად, მაგრამ სერიოზული სახით ჰკითხეს:
- ქურდი ხარ ძმაო და ეს გისოსები რად გინდა, გეშინია არ გაგძარცვოს ვინმემო?
ღმერთმანი. ეს შეკითხვა, რომ მოვისმინე მივხვდი, ამ ქურდის სიკვდილი, რომანის მთავარი გმირის გარდაცვალებასავით აუცილებელი და გარდაუვალი იყო. თუმცა სად ბანაობ _ ერთი ჰოლივუდის რეჟისორს არ გაუჭირდება, უკვე აფეთქებული თვითმფრინავიდან კაცის გადარჩენა, ნაკაწრის გარეშე და მეორე საზრიან ქურდს თავის დაძვრენა:
- გისოსებს რო ვხედავ, ციხე მახსენდება და თავი სახლში მგონიაო _ მიუგო თურმე ბოდლერისეული მზერით ქურდმა.
აი, ჩემო მკითხველო. ასეთი ლამაზი და რომანტიზმით სავსე იყო სამყარო, რომელსაც გულით მივსტირი.
დღე კი ყველაფერი შეიცვალა:
- შემოვდივარ ბლოგერი გრუპაში, ადმინი ვინარის?
- შენი ნიკი - მეკითხება ადმინი და მისს კითხვას თანაგრუპელები უხვად ალაიკებენ.
თუმცა ამაზე შემდეგ მოგიყვებით.
ძალიან კარგი იყო :)
ReplyDeleteწავიღებ :)
კარგია,მეც მომეწონა )
ReplyDeleteმსოფლის რიგით მეორე სასწავლებელში
ReplyDeleteხახახახახაააააააა, მევასები რააააააააა
ძალიან ძალიან ძალიან ვისიამოვნე
ReplyDeleteკიაზოოოოოოოოოოოოოო
ხახახახახაა
გენიალუუუუუუუურ
მადლობა :)
ReplyDeleteაი, ასე ვსწავლობდით ჩვენ მაღლივში, მეგრულს, წფრივ ალგებრას და ვჭამდით 50 თეთრიან ფენოვანებს. ცოტა ქვემოთ, ვაჟასკენ იყო 45-თად. იქ ხშირად დავდიოდით. 2 ფენოვანში 10 თეთრის დაზოგვა საქმე იყო :)
like ))
ReplyDeleteკიაზოს ბლოგი დაიდოს :დდ
mdam.. nacnobi da mtkivneuli temaa...
ReplyDeleteme yvelaze metad iis istoria "momconda" ertxel qalmac rom gadacyvita qurdoba=]]]]]]]]]]
sad yo es blogi aqamdee saaaaaaaaad ... turme amdeni xani asawob cocxlze vukraavdii :D:D:D
ReplyDeleteP.S maoce :))))
isa da vegar gavaqartule da araushavs :P
ReplyDeletees ra magar rames mibageni :D
ReplyDeletecota adre rom mepova es blogi da es posti camekitxa gasaubrebaze xo gamomadgeboda :(
sagol, magari blogia
შენ დროს ფენოვანები ორმოცდაათი თეთრი ღირდა?- ბედნიერი. ჩემს დროს თავმოყვარე ფენოვანს ლარ და ოცთეთრზე ნაკლებად ვერ იშოვიდი. სამაგიეროდ მე მსოფლიოს "ნომერპირველ" უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ოღონდ ასე თუ ერქვა არ ვიცოდი, ჩვენ კონცლაგერს ვეძახდით.
ReplyDeleteხო, მასე ღირდა :)
ReplyDeleteსოხუმის ფილიალი იზ ნამბერ ვან :)
შემთხვევით ნანა კუცია ხო არ გასწავლიდა? ჩემი მეგობარია.
ReplyDeleteმე ჯგუფში ერთი ბიჭი მყავდა და შესაბამისად ქურდული საკითხების გარჩევას ავცდ :))))) მანდ მოვესწარი ერთ-ერთ მსოფლიო ჩემპიონატს და სახლში წასვლას, რომ ვერ ვასწრებდით, იქვე ვაჟას მეტროსთან კაფე მეტრო იყო გახსნილი და იქ ვუყურებდით თითქმის მთელი ჯგუფი :)))
ReplyDeleteკარგი დრო იყო, მენატრება :)
მე ჯგუფში ერთი ბიჭი მყავდა და შესაბამისად ქურდული საკითხების გარჩევას ავცდ :))))) მანდ მოვესწარი ერთ-ერთ მსოფლიო ჩემპიონატს და სახლში წასვლას, რომ ვერ ვასწრებდით, იქვე ვაჟას მეტროსთან კაფე მეტრო იყო გახსნილი და იქ ვუყურებდით თითქმის მთელი ჯგუფი :)))
ReplyDeleteკარგი დრო იყო, მენატრება :)
ძაან მომეწონა და მე როცა დავალებად ეს მქონდა ბევრ რამეზე დავფიქრდი და ავტორს დიდი მადლობა რომ ამ გზამდე მიმიყვანა და კიდე დიდი მადლობა ამ საიტს და ამ საიტის სემქმნელს!
ReplyDeleteნათია ვერ მივხვდი სიმართლე გითხრა, რა გქონდა დავალებად :))
ReplyDeleteისე თუ მოგწონს მადლობის მეტი რა მეთქმის? :))