წამოვიდა საყვარელი წვიმა
აშხაპუნდა აივანთან ახლოს
ფანჯარასთან დგას მეზობლის ბიჭი
საკუთარი თვალებით რომ ნახოს
სველი კაბით, გრძელთმიანი გოგო
როგორ მირბის სველი ქუჩის გვერდით
ქუსლიანი ფეხსაცმლებით ხელში
სველ ტანსაცმელს მორგებული მკერდით
როგორ ცდილობს შეაფაროს თავი
რომელიმე ხეს ან სულაც ვინმეს
და მიეკრას გულზე სველი მკერდით
ოღონდ დიდხანს, კიდევ დიდხანს წვიმდეს
წამოვიდა, აშხაპუნდა წვიმა
თქეშით მოდის აივანთან ახლოს
ფანჯარასთან დგას მეზობლის ბიჭი
კიდევ ერთ სიზმარი რომ ნახოს
წვიმა გიგრძვნია ლაშარელა :)
ReplyDeleteიგ
ბუშკა,
ReplyDeleteამინდის პროგნოზი კი არაა - ლექსია, გოგო...ლექსი :))
(c) კომენტარი ციკლიდან: მონიტორინგი ჩართულია..:)
ReplyDeleteმომენატრე ლაშკააა :)))
ReplyDeleteოფისში გამიწვიმდა ისეთი ემოციაა :))
ReplyDeletemakine
ReplyDeleteარ გიცნობ მაგრამ მეც მომენატრე :)
ლუ
კლავიატურა არ დაგისველდეს :)
ლაშა,
ReplyDeleteდაე, დასველდეს :)
:) გუშინ წავიკითხე, მომეწონა, დღეს კომენტარი რომ არ დამეწერა ვერ დავიძინებდი.. ხოდა დაგიწერე.. :))))
ReplyDelete