თავისუფლება რომ მისით არ მოდის და თავისუფლება რომ ლომთა ხვედრია, ეგ ადგილი გავიარეთ.
ამ ბოლო დროს (განსაკუთრებით სანამ ფეისტყავოსანი ვიყავი) იცით რა მჭირს? თითქოს ახალი გაღვიძებული ვარ და სიზმრის ძირითადი თემატიკა, თუ თემატიკები წვრილი ქინლებივით მახვევია გარს. ეს მხატვრული ეიფორია რა იყო და აი როგორ იცით? ბევრი სისულელე რომ ნახე სიზმარში, რომლებსაც ერთი ძირითადი ხაზი გააჩნიათ.
მეც ასეთი შეგრძნება მაქვს. თითქოს სიზმარი (არეული _ ბოდიალა სიზმარი რო ეთქმის) ვნახე: არასრულფასოვნების კომპლექსი, ლიბერალიზმი, ქართველი ღიპერობა, სექსუალური უმცირესობის, რელიგიური უმცირესობის და ა.შ. უმცირესობის დაცვა, უკითხობა, ნაკითხობა, კაი ტიპობა, გოიმობა, სნობობა და ფსევდო-რაღაცნაირობა.
საერთო კი მოცემულ სიმრავლეს ის ჰქონდა, რომ ყველაფერი ფსიქოლოგიით, კომპლექსებით და ქვეცნობიერით აიხსნებოდა.
ამავე სიზმარში, ვითომ სამუშაოთი დაღლილს, მაინც ბევრი სამუშაო დამრჩენოდა და ღამის სადღაც სამ საათზე ("იქნებ სამის იყო მაშინ მესამედი") ერთმა მეგობარმა მომწერა.
დიალოგის დასაწყისში საუბარი შეეხო იმას რომ, მას საზღვარგარათიდან (მგონი პოლონეთიდან) სტუმრები ეწვივნენ, მაგარი მთვარლი იყო, ხოლო მანამდე კი ცოლთან და სტუმრებთან ერთად გოგირდის აბაზანაში იცურავა. ამ ამბავზე რუსების პასუხი გამახსენდა: შეშფოთებული ინგლისელები, თურმე გაკვირვებულები აღნიშნავდნენ რუსულ აბანოში _ "ქალები და კაცები ერთად (in team) ბანაობენო?!" ("ოდეს ყოფილა..." არა?!), ხოლო რუსებს ინგლისელების შეშფოთებაზე არანაკლები აღშფოთება გამოუხატავთ _ "ვისთვის ინ-ტიმი და ვისთვის კიდე ბანაობაო".
მოკლედ მე კი რუსული მეგონა ეგ ამბავი, მაგრამ ჩემმა ნასვამმა მეგობარმა, თვის უცხოელი სტუმრების სამშობლოს მიაკუთვნა და "ძირძველი" გოგირდის აბანო, დედიშობილად გოგონებთან ერთად ცურვის წყალობით, პოლონურად (მგონი-მეთქი) გამოაცხადა.
შემდეგ საუბარი კი იმით გაგრძელდა, ვიცურავებდი თუ არა მეც ანალოგიურად. მე სრულიად გულახდილად ვთქვი რომ ნამდვილად არ მანიჭებს სიშიშვლე სიამოვნებას, განსაკუთრებით სხვა ხალხთან ერთად და უფრო განსაკუთრებით კი თუ სხვა ადამიანები, ჩემს შიშველ ცოლს (რომელიც არ მყავს) აკვირდებიან-მეთქი.
- აუ, შენ ხარო გოიმიო. ღიპიანი გრუზინიო. კომპლექსებიანიო. მოიხსენი ეგ კომპლექსებიო- სიმართლე გითხრათ, არც კომპლექსის ჩემი მეგობრისეულ დეფინიციას ვასაჩივრებ და არც ვეწინააღმდეგები. როგორც უნდა ისე მომიხსენიოს და რაც უნდა ის თქვას. ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცი, მე ვაკეთებ იმას რაც მომწონს ან მინდა რომ გავაკეთო.
საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა ამეხსნა მეგობრისთვის, რომ მე ასე ვხედავ თავისუფლებას _ ვაკეტო ის რაც მისწორდება, როცა მისწორდება და სადაც მისწორდება.
თუ მე შემიპყრობს დაუოკებელი სურვილი ვიარო რუსთაველზე შიშველმა (ცოტა ალბათ გამიჭირდება "კომპლექსების" გამო) მაგრამ ასეც მოვიქცევი.
კიდევ ერთხელ, არ ვიცი ნამდვილად, რა დეფინიციას აძლევს ჩემი მეგობარი სიტყვა კომპლექსს, მაგრამ გარკვეული ზნეობრივი შეზღუდვები, გარკვეული საზღვრები, აკრძალვები (ყველა სიტყვა ბრჭყალებში) ჭკუადმყოფელი ადამიანისთვის ნამდვილად და უპირობოდ საჭიროა (და ეს ყველაფერი "გიჟი თავისუფალია" იდიომური ფრაზის გამო არ ნამდვილად დამიწერია).
მე პირადად უფრო დიდ კომპლექსად მიმაჩნია გავიხვრიტო წარბი და გავიკეთო პირსინგი, იმის დასამტკიცებლად რომ მე უკომპლექსო ან თანამედროვე ან "რაღაცნაირი" ვარ. არანაირი სურვილი არ მაქვს პირსინგის გაკეთების _ მორჩა! მარტივად არის საქმე.
ანალოგიურად საკითხავია ვინ უფრო თავისუფალია _ ადამიანი რომელიც იმის გამო რომ მეგობრებთან და ცოლთან (რომელიც არ გყავს) ერთად არ იხეხები გოგირდიანი წყლით ჩაგთვლის გოიმად ან/და კომპლექსიანად, თუ ადამიანი რომელსაც მაგრად კიდია სხვებთან შიშველი ბანაობა და ისიც, ვინმე (ამ შემთხვევაში ჩემი მეგობარი) მიიჩნევს თუ არა ამის გამო გოიმად, ან კომპლექსიანად ან ა.შ.
სწორედ ამიტომაც, ამ მრავალგვერდიანი ტრიბუნიდან მინდა მოგიწოდოთ: დაიკიდეთ რას იფიქრებენ თქვენზე, დაიკიდეთ წინასწარ გამოჭრილ რომელ კლიშეს მოგარგებენ, დაიკიდეთ ვინ როგორ იფროიდებს თუ იბანდურებს. ისიც მაგრად დაიკიდეთ, რომ თქვენს ამ დაკიდებასაც კომპლექსად, არარეალიზებულობად, თქვენს სექსუალური დაუკმაყოფილებლობით გამოწვეულ პრობლემად ჩათვლიან. უბრალოდ გააკეთეთ ის, რაც გინდათ და რისი გაკეთებაც მაგრად "გი" ან "არ" - გისწორდებათ.
სანამ რუსტაველზე შიშველი ივლიდეთ, კარგად დაფიქრდით _ რაიმეს გაკეთებით ან არგაკეთებით, გახდებით თუ არა, თუნდაც ერთი ნაბიჯით თავისუფალი.
P.S. ახლა დავფიქრდი: რატომ უნდა არსებოდეს ზნეობრივი შეზღუდვები, გარკვეული საზღვრები და აკრძალვები? _ თუნდაც იმიტომ რომ ყველა ადმიანი ერთნაირად თავისუფალი და ერფეროვანი არ იყოს. ეს "თუნდაც", ისე კი სხვა არგუმენტებიც მაქვს.
No comments:
Post a Comment