Thursday, June 23, 2011

შოკოლადის ფილა

ვარ ბედნიერი იმით
რომ უკანასკნელ თეთრებს
ვხარჯავ ბილეთში მეტროს
წამოსულ წვიმის წვეთებს
მთელი დღის მწყურვალ თვალებს
ვუშვერ ზაფხულის წვიმას
ვყნოსავ შენი თმის სურნელს
და შოკოლადის ფილას
ვაყოლებ ფინჯან ყავას
შენი მკლავების გემოს
თითქოს გრძნობებს რომ მალავს
სისხლით რომ დაიბეროს
შენი ყოველი ძარღვი
მუქი, ნარუჯი კანით
თითებით რომ ვგრძნობ ახლა
ვარ ბედნიერი ამით

4 comments:

  1. გულახდილად ვწერ, ჯერ სათაურია მაგარ! და მერე ლექსი ხო უუკეთესი :)
    გიგემია ზაფხულის წვიმის გემო და შოკოლადის ფილა :)

    იგ

    ReplyDelete
  2. ან ბოლო 50 თეთრით მგზავრობის გემო :))

    ReplyDelete
  3. ყველაფერი კარგად იქნება ლაშარელა.. მთავარია საწერი არ გამოილიოს :))

    ReplyDelete
  4. მენატრები ლაშიკო(( სად ხარ?? დაგეძებ და ვერ გპოულობ(( უშენოდ მოწყენილობაა((
    (ნეენ)

    ReplyDelete