არ მინდა ცოლი
არ მინდა შვილი
არ მინდა კვერცხის ცილა
არ მინდა წიფლის ხმელი ფიცარი
ან მოწყენილი დილა.
არ მინდა გაზზე ლობიო ქვაბში
ლობიო მინდა ქოთნის
არ მინდა მჭადი ემალის ტაფით _
კეცზე, ნეკრჩხლის ფოთლით.
არ მინდა სექსი. მართლა არ მინდა,
არა, უბრალოდ ახლა...
გასვლაც არ მინდა შენი კარმიდან
არც მუშაობით დაღლა
არ მინდა დავთვრე არყით და ლუდით
არც შოპენით და ვერდით
და ერთადერთი ახლა რაც მინდა
ჩუმად მოგიწვე გვერდით
მაგარი ლექსია ლაშარელა :)
ReplyDeleteაუ, ქოთნის ლობიო დღეს დავაგემოვნე "პერერივზე".. :)
ReplyDeleteშენი ლექსები კიდე სულ მომწონს და მომწონს.. რაღაცნაირი თბილია.. ტაკ დერჟაწ!.. :)))
nino
ReplyDeleteme ro mcerali ar var shens gemovnebastan ra shuashia? :)
kalebis logikas koveltvis movkavar gaocebashi :)
Gio
sad? shemoixedeshi?
რუსთავსა შინა.. :)) ჩემს სამსახურთან ერთი პაწაწინა სახაჭაპურეა, მაგრამ დიიიდი გული აქვს.. :))
ReplyDeleteგიო said...
ReplyDeleteმოკითხვა რუსთავის სახაჭაპურეს, პოვარს და მომსახურე პერსონალს :)
ვაა, რუსთავიც კითხულობს ე.ი. ბლოგს, ასწორებს :))
და რად მუშაობ, რუსთავში?
მოკითხვა მიღებულია, გადაცემული და გაკვირვებული სახეებიც დაფიქსირებული (სამწუხაროდ ფოტოზე არა.. :D) რუსთავი დიდი ხანია კითხულობს შენს ბლოგს, ჩემი ბლოგის დახმარებითაც.. :))
ReplyDeleteსოციალურ სამსახურში.. :)
ლაშიკო მოგკლაავ! რას ქვია და გავბრაზდი)რას ქვია რუსთავი კითხულობსო იკითხე?! რუსთავი კითხულობს!
ReplyDelete(ნეენ)
saintereso ritmaa..........................................................agfrtovanebuli var...........................
ReplyDelete