არა, ოდესღაც, იმდროისთვის მარაზმში გადასულმა უგულავასეულმა ქალაქის გულიზაციამ პროტესტის გამოსახატად რომ მაიძულა შემექმნა ფეისბუქ-გვერდი სახელად"მე მიყვარს ონანიზმი", არაფერ შუაშია. არც, ქართულ ბაზარზე დარღვეული სექსის მოთხოვნა-მიწოდების კატასტროფულად შეუსაბამო პროპორციების გამო დამისვამს ეს რიტორიკული შეკითხვა (ჩანართი ეკონომისტებისათვის: სხვათა შორის, დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ "სექს" საოცრად დაბალი აქვს ელასტიურობა).
საქმე, ჩემს ბანკისშემდგომ ცხოვრებისეულ პერიოდს ეხება, როდესაც ერთ დღეში მივატოვე აუთლუქში ორმოცდაათამდე შემოსული მეილი, პარალელურ რეჟიმში მობილურზე და ოფისის ტელეფონზე საუბრის ტექნიკა და რამდენიმე ჰალსტუხ-გაკვანძული და გამარჯობასთან ერთად, ვიზიტკების გაცვლით დაწყებული შეხვედრა. მივატოვე და აღმოვჩდი მუხიანში, მეოთხე ბ მიკრორაიონში (ბოლო ორი ციფრი საიდუმლოა), ოროთახიან მომცრო ზომის ბინაში _ მარტო (მხოლოდ დღის განმავლობაში, თორემ ღამითაც რომ დეიდაშვილების მრავალსულიანობა არ აღვევდეს "ბაითის" სიმყუდროვეს, ვინ იცის იქნებ ნაშებიც ამომეყარა და ახლა ეს პოსტი საერთოდ არც დამეწერა).
ჩართული კომპიუტერი, ბიზნესი რომელიც მარტომ გსურს რომ აწარმოო, არანაირი საწყისი კაპიტალი და საკმაოდ მოზრდილი (ბინისვე) იპოთეკური სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახდელი (სხვა გადასახდელებთან ერთად) ნამდვილად არ გაძლევს საშუალებას, რომ მშვიდად დაიძინო.
მეც სხვა რა გზა მქონდა? დავივიწყე რომ ადამიანი ვარ, სხვათა შორის, ისიც ზედ მივაყოლე რომ კაცი გახლავართ, მოვიმარჯვე მაუსი და მარჯვე ხელებით შრომას შევუდექი. ჩემს ნაცნობებს რომ კითხოთ ლაშა რა კაციაო, გიპასუხებენ: ლაშა ის კაცია, საიტებს რომ თლის და ნეტში აწყობსო.
...ხო და როგორ გინდა ახლა, ოფისის რია-რიას და ბასტი-ბუბუს მიჩვეულს, ყოველგვარი კომუნიკაციის ფორმა უცებ შეგეწყვიტა და არავისთან არ გეკონტაქტა? მითუმეტეს რომ წინ არც მეტი და არც ნაკლები, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი გიდგას?
მეც სხვა რა დამრჩენოდა, ავიღე მაუსი და ხელის ნაზი მოძრაობით წინ და უკან დავუწყე სრიალი. ფეისბუქზე ნებისმიერი ფრენდის, ნებისმიერ ლინკსა თუ სტატუსზე, რომ ვაკომენტაერბდი და შემდეგ საპასუხო კომენტარებს რომ ვალაიკებდი, აი, მანდ მივხვდი რომ დამენძრა. მე რომ დამენძრა, კი მივხვდი, მაგრამ თავადაც თუ იგივეს ჩავდიოდი, ჯერ ეჭვიც არ მქონდა.
გადავწყვიტე რომ ასე არ შეიძლებოდა _ პირადი პროფილი დავხურე, პეიჯი გავხსენი და იქ დავიწყე ჩემი ბრძნული სტატუსების გადმოფრქვევა. ვაის გავეყარე და უის შევეყარეო - გაგონილი გექნებატ თქვენ, ხოდა უის არა მაგრამ 300 ფრენდის ნაცვლას, 1500-ზე მეტ, გვერდის მომხმარებელს ნამდვილად კი შევეყარე. შევეყარე და გულზეც შემომეყარა. შემომეყარა მაგრამ რა მერე _ შეაყარე კედელს ცერცვი, საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. მართლაც არაჩვეულებრივი და საინტერესო არის, როდესაც უამრავ განსხვავებულ ადამიანს უზუარებ ემოციებს, მუსიკას, განწყობას, ფოტოებს, იცნობ და გიცნობენ, ესაუბრები და გესაუბრებიან, ულაიკებ და გილაიკებენ.
აი აქ კი დაიწყო ნამდვილი საგიჟეთი: რა არ გცალია, ფეისბუქზე ათასხუთას კაცთან სალაპარაკოდ კი გცალია? რა ვერ მომილოცე _ ნახევარ ფეისბუქს კი კარგად ულოცავ დაბადების დღეს? რა, ვერ წამოხვალ?ფეისბუქზე კი კარგად დადიხარ...და ა.შ. და ასე დაუსრულებლად.
მოკლედ ნამდვილი კოშმარი დაიწყო. გარდა იმისა, რომ თვითონაც ვბრაზდებოდი ჩემს თავზე გონების გადართვის მიზნით, ბროუზერის ტაბის ფეისბუქზე რამდენიმე წუთით გარდართვის გამო, ახლა სხვებმაც დამიმატეს (ვითომ თვითონ არ დაბროდნენ კურილკაში ხუთ წუთში ერთხელ). ზოგმა ფროიდობაზე გამოდო თავი და ჩემს ქვეცნობიერში დაუკმაყოფილებელი სექსუალური ვნებების, სოციალურ ქსელებში სუბლიმაციას დაუწყო ძებნა (ძებნა კი არა, პრაქტიკულად მკურნალობა), ზოგმაც აკუპუნქტურის სპეციალისტობაზე გადადო თავი და ჩემსკენ ნემსებით გამოიქცა. "ცოტა ადექი, გადი გარეთ, ვინმეს დაელაპარაკე" - მოკლედ "გადი, ქალებში გაისეირნე" _ პათოსის რჩევები გადმოედინა თავსა ამას ზედა უბადრუკსა. არადა სასამართლოზე მოწმის სტატუსად დაბარებულმა, რომ დავიფიცე იმაზე წრფელად დავიდებ გულზე ხელს და ვიტყვი _ რა, რა და სექსი ნამდვილად არ მაკლიათქო (ნუ, გამონაკლისებიც იყო).
უბრალოდ, "ყველაფერი გენიალური _ მარტივია", ფორმულირების თანახმა, ადამიანი ეტყობა არც ისეთი გენიალური ქმნილებაა, რომ ყველაფერი ასე მარტივად _ სექსის საჭიროებით აიხსნებოდეს. "ჭამა და სექსის" გარდა, არის სხვა თემებიც, რომლებიც თურმე არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ადამიანის არსებობისთვის. სხვების რა მოგახსენოთ და ერთ-ერთი კი ნამდვილად არის "კომუნიკაცია" (ჩემი თუ არ გჯერათ, გამოამწყვდიეთ პირასკოჩილი კაცი, ჩაუყარეთ ქალები და დააკვირდით 1 წლის განმავლობაში).
ახლა ვიღაც გონებამახვილი მეტყვის _ სექსიც ხომ ერთგვარი კომუნიკაცია არისო? კი ბატონო, მაგრამ სექსი ერთადერთია სადაც "ენამახვილობა" ნამდვილად არ არის რეკომენდირებული, შესაძლო ტრამვების თავიდან აცილების მიზნით. არასრულფასოვანი და შეზღუდული კომუნიკაცია კი იგივეა, "ვარდს რომ უყნოსო აერწინაღით".
მოკლედ, გადაგიშალეთ გული და სული (გოგო რომ ვიყო აქ არ შევჩერდებოდი), ახლა კი ანონიმუსებო, ფეისბუქ ფრენდებო, რეალში მყოფებო, ნეოებო და მორფეუსებო, ფროიდებო და ოჩოპინტრებო თავად განსაჯეთ _ ვარ თუ არა ონანისტი?
P.S. მახსოვს რომელიღაცა კლასში საკუთარ თავს ხელცქვიტობა ავუკრძალე. რამდენიმე თვე როგორღაც გავძელი, მომდევნო ორი წელი კი, ხელი რა იყო და ენა არ გამიჩერებია!
ბუშკა
ReplyDelete:))) ახლა შერონსტოუნს ვუყურებ პირდაპირში...ნახევარი თბილისი იქ არის და კივის... ვინ უფრო ონანისტობს ახლა, ვინც ინტერნეტშია თუ რუსთაველზე ალბათ ძნელი სათქმელია :))
წავედი დავანძრიო რა იყო და ... წავედი ვუყურო :))
(მ)ანანისტი ხარ შენ, კვანტალიანო!..
ReplyDeleteისე ცოტა ხნის წინ მეც მომიხსენიეს ონანისტად (თან პირდაპირ და არა შემოვლითი გზებით:))). რომ მცოდნოდა ამ პოსტს წერდი, გთხოვდი რომ ჩემზეც შეგეწია სიტყვა :D:D
ReplyDeleteშერონ სთოუნს ნუ უყურებ, უტრუსიკოდ დადის ეგ ქალიო ამბობენ :|:|
KIKI
ReplyDeleteამ კულტურულ ქალს და გალერიის მეპატრონეს (თუ ყოფილს) რა სიტყვებით დაგიწყია საუბარი ჰა? :)) მესმის ერთი სულელი ბლოგერი ბჭობდეს ასე :D
ბუშკა
აშკარად :)))