შენი სუნთქვა ვიგრძენი
უცებ მომენატრე და
გარეთ გაბრაზებული
ქარი ტოტებს ამტვრევდა
დედამიწა ბრუნავდა
ზღვა კი უკან იხევდა
მთვარე ძალით მოხვეულ
ღრუბლებს ტანზე იხევდა
მე კი მენატრებოდა
ჩვენი მთა და ნისლები
შენი გაშლილი თმები
შენი ძველი ჯინსები
მთვარე ტანზე იხევდა
ქარი ტოტებს ამტვრევდა
არაფერი ისეთი
უცებ მომენატრე და...
good.
ReplyDeleteისე თბილია, ნამდვილად გეპატიება :)
ReplyDeleteისევ თაკო :)
mshvenieria : )
ReplyDeleteდედამიქას ნაცვლად დედამიწა უნდა დამეწერა :) ქ და წ ახლოს არის ჩემს კლავიატურაში და...
ReplyDeleteისე თბილია, ნამდვილად გეპატიება :)
ReplyDeleteისევ თაკო :)