ჯერ ერთი სიკვდილისთვის არავინ მემეტება და მით უმეტეს ბოზები.
დღეს, არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც ღონისძიებაზე, რომელიღაც დარბაზში შეკრებილ ქუთათურებს, სცენაზე ზაზა ბურჭულაძე გამოეცხადათ და მიკროფონში, დავიგინები, ჰარი პოტერის ყველაზე მაგარ შელოცვაზე ძლიერი სიტყვები უთხრა: "ქურდებს სიცოცხლე და ბოზებს სიკდვილიო"
დარბაზის ერთი ნაწილი (რომელსაც შევეცდები სახელი მოვუძებნო) მქუხარე ტაშით და სიცილ-ხარხარით შეეგება ამ რეპლიკას. ხოლო მეორე ნაწილი კი _ "ინტელიგენცია" მომენტალურად აღშფოთდა. ბურჭულაძეს ეპატაჟმა წარმატებით ჩაიარა, სიუჟეტი გაპიარდა, მოხვდა ტელეარხებზე, გაზეთებში და ვიღაც ლაშარელას ბლოგზეც.
არა და სწორედ ეს ბურჭულაძე იყო მახსოვს, რომელიღაც ტელეკომპანიას რომ მისცა ინტერვიუ _ ეკო დეისაძე არის მეორე ხარისხოვანი მწერალი და ეს წიგნი იყო უბრალოდ პოპულარულობის მოსატანად დაწერილი, ხოლო მხატვრული თვალსაზრისით, ისე რაო ("ადიბასი" ხო რას ამბობ _ მზითვებში გასატან წიგნად იქცევა, ასე 8 საუკუნის მერე).
რაღაი ეკო ვახსენეთ (უმბერტო არა კაცო _ დეისაძე), აქვე ვთქვათ: "საიდუმლო სირობამ", საზოგადოების სწორედ ის ნაწილი აღაშფოთა, რომელსაც სახელწოდება ვერც ამჯერად მოვუნახე, მაგრამ ბურჭულაძის მისალმება ტაშით დააჯილდოვა, ხოლო (ქუთაისური არა მაგრამ თბილისური) ელიტარული საზოგადოება მქუხარე ტაშითა და ალაგ-ალაგ ღიმილით შეეგება.
ასე არის თუ ისე, ძალიან მარტივია ამ ბედრკულ ქვეყანაში "ხალხის აგდება". ამისთვის არც კრეატივია საჭირო, არც განსაკუთრებული ნიჭი და უნარ-ჩვევები. საკმარისია უბრალოდ გააკეთო ის, რაც არ არის მიღებული და რასაც "სხვები" არ აკეთებენ.
არა და როგორ მინდა, ერთხელაც ბურჭულაძისნაირი უხარისხო "ეპატაჟნიკი" გაღიმებული დარჩეს სცენაზე, როდესაც მის მცდელობას არანაირი გამოხმაურება არ ექნება. როგორ მინდა ქართულმა საზოგადოებამ ერთხელაც ზემოთ არ აიხედოს. ერთ დღეში არ ჩასახოს, ამშობიაროს და აღზარდოს ეკო დეისაძისმაგვარი ბუმბერაზი კლასიკოსები.
ეჰ, მე კი მინდა მაგრამ სად არის. ხო და სანამ არ არის, წავალ რაიმე ისეთს გავაკეთებ რაც "არ შეიძლება"!
[youtube http://www.youtube.com/watch?v=jMpvBS7UmGo]
ლაშა, მომწონხარ ძალიან:)
ReplyDeleteზუუსტად :D
ReplyDeleteრაღა დროს ამაზე ავარდნაა, მაგრამ ქუთაისი მართლა მაინც უფრო, რბილად რომ ვთქვათ, კონსერვატორი ქალაქია თბილისთან შედარებით, უფრო პატარა, უფრო დახურული საზოგადოებით და ასე მარტივად ვერ შეხვდა. ცოტა დრო გავა და იქეთ დასცინებენ )))
ისე, ზაზასგან გამიკვირდა, კი არის ეპატაჟნიკი, მაგრამ ასეთ "ძიშოვ" პონტებს მორჩა მეგონა :(
lasha kargi bichi xar:)
ReplyDeleteმომეწონა...ყველაზე მეტად კი შენი სურვილი რომ მსგავსი "ბურჭულაძეები" გაღიმებულნი დარჩნენ...
ReplyDeletemogisgan sofeli da qalaqi, toje mne aristokratka bliadz!!!!!!!!!!1
ReplyDelete"არა და სწორედ ეს ბურჭულაძე იყო მახსოვს, რომელიღაც ტელეკომპანიას რომ მისცა ინტერვიუ _ ეკო დეისაძე არის მეორე ხარისხოვანი მწერალი და ეს წიგნი იყო უბრალოდ პოპულარულობის მოსატანად დაწერილი, ხოლო მხატვრული თვალსაზრისით, ისე რაო..."
ReplyDeleteნეტა მაგას ბურჭულაძე ვიზე ამბობს :|
eris sulierebis sarke??? hoda, ranairebic xart, iseti mwerlebic gyavt dges :D
ReplyDeletevasasi
ReplyDeleteროგორც კალანდიამ თქვა, "ბურჭულაძე ძალიან კარგად წერს...არაფერზე" :)
ვ-ეპატაჟნიკობთ :)
იუთუბზე ამ ვიდეოს ატვირთვის გამო გამომიშვეს:)))
ReplyDeleteთუმცა რამდენიმე საათში დამირეკეს და მითხრეს დაბრუნდიო, მაგრამ რა თქმა უნდა დაბრუნებას არ ვაპირებ.
მეგატივი ტელევიზიაა ქუთაისში..:)
ReplyDeleteმაგ სიუჟეტის გამო გამოუშვეს.
https://www.facebook.com/notes/manana-kveliashvili/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1/197765853588675
ReplyDeleteნახე ეს, აქ მიწერია რა და როგორ იყო:))
მდააააააააააააც.... ვნახე...
ReplyDeleteკარგი ხარ. ასე გააგრძელე :)
ლაშა, მომწონხარ ძალიან:)
ReplyDeleteზუუსტად :D
ReplyDeleteრაღა დროს ამაზე ავარდნაა, მაგრამ ქუთაისი მართლა მაინც უფრო, რბილად რომ ვთქვათ, კონსერვატორი ქალაქია თბილისთან შედარებით, უფრო პატარა, უფრო დახურული საზოგადოებით და ასე მარტივად ვერ შეხვდა. ცოტა დრო გავა და იქეთ დასცინებენ )))
ისე, ზაზასგან გამიკვირდა, კი არის ეპატაჟნიკი, მაგრამ ასეთ "ძიშოვ" პონტებს მორჩა მეგონა :(
mogisgan sofeli da qalaqi, toje mne aristokratka bliadz!!!!!!!!!!1
ReplyDelete"არა და სწორედ ეს ბურჭულაძე იყო მახსოვს, რომელიღაც ტელეკომპანიას რომ მისცა ინტერვიუ _ ეკო დეისაძე არის მეორე ხარისხოვანი მწერალი და ეს წიგნი იყო უბრალოდ პოპულარულობის მოსატანად დაწერილი, ხოლო მხატვრული თვალსაზრისით, ისე რაო..."
ReplyDeleteნეტა მაგას ბურჭულაძე ვიზე ამბობს :|