გვიანია, მეც მეძინება და ლექსად არა, მაგრამ, პირობას ვდებ, სათქმელს მოკლედ ვიტყვი.
ეხლა დავფიქრდი - ბავშვობაში ჩვენთვის ნათქვამ უბრალო ფრაზებს როგორ შეუძლია ჩვენი შეცვლა. თითქოს ისინი გონების სიღმეში გვებეჭდება და ცნობიერად თუ ქვეცნობიერად მოგვყვება მთელი ცხოვრება.
მახსოვს, სიბნელის ძალიან მეშინოდა _ უფროს წორად სიბნელეში მარტო ყოფნის. სადღაც 4 წლის ვიქნებოდი, მამამ რომ მთხოვა, შეამოწმე, ეზოს უკანა კარი ჩაკეტილი თუ არისო (არადა საკმაოდ გრძელ ეზოს მისტიური საქათმეები და ხეები ამრავალფეროვნებდა). დედაჩემმა არ დააყოვნა - ბავშვს სად უშვებ შეეშინდებაო. რაღა ბავშვი, უკვე დიდია, რა შეაშინებსო - უპასუხა მამამ.
მაშინ პირველად დავძლიე შიში. მას შემდეგ კი, თუ რაიმეს მიმართ შიში მეუფლება, იქვე დაუოკებელი სურვილი მიჩნდება რომ ეს შიში გადავლახო და თან რაც შეიძლება მალე (სხვათაშორის ასე აღმოჩნდა ერთხელ ჩემს ხელში სამმეტრიანი პითონი).
მეორე ისტორიის გმირი ჩემი გურული ბებიაა. მას ქონდა ვენახი, რომელსაც თავად უვლიდა, თავადვე აყენებდა საოცარი არომატის მქონე ღვინოს და თავადვე ხარშავდა ჭაჭის არაყს. ზოგ-ზოგჯერ და ცოტა-ცოტას ყველაფერში ვეხმარებოდი.
ერთხელაც ჭაჭის არაყი უნდა გამოეხადა. მახსოვს, არყის ოთხფეხა ქვაბი ირყეოდა (აბა, სამფეხა რომ ყოფილიყო, რა მოარყევდა _ ყოველ სამ წერტილზე ხომ შეიძლება გაივლოს სიბრტყე და მასთან მხოლოდ ერთი?!). მეც მარტივი გამოსავალი ვნახე, იქვე დაგდებული "კრამიტის" ნატეხი შევუკვეხე ერთ-ერთ ფეხს და, ჩემი ჭკუით, გავამაგრე. - ბებია, თუ რამეს აკეთებ კაპიტალურად (ანუ ხარისხიანად) უნდა გააკეთოო - მისაყვედურა და რკინის სადგამი მომატანინა სახარშის გასამაგრებლად.
თითქოს არაფერი, მაგრამ მას შემდეგ რასაც არ უნდა ვაკეთებდე და როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, როდესაც რაიმეს მიფუჩეჩებას დავაპირებ, ბებიის სიტყვები მახსენდება, ძალას ვიკრებ და ვცდილობ, ბოლომდე ხარისხიანად დავასრულო დაწყებული საქმე.
უცნაურია. უბრალო ფრაზები, რომლებიც მთელი ცხოვრება მოგვყვებიან , შეუმჩნევლად, უჩუმრად და ძალიან გვცვლიან
მე იცი რა მახსოვს ასე მძაფრად ? ერთხელ, საბავშვო ბაღში მითხრეს, კაბას ძირს თუ დააგდებ ჭიები დაესევაო, მე კიდევ ჭიების მეშინია და მას მერე, ძილის წინ, რაც არ უნდა მინდოდეს, ან მოვისროლო კიდეც ძირს, სულ ეს მახსენდება და სასწრაფოდ ვიღებ :)))
ReplyDeleteთქვენს მიერ მოყვანილი ორივე შემთხვევა ფრიად საინტერესოა მეგობრებო :)
ReplyDeleteme kidev bebiachemi ar vici rogor gavabraze da adga da gaqceuls dana mesrola. mere ertxelac titshi chemi rzlis dasacvistvis maxati gamiyara. vigac qobuletelma toxi mesrola da mivxvdi rom samyaro gijeebitaa savse
ReplyDeleteმე იცი რა მახსოვს ასე მძაფრად ? ერთხელ, საბავშვო ბაღში მითხრეს, კაბას ძირს თუ დააგდებ ჭიები დაესევაო, მე კიდევ ჭიების მეშინია და მას მერე, ძილის წინ, რაც არ უნდა მინდოდეს, ან მოვისროლო კიდეც ძირს, სულ ეს მახსენდება და სასწრაფოდ ვიღებ :)))
ReplyDeleteთქვენს მიერ მოყვანილი ორივე შემთხვევა ფრიად საინტერესოა მეგობრებო :)
ReplyDeleteme kidev bebiachemi ar vici rogor gavabraze da adga da gaqceuls dana mesrola. mere ertxelac titshi chemi rzlis dasacvistvis maxati gamiyara. vigac qobuletelma toxi mesrola da mivxvdi rom samyaro gijeebitaa savse
ReplyDelete