Friday, October 29, 2010

აღარ

აღარ მეძინება
აღარც მეცინება
ღამეც შენზე ფიქრში
აღარ მეწილება
რომ არ გაკოცო
გეწყინება

აღარც ალკოჰოლი
აღარც აკორდები
სიგარეტის ბოლი
მაგონდები
აღარც სიტყვები
არასდროს თქმული.
ლექსები აღარც
ბოლოს ჩურჩულით მითხარი
რაღაც

უფრო და უფრო
აღარ და აღარ
დილისთვის სისხამ...
მე მშვიდად მძინავს
შენ ფეხზე დგახარ
და ყავს მისხამ

4 comments:

  1. -"აღარ მეძინება
    აღარც მეცინება
    ღამეც შენზე ფიქრში
    აღარ მეწილება
    რომ არ გაკოცო
    გეწყინება"...

    - არ და არ მეწყინება ;):))))
    P.S მაოცე ;):)))

    ReplyDelete
  2. ganwyoba chreli...

    bevri vneba, mogonebebis da emociebis mixsi, highlight- sexi

    ferta gama cota gaxumebulad gamoiyeneba , tumca still mravali feria..

    ReplyDelete
  3. ეს გამომრჩენია :|

    ReplyDelete
  4. ეს გამომრჩენია :|

    ReplyDelete