დახუჭე თვალები
მზეა და ჰაერი
თმებზე გეფერება
ურცხვი და შიშველი
შენ აღარ ცურავ და
ზღვამაც მოიწყინა
თუკი გაიღიმებ
ორივეს გვიშველი
დახუჭე თვალები
შეხედე ამ მინდვრებს
ფეხზე გაიხადე
წამოდი, ვირბინოთ
მერე დაველოდოთ
სუსხიან ამინდებს
და სადმე კოცონი
ავაგიზგიზოთ
დახუჭე თვალები
შეხედე ნისლია
შორიდან მოგესმის
გუგუნი მდინარის.
წავიდეთ მთის იქეთ
ფიქრები გვიცდიან
მათ ხომ არ იციან
მთის აქეთ ვინარის
ვაიმეე ;;)
ReplyDeleteძალიან მომეწონაა !!! ძალიაანნნ