Friday, March 4, 2011

მიშა მოვდივარ!

ბოლო რამდენიმე დღეა, ახალი გასართობი მოვუფიქრე ჩემს თავს (ვითომ საქმე საერთოდ არ მქონდეს).

ფეისბუქის ვარიაციებზე სხვადასხვა სიუჟეტებს ვაწყობ და ჩემი ბლოგის გვერდზე ვანთავსებ (რაღაც ისე გამომივიდა _ კომბლებს რომ თლის და ჭერში ინახავს).

ერთ-ერთი ფოტო, რომელზეც "გრეჩიხა" მიშას, ამჯერად უკვე სოციალური ქსელის კედლიდან ემუქრება რომ "მოდის", დიდი სისწრაფით გავრცელდა ინტერნეტში.

ეს რა თქმა უნდა კარგია, რომ არა ერთი გარემოება - ბევრმა მომხარებელმა, ფოტოს ქვემოთ განთავსებული ჩემი ხელმოწერა, ანუ ბლოგის მისამართი (მე ხომ სახელი და გვარი დიდი ხანია აღარ მაქვს _ მაქვს დომენი) წაშალა.

მინდა მოგმართოთ ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც არის ჩემი ბლოგი - მეგობრებო, მოდით ვიცხოვროთ მეგობრეულად, ნუ დავარღვევთ საავტორო უფლებებს, ნუ ვიქნებით უნიჭო იმიტატორები და გაცვეთილი Copy&Past-ერები, მომპარავები და კაიბიჭები, დონალდ დაკები და "უწიონოკ გიზმო"-ები. მოდით ვცეთ ერთმანეთის ნამუშევრებს პატივი და ნუ დავჭრით, მოვჭრით, გადავაკეთებთ და დავასახიჩრებთ მათ.

ახლა კი როდესაც ცოტა დავიცალე, გთავაზობთ ყველაზე ფოტოებიან და ფერად პოსტს, რომელიც ოდესმე ჩემს ბლოგზე განთავსებულა:

[nggallery id=10]

დასასრულს ვიტყვი, რომ საოცრად არ მიყვარს ვოთერმარკებით აჭრელებული ფოტოები _ ეს იგივე არის, მუზეუმი ცალი თვალით რომ დაგათვალიერებინონ. ამავდროულად მე მაინც მჯერა რომ ფეისბუქის ქართული ნაწილი ზღაპრულია, აქ სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე. მჯერა რომ ამჯერადაც, სიკეთე გაიმარჯვებს და დღეიდან აღარავინ აღარ ჩამოშორებს ფოტოს ბლოგის დასახელებას. წინ ხომ უამრავი საინტერესო ფეისბუქ ჩანახატი გველის.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატოც აქა და ფქვილიც აქა _ ისედაც კრიზისია კვების პროდუქტებზე!

P.S.

[youtube http://www.youtube.com/watch?v=j-y9A5fMr3Y&w=480&h=390]

16 comments:

  1. გეხვეწები, იქნებ განგვიმარტო, როგორ აკეთებ ამ ყველაფერს?

    ReplyDelete
  2. ცუკერბერგთან დადო ხელშეკრულება და ისე აკეთებს :D

    ReplyDelete
  3. აუ მართლა მაგარია ყოჩაღ

    ReplyDelete
  4. ძალიან კარგი..)))

    ReplyDelete
  5. marto smailis dawera mindoda,magram mivxvdi dzalian mshrali iqneboda..

    Dasafasebelia sheni iumoris grdznoba.. )) ase gaagrdzele.. Tvals gadevneb da imedi maqvs bevrs vixaliseb.. )

    ReplyDelete
  6. :D:D:D
    კი, მართლა თვითონ არიან,
    წაგება და მოგებაც მართლა თვითონ არიან , აბა :D

    ReplyDelete
  7. :დ :დ :დ რამდენიმე კი მქონდა ნანახი მაგრამ ბაში–აჩუკზე ყველაზე მაგარი იყო :დ :დ


    პ.ს რა იციან ეს ჩამოჭრები რა :|

    პირდაპირ სურათს ვერ დააშეარებდნენ? :ფიქრ:

    ReplyDelete
  8. dzaan magaria :D

    ReplyDelete
  9. "მიშაა მოვდივარ" რა პოპულარული გახდა. მაგრამ ის ვერსია, ლაშარელა.ქომ რომ აქვს მოჭრილი :შ

    ReplyDelete
  10. Agasfer
    დამპლები :D

    გამიბაზრე მერე რო ჩემია :)))

    ReplyDelete
  11. :დ :დ :დ რამდენიმე კი მქონდა ნანახი მაგრამ ბაში–აჩუკზე ყველაზე მაგარი იყო :დ :დ


    პ.ს რა იციან ეს ჩამოჭრები რა :|

    პირდაპირ სურათს ვერ დააშეარებდნენ? :ფიქრ:

    ReplyDelete
  12. "მიშაა მოვდივარ" რა პოპულარული გახდა. მაგრამ ის ვერსია, ლაშარელა.ქომ რომ აქვს მოჭრილი :შ

    ReplyDelete
  13. hahaha :DDD xaalx axali leqsi davtsere kai iyo )))))

    ReplyDelete
  14. @Che
    გაგვაცანი მერე :)

    ReplyDelete