Saturday, June 4, 2011

მიტინგი სამი თხილი

სამი რამ რაც უნდა გასინჯო ერთად:
პლაკატი, დროშა და დროშის ტარი
წყალი მავნებელი, ყინვა და ქორშაკი ქარი
ქვეყნის მომავალი, ბრძოლა, აქ და ახლა
სიმღერა, ცეკვა და შეყვარებულის ნახვა
მიტინგი, რუპორი და ტაში
დარბევა, წყლის ჭავლი და დუბინკა ტანში




ანუშ, ჰაიკუშ ეფერანუშ _ მე კიდევ ძილის წინ ვფიქრობ, ნეტა კრიშტიანუ რონალდუმ ის თუ იცის რომ ახალი ოლვეისი 40% მეტ სითხეს იწოვს ვიდრე ადრე? ისე რაც თავი მახოვს და ოლვეისის პროცენტული გაუმჯობესებები, კაი 170% "შეწოვა" მაინც უნდა ქონდეს დღეისათვის. ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ თუ არის ლოსკი არ არის ლაქა, კომეტი კი ინარჩუნებს თქვენი ტელევიზორის უნაკლო სისუფთავეს და იცავს მას "სპეციალური რეპორტაჟისაგან" 24/7-ზე. გახსოვდეთ _ ხელისუფლება არასოდეს გიღალატებს. არადა დარწმუნებული ვარ კრიშტიაუნ რონალდუმ ისიც კი არ იცის, რომ ხიშტი მინუს ორასია, ხოლო არიელის აქტიური ნაწილაკები პოულობენ და ანადგურებენ მომიტინგეებს და იცავენ სახელმწიფოს დაბინძურებისაგან. მთავარი კი მაინც არის "კარგი განწყობა" და ის რომ ჩემი საფენი ახლა უფრო კარგად არის დაფიქსირებული. დაფიქსირებული. "და-ფი-ქსი-რე-ბუ-ლი"... გავიმეორო?

3 comments:

  1. წმინდა ჯემალიJune 4, 2011 at 2:55 PM

    ლოლ რა ყლეობაა პოსტია :D
    და კარგია, ასე გააგრძელე ;)
    m/

    ReplyDelete
  2. m/
    ეს სმაილი რას ნიშნავს? :)

    კარგი, გავაგრძელებ :)

    ReplyDelete
  3. კომენტარი: შენ გაიხარე!.. დილით ასე არ მიცინია "კარგა ხანია.." :)))
    და-ვა-ფი-ქსი-რე? :D :D :D
    ჯიგარი და ყოჩაღი ხარ...

    ReplyDelete