Thursday, March 24, 2011

განძის მაძიებელნი - ოჰ, ედმონდ, ედმონდ

ალბათ გახსოვთ, რომ არ დავიზარე, ბლოგერებს ერთობლივი თამაში შევთავაზე და კონკურსის პირველ დღეს, მასიურ ისტერიას შევუერთდი კამერით ხელში.

თურმე არის ტანჯვა, თან ირბინო თან ქმ...ქმ.... კი არა და თან ფლიპ კამერით ირბინო გიჟივით და თან მინიშნებებს ადევნო თვალყური მართლაც შეუძლებელია. ამიტომაც გადავწყვიტე თამაშს გამოვკლებოდი და მხოლოდ გამეშუქებინა.

ქრონოლოგიას რომ არ ჩამოვრჩეთ ან რაიმე არ აგვერიოს, თავიდან დავიწყებ.


  1. ტური
    1. დარიგდა კონვერტები, თბს ბანკის სათაო ოფისის წინ
    2. კონვერტში იყო რუკა და დაშიფრული წერილი
    3. რუკაზე დატანილი იყო თბილისის რამდენიმე წერტილი. ადგილზე მისულს გხვდებოდა სიმბოლო (კაცუნა) და კიდევ სხვა ადგილი, სადაც შესაბამის ასოს პოულობდი.
    4. შეგროვებული ასოებით და აღნიშვნებით, შიფრავდი ბატონი ედმონდის წერილს, სადაც ბევრ სისულელესთან ერთად ისიც ეწერა, რომ ეს კოდი ფეისბუქში შეიყვანეო.
    5. ფეისბუქში კოდის შეყვანის შემდეგ, აპლიკაციამ მამცნო, რომ თამაშის გასაგრძელებლად დავლოდებოდი "კვირის პალიტრის" გამოსვლას.
  2. ტური
    1. გამოვიდა კვირის პალიტრა (რომლის ბრდღვნაც არ დარჩა, რამდენიმე საათში მთელს ქალაქში)
    2. გაზეთში პირველი ტურის მსგავსად იყო დაშიფრული წერილი, ამჯერად ღიმილაკებით.
    3. ღიმილაკების შესაბამისი ასოების პოვნის პრინციპი პირველი ტურის მსგავსი იყო _ გაზეთშივე მოცემულ რუკაზე იყო დატანილი ადგილები, რომლებსაც მიჰყავდი თბილისის სხვადასხვა წერტილებში, სადაც პოულობდი შესაბამის ასოებს.

პირველი ტურის შედეგები, თამაშის ორგანიზატორების არ იყოს, ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. თამაშის მიმართ უამრავი ადამიანის დაინტერესება გავსებულმა მარჯანიშვილმა და ბლოგის სტატისტიკამაც კარგად აჩვენა. ვიდეო უამრავმა ადამიანმა ნახა, ბლოგმა მოხსნა ყველანაირი რეკორდი ერთი დღის მანძილზე უნიკალური ვიზიტორების კუთხით. ვფიქრობ, რეალური კონკურსის მსგავსად, ვირტუალურშიც ნელ-ნელა იკლებს აღნიშნული თემით დაინტერესებული ხალხის რიცხვი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვფიქრობ თემა აქტუალურია და მეც მეორე ტურის, მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ, ვიდეოპოსტის სახით.

[youtube http://www.youtube.com/watch?v=m8TL6OzBZdo]

მე პირადად მესამე ტურში ვერ გადავედი, მაგრამ იმედი მაქვს თამაშის ორგანიზატორები დამეხმარებიან, რომ სხვა ტურებიც მიმოვიხილო. ეს კი უპირველეს ყოვლისა იმაზეა დამოკიდებული, მოგეწონებათ თუ არა თქვენ მოცემული მიმოხილვა _ ასე რომ არ დაგეზაროთ, დატოვეთ ბლოგზე კომენტარი.

14 comments:

  1. მეორე ვიდეო ახლა ვნახე და "თ"-ს გარეშე მომეწონა :)

    ReplyDelete
  2. საინტერესოდ არის გაშუქებული,ლაშარელა
    იმედია,შემდგომ განვითარებული მოვლენების ხილვის საშუალება მოგვეცემა

    ReplyDelete
  3. ყვავილებთ დახატული სმაილის დანახვით გავოცდი, ყოჩაღ თიბისი!!!
    როგორ მაინტერესებს ვისი იდეა-ორგანიზებულია ეს ყველაფერი? ძალიან საინტერესოა.
    ხალხი ცოტა ხნით მაინც მოშორდება კომპიუტერებს და ტელევიზორებს :)

    ReplyDelete
  4. უფრო და უფრო მეტად მომწონხარ:)

    ReplyDelete
  5. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს თიბისი ბანკი, (იმიტომ, რომ რაღაცნაირია და თან ძვირი :)) მემგონი კარგად დაეხმარა მათ შენი ვიდეო მიმოხილვა.. ასე რომ ამ უცნაურ ბანკს ვაძლევ რეკომენდაციას გიყიდონ ველოსიპედი და ხელთათმანები, რომ არ გაგეყინოს ხელები და დროულად იმოძრაო ქალაქში.. ;)

    ReplyDelete
  6. ლაშ, ისეთი სამსახური მაქვს, რომ დღეში 20-ზე მეტ რეკომენდაციას ვწერ და უკვე მიჩვეული მაქვს ხელი.. :))) გაიხარე, ძალიან მომწონს შენი ბლოგი, სახალისო და საინტერესოა..

    ReplyDelete
  7. ვერ გამოიცანიიი... :))) პირველი ვერსია ჩემს პროფესიას უკავშირდება, თუმცა იმდენად უინტერესო იყო, რომ ამ საქმიანობაზე თავიდანვე ვთქვი უარი, რაც შეეხება მეორეს და მესამეს.. საინტერესოა, თუმცა სულ სხვა კუნძულია.. :) დიიიდი სახელი ქვია და აქ რომ არ დავწერო შეიძლება?! :))

    ReplyDelete
  8. ბავშვებიი.. :)) "მე ნოდარისთან ვმუშაობ.." (ჩემი ბლოგიდანა :))

    ReplyDelete
  9. :) ბავშვზე ზრუნვის სამსახურია მოკლედ და მარტივად რომ ვთქვა.. :))

    ReplyDelete
  10. ramdeni motamashe mecno am videodan :S

    ReplyDelete
  11. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს თიბისი ბანკი, (იმიტომ, რომ რაღაცნაირია და თან ძვირი :)) მემგონი კარგად დაეხმარა მათ შენი ვიდეო მიმოხილვა.. ასე რომ ამ უცნაურ ბანკს ვაძლევ რეკომენდაციას გიყიდონ ველოსიპედი და ხელთათმანები, რომ არ გაგეყინოს ხელები და დროულად იმოძრაო ქალაქში.. ;)

    ReplyDelete
  12. ვერ გამოიცანიიი... :))) პირველი ვერსია ჩემს პროფესიას უკავშირდება, თუმცა იმდენად უინტერესო იყო, რომ ამ საქმიანობაზე თავიდანვე ვთქვი უარი, რაც შეეხება მეორეს და მესამეს.. საინტერესოა, თუმცა სულ სხვა კუნძულია.. :) დიიიდი სახელი ქვია და აქ რომ არ დავწერო შეიძლება?! :))

    ReplyDelete
  13. უფრო და უფრო მეტად მომწონხარ:)

    ReplyDelete
  14. ამოთქვი ახლა ადამიანო სად მუშაობ :)

    ReplyDelete