Monday, March 28, 2011

ობიექტური კრიტიკა და სნობიზმის ანატომია

ბრიტანელი მწერალი, არტურ კესტლერი, თავის ერთერთ ესსეში _ სნობიზმის ანატომია, ყვება:

"ჩემს ერთ ახლობელს, (პირობითად ბრენდა დავარქვათ), თაყვანისმცემელმა დაბადების დღეზე, უბრალო, თანამედროვე ჩარჩოში ჩასმული პიკასოს ნახატი აჩუქა. ნამუშევარი მხატვრის "კლასიკური" პერიოდის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენდა, რომელზეც ყმაწვილს ხელში აყვანილი გოგონა მიჰყავდა; და მიუხედავად იმისა რომ სხეულები ერთმანეთში ირეოდა, ნამუშევარი საოცრად ჰარმონიულ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ვინაიდან ნამუშევარს სერიული ნომერი არ გააჩნდა, ბრენდამ ჩათვალა რომ ეს რეპროდუქცია იყო და შესაბამისად ნახატს კიბეებზე მიუჩინა ადგილი. ორიოდე კვირის შემდეგ კი, როდესაც კვლავ ვესტუმრე მას, ნახატი მისაღებ ოთახში ამშვენებდა კედელს.

- ვხედავ, რეპროდუქცია "დაგიწინაურებია" _ ავღნიშნე მე
- არა, რა რეპროდუქცია _ ეს ორიგინალია. რა ლამაზია არა? დააკვირდი გოგონას თეძოები როგორი ხაზებით არის გამოკვეთილი..." - ასე შემდეგ და ასე შემდეგ."

შემდეგ კი მთელი ესსეს განმავლობაში, ავტორი გვიხსნის, რომ სნობიზმი სხვა არაფერი არ არის თუ არა ღირებულებათა სისტემის ცვლილება, რაიმე ფაქტორის გათვალისწინებით. მაგალითად _ ნახატი ბრენდასთვის გაცილებით ღირებული გახდა, როდესაც გაიგო რომ ის ორიგინალი იყო და არა დუბლიკატი. მაშინ გამოიფინა ის "გამოსაჩენ" და "საამაყო" ადგილას, მაშინ შეამჩნია რომ თურმე ხაზები გენიალურად იყო გავლებული და გოგოს თვალებიც საოცრად იყო გადაწყვეტილი, ოთხკუთხედების სახით (ავტორის, ანუ ჩემი ინტერპრეტაცია).

როდესაც კესტლერის ეს ესსე პირველად წავიკითხე, მივხვდი რომ ყველა ჩვენგანი გარკვეულ წილად სნობია. უბრალოდ გააჩნია ეს რაში გამოიხატება: იმაში რომ, სურნელი მხოლოდ ჭურჭლის გამო მოგწონს რომელსაც "კოკო-შანელის" ლოგო ამშვენებს, თუ ერბოკვერცი მოგწონს და "გეგემრიელება" მხოლოდ იმიტომ, რომ დედამ მოგიმზადა _ ორივე შემთხვევაში სნობი ხარ.

დღეს კი სნობიზმის ერთ კონკრეტულ გამოვლინებაზე დავფიქრდი, რომელიც კრიტიკას ეხება. "არიან ხალხი რომელთა აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია" _ ალბათ ეს ფრაზა ხშირად გითქვამთ ან გაგიგონიათ. მეც ხშირად მითქვამს, მაგრამ თოფურიას ტომეულებსა და მათანალიზში გამობრძმედილ ზუსტ, მათემატიკურ ფორმულირებას თუ მივყვებით, აწი ამ ფრაზას შემდეგნაირად ვიტყვი: "არსებობს ხალხი, რომელიც ხშირად გამოთქვამს აზრს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია".

არანაირი მნიშვნელობა არააქვს ვინ გაძლევს რჩევას, რეკომენდაციას, ვინ გაკრიტიკებს _ იქნება ეს ბრძენი თუ ბრიყვი, დიდი თუ პატარა, მემარჯვენე თუ მემარცხენე, წითელქუდა თუ მგელი, ქალიშვილი თუ არაქალიშვილი (ეს ბოლო, საძიებო სისტემებისთვის იყო არ შეიმჩნიოთ). მთავარი არის თავად აზრი, ინფორმაცია, როგორც განყენებული ობიექტი, რომელსაც საკუთარი გრავიტაცია გააჩნია და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს წყაროს მისი წარმოშობისა.

ვფიქრობ, სნობიზმის ეს კონკრეტული ნაირსახეობა, გამოთქმული აზრის "გათვალისწინება-არგათვალისწინების" კუთხი ყველაზე გავრცელებული მოვლენაა. ძალიან რთულია გაიზიარო აზრი, რომელიც ისმის ადამიანისგან, რომლის ღირებულებებიც შენთვის არაფერს ნიშნავს და არაფრის მთქმელია. ან და პირიქით, არ დაეთანხმო აზრს, რომელიც შენთვის ძალიან ავტორიტეტული (ან ძვირფასი, ან ახლობელი _ მნიშვნელობა არააქვს) ადამიანისგან მოისმინე.

ფაქტია _ ძალიან რთულია, არ იყო სნობი.

11 comments:

  1. სულაც არაა ცუდი, რომ იყო სნობი :)

    ReplyDelete
  2. Dv0rsky
    მგონი ეგ არც დამცდენია :) ცუდი არაა. ისე მე არ მინდა ვიყო ბრენდების მხრივ სნობი. ჯერ-ერთი რომ არაპრაქტიკულია და მეორეც, არ მინდა ფასის გამო ღვინო და სუნამო უფრო მეგემრიელებოდეს :))

    ReplyDelete
  3. ამ შემთხვევაში არ იყო სნობი ნიშნავს იყო აფსოლუტურად ობიექტური, ეგეთი ადამიანი კიდე არ არსებობდს :შ ტაკ შტო დღეს ყველანი სნობები ვართ^^

    ReplyDelete
  4. ჩემს გულახდილობას ვერ დავამტკიცებ ვერანაირად, მაგრამ აზრებს რაც შეეხება... ყოველთვის ვცდილობ ადამიანის აზრი არა ამ ადამიანის კონკრეტული "მიკუთვნილობით" თუ სტატუსით შევაფასო, არამედ აზრის მნიშვნელობით. ანუ, მაგალითად ხშირად ადამიანის კარგი აზრი, დაწერილი თუ გამოთქმული მის მიმართ ანტიპატიის მიუხედავადაც დადებითად შემიფასებია და პირიქით. სნობობას რაც შეეხება, ძალიან საინტერესო თემაა და მგონია რომ მისი ერთგვარად ინტერპრეტაცია არ შეიძლება და სხვადასხვა კუთხიდან შეიძლება შევხედოთ.

    ReplyDelete
  5. სნობიზმი ისევე, როგორც ცინიზმი მორალური ღირებულებების უარყოფას გულისხმობს. მისი კლასიკური დეფინიცია საკმაოდ მძიმეა და ხშირად გინებაზე შეურაცხმყოფელად აღიქმება. სამწუხაროდ დღეს ამ სიტყვას სხვა და სხვა მისამართით ისე ისვრიან არც უფიქრდებიან მის შინაარსს.
    ბოლომდე გეთანხმები ზემოთგამოთქმულ მოსაზრებებში. :)

    ReplyDelete
  6. "
    ძალიან რთულია გაიზიარო აზრი, რომელიც ისმის ადამიანისგან, რომლის ღირებულებებიც შენთვის არაფერს ნიშნავს და არაფრის მთქმელია. ან და პირიქით, არ დაეთანხმო აზრს, რომელიც შენთვის ძალიან ავტორიტეტული (ან ძვირფასი, ან ახლობელი _ მნიშვნელობა არააქვს) ადამიანისგან მოისმინე.

    ფაქტია _ ძალიან რთულია, არ იყო სნობი.
    "

    ეს ყოველთვის სნობიზმი არ არის. თუ ადამიანი ხშირად ამბობს სიმართლეს, ლოგიკურია რომ მის სიტყვას შენთვის მეტი წონა ქონდეს და თუ რამეში არ ეთანხმები, საკუთარი თავიც დააყენო ეჭქვეშ – შეიძლება შენ არ იცი ან ვერ ხვდები რამეს.
    აბსოლუტური ავტორიტეტები კი ცუდი რამეა და ეგ მართლა სნობიზმია.

    ReplyDelete
  7. Captain Obvious said...
    "ხშირად ამბობს ჭეშმარიტებას" - ეს რა გაგებაა? :)
    ან ის არ გაგიგონია 10-დან 1 გიჟსაც დაეჯერებაო? :)

    მე, სწორედ იმას ვამბობ რომ თავად იდეა, გამოთქმული აზრი უნდა იყოს მნიშვნელოვანი, წარმომავლობა კი მის შეფასებაზე არ უნდა მოქმედებდეს და ნუ მინიმუმ კესტლერისეული დეფინიციით ეს სნობიზმია.

    ReplyDelete
  8. სულაც არაა ცუდი, რომ იყო სნობი :)

    ReplyDelete
  9. ამ შემთხვევაში არ იყო სნობი ნიშნავს იყო აფსოლუტურად ობიექტური, ეგეთი ადამიანი კიდე არ არსებობდს :შ ტაკ შტო დღეს ყველანი სნობები ვართ^^

    ReplyDelete
  10. ჩემს გულახდილობას ვერ დავამტკიცებ ვერანაირად, მაგრამ აზრებს რაც შეეხება... ყოველთვის ვცდილობ ადამიანის აზრი არა ამ ადამიანის კონკრეტული "მიკუთვნილობით" თუ სტატუსით შევაფასო, არამედ აზრის მნიშვნელობით. ანუ, მაგალითად ხშირად ადამიანის კარგი აზრი, დაწერილი თუ გამოთქმული მის მიმართ ანტიპატიის მიუხედავადაც დადებითად შემიფასებია და პირიქით. სნობობას რაც შეეხება, ძალიან საინტერესო თემაა და მგონია რომ მისი ერთგვარად ინტერპრეტაცია არ შეიძლება და სხვადასხვა კუთხიდან შეიძლება შევხედოთ.

    ReplyDelete
  11. სნობიზმი ისევე, როგორც ცინიზმი მორალური ღირებულებების უარყოფას გულისხმობს. მისი კლასიკური დეფინიცია საკმაოდ მძიმეა და ხშირად გინებაზე შეურაცხმყოფელად აღიქმება. სამწუხაროდ დღეს ამ სიტყვას სხვა და სხვა მისამართით ისე ისვრიან არც უფიქრდებიან მის შინაარსს.
    ბოლომდე გეთანხმები ზემოთგამოთქმულ მოსაზრებებში. :)

    ReplyDelete