არაფერი მინდა
შენთან ყოფნის გარდა
დაგეძებდა წვიმა
ყველგან, კარდაკარ და
ვერ გიპოვა ვერსად
ვერ მოგხვია ხელი
ვერ გაკოცა თმებზე
ვერ გაგიშრო ყელი.
არაფერი მინდა
ახლა ერთი ღამის
ჩუმი სანაპიროს
მზის - ჩასულის ლამის
შენი მხრების სითბო
შენი კაბის კალთა
არაფერი მინდა
მეტი
ოღონდ მართლა
wow
ReplyDeleteეს ის იშვიათი შემთხვევაა ლაშა, როცა... მოკლედ იცი :))))
momewona ;;))
ReplyDeletemomewona ;;))
ReplyDelete