ადრე ვთქვი: ყველაფერი არა მაგრამ, ძალიან ბევრი რამ ძველდება ამ ქვეყნად და განახლება ჭირდებათქო. ხოდა, თანამედროვე სიზმრების ახსნა თუ შემოგთავაზეთ, თანამედროვე სადღეგრძელოებმა რა დააშავა?
ვიცი, ღიპიანი ძია _ ჩაცლილი ყანწი ახალი მოხსნილი რომააქვს ტუჩიდან და ჩარჩენილ წვეთებს ღიპზე იფერთხავს, ჩემს ბლოგს არ კითხულობს. ამიტომაც ცოტას გავთამამდები და დავიწყებ:
(იკითხება ყარაჩოღელების სტილში)
- ეს იმ ფრენდს გაუმარჯოს, ლინკს ისე რომ არ დააშეარებს "მიმაქვსო" რომ არ მიგიკომენტაროოოს.
- ეს იმ ფრენდს გაუმარჯოს, "გავცივდი ვკვდებიო" რო გაასტატუსებ და "დაგილაიკეეეეეეებს".
(აქ უკვე ვგრძნობ რომ ბრჭყალების გარეშე უნდა ვწერო, თორემ დავიტანჯე)
- ეს იმ ფრენდს გაუმარჯოს, რომელსაცა რომა, შენს ლაიკზე, ლაიკი უნდა გააკეთოოოოოოს.
- ეს იმ მუჩუალ ფრენდს გაუმარჯოს, რომლის ვოლზეც გულის სწორის კომენტარები შემოგეფეთებაააა
- ეს იმ მტრედს გაუმარჯოოოოოს, ფრენდ რექვესტს რომ გაუგზავნი, ფენდინგში ჰყავხარ და არ გაექსეპტეეეებს.
- ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიცა რომა, შენს ათასს სისულელეს უყურებს მთელი დღე და არ დაგაჰაიდეეეეებს
- ეს იმ კაცს გაუმარჯოს, ფრენდ ლისტში პალიკო კუბლაშვილიც რომ ყავს და გუბაზ სანიკიძეეეეეც.
- ეს იმ გრძნობას გაუმარჯოოოოს, სკაიპში მწვანედ რომ აგაბიბინებს, იქნება და გულის სწორმა შემამჩნიოსოოოოოოოოოოო
- ეს იმ კაცს გაუმარჯოს, მოამბეს განმეორებით ინტერნეტში რო უყურეეეებს
- ეს იმ კაცს გაუმარჯოოოოს, რომელიცა რომა, ამ პოსტზე იტყვის "ნეტაი შენ არ აწვალებდე ლაშარელაოოო"
(აქ უკვე მასა აძლევს ბანს)
გაუმარჯოოოოოოოოოოოოოს
და შენ მუზას კიდევ :)
ReplyDeleteგაუ გაუ გაუ!
ReplyDeleteჰაჰაა :D :D
ReplyDeleteნეტაი შენ არ აწვალებდე ლაშარელაოოო
ReplyDeleteმოვითხოვ გაუქმდეს მკვდარი სულები ფეისბუქში.ასევე ნეკროლოგები და მკვდრებისადმი სიმღერების მიძღვნა.ლაშარელა ყოჩაღ.
ReplyDelete"gamoshterda es xalxi xo ici ?" am ramdenime sitkvitac sheizleboda facebookis shefaseba amdeni sadgegrzeloebi rom ar mogekolebia :)
ReplyDeleteდედა რა იყო ეს:D
ReplyDeleteგულახდილადო და აჰა.
დამაკომპლექსე ახლა:
ReplyDeleteსკაიპში სულ მწვანედ ვანთივარ... :|
კარელ ეხლა თავი დაიწვი :)
ReplyDeleteანუ მინიმუმ ვიცით რომ სკაიპში "გულის სწორი" გყავს :D
სკაიპში "მწვანედ"ანთებაზე გაარტყი ლაშარელა :Dალბათ საკუთარი ან ფრენდის გამოცდილებიდან :D:D
ReplyDeleteვინც სკაიპში წითელ-ყვითლად ანთია მათზე რას იტყოდი, დააფრქვიე სიბრძნეები, მართლა მაინტერესებს
ReplyDelete(კბილს რომ იჩიჩქნის და ღიპზე ხელები რომ უდევს ისეთი სმაილი)
ReplyDelete"gamoshterda es xalxi xo ici ?" am ramdenime sitkvitac sheizleboda facebookis shefaseba amdeni sadgegrzeloebi rom ar mogekolebia :)
ReplyDeleteდედა რა იყო ეს:D
ReplyDeleteგულახდილადო და აჰა.
სკაიპში "მწვანედ"ანთებაზე გაარტყი ლაშარელა :Dალბათ საკუთარი ან ფრენდის გამოცდილებიდან :D:D
ReplyDeleteკარელ ეხლა თავი დაიწვი :)
ReplyDeleteანუ მინიმუმ ვიცით რომ სკაიპში "გულის სწორი" გყავს :D
ვინც სკაიპში წითელ-ყვითლად ანთია მათზე რას იტყოდი, დააფრქვიე სიბრძნეები, მართლა მაინტერესებს
ReplyDelete