იტალიელები ამბობენ: მთავარია იმიჯი და შემდეგ შეგიძლია ჩაიფსა, დილით კი თქვა რომ უბრალოდ გაოფლიანდი - მაინც ყველა დაგიჯერებსო.
შემდეგ ვიღაც ადგება და ფურცელზე შავ კვადრატს დახატავს ან დასვამს წერტილს, რომელსაც მილიონებად შეაფასებენ და ხელოვნების ნიმუშად აღიარებენ.
სწორედაც რომ მილიონებად შეაფასებენ - გვიპასუხებდა ნებისმიერი მარკეტოლოგი და იქვე გააგრძელდებდა - სხვამხრივ ინტელის პროცესორი არ ეღირებოდა სამჯერ ძვირი, ვიდრე იმავე სიმძლავრის AMD-ს ფირმის პროცესორიო. ამას ბრენდის ღირებულება ეწოდებაო. კარგი ბატონო - საფასურთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ შეფასებებთან დაკავშირებით მაწუხებს შეკითხვები - მხოლოდ იმის გამო რომ წერტილი, რომელიმე "ბრენდ" მხატვარმა დასვა, ამის გამო ნახატი შედევრია?
...დიახ ბატონებო, თეთრი ზოლები თეთრ ფონზე.
შემდეგ კი იწყება მსჯელობა - რატომ რვა ნახევარი? რატომ ნომერი ხუთი? რატომ იისფერ თოვლის? რატომ თამაშობდა ჰამლეტს ქალი? და ის რასაც "იმიჯმოხვეჭილი" ხელოვანის შესრულებით "გენიალური გადაწყვეტილება" უწოდეს, უცნობი ავტორის შესრულებით თავისუფლად მონათლავდნენ სისულელედ.
რათქმაუნდა იმიჯი ქუჩაში დაგდებული ოცთეთრიანი არ არის, რომ შემთხვევით იპოვო. ის ვინც მსგავსი იმიჯი მოიხვეჭა, განსაკუთრებულია (თუნდაც იმის გამო, რომ ასეთი იმიჯის დამკვიდრება შეძლო) და ძალიან ნიჭიერი. მას შეუძლია თავს უფლება მისცეს და წავიდეს მსგავს ავანტურაზე.
რისი თქმა მინდოდა? ნამდვილად არ ვიცი. პოსტსაც რამენაირად დასასრული რომ მოვუფიქრო ვიტყვი - ვიცი რომ მსგავს იმიჯს ვერასოდეს შევიქმნი, ამიტომაც ვცდილობ უბრალოდ არ ჩავიფსა.
ყველას აქვს რაღაც იმიჯი, შენც...
ReplyDeleteზოგჯერ იმიჯი რეალობისგან ძალიან, რადიკალურად განსხვავდება...
და რა საჩიროა შექმნილი იმიჯები?? უბრალოდ იყავი ის რაც ხარ და ვსოოო.... იყავი უბრალოდ ადამიანისთვის ადამიანი, წერტილების დასმა კი გენიოსობაა სულაც არაა
ReplyDeleteრა დაწრა ქეთიმ ამისთანა? :-)))))))
ReplyDeleteხელოვნურად შექმნილი შეხედულება რომელიც მასის ცნობიერებაზე მოხდენილი ზეგავლენით არსებობს. ეს პოსტიც მასისთვისაა. პრინციპში კომენტარიც.
ReplyDeleteeh, dges xalxi imijze ufro fiqrobs vidre namdvil saxeze da dadis zogi nigabafarebuli da imijiani
ReplyDeleteჰო მაგრამ ბრენდი ჰაერიდან არ იბადება, ბრენდს ქმნიან გენიოსები. ბრენდს ბრენდად ქმნის ისტორია. და უხარისხო ბრენდიც არ არსებობს.
ReplyDeleteმალევიჩის შემთხვევა სხვაა. ის ბრენდი არ იყო. ბრენდად სწორედ მაგ კვადრატმა აქცია.
და რგორც მარკეტოლოგი ვფიქრობ რომ დაიმსახურა - იმიტომ რომ პირველი მიხვდა ამის გაკეთებას. ;)
ყველას აქვს რაღაც იმიჯი, შენც...
ReplyDeleteზოგჯერ იმიჯი რეალობისგან ძალიან, რადიკალურად განსხვავდება...
შეიქმნი. :)
ReplyDeleteდა თუ ფიქრობ რომ ვერასდროს შეიქმნი ე.ი. ვერასდროს შეიქმნი.
თუ ფიქრობ რომ რამე შეგიძლია ან არ შეგიძლია ორივე შემთხვევაში მართლი ხარ. :)
მე დავდგამ "ოტელოს", სადაც თეთრკანიანი მხოლოდ ოტელო იქნება და გავხდები გენიოსი..
ReplyDeleteმაგრამ მე რომ რეჟისორი არ ვარ?!
ხელოვნურად შექმნილი შეხედულება რომელიც მასის ცნობიერებაზე მოხდენილი ზეგავლენით არსებობს. ეს პოსტიც მასისთვისაა. პრინციპში კომენტარიც.
ReplyDeleteჰო მაგრამ ბრენდი ჰაერიდან არ იბადება, ბრენდს ქმნიან გენიოსები. ბრენდს ბრენდად ქმნის ისტორია. და უხარისხო ბრენდიც არ არსებობს.
ReplyDeleteმალევიჩის შემთხვევა სხვაა. ის ბრენდი არ იყო. ბრენდად სწორედ მაგ კვადრატმა აქცია.
და რგორც მარკეტოლოგი ვფიქრობ რომ დაიმსახურა - იმიტომ რომ პირველი მიხვდა ამის გაკეთებას. ;)