Monday, October 11, 2010

ცხოვრების ნაწილაკები

შეგრძნება - დეჟა ვიუ.
საათი - 2:20
სივრცე - ინტერნეტი
განწყობა - ფილოსოფიურად მშვიდი და მყუდრო

ყველაფერი ძვირფასი წვრილმანებისგან შედგება. დაწოლილს ფეხის ფეხზე გასმა უყვარდა - წვრილმანია, მახსოვს. როდესაც იღიმება ლოყა ხალთან ეკეცება - წვრილმანია. მაგიდასთან ყოველთვის სამხრეთის მხრიდან, მარცხენა მხარეს უყვარს დაჯდომა _ სხვაგან გემრიელად ვერ ვჭამო ამბობს - წვრილმანია. ამასწინათ თაროზე დადებულ ბავშვობის სათამაშოს დავაკვირდი. გადაქექილი ისეთი მეტყველი თვალებით მიყურებდა... ამდენი წელია თაროზე დევს და მე მხოლოდ ეხლა მივაქციე ყურადღება - როგორი წვრილმანია. კარებს რომ გადაკეტავს, ყოველთვის ორჯერ ჩამოწევს სახელურს _ ერთნაირი ინტერვალით - წვრილმანია თან რა უბრალო. მაგიდას რომელსაც მთელი ბავშობა ვეჯექი და ვმეცადინეობდი, შუა გულში ამომწვარი ქონდა - ესეც...

ვფიქრობ ყველაფერი ძვირფასი წვრილმანებისგან შედგება. ყველაზე ძვირფასი მოგონებებიც, კადრებად რომ ჩაგვირბენენ და სახელზე ღიმილს დაგვიტავებენ, ხომ წამებია და არა წუთები ან საათები? უბრალო ჩვევები. უბრალო ნივთები. უბრალო ნაკაწრები. ჩვეულებრივი შრამები. უნებლიე ღიმილი. განუმეორებელი სურნელი. უბრალო წვრილმანები - ცხოვრების უბრალო ნაწილაკები.

4 comments:

  1. წვრილმანები და ნაწილაკებია, მაგრამ უბრალო არა...

    ReplyDelete
  2. ketketa
    ან შეგიყვარდება და მერე ხდება მისი წვრილმანი ნაწილაკები ძვირფასი :)

    ReplyDelete
  3. სწორედ, რომ ასეთ წვრილმანებს ვერ ვეშვები :)

    ReplyDelete
  4. :) ასეთი ნაწილაკები მარტო ჩვენია, ამიტომ გვეწვრილმანება ალბათ.
    ყველაზე მშვენიერი ნაწილაკები:)
    როცა ამათგან რომელიმე ისევე ახლობელი გახდება სხვა ვინმესთვის, ის ვინმე ძაილან შეგიყვარდება:)
    რავიცი, მე მემართება ასე:)

    ReplyDelete