Monday, October 11, 2010

ვესტუმროთ მთვარეს

შენი ბედნიერება
ბალახივით მედება
მე არ გამებედება
შენზე რომ ვიოცნებო

ამ ლექსებსაც რომ გიძღვნი
შენ არ იცი საერთოდ
წამო მთვარეს ვესტუმროთ
მასთან ერთად გავერთოთ

ასე ნაბიჯნაბიჯ და
წვეთწვეთ შენი წამწამით
გული თითქოს გაგიჟდა
ქუჩაქუჩა წანწალით

შენი ბედნიერება
ბალახივით მედება

2 comments:

  1. განწყობა გადამედო :)

    ReplyDelete
  2. განწყობა გადამედო :)

    ReplyDelete