ნაწერში მოყვანილი ფაქტები
გამოგონილია და რეალობას
არ შეესაბამება (ვითომ)
ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, ჩვენ რომ მაშასადამე ვართ, იქედან, უფრო კონკრეტულად კი ჩეხეთიდან, გვყავდა სტუმრები.
სტუმრები ადრეც იყვნენ საქართველოში და ქართული ღვინოც დაგემოვნებული ქონდათ, მაგრამ რაც გასულ საღამოს მოხდა, ჩემთვისაც კი ზომიერების საზღვრებს სცდებოდა.
არ ვიცი გადაჭარბებული თეთრი ღვინისა და თიხის მოზრდილი ფიალების გამო იყო, თუ „ბილობილი“ რომ არ დამილევია ცხოვრებაში, გასული საღამოს ნადიმობიდან მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი მახსოვდა.
პირველ სცენაში ყველაფერი რიგზე იყო. სტუმრები მსუბუქად წრუპავდნენ ღვინოს ბაკლებიდან, როცა რესტორანში შუქები ჩაქრა და სცენაზე მუცელმოშიშვლებული და თავზეანთებულიშანდლებიანი დაპუტკუნებული გოგონები შემონარნარდნენ. მართლა, კარგი ნაციონალური ცეკვები გქონიათო - აღნიშნეს სტუმრებმა. მე ის-ის იყო უნდა ამეხსნა - ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთქო, თამადამ _ ჩვენს შეკრებას გაუმარჯოსო _ რიხიანად გამოაცხადა და სავსე თიხის ფიალა შესვა.
მეორე ფრაგმენტი, ქართულ სადღეგრძელოებსა და თამადის ტრადიციულობაზე დაყრდნობით, ლოგიკურად განვათავსე მესამე ეპიზოდამდე, თორე ისე ზუსტად არმახსოვს. უმეგობრო კაცი გალოკილი თითივით არისო _ თქვა თამადამ და პირშიგამოვლებული საჩვენებელი თითი ჰაერში დაატრიალა. მთვრალი კი ვიყავი, მაგრამ სტუმრების გვერდით მჯდომ ჩემს მეგობარს გავხედე დაძაბულმა, რომელმაც ქართული სუფრის თარგმნა იტვირთა - Man without friend is like single finger - ო, მომესმა ყრუდ და სტუმრების მომღიმარ ბაგეზე მიყუდებული სავსე ფიალა რომ დავინახე, დავმშვიდდი.
მესამე ეპიზოდში სიტუაცია ნამდვილად დაიძაბა _ თამადამ წინაპრები მოიგონა. ტანინზედაყენებული, არცთუისე ნატურალური ღვინით შეზარხოშებულმა თამადამ ტრაგიკული სახე მიიღო და მისტიური ხმით თქვა _ მართალია, ისინი ჩვენს გულს დააკლდნენ, მაგრამ მათი სულები ეხლაც აქ არიან და თავს დაგვტრიალებენო. თამადამ ისე ბუნებრივად გადახედა რესტორნის ჩაბნელებულდარბაზს, თითქოს დანაღვლიანებული თვალებით მიეალერსა წინაპრების ჰაერშიმოლივლივე სულებსო. არვიცი თამადის ეპიკური სახე თუ გაგუდულ სიმთვრალეში ნათარგმნი ინგლისური იყო მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ სტუმრებმა ძლივს ამოალუღლუღეს _ ჩვენ გავალთ, თან ხვალ უნდა ვიმუშავოთო.
მერე ჩვენთან არ უნდა იმუშავოთ, თქვე დალოცვილებოო _ უთხრა ჩვეული იმერული კილოთი თამადამ და იქვე ისიცმიაყოლა, მიცვალებულებზე გაჩერება არ შეიძლებაო. ისედაც მთლად გადარეული სტუმრები ძლივს მოვაბრუნეთ სუფრისკენ. შემდეგ ნამდვილად არაფერი მახსოვს, მაგრამ დაშლა-არმოშლის ჩათვლით ყველაფერი ბოლომდე დავლიეთ თურმე.
სხვა რა გზა იყო, გაბიგვინებული თავით და გამშრალი პირით დავერჭე მეორე დღეს სამსახურში. თურმე, მე კიდევ არამიშავსრა - აი სტუმრებს ნამდვილად ჭირდებოდათ რეანიმაცია. უცებ შევკერე ერთსაათიან შესვენებაზე, დილიდან და სახინკლეში გავაქანე.
ხინკალმა და მწვადმა ლუდთან ერთად, როგორც ჩვენში მსმელი ხალხი იტყვის, "ნამდვილად გახსნა". მიუხედავად გაბრუებული, ნეტარი სახეებისა და ძილის უდიდესი სურვილისა მე როგორც "მაშასადამე"_ და სტუმრები_როგორც ჭეშმარიტი ევროპელები_ მაინც ვნერვიულობდით პროექტზე, რომელიც მათი ვიზიტის ფარგლებში უნდა დაგევსრულებინა. ძლივსწამოშლილები სახინკლესთან მდგომ ტაქსთან მივბობღდით და ოფისისკენ დავიძარით.
ვიწრო ქუჩებში ორივე მხარეს გაჩერებულ მანქანებს პეფსის სატვირთო დაემატა, უკანა კარზე ბექჰემის დიდი ფოტოთი. სანამ მე სტუმრებს დამტვრეული ინგლისურით ვართობდი და სხვადასხვა სიტყვას ვასწავლიდი ქართულად, ტაქსის მძღოლს მოთმინების ფიალა აევსო და გაბრაზებულმა, ოღონდ საოცრად თბილად და გულიდან ამოიოხრა _ოჰ, ბექჰემ, შენი დედა მოვ@ყან, რაღა ამ ვიწრო ქუჩებში მოგინდა სეირნობაო. სტუმრებმაც არ დააყოვნეს და რას ამბობს ბექჰემზე , რას ნიშნავს "შენიდედამოვ@ყან" _ ისეთი მკვეთრი ყ-თი გამიმეორა ერთ-ერთმა, რომ მეც შემშურდა.
ქართველ ტაქსის მძღოლებს, GPS ნავიგაციით აღჭურვილი ჩეხი მძღოლების ფონზე ნამდვილად ვერ დავაკნინებდი და უცებ განვუმარტე _ "შენი დედა" და თამადა რომ ამბობდა წუხელ "შენიჭირიმეს" ერთიდაიგივე არის-თქო.
რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთ რესტორანში სტუმრების გამოსამშვიდობებელი სუფრა გაიშალა. ჩემ "მაშასადამეევროპელობას" ვინ ჩივის, მაგრამ ჭეშმარიტმა ევროპელებმა რამდენიმე დღის წინ სუფრასთან მომხდარი საოცრებიდან ჭკუა რით ვერ ისწავლეს, ვერაფრით მივხვდი. ყველაფერი თითქმის იმავე სცენარით განვითარდა _ კახური ღვინო, თიხის ფიალები...უბრლოდ ის იყო, რომ წასულების სადღეგრძელოზე სტუმრებს ფეხიც არ მოუცვლიათ.
ის დღეც კადრებად შემორჩა ალკოჰოლითგაჟღენთილ გონებას. ბოლო სცენაში მახსოვს, სასმისსმომარჯვებული სტუმარი, როგორ ომახიანად "მიესიყვარულა" ერთ-ერთ თანამეინახეს - "შენი დედა მოვტყანო".
შემდეგ აღარაფერი მახსოვს.
No comments:
Post a Comment