ხალხი წუწუნებს. ხალხს არ უყვარს ერთფეროვნება. რა უბედურებაა გადაუღებელი წვიმები. წაგვლეკა წყალმა.ნეტა არ გაწვიმდება, გადახმა არემარე? დავიხრჩვი, ვეღარ ვსუნთქავთ. აღარ შემიძლია ეს აუტანელი სიცხეები. აუჰ, გათოვდა, მე კიდე ზამთრისთვის ფეხსაცმელიც არ მიყიდია. რა ივლის ამ ატალახებულ თოვლში. რა ჩაწვება ამ გაყინულ საწოლში _ ცოტაც ვისაუბროთ.
ხალხი წუწუნებს. არუყვარს ერთფეროვნება. არ უყვარს როდესაც არიან ჯანმრთელები და უცოდველები. ოდესღაც ცხოვრება, ერთადერთი აკრძალული ვაშლით გაიმრავალფეროვნეს. წარმოშვეს, უამრავი ცოდვა, ავადმყოფობა, გასაჭირი. ცხოვრება საინტერესო გახდა, გამრავალფეროვნდა, გართულდა.
ხალხი წუწუნებს. მათ მობეზრდა ერთფეროვანი მრავალფეროვნება.
- "რისთვის ღმერთო?" - კითხულობენ ათასი უბედურებით დანაყრებულნი.
- ცოტაც მოითიმნეთ, ყველაფერი მალე დასრულდება.
ჰაჰა :)))
ReplyDeleteჩემთვის დასრულდება, ასეთი სიცივეები თუ იქნება :დ
პ.ს. :რანათელიმაგალითივარ:
:))) ხო...ზამთარი ჩემი სუსტი წერტილია ჰექს :)
ReplyDeleteჰაჰა :)))
ReplyDeleteჩემთვის დასრულდება, ასეთი სიცივეები თუ იქნება :დ
პ.ს. :რანათელიმაგალითივარ:
:))) ხო...ზამთარი ჩემი სუსტი წერტილია ჰექს :)
ReplyDelete