Friday, June 24, 2011

ეზო

დაკვირვებიხართ, რომ ადმიანებს სირთულეები გვიყვარს? უფრო სწორად, კი არ გვიყვარს, მიგვაჩნია, რომ ყველაფერი რთულად უნდა იყოს _ აბა, ასე მარტივად ხომ არ იქნება?

კარგად რომ დავფიქრდი, ადამიანებს ეს კომპლექსი სავარაუდოდ მას შემდეგ მოგვსდევს, რაც სამოთხიდან გამოგვაძევეს.

ხო და ჩვენც შესაბამისად, თუ რაიმე რთულია, წინასწარ მოვიწმენთ ჯერ არ წამოსულ ოფლს შუბლიდან, თუ არა და ჯერ გავართულებთ და შემდეგ შევეჭიდებით დასაძლევად და დასამარცხებლად.

ვფიქრობ, სწორედ ასეთ მოვლენას ვაკვირდები ბოლო რამდენიმე დღე, როდესაც პარკებში ზასაობასთან (კოცნაობა არა ყვავილოვანი კომბოსტო), არაშესაფერისად ჯდომასთან, დალევასთან და სხვა აკრძალვებთან  დაკავშირებულ აურზაურს ვადევნებ თვალს.

შეიმუშავეს ჰიპოთეზები, ტელევიზიებში გამოვიდნენ ექსპერტები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ექიმები, რომლებიც საუბრობენ კოცნის დადებით და დალევის უარყოფით თვისებებზე და სხვა.

შემუშავდა საგანგებო გეგმები, პრევენციული ზომები. მოეწყო სიმპოზიუმები _ იზღუდება თუ არა ადამიანის თავისუფლება. იურისტებმა განიხილეს ზასაობა საკანომდებლო ჭრილში _ სანქციის ინიციატორებმა მოიძიეს მუხლები, რომლებიც მოცემულ ადმინისტრაციულ ჯარიმებს საფუძვლიანს ხდის, ხოლო მოწინააღმდეგეებმა საერთაშორისო სამართალში დაიწყეს სხვადასხვა კაზუსის ქექვა.

ერიიი... სტოოპ....

დაწყნარდით, დამშვიდდით. ყველაფერი გაცილებით და გაცილებით მარტივადაა.

დააკვირდით, რის შემდეგ აფუსფუსდა ჩვენი პატარა და ლამაზი ქვეყანა პარკებში უგულო ხვევნა კოცნისა და მტლაშა-მტლუშის აკრძალვის თაობაზე? დიახ, დიახ - მას შემდეგ რაც რიყის ლეგენდალური პარკი გაიხსნა. და თქვენ როგორ ფიქრობთ, თბილისის ყველაზე  გრანდიოზული პარკი, თავისი გრანდიოზული ხიდით, გრანდიოზული ხედითა და განათებით, ყვავილების საათით, ბარათაშვილის ხიდზე ძეგლებითა და ხიდს გადაღმა მოოქროვილგუმბათიანი შენობით რატომ არის კონცენტრირებული მოცემულ ტერიტორიაზე?

მოსაფიქრებლად 5 წუთს გაძლევთ.... (საათზედახედვა)

დრო გავიდა. გთხოვთ პასუხები დაწეროთ ფურცლებზე და მაგიდაზე დამიტოვოთ.

ქვეყანა პატარაა, ის კი დიდი და ენერგიული. ყველაფერს წვდება, ვყელაფრისთვის და ყველასთვის იცლის. აბა როგორ? სხვა რისთვის არის კაცი ოჯახში?

სინამდვილეში ყველაფერი მართლაც მარტივად არის. გაცილებით მარტივად. არ უნდა ამ ადამიანს, გამჭვირვალე კვერცხისებური გუმბათიდან, ახალგაღვიძებულზე გადმოიხედოს, ან სულაც რომელიმე საპატიო სტუმარს სტაცოს ხელი იდაყვში და ძალით გადმოახედოს. იქ კი... ო, იქ კიიიი... მოზასავე, სკამზე ფეხებშემოლაგებული ან ტუჩზე ცივლუდმოყუდებული ხალხი დაინახოს. არ უნდა და მოკალით ახლა!

ოღონდ  ახალა ზუსტად ვიცი, რომ ამას ძალიან ბევრი არ დაიჯერებს. ძალიან ბევრი ვერ ირწმუნებს, რომ ყველაფერი ასე მარტივად არის _ ჩვენ ხომ სირთულეები გვიყვარს!

4 comments:

  1. ლაშ, ეს იცი?
    http://presa.ge/new/index.php?m=blogs&BAID=22&BID=111
    :D :D რაღაცნაირად უჭირს ხალხს..
    ისე შენ სწირად შენიშნე, "ამ ადამიანს გამჭვირვალე კვერცხისებული გუმბათიდან, ახალგაღვიძებულზე გადმოიხედოს.. და მოზასავე, სკამზე ფეხებშემოლაგებული ან ტუჩზე ცივლუდმოყუდებული ხალხი დაინახოს"
    იგ

    ReplyDelete
  2. ძააალიან ძალიან კარგი ჰიპოთეზაა და, მამენტ, სწორიცაა - ეთიკის ჭრილში: პრეზიდენტის სასახლიდან ეგ რომ ჩანდეს - ტეხავს. თეთრი სახლის ბაღს ვეებერთელა გალავანი არტყია, სადაც უცხოს ჭაჭანება არაა - ესეც ამერიკელების ეთიკა. აქედან გამომდინარე, სწორია ეგ გადაწყვეტილება.
    მეორე მხრივ, მარტო რიყეზე რომ აეკრძალათ, ეგრევე დაიწვებოდა სიტუაცია. შესაბამისად, აწი ყველა პარკში იქნება პოლიციელი და შეგამოწმებს, რაც, მეორეს მხრივ, სხვა სხვა პრობლემებს მოაგვარებს: მაგ. ნაგვის დაყრას, ქუჩურ გარჩევებს.
    ხოლო ვინაიდან და რადგანაც პარკი და სკვერი თბილისში ბევრია, ძალიან ბევრი პატარა პრობლემა მოგვარდება. მთავარია, ჩემი ეს ნააზრევი როგორმე მერაბიშვილმა წაიკითხოს და, თუ არ დაეზარება, 500 ლარი მაჩუქოს :დ
    500 ლარად კი ზასაობაზე კი არა, გვარზე ვიტყვი უარს :დდ

    ReplyDelete
  3. ...ჰოდა, ერთად წავალთ იმ ქვეყანად, ვაი, ვაი,
    ზუიუსი, ლაშარელა - ვაი, ვაი!
    ვაი ვაი ვაიიიი, კაი ხო მეტკინა, ბლიად!!!! :დდ

    ReplyDelete
  4. რა თქმა უნდა, მაგიტომ დაიწყო ეს ყველაფერი. თუმცა, მე სწორად მიმაჩნია ცალკეულ პარკებში ინდივიდუალური ნორმების დაწესება, გააკრან აბრები გადახაზული ფოტოაპარატით, გადახაზული წყვილით და ა.შ. სხვაგან იქნება ასე ვთქვათ, თავისუფალი საზასაო ზონა , განვითარდება ადგილობრივი ეკონომიკა და ა.შ. :D

    ReplyDelete