Saturday, October 30, 2010

სახლი მთაში

მომენატრა შენი მუცელი,
სახლი მთაში,
ბუხარი,
თეთრი ფურცელი

მომენატრა შენი თითები,
როდესაც გძინავს,
როდესაც გწყინს,
როდესაც იღიმი და
ინთები

მომენატრა შენი ნაწერი
თმებში ჩახვეული გვირილა
ყელზე მოხვეული მძივი
ეკალზე გახეული
კაბის ნაჭერი

მომენატრა შენი მუცელი,
სახლი მთაში,
ბუხარი და
თეთრი ფურცელი

5 comments:

  1. ლიხის ქედი, იალბუზი, შხარა, უშბა, ხანცთა
    მომენატრა ჩემი ქვეყნით სიამაყის განცდა

    ისე ის ლექსი ძალიან მაგარი იქნებოდა თუ გამიბანძდას ამოვიღებდით და მომენატრას ჩავსვამდით :)))

    ReplyDelete
  2. რიმეიქიც ეფექტურია. ოღონდ ხანძთა-თი ჩაასწორეთ.

    ReplyDelete
  3. კიდევ იქნებოდა კარგი დამავიწყდა :)
    უფრო სწორედ მიმავიწყდა ჯობს
    ერითმება :)

    ReplyDelete
  4. სახლი მთაში - შემიყვარდა ძალიან :)

    ReplyDelete
  5. სახლი მთაში - შემიყვარდა ძალიან :)

    ReplyDelete