Saturday, March 12, 2011

შენით

შენს მონატრებას ჩავიცვამ ფეხზე... წინდად
ნაუცფათევად შემოვიხურავ... ხალათს
შენს ტუჩებს თუ არ ვკოცნიდი მახსოვს... წყინდათ
შენ კი მიჭრიდი კიტრი-პამიდვრის... სალათს

თავზე მახურავს შენზე ოცნება... ქუდი
შიშველ ყელს მითბობს, შენი მკლავები...კაშნე
ახლა მინდა, რომ ერთად დავლიოთ ლუდი
და შენს ტუჩებზე ლუდის ქაფივით გავშრე

ახლა მინდა რომ შენ ჩემი გახდე...ფილტვი
ძალიან მინდა რომ შენი ვიყო...ბალთა
მთელი ცხოვრება შენი მკერდისკენ ვილტვი
მთელი ცხოვრება მიზიდავს შენი კალთა

თავზე მახურავს შენზე ოცნება... ქუდი
შიშველ ყელს მითბობს, შენი მკლავები...კაშნე
ახლა მინდა, რომ ერთად დავლიოთ ლუდი
და შენს ტუჩებზე ლუდის ქაფივით გავშრე

7 comments:

  1. ხოდა,მინდოდა მეთქვა,რომ მომწონს ასეთი ლექსები :)

    ReplyDelete
  2. მმმმმ, მართლა კარგია <3
    და დღევანდელი ამინდის შესაბამისი განწყობის :))

    ReplyDelete
  3. lasharela sheni poeziis fani var oditgan:-) dzaaan mmmagariaa

    ReplyDelete
  4. ლაშა ძალიან ძალიან მომწონს შენი ლექსები :)
    და მშურს მათი ადრესატის :)

    ReplyDelete
  5. Bravoooo maestrooooooooo :)))
    Dzalian momcons shwni shmokmedeba :)

    ReplyDelete
  6. dzalzed kargia, me vityodi gulisamachuyeblad kargi....

    ReplyDelete
  7. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ შენი ნიჭით, ძალიააან მომწონს, ძალიანნ :) (ზეეეეგულახხდილი Tik )

    ReplyDelete