Wednesday, October 6, 2010

თეთრი კაბით და ჭრელი შორტებით

რაღაც უცნაურ ფიქრთა გროვაში
ჭრელი შორტებით ვდგავარ თოვაში
ხელებ გაშლილი, გახარებული
და გათოვებას დახარბებული
მოულოდნელი, შეურაცხადი
ჭაჭის არყივით, ორჯერ ნახადი
გთხოვ შენს ოცნებებს, ჩემს თავს ნუ აცნობ
თავისუფლებას ჩემსას თუ არ ცნობ
რაღაც უცნაურ ფიქრთა გროვაში
აღელვებული შენი თვალებით
ვადაგასული ყვავილებივით
როდესაც ღრუბლებს ჩამოვშორდებით
(დავქორწინდებით ყველას ჯინაზე)
შენ თეთრი კაბით და მე შორტებით...

3 comments:

  1. თეთრი კაბა? ანუ მაიკო ასათიანი?
    მგონი გვეშველა ყველას :)))

    ReplyDelete
  2. ჰექსე მაგ მსხვერპლს ვერ გავიღებ ნამდვილად :))))

    ReplyDelete