Sunday, October 10, 2010

გვიკურთხე მამაო. შემიწყალე მე ცოდვილი

უკვე იმდენი სტატია დაიწერა საპატრიარქოზე, გარყვნილ მღვდლებზე, ნომრებზე სერიით EKL, ნაკურთხ მანქანებზე და ა.შ. რომ ერთ სქელყდიან კრებულს გამოსცემდა კაცი.

ლინკებსაც მრავლად უნაწილებდნენ თვალებანთებული, გახარებული და აჟიტირებული მომხარებლები ინტერნეტში ერთმანეთს.

ნებისმიერმა იცის, რომ თუ შემოგელევა აქტუალური თემა, შეგიძლია საპატრიარქოზე, გარყვნილ მღვდლებზე, ნომრებზე სერიით EKL და ნაკურთხ მანქანებზე დაწერო. მერე რა რომ რიგით მილიონსამასიათასხუთასოთხმოცდამეხუთე ნაწერი იქნება? მკითხველი მას მაინც არ მოაკლდება. ბევრიც "დაალაიკებს" და "დააშეარებს" შენს ნაწერს თვალებანთებული, გახარებული და აჟიტირებული. ეს კი უმთავრესია, ასე ვფიქრობ _ სხვამხრივ მიზეზს ვერ ვხედავ რიგით მილიონსამასიათასხუთასოთხმოცდამეხუთე ნაწერის არსებობისა.

ამ სტატიებში ბევრიც სიმართლეა, ბევრიც _ თითიდან გამოწოვილი თემა, მაგრამ ჩემთვის სამწუხარო სხვა რამეა _ შევნიშნე, რომ მსგავსი სტატიების არც ავტორები და არც აღფრთოვანებული მკითხველი ოდნავ მწუხარებასაც არ გრძნობს. პირიქით, უხარიათ, თვალები უნათებთ და რაც შეიძლება ცინიკურები ხდებიან _ "ესეც თქვენი წმინდა ეკლესია. ესეც თქვენი სიწმინდეები. თავი გაგვანებეთ, მოგვეშვით თქვენი შეგონებებით, მორალის კითხვით, რჩევა-დარიგებებით, აღსარებებით და ზიარებებით. საკუთარ თავს მოუარეთ. მე უამრავ გოგოსთან მაქვს სექსი, წმინდაობას მაინც არ ვიბრალებ; მე ვისთანაც მინდა, ვწვები და რამდენიც მინდა, იმდენი კაციც მყავს, მაგრამ მონაზვნობას მაინც არ ვიბრალებ; მე ნარკოტიკებს ვიკეთებ და ვიცი მაინც ჩემი გასაჭირი, მაგრამ უბიწოდ თავი არასოდეს მომიტანია".

ადრე დავწერე და ეხალც გავიმეორებ (ასე ვთქვათ, ერთგვარ ფარს მოვიმზადებ თავდაცვისთვის, რადგან მეც ხომ ერთი რიგითი და ხორციელი ადამიანი ვარ, რომელსაც ასე ძალიან ეშინია არ გააკრიტიკონ, დასცინონ, ან წამოაძახონ _ შენ, თავს მიხედე, სანამ ჩვენ გადმოგვწვდები ცოდვილებსო), მეც ტეკილა ბუმითა და სექსით გაჟღენთილი ოცდამეერთე საუკუნის ახალგაზრდა ვარ. მეც თქვენთან ვარ. თქვენიანი ვარ. მაგრამ მინდა, რომ წამით შევჩერდეთ, წამით დავფიქრდეთ.

***
მახსოვს, მამაჩემს და რამდენიმე ადამიანს სამეზობლოში იდეა გაუჩნდათ _ მოდი ძველი ტრესტის ნანგრევებზე ეკლესია ავაშენოთო. მამაჩემი ინჟინერი იყო, ხის ეკლესიის პროექტი შეადგინა, საპატრიარქოში გააგზავნა შესათანხმებლად. იქ აუხსნეს ეკლესიის მშენებლობის უარმავი სპეციფიკა. საპატრიარქო დაეხმარა ჩემებს არქიტექტორის მოძებნაში. არქიტექტორიც ძალიან კეთილშობილი აღმოჩდა. სრულიად უფასოდ დათანხმდა ეკლესიის მშენებლობაზე მუშაობას.

უფასოდ ვმუშაობდით ჩვენც _ უბნის ბიჭები. უამრავმა პლანითა და ლარნახევრიანი არყით გაჟღენთილმა ბიჭმა ხელები დაიკაპიწა და მშენებლობას შეუერთდა. ისიც მახსოვს, სამეზობლოში ფული ავკრიფეთ ისევე ნებაყოფლობით, როგორც დღეს (კიდევ კარგი, ნინია კაკაბაძეს ადგილობრივ პრესაზე ხელი არ მიუწვდებოდა, თორემ, დარწმუნებულივარ, რეკეტად მონათლავდა ამ ქმედებას) ხდება სხვადასხვა ტაძრების მშენებლობისას.

ტაძარი აშენდა. პატარა, ძალიან ლამაზი. უამრავი ბიჭი, რომელიც მშენებლობის განმავლობაში ახლოც არ მიკარებია სასმელს და სხვა უბედურებას, ეკლესიის წიაღშივე დარჩა, მოიყვანეს ცოლები და ჯვარი დაიწერეს ამავე ტაძარში. გაუჩნდათ შვილები და იქვე მოინათლეს. დღეს, როდესაც შაბათის ღამენათევი კვირა დღეს თორმეტისთვის ვფხიზლდები, აივანზე ყავას ვსვამ და ამინდის მიუხედავად ეკლესიის კარებთან შეგროვებულ უამრავ ადამიანს ვხედავ, რომელიც ტაძარში ვერ ეტევა, მინდა რომ გვერდით მეორე ეკლესია მივუდგა და შემდეგ კიდევ ერთი და კიდევ ერთი, სანამ ყველა მსურველს არ ექნება შესაძლებლობა, ღვთის სახლში შეივსოს სული და იპოვოს ის სიმშვიდე, რომელსაც იქ ეძებს (განა მხლოლოდ ჩვენს მობილურებს ჭირდება დატენვა _ სულიც იცლება, ჩემო ნინია).

რა არის ამაში ცუდი?

ბათუმიდან მომავალი ისე ფხიზლობდა, რომ ჯვრები დაუთვლია. რა საჭიროა ამდენი ჯვარი (ჯვარი, თორე არ იყოს როკ სიმბოლიკა, რომლითაც სამოცდაათიანებში მთელი ევროპა იყო აჭრელებული), ნეტავ ვინ დგამსო ამ ჯვრებს _ იკითხა ნინიამ. ორმოცდაორივე არ ვიცი ნინია, მაგრამ ერთი _ კიროვის ქუჩას რომ გაცდები, არ მისული ახალსოფლამდე, რკინის ჯვარი რომ დგას _ დანამდვილებით ვიცი, ვინც დადგა.
ჩემს თანაქალაქელ სოსოს "ოციანი "ტრუბები" აღმოაჩნდა, "სვარშიკმა" ანზორმა, ისე შეადუღა, ნებისმიერ ქირურგს შეშურდებოდა. ბიჭებმა ქუთაისიდან მანათობელი ნეონის მილები ჩამოიტანეს (არ ჯდება თურმე ძვირი) და ერთი "ვედრო" ცემენტი ჯვრის მიწაში ჩასამაგრებლად იქვე გამოურთმევიათ ზაურისთვის (სახლს არემონტებდა მაშინ თავისი ბიჭის ქორწილისთვის).

ეხლა მეც "ბლოგერული" ჩამერთო და მომიტევეთ. სინამდვილეში სულ სხვა რამის თქმა მინდოდა. ჩვენ გვყავს პატრიარქი, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა ქართული ეკლესიისთვის და საქართველოსთვის. ის დღესაც უამრავს აკეთებს და ცდილობს. თუმცა სამწუხაროა, რომ მის ნებისმიერ ინიციატივაში მხოლოდ ცუდს ვხედავთ. მიწები გადასცა ხალხს _ ვერ უვლიდა იმდენი ქონდა და იმიტომო (ან მიწას რა მოვლა უნდა?), სამონასტრო კომპლექსი შენდება ნარკომანების რეაბილიტაციისთვის _ სამედიცინო ცენტრებს ვერ აღადგენენო (ნინია, ნარკომანი უპირველესად სულიერად არის ავად და ამას გადასხმებით ნამდვილად ვერ განკურნავ), ბევრი ახალგაზრდა დარჩა უნივერსიტეტის გარეშე და მოდით ხელსაქმე და სხვადასხვა ხელობა ვასწავლოთ, რომ სამშობლოს და თავის თავს გამოადგესო _ აქაც რაღაც სისულელეს აბრალებდნენ, მახსოვს.

და გინდათ თუ არ გინდათ გახსოვდეთ, რომ "საპატრიარქო" არ არის ცათა სასუფეველი, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. რომელიმე თქვენგანს გქონიათ გამოცდილება, გემართათ თუნდაც 2-კაციანი ჯგუფი? 100-კაციანი? 1000-კაციანი? 10 000-კაციანი? საპატრიარქო უზარმაზარი სტრუქტურაა და, ამასთან, არ არის კომერციული დაწესებულება, რომ ადამიანი, რომელსაც ღვთის მსახურებაში სურს ყოფნა, შევამციროთ და საკადრო რეორგანიზაცია მოვახდინოთ. როგორ შეგვიძლია, უკმაყოფილო ვიყოთ პატრიარქის, რომელიც მძიმე ავადმყოფობის და ასაკის მიუხედავად ძალ-ღონეს არ იშურებს ჩვენი ქვეყნისათვის და ქართული ეკლესიითვის?

რატომ გაღიზიანებთ ის, რომ ვიღაც ისტერიულად აკურთხევს სახლს, კომპიუტერს და მანქანას? ნაკურთხ მანქანას რა გაწევა ემატებაო? მაშინ მიპასუხეთ _ ნაკურთხ (მონათლულ) ადამიანს ინტელექტუალური შესაძლებლობები ემატება თუ უფრო მალე დაფარავს კროსით ასმეტრიან დისტანციას? რატომ იწერთ ჯვარს? რატომ ნათლავთ პატარებს ეკლესიებში? რატომ გიხარიათ, დაცემული და ცოდვილი მღვდლების ხილვა პრადოს ჭიპებზე და EKL ნომრებით? თქვენ გგონიათ, ეს რაიმე ახალია? ბიბლიის ბოლო წიგნი _ "აპოკალიფსი" _ პირდაპირ ამბობს, რომ მეორედ მოსვლის მოახლოების პარალელურად სამღვდელობა დაეცემა და ცოდვებში ჩაეფლობაო. მე არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ადამიანი (არ ვამბობ უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ვიცი ეს ბევრს აღიზიანებს), რომელიც ერთ-ერთ საზეიმო ქადაგებაზე მთელი ერის გასაგონად ამბობს _ "მე უფრო მეტი ცოდვა მაწევს, ვიდრე ყველა ქართველის ცოდვა ერთად შეკრებილიო".

არა არის ეს ყველაფერი ახალი. ყველაფერი ძალიან ძველია. უბრალოდ, ადრე ამას წმინდა წიგნებში წერდნენ, ეხლა ბლოგებზე იწერება.

პოსტის დასასრულს განვაგრძობდი პათოსით გამსჭვალულ განწყობას, ვიტყოდი, რომ "სანამ სხვის თვალში ხიწვს დაინახავთ, საკუთარში დირე იპოვე-თქო". იმასაც ვიტყოდი, რომ "არ განიკითხოთ და არ განიკითხები-თქო", მაგრამ აქ უკვე გამახსენდა, რომ ჯერ საკუთარში დირე უნდა მეპოვნა და თავად არ უნდა განმეკითხა არავინ (მათშორის გარკვეულწილად ნინიაც, რომლის სტატიებიც ყოველთვის მომწონს). ასეც რომ არ იყოს, მიპასუხებდნენ _ რა გვაქვს დასამალი, ჩვენ ისედაც ყველაფერს ვწერთ ღიად, საჯაროდ, პირდაპირ ინტერნეტში, მთელი მსოფლიოს დასანახად და სულ კომენტარებად განგვიკითხავენ, ასე რომ, რა გვენაღვლებაო _ და მართალიც იქნებოდა.

ამიტომაც გადავწყვიტე, ეს ჩემი ცოდვილი სულის ამოძახილი "არქიმანდრიტი ამბროსი (იურასოვი) კითხვა - პასუხი რწმენისა და გადარჩენის ცხოვნების შესახებ" წიგნიდან, ამოწერილი ერთ-ერთი კითხვითა და პასუხით დავასრულო:

რა ვქნათ, თუ მღვდელი არ ეწევა წმინდა ცსოვრებას? როგორ დამოკიდებულებაში ვიყოთ მასთან?

ჩვენ ყველა ვცნობთ მედიცინას, მაგრამ ექიმები არიან სხვადასხვანაირი. ასევეა მღვდლებიც. ქრისტე ჩვენ გვაფრთხილებდა, ის ამბობდა, რომ მწყემსნი იქნებიან სამი სახის: კეთილი მწყემსი, რომელიც თავისი სამწყსოსთვის თავს დადებს; დაქირავებულნი - რომლებიც ეკლესიაში მოვიდნენ უბრალოდ სამუშაოდ და მესამენი - მგლები ცხვრის ტყავში(იოანე.10). ჩვენშიც მუდამ ასე ყოფილა... ახლა ქვეყნად ბევრი ტაძარი შენდება, ხოლო სასულიერო სკოლებს, სემინარიებს არ შეუძლიათ ყველას უზრუნველყოფა, ამიტომაც ხდება ხოლმე მორწმუნე ადამიანის ხელდასხმა, მაგრამ არ აქვს სულიერი და ცხოვრებისეული გამოცდილება. ასე რომ, შეიძლება ის დაეშვას.

რევოლუციამდე იყო ასეთი შემთხვევა. ფინანსური დანაშაულისთვის, ასამართლებდნენ მღვდელს, ხოლო იცავდა მას ცნობილი ადვოკატი პლევაკო. მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:
- ბატონებო! თქვენ იცნობთ ამ მღვდელს?
- დიახ, ვიცნობთ.
- თქვენ მასთან აღსარებაზე დადიოდით?
- დავდიოდით.
- ის თქვენ გპატიობდათ ცოდვებს?
- გვპატიობდა.
- თქვენ ალბათ არაერთხელ მისულხართ მასთან?
- დიახ, მრავალჯერ.
- ინანიებდით, და ის გპატიობდათ. ნუთუ მღვდელი ერთხელ შეცდა და თქვენ, ასეთი მკაცრნი, არ აპატიებთ ცოდვას? უფალმა თქვა: „რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ(მათე, 7,2). და მან მიაღწია მღვდლის გამართლებას. ასე რომ, არავინ უნდა განსაჯო.

29 comments:

  1. ხალხიტ სავსე ტაძრების ნახვაზე ერთი კითხვა მაწუხებს ხოლმე, ნეტა რამდენია მათგან ჭეშმარიტად მორწმუნე და მლოცველი...

    ReplyDelete
  2. რადგან ჩემთვის ამ თემაზე კამათი უკვე მე23912398დ მთავრდება ყელის ძარღვების დაბერვით და სინანულით, რომ ტყუილად ავიშალე ნერვები და ვთქვი ბევრი ცუდი, ანუ განვიკითხე სხვა, ამჯერად მოვთოკავ თითებს და საერთოდ არ დავწერ არაფერს, გარდა იმისა, რომ შენ ხანდახან ძალიან გულუბრყვილო ხარ ლაშა.

    ერთში კი გეთანხმები, ამ ყველაფერში ჩემთვისაც ყველაზე სამწუხარო ის არის, რაზეც შენ მე-4 აბზაცში წერ.

    ReplyDelete
  3. ამიტომ სულიერი სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ ეკატერინე :)

    ReplyDelete
  4. Zalianac vwuxvar, roca valaikeb Tu vwer, marTla vwuxvar, me im adamianebis ar mesmis, vinc an Tvalebs iTxris da ver xedavs ra xdeba, an cdilobs ar SeimCnios, an piriqiT, simarTlis mTqmelze anTxevs boRmas!
    egaa Tore vis unda uxarodes amaze wera?
    Tu ginda rame gamoswordes, yovelTvis jobs simarTle eZebo

    ReplyDelete
  5. არა, ნამდვილად არ ვთვლი რომ ეკლესიების სიმრავლე ცუდია, ნამდვილად არ ვთვლი რომ ჯვრები ვინმეს თუ აღიზიანებს ეს კარგია, მიყვარს პატრიარქი, ვხედავ რამდენ კარგ რამეს აკეთებს, ისიც ვიცი, რომელიმე მღვდელი თუ რაიმეს არასწორად იტყვის არც პატრიარქის ბრალია და არც უფლის, მაგრამ ლაშა (ალბათ ასე გქვია), იცი რა არის გამაღიზიანებელი, ეკლესიის ცოდვაში ჩაფლული წარმომადგნები კი არ მაღიზიანებს.. ადამაინები, რომლებიც აზროვნებას გადაეჩვივნენ, ბრმად აკეთებენ ყველაფერს რასაც ეკლესიის აი ასეთი (როგორიც ვახსენე) წარმომადგენლები ეტყვიან.. შე კაი ადამიანო, გაახილე თვალი, იაზროვნე, იფიქრე, სწორს მეუბნება (და არა - რახან მეუბნება ალბათ სწორია და უნდა შევასრულო)? დასვი შეკითხვები, გაარკვიე ყველაფერი, გაინტერესებდეს ყველაფერი (და არა - შეკითხვები ჩემში უნდა მოვკლა, ცნობისმოყვარეობა თუ ცნობისწადილი დანაშაულია, როგორ შეიძლება ეკლესიის წარმომადგენელში ეჭვი შევიტანო!) და აშ..
    და მოძებნონ ისეთი მღვდლები (ეჭვი არ მეპარება მრავლად არიან) ვინც ამართლებს ტავის სტატუსს და წოდებას..
    ღმერთმა ადამიანს თავი იმიტომ დაადგა მხრებზე, რომ იაზროვნოს, თვითონ! და არა სხვამ იაზროვნოს მის მაგივრად!
    თუ ადამიანს სიკეთის კეთება არ უდევს შინაგანად, მაშინ, ცოდვის მონანიება უბრალოდ ინდულგენციების შეძენას გავს სამოთხეში მოსახვედრად!
    ხვდებით რას ვგულისხმობ?

    http://ibzzz.wordpress.com/2010/08/26/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1/

    ReplyDelete
  6. http://ibzzz.wordpress.com/2010/08/26/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1/

    წეღან დიიიდი კომენტარი დავწერე და წაიშალა თუ სად ჯანდაბაში წავია არ ვიცი, მეორედ დაწერა ნაღდად არ შემიძლია.
    :)
    აერ ვიცი ნინიას ამბავი. უბრალოდ, ადამიანებს ეზარებათ დამოუკიდებლად აზროვნება და მოწონთ როცა სხვა აკეთებს ამათ მათ მაგივრად :)

    ReplyDelete
  7. მე კი წავიკითხე ეს ურადღებით, აი შენ კი არ წაგიკითხავს ის ბოლომდე.
    ხო, ანა რა, სალონში უნდა დადიოდნენ, სოლარიუმშიც და სპა საუნაშიც

    ReplyDelete
  8. გაიხარე ლაშა. დიდი მადლობა! ნინიას წერილის მერე ისე დავიბოღმე მის სიძულვილზე და უსიყვარულობაზე, რომ ნამდვილად მჭირდებოდა ასეთი აზრის წაკითხვა. ყოველ პწკარს ვეთანხმები. დიდი მადლობა. გულზე მომეშვა... ნინიას ლიბერალში კი ამ ლინკს ჩავუგდებ. ჩემს განკითხვას ისევ ეს სჯობს ;)

    ReplyDelete
  9. მე პირადად ჯერ მანქანა არ მყავს.. არ ვიცი როდესაც მეყოლება ვაკურთხებ თუ არა (სავარაუდოდ კი).. მაგრამ .. აქ მთავარი არა ის არის რკინას აკურთხებ, უსულოს, სულიერს თუ ა.შ. ამ მთავარია რომ მე –მჯერა .. მჯერა იმის რასაც ვაკეთებ, მჯერა იმის რისი გაკეთებაც მინდა .. რატომ მოდიხარ და მირტყავ "ჩაქუჩს" თავში – რატომ გჯერაო? :) რატომ მეუბნები რომ შენ რისიც გჯერა არასწორია და დეგრადირებული და შუა–საუკუნეების ავადმყოფობა შეგეყარაო ? რატომ გინდა ჩემჩი ჩაკლა სურვილი იმისა რომ რაღაცის მჯეროდეს? :) ჩვენ ხომ "დემოკრატიულ" სახელმწიფოში ვცხოვრობთ მეგობრებო და გვაქვს უფლება რომ გვჯეროდეს, გვაქვს უფლება რომ 1 ლარი რაშიც გვინდა იმაში დავხარჯოთ? გვაქვს ჩვენი თავის–უფლების უფლება.. მე თუ ვირჩევ რომ ეკლესიაში შევიდე და რაც მთავარია მჯერა როდესაც იმ ეკლესიაში შევდივარ .. შენ რატომ მოდიხარ და მეუბნები რომ – არ უნდა მჯეროდეს და ეს ვინმემ თავზე მომახვია? .. კიდევ ერთხელ დავწერ.. ამ თემაზე კამათი ალბათ იდიოტიზმია,(მაპატიეთ არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ უბრალოდ ჩემ აზრს გამოვთქვამ) ან –გწამს ან– არ გწამს ..
    ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ მეგობრებო :)

    ReplyDelete
  10. კი მაგრამ შეურაცყოფაში არ უნდა გადავიდეს ეს ყველაფერი .. შენ ჩემ რწმენას არ უნდა დასცინო .. მე არ უნდა დამცინო იმის გულისთვის რაც მწამს :) მეთხუთმეტე საუკუნის განუვითარებელი არ უნდა მიწოდო .. ბრმა არ უნდა მიწოდო.. ხო მეთანხმები ? – მემგონი მეთანხმები :)

    გეთანხმები ამ ყველაფერზე არ უნდა გაბრაზდე საერთოდ .. მაგრამ .. ტელევიზიიდან, ჟურნალ–გაზეთებიდან თუ ინტერნეტის გამოყენებით სხვადასხვა საიტზებიდან, როდესაც იმის გულისთვის მლანძღავ რომ "მე" ავტომობილი ვაკურთხე და ამის გულისთვის მე შენზე უცოდიან რა განუვითარებელ ადამიანად მიგაჩნივარ, ეს უკვე არასწორია.. ანონიმუს –ი :)

    ReplyDelete
  11. ეე...
    ძაღლის თავს ეძებთ პლანეტა მარსზე.

    ReplyDelete
  12. მშვიდობით ბატონო გია :)

    ReplyDelete
  13. ხალხიტ სავსე ტაძრების ნახვაზე ერთი კითხვა მაწუხებს ხოლმე, ნეტა რამდენია მათგან ჭეშმარიტად მორწმუნე და მლოცველი...

    პოსტი იყო ძალიან საინტერესო და აქტუალური, მაგრამ კომენტარი იყო ყველაზე დამაფიქრებელი

    რა გინდა ადამიანს ეკლესიაში თუ არ ხარ მორწმუნე, ძალით გატარებენ? გაიძულებს ვინმე?

    ReplyDelete
  14. taa
    იძულება არაფერ შუაშია. ტაძარში სიარული, ცოტა არ იყოს, მოდური გახდა და ეგ არ მომწონს. გულმხურვალე მორწმუნეები და მლოცველები არიან ბევრი რაც მახარებს, მაგრამ მარტო ტაძარში სიარული არაა მთავარი...

    ReplyDelete
  15. ui deda cota ar ikos da gavbrazdi rato cavikitxe saertodac es amdeni shexla-shemoxla. ra codvani vart ise es qartvelebi, sul imas rom vcuxvart vin ras aketebs, an kide carsulze tirilshi rom amogvdis suli da ceris mets arafers vaketebt.

    rogor minda rodisme sulantebuli, shromasmowyurebuli axalgazrdoba dainaxon chemma tvalebma didi furclidan moxeuli dachmuchnul naglejivit am vitomda qveyanashi.

    gveshvelebao odesme rame? me getyvit: sanam cert da kitxulobt araferic ar geshvelebat.
    es ra sacodavi metodia drois xarjvis :( aferum chvens am qveynad movlinebas!

    ReplyDelete
  16. იბერი_ელიNovember 12, 2010 at 5:34 AM

    არაჩვეულებრივი პოსტია. მაგრამ არც ეს წერილი არაა პირველი და უკანასკნელი. ეხეც მილიონხუთასოცდამეცამეტეა. ისე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ზუსტად ამ კონკურსისთვის შექმილი პოსტია. არავის არ უხარია, ცუდს რომ ხედავს. საპატრიარქოს პრობლემა ისაა, რომ თვითონაც ხედავს ამ ყველაფერს და არაფერს აკეთებს. ეკლ სერიის მღვდლები, ეპისკოპოსები, რომელთაც რუსები ღვთის მოვლენილი საჩუქარი გონიათ და ბერები ოცი წლის წინ აღკვეცილები, რომელთაც ოთხი ორიდან შვიდ წლამდე შვილები ყავთ––ეს ხალხი ყოველდღე მიდის საპატრიარქოში და არაფერი კეთდება ამ ხალხის გამოსასწორებლად. ესაა პრობლემა, თორემ ეკლ–სერიაზე სტატია პატრიარქთან ნაჩხუბარი ბოღმის დაწერილი არ იყო. პატრიარქზე კი გეთანხმები, მაგრამ მარტო პატრიარქი არაა ეკლესია. ეკლესიის მშენებლობებოსთვის ლარის თხოვნა კი იმიტომ და იმ დროსაა ცუდი, როცა სასულიერო პირები ინფინიტებიდან გადმოდიან და ათი კილო ოქრო უკეთიათ ხელზე. ის ვისაც ეკლ–007–ზე ა ქონდა პოსტი :)

    ReplyDelete
  17. იბერი_ელი –
    თქვენ პირადად იცნობთ ბერს რომელიც 20 წლის უკან აღიკვეცა და 2-4 წლის ბავშვი ყავს?
    თუ იცნობთ შემდეგი კითხვა – თქვენ პირადად იცით რომ საპატრიოარქომ ეს ამბავი იცის?
    თუ იცის შემდეგი კითხვა – თქვენ პირადად იცით რა მოიქმოქმედა საპატრიარქომ ამის შედეგად?
    თუ იცით იქნებ ჩვენც გაგვანდოთ საიდან იცით და დანარჩენ პასუხებზეც გამცეთ პასუხი, თუ არ შეგაწუხებთ :)

    სიმართლე გითხრათ ძალიან გამაღიზიანა თქვენმა ამ პოსტმა,
    ბოდიშს ვიხდი გულახდილობისთვის :)
    ანონიმოუსი

    ReplyDelete
  18. kopotshii :D:D:D:D:D:D vaime xalxo ras wert :D wadit rame normaluri waikitxet sad kargavt dros :D

    ReplyDelete
  19. lasharela –
    შენთვის არ მომიწერია .. :) იბერიელს დავუსვი ეს კითხვები :) რომელმაც თავის კომენტარში დაწერა რომ 20 წლის ბერებს 2-4 წლის ბავშვები ყავსო ..

    ReplyDelete
  20. იბერი_ელიNovember 26, 2010 at 12:40 PM

    Anonymous, მაგ ბერს არა, მაგრამ სამაგიეროდ იმ სასულიერო პირის სტატია მაქვს წაკითხული, რუსები ღვთის საჩუქარიაო რომ ამბობს...არაა საკმარისი?? თუ არ ვცდები მედიაშიც გაჟღერდა ეს ამბავი და დავიჯერო საპატრიარქომ ვერ გაიგო? ამ შემთხვევაში წაყრუებასთან გვქონია საქმე...

    არაფრის, თქვენი პირადი უფლებაა გაღიზიანდეთ როცა გინდათ და რაზეც გინდათ... :)

    ReplyDelete
  21. თუ არ ვიცნობთ ამ ბერს მაშინ არც უნდა დავწეროთ ეგეთი რაღაც ხო? ლოგიკურია – იმიტომ რომ ვინმე წაიკითხავს და დაიჯერებს..
    ამ სტატიაზე არაფერი მსმენია შესაბამისად ვერაფერს გეტყვი..

    ReplyDelete
  22. ხალხიტ სავსე ტაძრების ნახვაზე ერთი კითხვა მაწუხებს ხოლმე, ნეტა რამდენია მათგან ჭეშმარიტად მორწმუნე და მლოცველი...

    ReplyDelete
  23. რადგან ჩემთვის ამ თემაზე კამათი უკვე მე23912398დ მთავრდება ყელის ძარღვების დაბერვით და სინანულით, რომ ტყუილად ავიშალე ნერვები და ვთქვი ბევრი ცუდი, ანუ განვიკითხე სხვა, ამჯერად მოვთოკავ თითებს და საერთოდ არ დავწერ არაფერს, გარდა იმისა, რომ შენ ხანდახან ძალიან გულუბრყვილო ხარ ლაშა.

    ერთში კი გეთანხმები, ამ ყველაფერში ჩემთვისაც ყველაზე სამწუხარო ის არის, რაზეც შენ მე-4 აბზაცში წერ.

    ReplyDelete
  24. არა, ნამდვილად არ ვთვლი რომ ეკლესიების სიმრავლე ცუდია, ნამდვილად არ ვთვლი რომ ჯვრები ვინმეს თუ აღიზიანებს ეს კარგია, მიყვარს პატრიარქი, ვხედავ რამდენ კარგ რამეს აკეთებს, ისიც ვიცი, რომელიმე მღვდელი თუ რაიმეს არასწორად იტყვის არც პატრიარქის ბრალია და არც უფლის, მაგრამ ლაშა (ალბათ ასე გქვია), იცი რა არის გამაღიზიანებელი, ეკლესიის ცოდვაში ჩაფლული წარმომადგნები კი არ მაღიზიანებს.. ადამაინები, რომლებიც აზროვნებას გადაეჩვივნენ, ბრმად აკეთებენ ყველაფერს რასაც ეკლესიის აი ასეთი (როგორიც ვახსენე) წარმომადგენლები ეტყვიან.. შე კაი ადამიანო, გაახილე თვალი, იაზროვნე, იფიქრე, სწორს მეუბნება (და არა - რახან მეუბნება ალბათ სწორია და უნდა შევასრულო)? დასვი შეკითხვები, გაარკვიე ყველაფერი, გაინტერესებდეს ყველაფერი (და არა - შეკითხვები ჩემში უნდა მოვკლა, ცნობისმოყვარეობა თუ ცნობისწადილი დანაშაულია, როგორ შეიძლება ეკლესიის წარმომადგენელში ეჭვი შევიტანო!) და აშ..
    და მოძებნონ ისეთი მღვდლები (ეჭვი არ მეპარება მრავლად არიან) ვინც ამართლებს ტავის სტატუსს და წოდებას..
    ღმერთმა ადამიანს თავი იმიტომ დაადგა მხრებზე, რომ იაზროვნოს, თვითონ! და არა სხვამ იაზროვნოს მის მაგივრად!
    თუ ადამიანს სიკეთის კეთება არ უდევს შინაგანად, მაშინ, ცოდვის მონანიება უბრალოდ ინდულგენციების შეძენას გავს სამოთხეში მოსახვედრად!
    ხვდებით რას ვგულისხმობ?

    http://ibzzz.wordpress.com/2010/08/26/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1/

    ReplyDelete
  25. ibzzz
    მიხარია რომ წუხხარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
    ბოღმის ნთხევა საერთოდ არის ცუდი - ვისზეც არ უნდა იყოს.

    ვის უნდა უხაროდეს ამაზე წერა? ნინიას შეიძლება ნამდვილად არ უხარია, მაგრამ რამდენიმე სტატია მახსენდება გარკვეულ ავტორთა და დამწუხრებული სახეებით და დამძიმებული გულით მათი ავტორები ნამდვილად ვერ წარმომიდგება თვალწინ.

    ReplyDelete
  26. http://ibzzz.wordpress.com/2010/08/26/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1/

    წეღან დიიიდი კომენტარი დავწერე და წაიშალა თუ სად ჯანდაბაში წავია არ ვიცი, მეორედ დაწერა ნაღდად არ შემიძლია.
    :)
    აერ ვიცი ნინიას ამბავი. უბრალოდ, ადამიანებს ეზარებათ დამოუკიდებლად აზროვნება და მოწონთ როცა სხვა აკეთებს ამათ მათ მაგივრად :)

    ReplyDelete
  27. მე პირადად ჯერ მანქანა არ მყავს.. არ ვიცი როდესაც მეყოლება ვაკურთხებ თუ არა (სავარაუდოდ კი).. მაგრამ .. აქ მთავარი არა ის არის რკინას აკურთხებ, უსულოს, სულიერს თუ ა.შ. ამ მთავარია რომ მე –მჯერა .. მჯერა იმის რასაც ვაკეთებ, მჯერა იმის რისი გაკეთებაც მინდა .. რატომ მოდიხარ და მირტყავ "ჩაქუჩს" თავში – რატომ გჯერაო? :) რატომ მეუბნები რომ შენ რისიც გჯერა არასწორია და დეგრადირებული და შუა–საუკუნეების ავადმყოფობა შეგეყარაო ? რატომ გინდა ჩემჩი ჩაკლა სურვილი იმისა რომ რაღაცის მჯეროდეს? :) ჩვენ ხომ "დემოკრატიულ" სახელმწიფოში ვცხოვრობთ მეგობრებო და გვაქვს უფლება რომ გვჯეროდეს, გვაქვს უფლება რომ 1 ლარი რაშიც გვინდა იმაში დავხარჯოთ? გვაქვს ჩვენი თავის–უფლების უფლება.. მე თუ ვირჩევ რომ ეკლესიაში შევიდე და რაც მთავარია მჯერა როდესაც იმ ეკლესიაში შევდივარ .. შენ რატომ მოდიხარ და მეუბნები რომ – არ უნდა მჯეროდეს და ეს ვინმემ თავზე მომახვია? .. კიდევ ერთხელ დავწერ.. ამ თემაზე კამათი ალბათ იდიოტიზმია,(მაპატიეთ არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ უბრალოდ ჩემ აზრს გამოვთქვამ) ან –გწამს ან– არ გწამს ..
    ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ მეგობრებო :)

    ReplyDelete
  28. lasharela –
    შენთვის არ მომიწერია .. :) იბერიელს დავუსვი ეს კითხვები :) რომელმაც თავის კომენტარში დაწერა რომ 20 წლის ბერებს 2-4 წლის ბავშვები ყავსო ..

    ReplyDelete
  29. იბერი_ელიApril 5, 2011 at 12:55 PM

    Anonymous, მაგ ბერს არა, მაგრამ სამაგიეროდ იმ სასულიერო პირის სტატია მაქვს წაკითხული, რუსები ღვთის საჩუქარიაო რომ ამბობს...არაა საკმარისი?? თუ არ ვცდები მედიაშიც გაჟღერდა ეს ამბავი და დავიჯერო საპატრიარქომ ვერ გაიგო? ამ შემთხვევაში წაყრუებასთან გვქონია საქმე...

    არაფრის, თქვენი პირადი უფლებაა გაღიზიანდეთ როცა გინდათ და რაზეც გინდათ... :)

    ReplyDelete