- თავი, ნუნუ ექიმო!
- ლუმინალი!
- კბილი, ნუნუ ექიმო!
- ლუმინალი!
- კუჭი, ნუნუ ექიმო!
- ლუმინალი!
- გული, ნუნუ ექიმო!
- ლუმინალი!
- ყელი, ნუნუ ექიმო!- ვუთხარი მე და ყელი გავუწოდე.
- ბაწარი! - მითხრა ნუნუ ექიმმა და მაინც ლუმინალი მომცა.
ერთი შეხედვით ორი ვარიანტი იკვეთება:
ან ნუნუ ექიმი ფეისბუქზე სახელდახელოდ შექმნილ ლუმინალის გვერდზე იყო ფანკლუბში გაწევრიანებული, ან მას სხვა ალტერნატივა არ ქონდა. ვინაიდან იმ დროისთვის ფეისბუქი არ არსებობდა, ლოგიკისა და დედუქციის მეთოდის მოშველიებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნუნუ ექიმს სხვა არჩევანი არ ქონდა.
ნუნუ ექიმთან ყველაფერი გავარკვიეთ, მაგრამ დღევანდელობაში ამოჩემებული რამდენიმე მოვლენა ვერაფრით ვერ ამიხსნია.
- ჰიმნი უნდა ვიმღეროთ
- სოფო ნიჟარაძე
- აფხაზეთის დაბრუნება უნდა შევსთხოვოთ უფალს
- სოფო ნიჟარაძე
- ევროვიზიაზე უნდა გავიდეთ
- სოფო ნიჟარაძე
- ბათუმს უნდა ვუმღეროთ ქათქათას
- სოფო ნიჟარაძე
- მცხეთობას, ბათუმს უნდა ვუმღეროთ ქათქათას
- სოფო ნიჟარაძე
- ერბოკვერცხი უნდა შევიწვა
- ტეფალის ტაფა - მითხრა ნუნუ ექიმმა და მაინც სოფო ნიჟარაძე მომცა
ეხლა, ინტრიგანი რომ ვიყო, ვიტყოდი: "არვიცი ლიმონას ლუმინალზე როგორ, მაგრამ მე სოფო ნიჟარაძე მძაფრ ალერგიას მაძლევს-მეთქი", მაგრამ მე ხომ ასეთი არ ვარ.
მაძლევს და მაძლევს, რა სოფო ნიჟარაძის ბრალი ეგ კი არის, ნუნუ ექიმი მყავს მოსაკლავი.
ისე ნათქვამია, შეუჩვეველს ნუ შეაჩვევ და შეჩვეულს ნუ გადააჩვევო. ბრძენი ქალია მაინც ეს ნუნუ ექიმი, თორე ხედავს, რო ვერ მშველის და დღითიდღე უკუჩვენებებს ვავლენ, მაგრამ დანიშნულებას მაინც არ მიცვლის:
ამოჩემებული კომპოზიტორი: ნიკა მემანიშვილი - დღეში სამჯერ, ჭამის წინ
ამოჩემებული რეჟისორი: დავით დოიაშვილი - დღეში ერთხელ, ჭამის შემდეგ
ამოჩემებული პოეტი: დეივიდ დეფი გოგიბედაშვილი - უზმოზე
ამოჩემებული გაურკვევლობა: ზუმბა - თვეში ორჯერ, სულერთია
და ა.შ.
როდესაც ბოლო ვიზიტზე ვიყავი ნუნუ ექიმთან, შევსჩივლე - არ მომწონს, ნუნუ ექიმო, ეს წამლები _ ამდენი წელია ვმკურნალობთ და ისიც კი არ ვიცით ბოლომდე, რა მჭირს-მეთქი. აკი გეუბნებით ბრძენია ნუნუ ექიმი:
- რა კარგი იქნება, ცხოვრება ტელევიზორივით რომ იყოს, არ მოგწონს და გადართე
- ცხოვრება ტელევიზორივით არის, არ მოგწონს? გამორთეო
მითხრა ტარიელ ჭანტურიას სიტყვები ნუნუ ექიმმა და მაინც სოფო ნიჟარაძე გამომიწოდა.
მიმაქვს ლაშა :)
ReplyDeleteკარგი ხარ ლაშრელა :)
ReplyDeleteგადასარევია :)
ReplyDeleteპ.ს. ბოლო დროს იურიდიული ტერმინოლოგიის მატება შეინიშნება თუ მეჩვენება?...
რომელია იურიდიული? ლუმინალი თუ ნუნუ ექიმი? :)))
ReplyDeleteარ იცი, არა?:)
ReplyDeleteპრინციპში, არც არფერი, ისე წამომცდა ;)
ReplyDeleteდა ლოგიკის და დედუქციის მეთოდი სცადე? რამე კაზუსი ან ექსპროპრიაცია არ იყოს... :P
ლუმინალი ჟღერს :)))
ReplyDeleteჰა ჰა, მაგარია :)
ReplyDeletelasharela rom momwos eg ukve bevrjel vtqvi (anonimurad mara mainc vtqvi ) rac sheexeba aghishnuli temas... nunu eqimi gasagebia, misi sheucvlelei reweftic 'luminali' igive sheni "sofo nizharadze" mara axla nunu eqimi "luminals " anu "sofo nizharadzes" rom kidev sxva medikamentsac urtasv uebar "MAGENOLS" anu " patrulis hins " eg rogor gamogrcha lasha.... P.S marad tqven blogis mkitxveli MAOCE :P ;)
ReplyDeleteamis mere aicilebad mivawer chem "gulaxdil"komentarebs mokle avtografs :)) tumcagha chemi komenterebi dzalian shorsaa shizofreniastaan :)))
ReplyDeleteP.S maoce ;)
me egre var yavaze
ReplyDeletemshia-yava
mcyuria-yava
mciva-yava (cxeli)
mcxela-yava (civi)
medzineba-yava
tavi mtkiva-yava
sisxlis nacvladac mgoni-yava
პრინციპში, არც არფერი, ისე წამომცდა ;)
ReplyDeleteდა ლოგიკის და დედუქციის მეთოდი სცადე? რამე კაზუსი ან ექსპროპრიაცია არ იყოს... :P
lasharela rom momwos eg ukve bevrjel vtqvi (anonimurad mara mainc vtqvi ) rac sheexeba aghishnuli temas... nunu eqimi gasagebia, misi sheucvlelei reweftic 'luminali' igive sheni "sofo nizharadze" mara axla nunu eqimi "luminals " anu "sofo nizharadzes" rom kidev sxva medikamentsac urtasv uebar "MAGENOLS" anu " patrulis hins " eg rogor gamogrcha lasha.... P.S marad tqven blogis mkitxveli MAOCE :P ;)
ReplyDelete