Friday, March 18, 2011

განძის მაძიებელნი - The Bloggers

ეიფორიულმა დღემ ჩაიარა. დღეს თბილისი ყველაზე შეშლილი და ენერგიული ქალაქი იყო. საღამოს დაღლილი ჩამოვჯექი ერთ-ერთი სკვერის, მნიშვნელობა რომარააქვს რომელ, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ ფიჭვისა და ჭადრის ხეებს შორის ჩადგმულ სკამზე.

მივხვდი, რომ ჩემთან ერთად, კოდებისა და მინიშნებების ძიებაში დაღლილი, მთელი ქალაქი ისვენებდა.

მოგეხსენებათ, არ დავიზარე და ბლოგერებს შევთავაზე ერთად მიგვეღო ამ სიგიჟეში მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ დღეს უფრო მეტი კაიფი განვიცადე ამ ყველაფერზე თვალის დევნებით, ვიდრე იმ ტიპებმა რომლებიც ჩაფიქრებული სახეებით ცდილობდნენ გაერკვიათ რომელი ასო იყო, შპაკატში გაჭიმული კაცუნა.

პოსტმა იმხელა ინტერესი გამოიწვია და თემა იმდენად აქტუალური იყო, როგორც რეალურ, ასევე ვირტუალურ სამყაროში, რომ ბლოგზე განთავსებულმა ვიდეო პოსტმა, ყველა რეკორდი მოხსნა.


კიდევ ერთხელ შევეცდები, სიტყვები კარგად შევახვიო, ცეცხლი მოვუკიდო, გემრიელი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქო და სხვა ბლოგერების გასაგონად, ხშირი კვამლი დავაყენო. ხოლო, ვინც არ დაბოლდება უბრალოდ ვთხოვ: აქვე პუფებში, კარგად მოკალათდით და მწვანე ჩაი მიირთვით _ "ჩვენთან მოიტანა" :)

ახლა კი გაგაცნობთ მიმდინარე მდგომარეობას:

როგორც ჩაფიქრებული იყო ამოქმედდა "უსაქმურ ბლოგერთა" შტაბბინა. გენერალიტეტის წევრები არიან:


- ზურ.ჯი
- ლინგვისტუსი
- კატიე
- დვორსკი
- ლიტერატორი


განაცხადის შევსება არ დაეზარათ და გასართობად სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოთქვეს:

- http://www.tatusi.blogspot.com
- http://mecmikvarkhar.wordpress.com/
- http://konspace.wordpress.com/
- http://bushka-bushka.blogspot.com/
- http://mokhetiale.wordpress.com/
- http://konspace.wordpress.com/
- http://mymoone.wordpress.com/
- http://faifurisangelozi.wordpress.com/

ვინაიდან დაგვჭირდება კოორდინირებული მოქმედება, ინფორმაციის გაცვლა, ერთმანეთისთვის გულებიანი ფოტოების ვოლზე დადება და სხვა, გავხსენი ჯგუფი, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება შემოიხეტიალოს, შემოიხედოს და შემოაბიჯოს კიდეც.

ჯგუფში უბრალოდ შევთანხმდებით, სად ვიკრიბებით, რას ვაკეთებთ, საღამოს ლუდი დავლიოთ თუ "ნაბეღლავი ჯობია" და სხვა.

ვინაიდან ჯგუფი ღიაა, ნებისმიერი "არც თუ ისე" საჯარო ინფორმაცია, მიგნება, აღმოჩენა, დაკვირვება და სხვა, გთხოვთ არ გამოაქვეყნოთ ჯგუფში და მომწეროთ მეილზე: blogger@lasharela.com

ეს არის უბრლაოდ გართობა, არავინ არავის წინაშე ვალდებული არაფრით არ არის. უბრალოდ +1 (ან მეტი _ გააჩნია რომელ ტურამდე მივალთ) მიზეზია, შევიკრიბოთ, ერთმანეთი გავიცნოთ, თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ: გამარჯობა, მე http://.... ვარ :)

ასე, რომ თუ მსურველები იქნებით (ბლოგიანი, უბლოგო და საბლოგე) ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ.


პატაკს გაბარებდათ,
კაპრალი ლაშარელა

P.S. სინამდვილეში ვიცი, რომ ყველანი ძალიან საქმიანები და დაკავებულები ვართ, წინ კი "ვიქენდი" და მთვარე მოგვიახლოვდა. მეორეს შიშით, პირველის არგამოყენება ალბათ ისეთივე სისულელე იქნება, როგორც 2012 წლამდე ქალიშვილად/ვაჟიშვილად დარჩენა.

ანუ ვფიქრობ, შევიკრიბებით და ....

3 comments:

  1. დაიცა,და, რატომ კაპრალი და არა (მინიმუმ) უფროსი ლეიტენანტი? სად იციან კაპრალებმა ასეთი გამართული ქართულით პატაკის წერა?:-)) თვითშეფასება (სამააცენკა!) აიწიოოოს!
    (ნეენ)

    ReplyDelete
  2. მეც მინდა (მართალია არ მომცლია (:D) და შესაძლოა მოსვლაც ვერ მოვახერხო, მაგრამ ყველაფერი მაიტნერესებს) და უნდა შევავსო?

    ისეთი კითხვებია, რომ ისა.. :შ

    ReplyDelete
  3. დაიცა,და, რატომ კაპრალი და არა (მინიმუმ) უფროსი ლეიტენანტი? სად იციან კაპრალებმა ასეთი გამართული ქართულით პატაკის წერა?:-)) თვითშეფასება (სამააცენკა!) აიწიოოოს!
    (ნეენ)

    ReplyDelete