Saturday, June 25, 2011

პისუარი

წყარო: http://kalmasoba.com

დასაწყისში, მცირე აღსარება უნდა ჩაგაბაროთ (ისე რა მოსახერხებელია ბლოგი _"აღსარება - ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელად...").

აღმოვაჩინე, რომ საკმარისია რომელიმე საიტისთვის, კონკურსისთვის ან სულაც საიტისთვის რომელზეც კონკურსი იმართება დავაპირო რაიმეს დაწერა, რომ მაშინვე ვიბოჭები.

დაკვირვებიხართ, იდიომური გამოთმქებისა და შეკითხვების აბსოლუტური უმრავლესობა, რომ უტოპიურია (განგებ არ გამოვიყენე სიტყვა "იდიოტური", რადგან ის ერითმებოდა "იდიომურს" - ავტორის შენიშვნა)?

ასე მაგალითად:

- უი, მოხვედი? (არა, ეს ჩემი ჰოლოგრამაა საყვარელო)
- გძინავს? (კი და შესაბამისად გიპასუხებ კიდეც)
- არ წასულხარ? (ჰოლოგრამაა-მეთქი) და ა.შ.

ნუ ეს შეკითხვები მაგრამ გამოთქმებშიც ვერ ვიტყვი რომ წინაპრების სიბრძნეა დაგროვილი. მაგალითად: "თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში". თითქოს მეუბნები, გაშინაურდი, "გაიჩუსტეო", მაგრამ სინამდვილეში კი მახსენებ, რომ შენთან ვარ სტუმრად.

მოკლედ აღსარების პირობაზე, რაღაც ზედმეტად მხატვრული გამომდის და ამიტომ მარტივად ვიტყვი: ჩემს ბლოგზე, თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ... ბლოგზე (შეგიძლიათ დაამკვიდროთ, როგორც იდიომა).

მართალია სტუმრიანობა აქაც ცვლის ყველაფერს. სიტყვაზე ადრე შემეძლო დამეწერა: "დეე, მე ორიდ დღით ქალაქიდან გავდივარ. ზეგ ჩამოვალ და გეხვეწები, შენ რომ იცი ისე _ მოხარშული და მოწალული ყვავილოვანი კომბოსტო დამახვედრე. არ მოიწყინო :) ". შედეგად კი ორდღიანი ვუაიაჟიდან დაბრუნებულს, სახლში უგემრიელესი ყვავილოვანი კომბოსტო მხვდებოდა. ახლა კი იგივე რო დავწერო, ბლოგის რომელიმე ვიზიტორი, კომენტარებში თამამად მეტვყსი, რომ "ეს პოსტი სრული სირობაა!!!" (ვიზიტორო _ სამაგიეროდ ყვავილოვანი კომბოსტოა გემრიელი!)

რა კარგია, რომ პოსტებს სათაური აქვს. ახლა რომ არ მენახა ვერაფრით გავიხსენებდი რისი თქმა მსურდა.

დღეს ორჯერ მომიწია საჯარო ტუალეტით სარგებლობა (შესდექ! გთხოვ ნუ გახვალ ბლოგიდან _ დეტალებს არ მოვყვები). ბიჭებმა ხო ვყელაფერი იცით და აი გოგოებს მინდა ცალი თვალით შევახედო იქ.

გოგოებო იცით როგორია კაცების ტუალეტი? ხო, თითქმის ისეთი როგორც თქვენთან. კი, უნიტაზებით. არა, ხო, ეგეც არის _ ბიჭები წყვილ-წყვილად არ შევდივართ და ერთმანეთის ჩანთებს არ ვიჭერთ. უბრალოდ ჩვენთან_ბიჭებთან პისუარებიც არის, თქვენთან კი არა (ისე, გიფიქრიათ იმაზე, რომ მშენებლები ტუალეტებს გენდერული პრინციპით აპროექტებენ?).

კიდევ, განსხვავება ის არის, რომ თქვენთან პლასტმასები სუფთად არის უნიტაზზე დაფენილი. აი, ჩვენთან კი შეგრძნება გრჩება, რომ ტუალეტში რემბო იბრძოდა _ უბრალოდ მსხვილკალიბრიანი ტყვიების ნაცვლად, ყველაფერი შარდის წვეთებით არის დაცხრილული.

დღევანდელმა "სველი" წერტილების მრავალფეროვნებამ ერთი ისტორია მომაგონა:

გერმიანიაში (კერძოდ ჰანოვერში) გაგანია მსოფლიო ჩემპიონატის დროს მომიწია სტუმრობა. პატარა, წყნარი და დასუფთავებული ქალაქი, სადაც ქვეითები შუქნიშნებთან ერთმანეთის უკან, მწყობრად დგომით იცავდნენ რიგს, რამდენიმე დღეში სრულ საგიჟეთად იქცა.

საქმე იმში გახლდათ, რომ ქალაქში იტალიის ეროვნულ ნაკრები მართავდა შეხვედრას (ოღონდ არ მკითხოთ ახლა ვის ხვდებოდაო _ მაინც არ მახსოვს).

ორ-სამ დღეში, საკუთარ სახლშითქო ვერა მაგრამ, როგორც საკუთარ ქვეყანაში ნამდვილად ვგრძნობდი თავს: შუქნიშნები ყველას მაგრად ეკიდა, კილომეტრიდან ხმამაღალი შეძახილები და მთვრალი ტიპების ხიპიში ქუჩებშიც ჩვეულებრივი ამბავი გახდა (გული უნდა დაგწყვიტოთ და დისკოტეკაზე მოცეკვავე 2 გოგო, რომელსაც 7 შავებში ჩაცმული და წვერებიანი "კაი ტიპი" ყარაულობდა, მაინც არ მინახავს).

ამ ყველაფერმა უფრო გამახარა ვიდრე გამაოცა, მაგრამ კულტურული შოკი მაშინ მივიღე, როდესაც ტუალეტში შესულს მშობლიური სურნელი შემომეგება. არ ვიცი ჩემს პატივსაცემად მოაწყვეს გერმანელებმა ეს არაჩვეულებრივი პერფომანსი, თუ იქ ჩამოსული იტალიელების წყალობით მოხდა ასე, მაგრამ ფაქტია _ იქაურობა "ქართულ" ტუალეტს ერთი-ერთზე დაემსგავსა.

სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არც ხელოვნება, არც სამზარეულო, არც ენა ისე ზუსტად არ ასახავს ერის შინაგან კულტურას როგორც ტუალეტი. დიახ, სწორედ ტუალეტი არის ის ინტიმური ადგილი სადაც ნებისმიერი ერი თავის კულტურულ ანაბეჭდს ტოვებს. ეგ არის რომ, ზოგიერთი კართოთეკაში შესანახად, არც თუ ისა სასიამოვნოდ ყარს.

მოწესრიგებულმა გერმანელებმა კი, ჩემი აზრით, გენიალური გამოსავალი იპოვეს და ტუალეტში ნამდვილი კრეატივის ზეიმი მოაწყვეტს _ პისუარებში ჩადგმული იყო პლასტმასის საფეხბურთო კარი, რომელზეც პლასტმასისვე ბურთი იყო ჩამოკიდებული. საჭირო იყო ზუსტად დაგემიზნებია რომ კარებში შეგეგდო.

- ფუ შენი, ვერ შევაგდე - ჩავილაპარაკე ნასვამა და "ზმეიკა" შევიკარი _ აბა, რა ჩემი ბრალი არის რომ ფეხბურთი ბავშვობიდან არ მიყვარს?

2 comments:

  1. ეხლა ის გამახსენდა, ზაფხულში რომ ყველა ტელევიზია ისვენებს ხოლმე და მთელი წლის პროდუქციას რომ ატრიალებენ "შუა ქალაქის" სეზონების მსგავსად.. :)) ლაშა, რაიმე ახალს თუ დებ, დააწერე ხოლმე როდინდელია.. :)))) ეს პოსტი kalmasoba.com-ზე დაახლ. 3 თვის წინ წავიკითხე.. :))
    წყენებს და გაბუტვებს არ ვართ, დაგასწარი!.. :))))

    ReplyDelete
  2. ანალოგიური სიტუაცია იყო საზოგადოებრივი თუ საჯარო ტუალეტში ესპანეთში და გერმანიაში კიდევ სულაც არ იყო ჩემპიონატი მე როცა ვიყავი, მარა გულის რევით გამოვედი იქიდან..
    პ.ს. ჩვევად მაქვს, სადაც მიდივარ იქაური საზოგადოებრივი თუ საჯარო ტუალეტიც უნდა მოვინახულო, მინდა თუ არ მინდა :D :D :D

    ReplyDelete